დოლარის უკიდეგანო აღმასვლა, მცველი ქსენოფობიური განცხადებებით, კონსტიტუცია ოპტიმიზაციით და საზღვარგარეთ დამნაშავეობა

      დოლარი უკანმოუხედავად მიიწევს წინ, ხოლო ლარი მასთან მიმართებაში უფრო და უფრო დევალვირებს და სრულ გაუფასურებამდე არაფერი აკლია, ამის ფონზე თბილისის მერიაში კალაძეს ედავებიან ქსენოფობიური განცხადებების ავტორის თანამდებობაზე დანიშნვას, ქართველეს აპატიმრებენ საფრანგეთსა და იტალიაში, კონსტიტუციის განხილვა იწყება და ასე გადის მთელი კვირის ბოლო სამუშაო დღე. ამას დაემატა გურამ შარაძის მკვლელის გათავისუფლება:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 ნოემბერი, 2017/

      მერიის პრობლემური თანამშრომელი და კალაძის ახალმერობა - მარიკა დათუკიშვილი - ნუგზარ ჭონქაძე აგრესიული ჯგუფების მობილიზებითა და ორგანიზებით იყო დაკავებული. ვატო შაქარიშვილი - ”ფეისბუქ”-სტატუსებით ნუ განვსჯით ადამიანებს. ნუკრი ქანთარია ნუგზარ ჭონქაძეზე - საქმემ გამოაჩინოს და არა მოცალეობის ჟამს, სოციალურ ქსელში დაწერილმა თუნდაც უხერხულმა მოსაზრებებმა. გოკა გაბაშვილი - კალაძისადმი შეკითხვებია - საიდან შეარჩია შავბნელი, ქსენოფობიური წარმომადგენელი უსაფრთხოების სამსახურში და რატომ ვერ შეძლო სუს-ის მიერ მიჩენილი ნიკოლეიშვილის გამოცვლა? გოკა გაბაშვილი - კახა კალაძე მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს, ის არც კი კადრულობს საკრებულოში მოსვლას. გიორგი ტყემალაძე - ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც საკრებულოში თანამდებობის პირების წარდგენა მერის მხრიდან ხდებოდა. ირაკლი ზარქუა - ჩემთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის ნუგზარ ჭონქაძეს საჯაროდ რა პოზიცია აქვს, მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს პროფესიონალი. მარიკა დათუკიშვილი - რას მიშნავს კალაძის ორმაგი სტანდარტი - კაშიაზე გაკეთებული განცხადება და „ქართული მარშის“ წარმომადგენლის ნუგზარ ჭონქაძის დანიშვნა? ვიცე-მერი - კახა კალაძის საკრებულოში ყოფნა სავალდებულო არ არის, მას აქვს უფლებამოსილება, უფლებამოსილება გვჭირდება ჩვენ, მთავრობის მომავალ წევრებს. კახა კალაძე - საარჩევნო პლაკატების გაკვრაზე რეგულაციებს შემოვიღებთ. კახა კალაძე - ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს ნუგზარ ჭონქაძესთან დაკავშირებით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა გადასცა. ირაკლი ხმალაძემ თბილისის საკრებულოში ქალაქის მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა წარადგინა. ირაკლი ხმალაძე - თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება მიმართული. ირაკლი ხმალაძე - ქალაქის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, შემოვლითი რკინიგზა იქნება ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც გადაწყვეტილებას მივიღებთ. ლევან ხაბეიშვილი - თბილისის მერი სოლიდარობას უცხადებს კაშიას, საქალაქო სამსახურის უფროსად კი ჰომოფობ პირს ნიშნავს. 

      დოლარის ღირებულება უკვე 2,77 გახდა (კერძო ბანკების მონაცემებით). ირაკლი ყიფიანი - პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება არასწორად მიმაჩნია. დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნული ბანკი მოახდენს ბაზარზე გავლენას, თუ დაინახავს, რომ ლარის კურსი ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი. დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა გავლენას არ იქონიებს ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება ის, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებოდა. 

      განათლების მინისტრის შესახებ - გიორგი შარვაშიძე - მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტისთვის დანაკარგია, საქართველოსთვის კი ნამდვილად შენაძენი.

      კონსტიტუციის განხილვები განახლდა - თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარი გაუგებარია. სალომე ზურაბიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ მთავარია, მივაღწიოთ გამოსწორებულ კონსტიტუციას. სალომე ზურაბიშვილი - აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს არსად დედამიწაზე და არც ერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით. 

      ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის სარგებელი - დიმიტრი ქუმსიშვილი - აუცილებლად იქნება ოპტიმიზაცია, რომელიც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახება. გიორგი კაკაურიძე - რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრები ახალ სტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებენ. 

      დავიცვათ ბავშვები - დავით სერგეენკო - ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაციაა გაცემული, თუმცა ამას ერთეულები იცავენ.

      გურამ შარაძის მკველის გათავისუფლება - რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი. გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გიორგი ბარათელი - გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. 

      დაცვა სახალხო დამცველს - არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, უჩა ნანუაშვილი ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იქნება სახალხო დამცველის პოსტზე. კახა კოჟორიძე - საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით და გამოგონილი, ვირტუალური თემებით მანიპულირებს. 

საზღვარგარეთულები:

      ქართველი ქურდები საფრანგეთში - ე.წ. კანონიერი ქურდების ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორისაც ქართველები არიან. ელჩი - პარიზში დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების ოპერაცია საფრანგეთისა და საქართველოს შს სამინისტროების თანამშრომლობით განხორციელდა. იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.

      პატიმრობა პოლიტიკური დანაშაულისთვის - ესპანეთის შსს - პუჩდემონს სამარტოო საკანი გარანტირებული აქვს.

      ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა - თეთრი სახლის სპიკერი - გლობალურ საკითხებში ტრამპი პუტინთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

      რუსეთის მომავალი - ჩეხეთის პრეზიდენტი - შორეულ მომავალში რუსეთი ევროკავშირის წევრი გახდება.

      ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი - ისრაელი მზად არის, საუდის არაბეთს ირანის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ პასუხს ვცემთ ირანის აგრესიას და ვეუბნებით: კმარა! 

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-მ ძალიან დაგვწყვიტა გული, „ისლამურ სახელმწიფოს“ დოლარები მისცა. 

      ნატო-ს გენმდივანმა თურქეთის ხელმძღვანელობას ნორვეგიაში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა. 

      კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტმა ზიმბაბვეს პრეზიდენტს მოუწოდა ხელისუფლება დატოვოს. 

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 214

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters