მოგზაურობა მომავალში

      რობიკოს ახსნა-განმარტება ყველამ კარგად გაიგო, განტოლებების შემოწმებაზე თავი არავის გამოუდვია, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მანქანაში ყველამ მოიწყინა.

- ამას არაფრით არ ველოდი, - ბუტბუტებდა ქოლგოსანი.

- ეს, ჩემო წვიმავ, - ხვნეშოდა შავი ღრუბელი.

მახარეს დარდისგან ფერი სულ დაკარგოდა.

- რაღა გვეშველება, - ბუტბუტებდა იგი ოდნავ გასაგონი ხმით. - დათუნა ტორტს პირსაც არ დააკარებს.

      რობიკო რაღაც ანგარიშებში იყო გართული, მას არც კი გაუგონია თანამგზავრების წუწუნი.

      ყველაზე პირველი ისევ ქოლგოსანი გამოერკვა.

- ახლა ისღა დაგვრჩენია, მომავალში ვეძებოთ ალისფერი ყვავილი, - თქვა მან. - დროში მოგზაურობა ხომ მომავალსაც გულისხმობს წარსულის გარდა. ასე არაა რობიკო

- ეს ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი. - მიუგო რობიკომ და სატერფალს ფეხი დააჭირა. მანქანა დაიძრა ადგილიდან.

ყველანი ისევ მოკალათდნენ სავარძლებზე. სახე ყველას იმედმა გაუნათა, შავი ღრუბლის გარდა, იგი ისევ ბუზღუნებდა: ეჰ, ჩემო წვიმავ, სადა ხარ...

      მალე ნაცნობი ფერადი სპირალი დატრიალდა მათ ირგვლივ, ოღონდ ჩვენმა მგზავრებმა შეამჩნიეს, რომ იგი ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავდა. ცოტა ხანში ასფალტიანი გზის ნაცვლად ხავერდივით მობიბინე მწვანე ველზე ამოყვეს თავი, რომელიც ათასფერ ყვავილებს შეემკო. მათ შორის ალისფერი ყვავილიც ღაღანებდა.

- ისევ წარსულში მოვხვდით? - იკითხა შეცბუნებუილმა მახარემ.

- ეს ნამდვილად მომავალია, იმ ასფალტიანი გზის მომავალი. ეს მე არ შემეშლება, გაანგარიშება ზუსტად მიჩვენებს, - მკვეთრი ხმით გამოეპასუხა რობიკო.

      ქოლგოსანმაც მაშინვე დაადასტურა, რომ ნამდვილად მომავალში იმყოფებოდნენ.

- შეხედეთ ამ ხეებს, - მიუთითა მან ტანსრულ, მწვანით უხვად გაბარდულ ხეებზე. - ისინი წარსულში ასე დიდები არ იზრდებოდნენ, უფრო ტანმორჩილნი იყვნენ, მწვანე მოლიც უფრო რბილია და მაღალი. ალისფერი ყვავილებიც თითქოს ზეიმობენ, ისეთი გალაღებული იერი აქვთ. თანაც რა ლამაზად არიან შეხამებული გარემოს. აშკარად ეტყობათ, მზრუნველი ხელი და თვალი. მათთვის საგანგებოდაა შერჩეული ადგილი, მე ამას ძალიან კარგად ვამჩნევ.

      მახარემ უფრო მეტი ყურადღებით მიიხედ-მოიხედა და თვითონაც უამრავი განსხვავება შენიშნა წარსულის და მომავლის ორ სურათს შორის.

- ერთი რამ მაკვირვებს, - თქვა მახარემ. - ასფალტიანი გზა სადღა გაქრა? თუ იქნებ აღარც სჭირდებათ ასფალტი, ისეთი მანქანები აქვთ მომავალში.

- ჩვენ მაგას შემდეგ გავარკვევთ, როცა სამაგისო დრო გვექნება, - მოუჭრა ქოლგოსანმა. - ახლა უკან უნდა დავბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ძალიან მეჩქარება იმ ალისფერი ყვავილის დარგვა ჩვენს ტყეში. თუ ჩვენ არ გავახარებთ ალისფერ ყვავილს, არც ეს მშვენიერი სურათი გვექნება მომავალში. თანაც, ხომ იცით, დათუნა პირს არ დააკარებს ტორტის ნაჭერს, თუ ალისფერი კრემით არ იქნება დამშვენებული...

      ყველანი დაეთანხმდნენ ქოლგოსანი, იმანაც მწვანე ნერგი წყლით სავსე ქილაში მოათავსა, რათა წარსულ დროში მოგზაურობის შეცდომა აღარ განმეორებულიყო და მწვანე ნერგის ნაცვლად გამხმარი ღეროს ამარა არ დარჩენილიყვნენ. მერე ისევ რობიკოს ოსტატობას მიანდეს მანქანის მართვა. კვლავ დატრიალდა ფერადი სპირალი მათ ირგვლივ, ოღონდ მას ახლა აღარავინ აქცევდა ყურადღებას, ყველანი მწვანე ნერგს მისჩერებოდნენ. ნერგი მშვენივრად გამოიყურებოდა, მწვანედ გადიოდა ღაღანი. ოღონდ მასზე თვალმიპყრობილმა მოგზაურებმა ერთი უცნაურობა შეამჩნიეს: ნერგი როგორღაც იცვლებოდა მათ თვალწინ. ფოთლებმა განსხვავებული ფორმა მიიღეს, ყვავილის ფერიც როგორღაც შეიცვალა... და როცა ჩვენმა მოგზაურებმა ისევ ასფალტიან გზაზე ამოყვეს თავი, იმ დროისთვის სულ სხვა მცნარის ნერგი შერჩათ ხელში, რომელსაც თოვლივით თეთრი ყვავილი ამშვენებდა.

- ეს რა დაემართა ჩვენს ალისფერ ყვავილს, - ერთხმად წამოიძახეს ქოლგოსანმა და მახარემ.

- ეჰ, ჩემო წვიმავ. - ამოიოხრა შავმა ღრუბელმა.

ციფრებით თავგამოტენილმა რობიკომ ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ მწვანე უჯრაში ამაზეც იპოვა პასუხი:

- მწვანე მცენარე ცოცხალი არსებაა, მუდამ ცვალებადია. იგი განუწყვეტლივ გადადის ერთი ფორმიდან მეორეში, მასში მყოფი ნივთიერებები ხვდებიან ნიადაგში. მერე ისევ სხვა მცენარეების შემადგენელ ნაწილად იქევიან. ესაა ფორმის და შინაარსის განუწყვეტელი ცვალებადობა. დღეს რომ ალისფერი ყვავლია, ხვალ შეიძლება თოვლისფრად მოგვევლინოს ამ მრავალჯერადი გადასვლის შედეგად... და პირიქით. ჩვენ ამ ცვლილებათა ჯაჭვის მოწმენი გავხდით, რომელიც დროის სულ სხვა რიტმზეა მორგებული, იგი არ ემთხვევა ჩვენი მოგზაურობის საწყის და საბოლოო წერტილებს.

- საშველი აღარ ყოფილა, - მოიხვნეშა ქოგოსანმა. - ვეღარ ვიპოვით ალისფერ ყვავილს.

- კი, მაგრამ ჩვენ ეს-ესაა საკუთარი თვალით ვნახეთ მომავალში ალისფერი ყვავილი, - შეეკამათა მას მახარე - ესე იგი აუცილებლად ვიპოვით.

- მაგაში მართალი ხარ, - დაეთანხმა გახარებული ოლგოსანი. - ეს სულ დამავიწყდა, ვიპოვით ალისფერ ყვავილს, მაგრამ როგორ?

იქ პოულობენ, სადაც არავინ ეძებს

-ვიპოვით ალისფერ ყვავილს, მაგრამ როგორ?

      ლამის ერთხმად გაიმეორეს დანარჩენებმა და ღრმად ჩაფიქრდნენ. რობიკოც ჩაფიქრდა, რაკი დარწმუნდა, რომ მანამდე ვერ ეღირსებოდა ახალ იდეას, სანამ ალისფერ ყვავილს არ იპოვნიდნენ. თვით შავ ღრუბელსაც კი წამით დაავიწყდა თავისი დაკარგული წვიმა, რომლის შესახებაც ბუზღუნით გამოუჭედა ყველას ყურები. `დიახ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ვიპოვით ალისფერ ყვავილს~ _ ბუტბუტებდა იგი, შუბლს იჭმუხნიდა და კიდევ უფრო საშიშ იერს იღებდა: - `მაგრამ როგორ ვიპოვით? საკითხავი აი ეს არის...

      რამდენიმე წუთით მანქანაში სიჩუმე გამეფდა. არავინ იძროდა, თითქოს ქანდაკებებად იქცნენო. ფიქრის დანახვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ალისფერ ყვავილს დაინახავდით ალბათ, რაღაც სასწაულით ამ ძველ მანქანაში ამოსულს, რამეთუ ყველას ფიქრები მას დასტრიალებდა თავს.

      სიჩუმე ქოლგოსანმა დაარღვია.

- ცხიკ! - ბარაქიანად დააცხინკა მან.

- სიცოცხლე! - ზრდილობიანად უთხრა მახარემ.

- გმადლობთ, ცხიკ! ცხიკ! - ისევ დააცხინკვა ქოლგოსანმა და ვეღარც გაჩერდა, - ნამდვილად გავცივდი... ცხხიკ! აბა რა დაგემართება, ამდენი ხნის განმავლობაში შავ ღრუბელთან ხარ ჩახუტებული. ცხიკ, ცხიკ, ასეთ სინესტეში ყოფნა... ცხიკ... ცხიკ... სადღა შემიძლია, ახალგაზრდა კი აღარ ვარ, წვერულვაში სულ მთლად გამითეთრდა. ცხიკ, ქოლგას მაინც გავშლი, ცოტათი ვუშველო თავს. ისე სასაცილო შესახედავი კი ვიქნები: სად გაგონილა, მაქნანაში იჯდე და თან ქოლგა გეფაროს თავზე, ცხიკ, ცხიკ...

      ქოლგოსანი ქოლგის გაშლას შეუდგა, სახელურს დაეჯაჯგურა, ახლა ამაზეც აბუზღუნდა, სინესტეში მგონი ჩემი ქოლგაც დაიჟანგაო. თან გაუთავებლად აცხინკვებდა... როგორც იქნა, გაშალა ქოლგა, გაიშალა და... მაშინვე ალისფერი ყვავილის ქორფა ნერგი გამოჩნდა.

      ყველამ გამცვიფრებით დააჭყიტა თვალები, გაოგნებულები შესცქეროდნენ თავიანთი ფიქრების განსახიერებას. ქოლგოსანმა ის-ის იყო პირი დააღო დასაცხიკვებლად, მაგრამ შუა ადგილას შეწყვიტა და შემდეგ აღარ დაუცხიკვებია.

      პირველი ისევ ქოგოსანი მოეგო გონს.

- ეს როგორ დამავიწყდა, საკუთარი ქოლგა დამეთვალიერებინა - წამოიძახა და შუბლზე გამეტებით იტკიცა ხელი, - მე ხომ ალისფერი ყვავილით ვრთავდი ჩემს ქოლგას, თესლი ჩავარდნილა რბილ ხავსში.

      ქოლგოსანის ქოგლა თურმე შიგნიდან ხავსის თხელი ფენით ყოფილიყო მოგებული. თუ იქ მცენარის თესლი ჩავარდებოდა, სულ ადვილად შეიძლებოდა გაღვივებულიყო... აკი ასედაც მოხდა, სანამ ჩვენი მოგზაურები სულ სხვაგან ეძებდნენ ალისფერ ყვავილს.

      შავი ღრუბლის სიახლოვემაც შეუწყო ხელი. სინესტით უხვად გაჟღენთილ ხავსში თესლი გაღვივდა და ნერგმაც მოასწრო ამოსვლა.

- ეს მე არ უნდა დამმართოდა, - საკუთარ თავს საყვედურობდა ქოლგოსანი, - ადრეც მომხდარა ასეთი რამ, მინახავს ჩემს ქოლგაში ამოსული ნერგი და საკუთარი ხელით გადამირგავს მიწაში. სირცხვილით თავი სადღა გამოვყო. არ გამამხილოთ მაინც...

- ნუ გეშინია, არავის არაფერს ვეტყვით, - შეჰპირდა მახარე.

      ქოლგოსანი დამშვიდდა და ახლა შავ ღრუბელს მიუბრუნდა.

- მეგონა ცუდი მეზობელი მყავდა, - წამოიწყო მან - თურმე რა სანატრელი ყოფილხარ. შენ რომ არა, როგორ იხარებდა ალისფერი ყვავილის ნერგი?

      ამ სიტყვებით ქოლგოსანი გადაეხვია შავ ღრუბელს. იმანაც სამაგიეროდ გამოუწოდა მოსახვევნად რბილი, ფუმფულა თათები, რომელშიაც სულ ჩაეფლო ქოლგოსანი. მახარემ და რობიკომ ხელი ჩაავლეს ქოლგოსანს, ღრუბლის თათებიდან დაიხსნეს, თან გულიანად იცინოდნენ, პირველმა გაოგნებამ გაუარათ, ახლა გზა მისცეს სიხარულს. უხაროდათ, რომ ამდენი წვალების და ფათერაკების მიუხედავად (ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ამათ ასე ეჩვენებათ) მაინც იპოვეს ალისფერი ყვავილი. მწვანე ველ-მინდვრებს ისევ დაამშვენებდა მისი ღაჟღაჟა ფურცლები, ქოლგოსანი ისევ მორთავდა თავის ქოლგას.

      მახარესაც ხომ ტყუილუბრალოდ არ ერქვა სახელად "მახარე", ეს დღესავით ცხადი იყო, სცენა თუ ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებოდნენ მისთვის... და რაც მთავარია, დათუნა უარს არ იტყოდა ტორტის ჭამაზე, კრემის ვარდები ნამდვილი ვარდებივით ლამაზები იქნებოდნენ.

      ყველაზე მეტად სწორედ ეს უხაროდათ ჩვენს მოგზაურებს. დათუნა, ასეთი საოცარი ბიჭი, რომლის მსგავსი აზრებიც არავის არ მოსდის თავში მთელი დედამიწის ზურგზე, რა მადიანად მიირთმევდა სადღეობო ტორტს. ამის გახსენებაზე ყველას სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა. თვით რობიკოსაც კი, ამ რკინის არსებას, რაღაც საეჭვოდ უბრწყინავდა თვალები.

- ახლა მხოლოდ ერთი საკითხი რჩება მოსაგვარებელი, - თქვა ქოლგოსანმა, თან ცრემლებს ბამბასავით თეთრი წვერით იმშრალებდა - მწვანე ნერგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავრგოთ ნოყიერ მიწაში, რათა მალე გაიზარდოს და ალისფერი ყვავილი გაიფურჩქნოს. ალისფერი საღებავიც დასამზადებელია, ეს ყველაფერი განა მოესწრება დათუნას გაღვიძებამდე?

ნახვა: 314

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, მოგზაურობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters