ილუზიონისტების საქმე, გადაღეჭილი კონსტიტუცია და რეზოლუცია

      ძალზედ დაძაბული და აქტიური სამუშაო კვირის ბოლოს (ყოველშემთხვევში, ჟურნალისტებისთვის), დღევანდელი დღის ამბები რამდენიმე მიმართულებად შეიძება გაიყოს, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებზე კეთდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /2 ივნისი, 2017/

      დავიწყოთ, სწორედ საქართველოს პრეზიდენტით. დღეს ის აუდიტის სამსახურში იყო მისული და თორდია-ფარცხალაძის საქმის გამოუძიებლობით უკმაყოფილომ, მკაცრად აკრიტიკა მთავრობა. შემდეგ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაქრობა-გამოჩენის ამბავზეც დააყარა ქოქოლა. პრეზიდენტი ლაშა თორდიას საკითხზე - ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები? დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშაა. არ ვიცი, კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას, როგორ შეიძლება თბილისში გაქრეს ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდეს?

      პრეზიდენტის მასპინძელი თორდია: „ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ჩვენი პრიორიტეტი არ არის, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული“.

      რაც შეეხება სხვა ამბებს, დავიწყოთ ტრადიციულად დილიდან, და პირველი ამბები უკავშირდება უკვენახსენებ აფგან მუხთარლის. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, „საქართველოს საზღვარი დაცულია დასავლური სტანდარტების შესაბამისად“, თუმცა სწორედ დასავლეთიდან, გერმანიის ელჩი საქართველოში ამბობს რომ - აფგან მუხთარლის საქმე შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ ჩვენს დედაქალაქებშიც. გავაგრძელოთ ეს თემა: აზერბაიჯანის გენპროკურატურის წარმომადგენელი - „ექიმების მიერ შემოწმების დროს აფგან მუხთარლის ძალადობის არანაირი ნიშნები არ აღმოაჩნდა“. გიორგი აბაშიშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე - დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სახელმწიფოს იმიჯს სათანადოდ დაიცავენ. თამარ კეკენაძე - სამარცხვინოა, რომ ჩვენ ვერ დავიცავით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იმ საფრთხისგან, რომელსაც ის თავისი ქვეყნიდან გამოექცა. აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძესთან და სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. თინა ხიდაშელი - არ შეიძლება ქვეყანას დემოკრატიაზე ჰქონდეს პრეტენზია და მის ტერიტორიაზე ადამიანს იტაცებდნენ. თინა ხიდაშელი - არ შეიძლება ქვეყანას დემოკრატიაზე ჰქონდეს პრეტენზია და მის ტერიტორიაზე ადამიანს იტაცებდნენ. ადვოკატი ელჩინ ნამაზოვი თავის დაცვის ქვეშ მყოფ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ორშაბათს შეხვდება. ტრადიციულად იუმორისტულ-მხატვრული იყო ელისაშვილი: „სესიაშვილის განცხადება ინდურ სცენარს ჰგავს, მღებრიშვილის განცხადება აზერბაიჯანული პრესის მიმოხილვა იყო, „სნეგურაჩკა” კაცზე კი, საერთოდ საუბარი არ ღირს“.

      ქეთევან ციხელაშვილი - ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის დასჯის საკითხს მაღალ დონეზე დავაყენებთ, მუშაობას არ შევწყვეტთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს.

      ისევ აბაშიშვილი, რომელმაც ამჯერად კონსტიტუციაზეც თქვა ორიოდ სიტყვა: შეუძლებელია დემოკრატიულ პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს დავარქვათ კონსტიტუცია. ირაკლი კობახიძე - ივნისში ორი მოსმენით მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული. თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ევროპარლამენტარების ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. უილიამ ლაჰიუ - კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რაც გამოსწორებას ითხოვს. ასევე ლაჰიუ: „მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტები ჩართულნი იყვნენ დებატებში, თუ რა გავლენას ახდენს კონსტიტუცია ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებზე“. დავით რაქვიაშვილი - არსებული სახით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოშლის ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, რაც სახიფათოა უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში. პრეზიდენტი ლაშა თორდიას საკითხზე - ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები?

      ბარემ ერთი აბაშიშვილიც, რადგან მისი პირით პრეზიდენტი საუბრობს ხშირ შემთხვევაში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს.

      დავით ზალკალიანი რეზოლუციის შესახებ - დევნილებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი პრობლემა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ყოველწლიურად ისმის.

      აქამდე არ მომაფიქრდა, მაგრამ როგორც ჩანს ვიცეპრემიერობას, ქალაქელობა ამჯობინა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კახი კალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ დროს იმიზეზებს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ოფიციალურად წარვადგინოთ მერობის კანდიდატურა.

      მეგა მონაცემთა (Big Data) დამუშავების ოპერაციული ინტელექტი უკვე საქართველოშია (R). კომპანია “Splunk”-მა სილიკონ ველი თბილისთან თანამშრომლობა დაიწყო.

      ტრამპმა ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა გადადო. ისევ ტრამპი - ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით, აშშ „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გამოდის. ემანუელ მაკრონმა „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ გამოსვლის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

      საპატრიარქო - ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო, რაზეც ქარჩავამ ბრძანა, რომ - საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ.

      ომბუდსმენი არქიტექტურის სამსახურს მიმართავს, ბათილად ცნოს საცხოვრებელ სახლზე უნებართვო მიშენების ლეგალიზების შესახებ ბრძანება.

      პროფკავშირები მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საშეღავათო სისტემის შემუშავების თაობაზე ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.

      ირინა მილორავა - სემეკი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს. დღეს ასევე, სემეკმა სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტი წარადგინა.

      გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. თენგიზ ფხალაძე რეზოლუციაზე - კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ქართულმა დიპლომატიამ.

      2012 წელს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაზარალებულ კომპანიებს დაუბრუნდებათ.

      ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს

      ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულ ადამ ოსმაევს კიევში თავს დაესხნენ.

თითოხაზიანი ამბები

      სამხრეთ კორეის მილიონ ტირაჟიან ჟურნალში ქართულ ღვინოზე სტატიები დაიბეჭდება.

      საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი მიიღო.

      საქსტატი - მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,6 % შეადგინა.

      ფილიპინების დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

      იაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს.

      ქაბულში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

      2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 134

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters