ამჯერად რას შეიძლება მივაწეროთ ამ დროს ჩემი აქ ყოფნა? რა თქმა უნდა უძილობას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ღამით არ გეძინებათ, ყოველთვის ცუდი როდია. აი მაგალითად, მე ეს შემთხვევა გამოვიყენე და ერთი ფრიად "ჭრელი" და საინტერესო პოსტი გამოვაცხვე. ამჯერად ფოტოგრაფიას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას - კერძოდ კი National Geographic -ის რამოდენიმე ფოტოს და მათ ავტორებს გაგაცნობთ. 

1...

ეს ფოტო National Geographic-ის ფოტორეპორტიორმა - სტივ მაკარტმა ავღანეთის ომის შესახებ მასალების შეგროვებისას  დევნილთა ბანაკში გადაუღო 12 წლის გოგონას. ეს ფოტო ჟურნალ National Geographic -ის გარეკანზე დაიბეჭდა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო უბრალო ავღანელი გოგონა შიშისაგან გაფართოებული თვალებით.17 წლის შემდეგ  ჟურნალისტები კვლავ გაემართნენ ავღანეთში გოგონას მოსაძებნად. აღმოჩნდა, რომ 30 წლის შარბათ გულას (Sharbat Gula) მისი ფოტო აქამდე არასოდეს ენახა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა პოპულარული იყო "ავღანელ მონა ლიზად" წოდებული მისი პორტრეტი.

2...

National Geographic-ის 2010 წელს
ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ, საუკეთესო ფოტოებს შორის მოხვდა ეს ფოტოც: "პატარა ტიბეტელი მამასთან ერთად", რომელიც გადაღებულია ქართველი ფოტოგრაფის სერგი ბარისაშვილის მიერ.

3...

ქართველი ფოტოგრაფის ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებული ფოტო ჟურნალისთვის National Geographic. ფოტომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და
რუბრიკის „თქვენი ფოტოს“ გამარჯვებული გახდა.

4...
ორი უსუსური ბავშვის სურათმა ჰონკონგელ ფოტოგრაფ ჩან კვოკ ჰუნგს 2011 წლის კონკურსში გამარჯვება მოაპოვებინა. ფოტოგრაფის თქმით, ფოტო ნეპალის დედაქალაქში - კატმანდუშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილია ორი ბავშვი, რომლებიც ბებიასთან ერთად ჯართის ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ.
5...
ფოტო გადაღებულია ბრისტოლის სანაპიროზე, ალასკაში. “ჩვენ გვიყვარს ჩვენი თევზები!” ამბობს ინა ბუკერი, ადგილობრივი მოსახლე იუპიკების ტომიდან, რომელიც მაღაროების გათხრებს ეწინააღმდეგება. “ორაგული ყოველთვის გარბის. მაგრამ თუკი საბინადრო არეალს შევუზღუდავთ, უკან აღარასდროს დაბრუნდებიან.”
 

ნახვა: 397

ლაშა: თებერვალი 26, 2014||1:41pm

თამუნა, აი შარშანდელი გამარჯვებულები - http://www.qwelly.com/group/earth/forum/topics/national-geographic-... 

tamuna: თებერვალი 26, 2014||2:32pm

არ მინახავს აქ ლაშა, კი ვიცოდი რამე იქნებოდა ფოტოგრაფიიდან მაგრამ არ მომიძებნია... მე მიყვარს National Geographic i

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Diablo 4 Gold Season 12: Breaking Down the Metagame

გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2026.
საათი: 12:50pm 0 კომენტარი



Diablo 4 Gold has established itself as a thrilling action RPG that challenges players to dive into the dark, demon-ridden world of Sanctuary. With its dynamic seasons, each introducing…

გაგრძელება

MMOexp:Legend of YMIR-A Deep Exploration of Norse-Inspired Fantasy

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2026.
საათი: 12:48pm 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management,…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters