გამართლებული რეპერები, საბაჟოზე აღმოჩენები და ევროპის ჩემპიონი

      წვიმებითა და წყალდიდობებით გატარებული უქმეების შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ შედარებით მშვიდი კვირა დაიწყოთ, თუმცა ეს ყოველივე არ ეხება საინფორმაციო სამყაროს და ნიუსებს. ერთი ამბავი ისაა, რომ დღეიდან მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /12 ივნისი, 2017/

      ამინდების თემაზე - სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ არის.

      დავიწყოთ სტანდარტულად დილიდან ან გნებავთ გუშინდელიდან. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც აქტიური პოლიტიკოსი, ერთ აბზაცში მოვაქციოთ ყველა განცხადებით - ირაკლი კობახიძე - არც ერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეაფასებს. ირაკლი კობახიძე - დღევანდელი კონსტიტუცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაუხვეწავი საკანონმდებლო აქტი, რაც კი მოქმედებს საქართველოში. ირაკლი კობახიძე - ვერანაირი საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტს უფლებამოსილებას ვერც შეუმცირებ და ვერც გაუზრდი. ირაკლი კობახიძის აზრით, 3 წლის წინ მუნიციპალიტეტების გაყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არარაციონალური კომპრომისის შედეგად იქნა მიღებული.

      ბოლო დღეების კიდევ ერთი აქტუალური თემა და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საპროტესტო აქცია მოეწყო რეპერების დუეტის - ბირჟა მაფიას - მხარდასაჭერად. საბოლოოდ რეპერები თავისუფლები არიან, მაგრამ ამ თემის ნიუსები ერთად: პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ”ბირჟა მაფიას” წევრების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. პროკურატურა მზადაა ”ბირჟა მაფიას” წევრებს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ. ადვოკატი - საქმეში ჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებზე მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მიხეილ თათარიშვილის მამა - შს მინისტრი ამბობს, რომ „ჩადებები“ არ ხდება, მინისტრს ან სძინავს, ან უწყებას ვერ ხელმძღვანელობს და უმჯობესია წავიდეს. სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დაინიშნა. “ნაციონალური მოძრაობა” რეპერების საქმეზე - ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ. ადვოკატი ირმა ჭკადუა - მიხეილ თათარიშვილს დაკავების დროს ჩხრეკის ოქმი არ გადასცემია, მაშინ, როდესაც ოქმში საპირისპიროა აღნიშნული. ”რესპუბლიკელები” ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას მოითხოვენ. „ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი - ნარკოტიკი ორმა პირმა ძალის გამოყენებით ჩამიდო. პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მიხეილ მგალობლიშვილი - ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი. გია ვოლსკი “ბირჟა მაფიას” წევრების საქმეზე - პოლიციელთა გადაცდომა რომც დამტკიცდეს, არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ მინისტრის კომპეტენცია დადგეს. სასამართლო ამჯერად „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრის, გიორგი ქებურიას საქმეზე მსჯელობს. სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ მეორე წევრი გიორგი ქებურიაც დარბაზიდან გაათავისუფლა. „ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია - პოლიციელებმა გვითხრეს, რომ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით პოლიციის გაშარჟებისთვის. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს სააკაშვილის ნარკოჩადების პოლიტიკას. გიორგი ქებურია საზოგადოებას, მათ შორის ბერა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პროკურორი - გამოდის, რომ ჯგუფ “ბირჟა მაფიას” საქმეში ის მტკიცებულებები, რაც არსებობს, ნაწილობრივ ეჭვქვეშ დგება. ირაკლი სესიაშვილი - სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად იქცა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა, თითქოს საქმე გვაქვს ჩადებასთან - ასეთი მიდგომა დამღუპველია. სააპელაციო სასამართლოს განცხადება - „განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულები ვალდებულები არიან წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად და ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“. კახა ცნობილაძე - პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და გამოავლინოს იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა.

      ეს კონსტიტუცია ხომ გადაგვაყოლეს თან, თან მივიღეთ და თან ვერა - ლინას ლინკევიჩუსი - საკონსტიტუციო ცვლილებებისას ყველას მოსაზრების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას უზრუნველყოფს.

      ლინას ლინკევიჩუსი აქტიური იყო დღევანდელ ქართულ მედიაში - „ვიყავი ზუგდიდში, ხურჩაში, ენგურის ხიდზე და ვნახე საერთაშორისო სამართლის დარღვევები“. - მიხეილ ჯანელიძე - ლინას ლინკევიჩუსი საუკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად მიუღებელ მოცემულობას 21-ე საუკუნეში. გიორგი კვირიკაშვილი ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში, საქართველო იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

      რუსეთი კვლავ რჩება მსოფლიოს პრობლემად - ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთის ქმედებები საერთაშორისო დანაშაულია, რომელმაც ხალხი შუაზე გახლიჩა. ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლებას - დაასრულეთ საბაჟო მონიტორინგის განსახორციელებლად კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა. მიხეილ ჯანელიძე - რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში.

      კონგოში დატყვევებული ქართველი პილოტის ამბებზე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძე ზვიად გონაძე - ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. „პირველივე დღიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ მფრინავი ტყვედ ჩავარდა შეიარაღებული დაჯგუფება M23-ის ხელში, ჩვენი უწყება ყველა რესურსს იყენებს, რომ გაირკვეს მისი ადგილსამყოფელი. ჩვენ ვიმუშავეთ ყველა დიპლომატიური არხის მეშვეობით. ვიმუშავეთ გაეროს მისიასთან, წითელ ჯვართან და კონგოს ხელისუფლებასთან”, - აღნიშნა ზვიად გონაძემ.

      არ დასრულებულა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეც - ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებას გეგმავს. ირინა ფრუიძე - აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია ძირითადად, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას შეეხება. ადვოკატი - ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით ორი ქვეყნის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება. სერგი კაპანაძე - მუხთარლის საქმით ხელისუფლებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს და დემოკრატიას. თამარ ჩუგოშვილი - მუხთარლის საქმე არის ძალიან რთული, მძიმე საქმე, როგორც ემოციურად, ასევე კომპლექსურად. ირაკლი სესიაშვილი - მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მუხთარლის საკითხზე იმსჯელებს.

      ლარიზაციის გეგმიდან - დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდე, მთლიანი სესხებისა კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო.

      ქალაქების გაუქმების თემა - არასამთავრობო ორგანიზაციები - პარლამენტის კომიტეტებმა ქალაქების გაუქმებას მხარი იმ დადგენილების საფუძველზე დაუჭირეს, რომელიც ჯერ არ არსებობს.

      სიტყვის თავისუფლების შუქურაზე აუცილებლად უნდა დავწერო - ლევან და გია ყარამანიშვილები - ნიკა გვარამიას შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება.

      ანატოლი ბიბილოვი - ლენინგორის სკოლებში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ ენასთან დაკავშირებული ბარიერი.

      ევროსაბჭოში ჩვენი მუდმივი წარმომადგენელი, პრეზიდენტის ბრძანებით ინიშნება და ახლა ამ მოვალეობას ირაკლი გივიაშვილი შეასრულებს.

      დეკანოზ მამალაძის საქმეც გავიხსენოთ - თორნიკე მამალაძე - პატრიარქთან შესახვედრად სხვა შუამავლები გვყავს.

      ქვემო ქართლში მოსწავლეებს შორის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

      სხვა დაკავება-დაპატიმრება-დანაშაულები-აღმოჩენები - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა. სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. წითელ ხიდსა და ყაზბეგში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. სადახლოსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

      ერთი კარგი ამბავიც მაქვს შემონახული - თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია!

საზღვარგარეთულები:

      სირიის სახელმწიფო ტელევიზია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდირების შესახებ იუწყება.

      ირანში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ოთხი პირის ლიკვიდირება მოახდინა.

      რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება - აქციაზე 121 ადამიანი დააკავეს.

      „ალ-ქაიდას“ ტერორისტები იემენში სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ.

      ევროკავშირი - ერდოღანს არ დავუჩოქებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 171

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters