მკვლელობით დასრულებული გართობა, ბიზნესი საზოგადოებრივი მაუწყებლობით, ხელფასები მერიის სტრუქტურებში და ენდიაის კვლევები

      დღის მთავარი ამბები, ამინდის პროგნოზებს აღარ ეხებოდა, რადგან შევეჩვიეთ უთოვლო ზამთარს და სიცივეს. დღეს მოხდა ის, რომ პრეზიდენტი, არასამთავრობოები და პარლამენტარები კვლავ საუბრობდნენ საზ.მაუს მაუწყებლობის და ბიზნეს გათვლების სიავეზე, ასევე იძიებენ მკვლელობებს - გენერლისა რუსთავში და პოლიციელისა ბასიანში, ამას გარდა, NDI-მ დაიწყო კვლევის შედეგების გამოქვეყნება და მერიას კვლავ ხელფასებზე ედავებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 იანვარი, 2018 /

      მაუწყებლობა საზოგადოებრივად - სულხან სალაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე“ - საია-ს ინტერესის ძირითადი საგანი სტარტაპების ნაწილიც გახდება, ვინაიდან სამართლებრივად აქაც პრობლემებია. ანა ნაცვლიშვილი - ყველაზე მძაფრი პრობლემა იმ საკითხებთან დაკავშირებით დავინახეთ, როგორიც არის რეკლამა, სპონსორობა და საჯარო შესყიდვები. ლაშა ტუღუში „მაუწყებლის შესახებ კანონზე“ - ძალიან ცუდი კანონია და არსებობს შანსი, რომ ვეტოს დაძლევის ტრადიცია დაირღვეს. საია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე - პროექტის კანონად ქცევა მაუწყებელში გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის. ზვიად ქორიძე - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იმისთვის არ შექმნილა, რომ ბიზნესთან გარიგებები აფორმოს. ნინო ჯანგირაშვილი - ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტო არ არის მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები. ზაქარია ქუცნაშვილი ვეტოზე - გავეცნობი პრეზიდენტის შენიშვნებს, არგუმენტაციას, მოვისმენ კონტრარგუმენტაციას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას. გიორგი მარგველაშვილი - სარეკლამო ბაზარზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოყვანა იქნება კონკურენტული გარემოს შეზღუდვა, ბაზარზე არსებითად უთანასწორო პირობების დაწესებით. გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს და რეკლამას აქვს სრულიად განსხვავებული მიზნები, რომლებიც ერთიმეორეს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებში კორუფციის საფრთხეს ხედავს. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.

      გენერლის მკვლელობა რუსთავში - ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. მოვაჭრეები ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ”სტამბოლის ბაზრობის” დირექტორს სამსონ ქუთათელაძეს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მენეჯერი - ერთადერთი ვერსია ეს არის, რომ მაყუჩიანი იარაღით მოხდა მკვლელობა, ვინაიდან ხმა ვერავინ გაიგო.

      სახალხო დამცველის საქმიანობიდან - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა. მან ასევე სამართალდამცველ სტრუქტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობა შესთავაზა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - სურვილი მაქვს ვახტანგ გომელაურს შევხვდე, რადგან ბევრი კითხვა მაქვს. ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში ადგილობრივებს, პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

      ვიზიტი ლატვიაში - ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ეკა ბესელია - ლატვიაში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. თამარ ხულორდავა - ლატვიის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს.

      გადასტრუქტურირებული მერია - ბექა დავითულიანი - მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება. მარიკა დათუკიშვილი - დანამატები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა გასულ წლებში არანორმალური რაოდენობით იღებდა, დღეს დააკანონეს. „ევროპული საქართველოს“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება. გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი - მერიის ზოგიერთ შენიშვნაზე პასუხი გაცემული გვაქვს - მათ შესაძლოა, სჭირდებოდეთ მითითება, სად, რომელ ტომში რა ნახონ. კახა კალაძე - მერიაში კონკურსი შეეხება ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდა, მათ მოუწევთ გამოცდის თავიდან ჩაბარება. კახა კალაძე - აშკარად ჩანდა, რომ რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებობდა პრობლემები, კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში რკინიგზა უნდა იყოს თუ არა შემოვლითი, კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს. ირაკლი ნადირაძე - მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ბიუჯეტი ვერ დაიზოგება. ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავა წლის განმავლობაში ხელფასს და პრემიას იღებდა 95 400 ლარს, კახა კალაძე იღებს მხოლოდ ხელფასს და იმასაც ქველმოქმედებაში ხარჯავს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა. გიორგი ტყემალაძე - მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა არ იგეგმება.

      ჩხუბი ბასიანში - ერთი სამართალდამცველისა და კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა. არასამთავრობო სექტორმა ერთი სამართალდამცავისა და კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლების კანონიერების შესწავლა დაიწყო. შს მინისტრის მოადგილე კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ შემთხვევაზე - არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. შს მინისტრი კლუბ ”ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი მამაცობისთვის მედალს გადასცემს. „ბასიანის“ დაცვის უფროსი - პოლიციელი რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი, სასამართლომ კი ბრალდებული გაათავისუფლა - მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა, სხვა ვერ გადაურჩეს. „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი - არც ერთ დაჭრილს შემავალი ჭრილობა არ აქვს და ატეხილი მითქმა-მოთქმა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა. თამარ ჩუგოშვილი კლუბ “ბასიანთან“ მომხდარზე - როცა პირი ადამიანებს ასეთ სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებს და გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება, სერიოზულ კითხვებს აჩენს. „ბასიანთან“ მომხდარზე ბრალდებულის ადვოკატი - არ გამოვრიცხავ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ყოფილიყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

      NDI-ს კვლევის შედეგები: NDI - გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. NDI-ის კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. NDI - გამოკითხულთა 26 %-ის აზრით, საქართველო სწორი, 39 %-ის მოსაზრებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება. NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ნაწილობრივაა დარწმუნებული, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს, მისაღებია. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. NDI - გამოკითხულთა 34%-ის აზრით, ახალი საკრებულოები და მერიები უკეთესად იმუშავებენ, ვიდრე წინამორბედები, 12%-ის აზრით კი - უარესად. NDI - გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. კვლევის თანახმად, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ყველაზე მეტად გზების საკითხი აწუხებს. სოზარ სუბარი NDI-ს კვლევაზე - არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20, არამედ 0%-იანი. თამარ ჩუგოშვილი NDI-ის კვლევაზე - რუსეთის სამხედრო სიძლიერესთან დაკავშირებული პასუხი, შეიძლება განპირობებულია იმით, რომ საქართველოსთვის საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს.

      აქვე სხვა კვლევა დაკვირვებაც - Freedom House-ის ანგარიშით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. ”ამერიკის ხმა” - საქართველოს ნაწილში Freedom House-ის ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარებას. სოზარ სუბარი - როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებულია მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, ამ შემთხვევაში freedom house ცდება.

      პრეზიდენტს მესამე შვილი, ვაჟი - თომა - შეეძინა.

საზღვარგარეთულები:

      სააკაშვილი და მისი საჩივარი - უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის დაკითხვისას გამომძიებლებმა ხმის ნიმუშების აღება სცადეს.

      თურქეთი ანტიამერიკულად - ერდოღანი - ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება. მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-მ უნდა დააზუსტოს, ვის მხარეს იმყოფება - ტერორისტული ჯგუფების თუ მოკავშირეების.

      რა მაგის პასუხია და, რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ ერაყის მხარდაჭერას განაგრძობს.

      კინო საუდის არაბეთში - საუდის არაბეთში 35 წლის მანძილზე პირველად კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა.

      მშობლებს არ ირჩევენ! - კალიფორნიაში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებსაც 13 შვილი გამომწყვდეული, მათგან ზოგიერთი კი ჯაჭვით დაბმული ჰყავდა.

      ტრიპოლის აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა.

      ანტიისრაელური პალესტინა - „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ ცენტრალური საბჭო ინიციატივით გამოვიდა, ისრაელის, როგორც სახელმწიფოს აღიარება შეჩერდეს.

      ჩრდ. კორეის პრობლემა - ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერებმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული პრობლემის დარეგულირების საკითხი განიხილეს. კიმ ჩენ ინის პარტია - ტრამპისნაირ ბებერ, მარაზმით შეპყრობილ ადამიანს თუ მარტო დატოვებ, წარმოუდგენელი კატასტროფა შეიძლება მოხდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 206

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters