პროტესტანტი მოცეკვავე მებრძოლები, დაკავებული ნარკოგამსაღებლები, ნარკოპოლიტიკა და შეფასებები, ნატო საქართველოში

      ასეთი აქტიური და სიახლემრავალი უქმეები დიდი ხანია არ ყოფილა. მთელი ორშაბათიც უქმეების მოგონებას და შეფასებას გადაყვა. დაბოლოოდ შსს და ხმაურელები შეთანხმდნენ, სასამართლომ კი 8 ადამიანი ჩასვა ციხეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით. გადაიარა უქმეებმა და მზემაც გამოანათა, სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს. სხვა სიახლე ის არის, რომ ნატო შემოვიდა ჩვენში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 მაისი, 2018 /

      მოცეკვავეების მებრძოლი აქცია - პარასკევს, ღამის 1 საათზე, სპეცრაზმი, ნარკოდილერების დაკავების მიზნით შეიჭრა თბილისის ორ კლუბში „ბასიანში“ და „კაფე გალერიში“. განაწყენებულმა ახალგაზრდობამ, იმავე ღამეს დააანონსა შაბათის აქცია პარლამენტის შენობის წინ. ორი დღის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა მშვიდობიანად და დასრულდა მინისტრის მობოდიშებით. უკვე კვირას, დაიგეგმა კონტრაქცია, რომლის ორგანიზატორებ იყვნენ ნეონაცისტური ჯგუფები. შესაძლო დაპირისპირების ეპიცენტრში და განსამუხტად პოლიციის კორდონები იდგა. ეს იყო ზოგადი მონახაზი, მაგრამ გავყვეთ აქციი მსვლელობებს. პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მიმართავენ, რომ წყლისა და საკვების შეტანის საშუალება მიეცეთ. ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს ის შეთავაზებები გააცნო, რომელიც შს მინისტრისგან მიიღო. პოლიციამ კონტრაქციის ათამდე მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კიდევ ერთხელ მოგმართავთ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციების მონაწილეებს, გთხოვთ დაიშალოთ. გიორგი გახარია - გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციის მონაწილეები, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მათთვის სპეციალურად მიყვანილი ავტობუსებით გაჰყავთ. „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ შს მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. კახა კალაძე - პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, კაცები და მერე პოლიტიკოსები. გიორგი გახარია კონტრაქციის მონაწილეებს - დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მშვიდად უნდა დავიშალოთ. გიორგი გახარია - კონტრაქციის მონაწილეებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობების შესრულების საშუალებას მისცემენ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. „ქართული მარშის“ აქტივისტების ნაწილი პარლამენტის შენობასთან მთელი ღამე დარჩა. სამართალდამცველებმა ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება მისცეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საპატრიარქო - საზოგადოების ნაწილში სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა, თუმცა, უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ. გიორგი კვირიკაშვილი - პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გიორგი კვირიკაშვილი - ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გიორგი კვირიკაშვილი - აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დავით ბაქრაძე - გვჭირდება მთავრობა, რომელიც დაიცავს ახალგაზრდებს როგორც ნარკოტიკისგან, ისე პოლიციური ძალადობისგან. გიორგი მარგველაშვილი - კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. პრეზიდენტი - გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ. გიორგი მარგველაშვილი - მე არ ვდუმვარ - ჩემი წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ აქციას. კახა კალაძე - გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები, საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს. მამუკა ბახტაძე - მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს. კახა კალაძე - ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება. მიხეილ ჯანელიძე - მივესალმები შს მინისტრის მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი საერთო ენის გამოძებნა. გიორგი მარგველაშვილი - ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების. მამუკა ბახტაძე - კომპრომისი ვერ იქნება, როცა საქმე ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. ოთარ კახიძე - არ შეიძლება ბერას განცხადებებზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შს სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და როგორ კანონებს მიიღებს პარლამენტი. პროკურორი - ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით ოთხი პირი ფიგურირებს. ხათუნა ლაგაზიძე - ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით - სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ? ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი? რომან გოცირიძე - გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი ბნელი ძალა, ნეოფაშისტური ჯგუფები და პროცესები ისე წარმართა, რომ თვითონ მშვიდობისმყოფელად გამოჩენილიყო. რამაზ საყვარელიძე - გიორგი გახარიას აქციაზე მისვლა და იმ მწვავე პრობლემებზე პასუხის გაცემა ვაჟკაცური და მომგებიანი იყო. გია ხუხაშვილი - გიორგი გახარიამ კრიზისების წარმატებული პრევენციის პირველი პრეცენდენტი შექმნა. გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის. გიორგი გახარიას განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. გიორგი ხატიძე - შინაგან საქმეთა მინისტრმა სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო. სიბრძნე ზაქარიასი - ზაქარია ქუცნაშვილი - “ქართულ მარშთან“ დაკავშირებული პირები ხელისუფლების დაკვეთით რომ მოქმედებდნენ, მაშინ ხელისუფლება კლუბებში შეუშვებდა არა პოლიციას, არამედ ამ ხალხს. რუსთაველზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 19 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატი იონათამიშვილი - გუშინდელმა დღემ მკაფიოდ ცხადყო, რომ ქვეყანას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მთავრობა ჰყავს. გია ვოლსკის შეფასებით, გუშინდელი „პოზიტივის ავტორი“ არ არის მხოლოდ შს მინისტრი, არამედ მთელი სახელისუფლებო გუნდი. ზურაბ ჭიაბერაშვილი - შსს ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის საქმეში არაეფექტურია, ამიტომ ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს არაკომპეტენტურობა გადაფაროს.

      შინაგანების საქმიანი ორშაბათის ამბები - შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და გიორგი გახარიას შეხვედრა გაიმართა. ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, შს სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს ჯგუფი, რომელსაც სამომავლოდ თანამშრომლობისთვის ლეგიტიმაცია ექნება. ბექა წიქარიშვილი - ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. გიორგი მახარაძე - შეხვედრებზე ბექა წიქარიშვილის ლეგიტიმაციის არარსებობაზე საუბარი არასამართლიანია. ბექა წიქარიშვილი - შსს-ს წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება. ბექა წიქარიშვილი - თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადავინაცვლებთ. დავით სუბელიანი - არ მაქვს განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ - არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე - შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა. გიორგი გახარია - შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე - 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. ნინო ლომჯარია - შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადმოგვცეს როგორც სპეცოპერაციის, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრები.

      ნარკოდანაშაული - ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ნარკოდანაშაულში ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილმა გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. გიორგი ფანცულაია - ვითვალისწინებთ შექმნილ მდგომარეობას და ჩვენი პოზიცია არ იქნება, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული. ადვოკატი - ნარკოდანაშაულში ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი - საქმეში არის დაინტერესებული პიროვნება და ბრალდების პირდაპირი მოწმე, რომელსაც იდენტური ჩვენებები აქვს მიცემული 8 ბრალდებულზე. ადვოკატი - დაკავების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს ითხოვდნენ. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა. გიორგი გახარია - დღეის მდგომარეობით, შსს-ს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 შემთხვევა აქვს გადაღებული. კლუბ „გალერის“ თანამშრომელი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა. სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

      ნარკოპოლიტიკა - დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ. საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის. ლევან კობერიძე - არც ერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ ვუჭერ. აკაკი ზოიძე - ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ყველა ნარკოტიკული საშუალება ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს. კიდევ ერთი სიბრძნე ზაქარიასი - ზაქარია ქუცნაშვილი - ლეგალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკი სახელმწიფომ გაყიდოს, მაგრამ არა მგონია სწორი იყოს, რომ სახელმწიფომ ნარკოტიკებით ივაჭროს. მარიამ ჯაში - მიმდინარე პროცესები სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას ხელს შეუწყობს.

      პროპაგანდა ჩრდილოეთიდან - გიორგი მარგველაშვილი - რუსული პროპაგანდა არ შესუსტებულა, პირიქით, კიდევ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს.

      შავი ზღვის არენა მოუსმენს მორიკონეს - Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ენნიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

      ფოთში ნატო შევიდა, ნატოში ფოთი ვერა - ფოთში დღეს NATO-ს სამხედრო გემები შევლენ. ფოთში ნატო-ს სამხედრო გემების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

      დანებით მოკლული მოზარდების საქმე - ორი მოზარდის მკვლელობის საქმის პროკურორი - დღეს დაიკითხნენ ექსპერტ- კრიმინალისტები, რომელთაც საქმეზე ნივთმტკიცებად დართული ორი დანის ამოღება მოახდინეს.

საზღვარგარეთულები:

      სომხურ-რუსული შეხვედრა - ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ნიკოლ ფაშინიანი - სომხურ-რუსული ურთიერთობები უფრო ძმური იქნება. ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს - ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ურთიერთობებში ისეთივე წინსვლა იქნება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

      საფეხბურთო პატივისცემა ტრამპს - ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბის ახალი სახელი „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“ იქნება.

      ინდოეთს ბუნება უტევს - ინდოეთის სხვადასხვა რაიონში ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

      ირანის ბირთვული საკითხი - ჯონ ბოლტონი - ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, ვაშინგტონი არ შეეცდება ხელისუფლების შეცვლას ირანში. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ირანის შეთანხმებიდან გამოსვლამ ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის თავიდან დაპყრობა აღკვეთა.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რეგიონში ახალი ომის პროვოცირების მიზნით, ისრაელმა სირიაზე უკვე 50-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

      აქცია აზიურად - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზა-ისრაელის საზღვარზე საპროტესტო აქციებისას 10 პალესტინელი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაიჭრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 254

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters