კინომანიას ცოტა მოვწყდი, უფრო სწორედ, დიდი ხანია არაფერზე დამიწერია, მაგრამ რამდენიმე სერიალი კი ვნახე ბოლო კვირების განმავლობაში. სულ ახლახანს განვასრულე ახალგაზრდა პაპის (The Young Pope, 2016) ყურება. ჯერ სულ ახალია, შარშანდელი, ამიტომ ფილმის შესახებ ბევრს არაფერს მოგიყვებით, მეტიც - ამ პოსტის იდეა, განსხავებით ამ ციკლის (#კინომანია) წინა პოსტებისგან, არა, ფილმის ყურება, არამედ ფილმიდან ერთი ეპიზოდეს წარმოდგენაა.
ულამაზეს სიქსტის კაპელაში, ახლადარჩეული რომის პაპი, ტრადიციისამებრ კარდინალების წინაშე უნდა წარდგეს და დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ, ასეთ სიტყვებს შეარჩევს მათთვის სათქმელად.
ტრანსკრიპტი გაკეთებულია ქართული საიტების თარგმანების მიხედვით, ამიტომ პარალელურ ადგილებს გთავაზობთ ინგლისურ ვერსიასაც.
კაკ-კუკ! კაკ-კუკ! ჩვენ იქ არ ვართ! ძმებო კარდინალებო, დღეიდან, ვინც არ უნდა დაგვიკაკუნოს, ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენ შიგნით ვართ, მაგრამ მხოლოდ უფლისთვის. დღეიდან, ყველაფერი ის, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, მიუწვდომელი იქნება. ევანგელიზაცია - ჩვენ ეს უკვე გაგვიკეთებია; ეკუმენიზაცია - ვიცით, გაგვიკეთებია; შემწყნარებლობა - მისი ადგილი აღარ არის, ის გააძევეს. მან ადგილი ახალ მაცხოვრებელს დაუთმო, რომელსაც სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს. წლების მანძლზე ვცდილობდით სხვებამდე ხმის მიწვდენას, დროა შევჩერდეთ! აღარსად წავალთ! ჩვენ აქ ვართ, რადგან,... რა ვართ ჩვენ? ჩვენ საძირკველი ვართ! საძირკველი კი არ მოძრაობს; ჩვენ საძირკველი ვართ, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, ამიტომ გარე სამყაროს არ ვუყურებთ. მხოლოდ ეკლესია ფლობს ჭეშმარიტების ქარიზმას - თქვა, წმინდა იგნატიუს ანტიოქიელმა და ის მართალი იყო. ჩვენ გარეთ გახედვის მიზეზი არ გვაქვს. მაგის ნაცვლად, იქ გაიხედეთ. რას ხედავთ? |
|
ეს კარია! ერთადერთი შემოსასვლელი, პატარა და ძალიან არაკომფორტული. თუ ვინმეს შემოსვლა მოუნდება, მოუწევს იმის გარკვევა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს. ძმებო კარდინალებო, ჩვენ ისევ აკრძალულები უნდა გავხდეთ, მიუწვდომლები და საიდუმლოებით აღსავსენი. მხოლოდ ასე მოვახერხებთ ისევ სასურველებად დარჩენას. მხოლოდ ასე იბადება ჭეშმარიტი სიყვარული, მე კი აღარ მინდა ნაწილობრივი მორწმუნეების ყოლა. მე, დიადი სიყვარულის ისტორიები მინდა. მე უფლის ფანატიკოსები მინდა, რადგან ფანატიზმი სიყვარულია. ყველაფერი დანარჩენი კი ხელოვნურია და ეკლესიის გარეთ დარჩება. უკანასკნელი პაპის მიდგომის გამო, ეკლესია ფართო მასებს შეუყვარდა, ის პოპულარული გახდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეგ შესანიშნავია არა? ჩვენ პატივისცემა მოვიპოვეთ და ბევრი მეგობარი გავიჩინეთ. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუქნა მთელი სამყაროს მეგობრობას, მე მხოლოდ უფლის აბსოლუტური სიყვარული და სრული თავდადება მინდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ეკლესია რადენიმე კაცისთვის არის? ეგ მხოლოდ ჰიპოთეზაა, და ჰიპოთეზები ხშირად რეალობისგან განსხვავდებიან. მაგრამ ეს ჰიპოთეზაც კი არ არის იმდენად სკანდალური, მე ვამბობ - სჯობს გყავდეს რამდენიმე სანდო, ვიდრე უამრავი გულგრილი და დროებითი. მოედნები ხალხით არის გატენილი, გულებში კი უფალი არ არის. სიყვარული რაოდენობით არ იზომება, ის მხოლოდ ინტენსიურობით იზომება. აუცილებელი ბრმა სიყვარულია. კარგად ჩაიჭედეთ ეს სიტყვები თქვენს სულებში - აუცილებელი! დღეიდან ზუსტად ეს სურს პაპს, ეს უნდა ეკლესიას, ეს უფლის სურვილია. და ამიტომაც ლიტურგია აღარ იქნება საზოგადო ჩართულობის აქტი, ეს მძიმე შრომად იქცევა. ცოდვები კი აღარ იქნება სურვილისამებრ მონანიებული. თქვენგან აპლოდისმენტებს არ ველი, მადლობის გამომხატველი სახეები არ იქნება ამ კაპელაში - არც ჩემგან და არც თქვენგან. თავაზიანობა და კარგი მანერები არ შეადგენენ უფლის მსახურების საქმიანობას, მაგრამ მოველი, რომ იმას გააკეთებთ, რასაც გავალებთ. არაფერი უნდა იყოს, გარდა მორჩილებისა პიუს XIII-ის მიმართ. არაფერი, გარდა ჯოჯოხეთისა. ჯოჯოხეთისა, რომელზეც არაფერი იცით, მაგრამ მე ვიცი. რადგან ის მე ავაგე, ზუსტად იმ კარის უკან. ჯოჯოხეთი. უკანასკნელი დღეების მანძილზე, მე ჯოჯოხეთს ვქმნიდი თქვენთვის, ამიტომაც დავაგვიანე. ვიცი რომ დამემორჩილებით, რადგან უკვე მიხვდით, რომ ამ პაპს არ ეშინია მორწმუნეთა დაკარგვა. რომელშიც სულ მცირე ურწმუნოებაც კი არის - ე.ი. ეს პაპი მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, არაფერზე და არავისთან. ამ პაპს ვერ დააშანტაშებ. დღეიდან, სიტყვა „კომპრომისი“ ლექსიკონიდან ამოღებულია, ის ამ წამს წავშალე. როცა იესო თავისი ნებით გააკრეს ჯვარზე, ის არ ეძებდა კომპრომისებს. და არც მე ვეძებ. ამინ! |
|
ფილმის რეჟისორი: პაოლო სორენტინო. საკმაოდ გახმაურებული და მრავალქვეყანა ჩართული ფილმია - იტალია, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იღებდა მონაწილეობას. ბევრი დაიწერა, ბევრი მითქმა-მოთქმაც იყო, ზოგი ამბობდა მკრეხელობაა, ზოგიც პაპის ინსტიტუტის დაცინვა და აბუჩად აგდებააო, ზოგმა ეკლესიის ლანძღვააო. მოკლედ, ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ფილმში მეასე ხარისხოვნად არის ნაჩვენები და უფრო საინტერესოდ თანამეროვე, მოდერნულ სამყაროში ეკლესიის მდგომარეობას წარმოგვიდგენს.
ნახეთ და შემდეგ კიდევ დავბრუნდეთ კომენტარებში განსახილველად.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am
0 კომენტარი
0 მოწონება
NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:
From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.
How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია