მოძღვარს ლაბადა ჰქონდა მოსხმული, ფართო კაპიუშონი წამოეფარებინა თავზე, მის ქვემოთ დიდი ცისფერი თვალები ელავდნენ, ყველას და ყველაფერს დაკვირვებით და მოწყალებით უმზერდა. ეზოს გადახედა, წვიმის მიუხედავად ხალხი მოგროვილიყო, ბევრი უპოვარიც მათ შორის.

      - მამაო, დამეხმარე! - მისდევს პატარა ბიჭი, ჩამოკონკილი აცვია (მართლა თუ საგანგებოდ, ვინ იცის) სირენასავით გაჰკივის.

      თავმდაბლობა ისწავლე, - მიუბრუნდა მოძღვარი, - "ითხოვეთ და მოგეცემათ" - გვითხრა იესომ, მაგრამ თქმასაც გააჩნია და ამ სიტყვებით ბავშვს მოწყალებად გასაღები თანხა ჩაუდო ხელში.

      - დამეხმარეთ, დამეხმარეთ! - ხმამაღლა, კატეგორიულად ითხოვს გამხდარი, წაწვეტებულცხვირიანი ქალი, - ორი დღეა, არაფერი გვიჭამია.

      - მერე აქ დგომას, იმუშავე - მიმართა მოძღარმა დამრიგებლურად.

      - სადაა ძვირფასო სამუშაო, რამდენი ვეძიე.

      - ყოველდღე აქ გხედავ, როდის ეძებდი? თორემ სამსახურების მხრივ რაც ხდება, მეც ვიცი - ჩაიღიმა მოძღვარმა, ამდენი სხვაგან დასაქმება რომ გეთხოვა, აქამდე დაიწყებდი. ამ სიტყვებთან ერთად ქალსაც ფული ჩაუდო ხელში.

      ბევრმა იცის მისი გულმოწყალების, გულისხმიერების და გნებავთ, განათლების ამბავი. როგორც დახმარება შეუძლია, ასევე დარიგება. სიამოვნებაა მისი მოსმენა, თუ გამგონე ჰყავს.

      - სიკეთეს მოფრთხილება უნდა, როგორც ძვირფას ნივთს - ეუბნება ხოლმე მსმენელთ. უნდა გასცე სიკეთე, მადლი, მაგრამ ამავდროს ღორებს არ უნდა დაუყარო მარგალიტი.

      მსმენელებს ყურადღება ახატიათ სახეებზე, თუმცა ერთეულების თავში შედის სიტყვების მნიშვნელობა. ბევრი ჰყავს მსმენელი, საზოგადოების ყველა ფენიდან. მქონებელნი ჩუქნიან, უძღვნიან, ვისაც კარგი სიტყვა უთხრა, ურჩია რამე და ბრძნული აზრი გაუზიარა. მათ ნაბოძებს ცოტას სათავისოდ , ბევრს მოწყალების გასაღებად იყენებს.

      ეკლესიის ეზოში უყვარს ყოფნა, ხან სად ნახავთ, ხან სად, ყველგან მიესვლება.

      - სიკეთე ქენით, დამეხმარეთ - მისდევს ორი მოზარდი.

      - სიკეთის ქმნას მასწავლით? - ეღიმება ირონიულად...

      მკურნალიცაა, ბევრს ასწავლა უებარი წამალი, საჭირო რჩევა მისცა, მასაჟებსაც უკეთებს პატარა ბავშვებს. საუბრობს ყველაფერზე, სახარებაზე, ღმერთზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე, საჭირბოროტო საკითხებზეც; საუბრობს ძალიან საინტერესოდ.

      მსმენელებში ერთი მოხუცი კაცი ურევია. ხშირად ჩანს მოძღვრის ახლო-მახლო, მუდამ სევდიანი სახე აქვს. ძალიან უბრალოდ აცვია. პალტო აშკარად სხვისი ნაჩუქარია, თავზე პატარა ქუდი ახურავს. ხანდახან ჩამოჯდება, პატარა ჩანთიდან ამოიღებს პურს, რაიმე საუზმეს, წაიხემსებს. ერთი შეხედვით ვერც უპოვარს დაარქმევ, ვერც მქონებელს. უმეტეს წილად ჩუმადაა. როცა მოძღვარი ლაპარაკობს, მაშინ ხომ სმენადაა ქცეული.

      - სრულყოფილებისაკენ მიგვითითებდა იესო, თუმცა თვითონაც ძალიან კარგად იცოდა, რაოდენ რთულია ეს ადამიანოსათვის, მაგრამ უნდა ეცადოს. ამ მცდელობას მოაქვს ყველაფერი კარგი ცხოვრებაში და ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობაში...

      მოხუცი თვალისდაუხამხამებლად უსმენს. კატა მიუახლოვდა, მისმა კნავილმა გამოაფხიზლა, მოხუცმა დარჩენილი პური გადაუგდო. კატამ პირი დაავლო და გაიქცა.

      - როგორ ხარ ძია კაცო - მიესალმა ახალგაზრდა ყმაწვილი, - უსმენ მოძღვარს?

      - რა კარგად ლაპარაკობს, სუნთქვა მეკვრის. მინდოდა რამე მეთხოვა, დამავიწყდა კიდეც, მერე ვერც მივუახლოვდი.

      - ყველა უახლოვდება, შენ რაღა გიჭერს?

      - ისე საუბრობდა, თხოვნა ვიღას გაახსენდა, არადა უნდა მივიდე, დავენახო, თვითონ ხომ ვერ შემამჩნევს.

      - ეგეც მართალია. თვითონვე ამბობს: წმინდანს თუ უწმინდურს, მოძღვარს თუ მოხელეს, ყველას გამორჩება რაღაც ან ვიღაც... მოიცა! ახალგაზრდა მოძღვრისკენ გაიქცა, მას უკვე ორი ადამიანი მიახლოებოდა და რაღაცაზე ესაუბრებოდნენ.

      - ახლავე წამოვალ - უთხრა მათ მოძღვარმა და სამივენი მანქანისკენ გაეშურნენ.

      - ავადმყოფისთვის სჭირდებათ, ნერვული აშლილობა ჰქონია - გადაულაპარაკა ერთმა ქალმა მეორეს.

      - ამაზე უკეთეს ფსიქოლოგს სად ნახავენ - დაუდასტურა მეორემ.

* * *

      რამდენიმე დღის მერე კვლავ გამოჩნდა ტაძრის ეზოში. გარშემოჯარულ ხალხს ესაუბრებოდა, რაღაცას უხსნიდა. ჩვენი ნაცნობი მოხუციც შორი - ახლოს იდგა. მთელი მისი არსება ისრუტავდა სიტყვებს, სხვა აღარაფერი ახსოვდა.

      - ნეტა ბევრი იყოს თქვენნაირი ღვთისნიერი, მორწმუნე, უთხრა ქალმა მსმენელთაგან.

      - ბევრია და ჩემზე უფრო მორწმუნეებიც არიან. მე სასწაული დამჭირდა, რათა რწმენა მოსულიყო ჩემთან, კლინიკური სიკვდილი მქონდა წლების წინ ოპერაციის დროს. იესო ნამდვილ მორწმუნედ იმათ თვლიდა, ვინც სასწაულის გარეშე იწამა, ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული ჩემში არაა, უბრალოდ მას მერე სულ სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას, სხვა მხრიდან ვუკვირდები ყველაფერს...

      - რა კარგია, რომ ვნახე მოძღვარი და მისი მსმენელი ვარ - გაუზიარა მოხუცმა აზრი ახლოს ჩამომჯდარ ნაცნობ ახალგაზრდებს, - თითქოს ქრისტე აღსდგა მეორედ და ქადაგებს.

      - საიდან ხარ ძია კაცო? - ჰკითხა ერთერთმა.

      - თბილისში დავიბადე, გავიზარდე. პროფესიით ტექნოლოგი ვარ. არეულობის დროს დავრჩი ცარიელ - ტარიელი და მოვდივარ ასე აქამდე. ახლა უკვე ჯანი აღარ მომდევს, რასაც გადავეყრები, იმ სამუშაოს მოვკიდო ხელი, მოწყალების იმედადღა ვარ. ხან ნათესავები გამომიწვდიან ხელს, არც ეგენი მყავს ბევრი, თავიანთი თავიც გაჭირვებიათ, ზოგს რა სჭირს, ზოგს რა, ხან ხალხის მოწყალების იმედად ვარ - ამ სიტყვებს ისეთი სახით ამბობდა, თითქოს სასიამოვნოდ მოსაგონ რამეს ჰყვებაო. ყურადღება იმ მხარეს გადაიტანა, სადაც მოძღვარი იდგა და საუბრობდა.

      - არასოდეს შედის ეკლესიაში საქადაგებლად, მხოლოდ პირჯვარს თუ გადაიწერს ხოლმე ხატთან - თქვა ცოტა გაკვირვებით მოხუცმა.

      - ჰო, ასეთი გზა აირჩია, ეკლესიების ეზოში, უცნაურია, არა? - ხმა დააწია ვიღაცამ.

      - ვისვენებ, როცა ვუსმენ - ამოიხვნეშა მოხუცმა და ნაბიჯი გადადგა. მოწყალება კიდევ არ მითხოვია.

      - ვერც მოასწრო საცოდავმა, სხვებმა დაასწრეს - გადაულაპარაკა ამ ამბის შემსწრეთაგან ერთმა მეორეს.

      - ოჯახი ჰყავს? - იკითხა ვიღაცამ ხმადაბლა და მოხუცისკენ ანიშნა ახალგაზრდებს.

      - არა, არ ჰყავს.

* * *

      რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ საუბრობდა მოძღვარი მსენელებთან იმავე ტაძრის ეზოში. ამჯერად საუბრის თემა ბუნება, მისი სილამაზე და იდუმალება იყო.

      - ყველაფერი ცოცხალია, - ამბობდა იგი, - მიმოიხედეთ გარშემო, არაა საჭირო შორს წასვლა, თუნდაც აქვე, ამ ეზოში რამდენი სილამაზეა, ესეც ხომ სიცოცხლეა, მათგან სურნელებასთან ერთად სული, სიცოცხლე მოჰქრის, ყველაფერი ღვთის ენერგიით და ცნობიერებითაა გაჟღენთილი, უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას...

      საუბრისას სამი ადამიანი მიუახლოვდა, ერთი ბავშვით ხელში, დახმარება ითხოვეს.

      მოხუციც ახლოს იდგა, უნდოდა, ბოლოს და ბოლოს, გაებედა დახმარების თხოვნა, მაგრამ სმენისას ყველაფერი დაავიწყდა.

      - მიდი, ძიაკაცო, - უთხრა ნაცნობმა ახალგაზრდამ, ვხედავ რომ გიჭირს, დღეს მგონი წასახემსებელიც არ გაქვს, მიდი.

      მოხუცმა ფეხი წადგა...

      ახლაგაზრდამ მოძღვრისკენ წავიდა, რათა მოხუცზე სიტყვა შეეწია...

      ამ დროს მოძღვარს მანქანა მიუახლოვდა. მასში ანაფორიანი მღვდელი იჯდა, რაღაც უთხრა ხმადაბლა, ამანც თავი დაუქნია და მანქანაში ჩაუჯდა.

      ახლაგაზრდამ უკან დაიხია. - რა უცნაურია, ერთხელაც ვერ მიხვედი ახლოს - გამოთქვა გაკვირვება.

      - კიდევ ცოტა ხანი ივლის აქ. მერე წავა ქალაქიდან - გამოეხმაურა მეორე, - მიდი, თხოვე, დაელაპარაკე, ისაუბრეთ, შენსავით ყურადღებით მგონი არავინ უსმენს.

      მოხუცი ჩუმად ჩამოჯდა. სულიერი საზრდო მიირთვა, მაგრამ ორგანიზმი თავისას ითხოვს. მართლაც დაიღალა. დილით წაიხემსა. მერე იმის განცდამ, რომ დღესაც ნახავდა მოძღვარს, ენერგია შეჰმატა და ეკლესიისკენ გაუყვა გზას...

      ვიღაცამ ცხელი პური და პატარა ბოთლით წითელი ღვინო შეაჩეჩა ხელში.

      - ჭამე მოხუცო, დაღლილი ხარ - სანდომიანი სახით უყურებდა ახალგაზრდა ყმაწვილი.

* * *

      ხანდახან მოხუცი ჩამოჯდება და თუ თანამოსაუბრე ნახა, ძველ ამბებს იხსენებს.

      - ზღვა მიყვარდა ძალიან, მიყვარდა ჰორიზონტის ყურება, მამშვიდებდა აღელვებულიც რომ ყოფილიყო. სანაპიროზე მჯდომარეს პატარა ჩანახატებიც გამიკეთებია სტუდენტობის დროს.

      უცნაურია, თითქოს მის ნათქვამს გამოეხმაურაო, მოძღვარმა საუბარში ზღვა ახსენა.

      უსმინეთ ზღვის ღელვას. საშიშია, დაუნდობელი, მაგრამ დაუკვირდით: ღელვა - ეს ზღვის სუნთქვაა, თითქოს უზარმაზარი გოლიათი ფშვინავდეს... ღმერთმა ყველაფერს თავისებური სული და სუნთქვა შთაბერა, ყველა თავის წილს სუნთქავს, მოძრაობს, ფიქრობს...

      მოხუცი უფრო ახლოს მიფრატუნდა, უეცრად მაღალი ფიგურ აეფარა წინ.

      - ოთხი დღეა ბავშვი ცუდად მყავს - მოთქვამდა ქალი, - ისევ იტკიებს წელს.

      - წავიდეთ, გავუკეთებ მასაჟს, დაუამდება, გპირდები, ოღონდ შენც უნდა გასწავლო, მე ხომ მალე აქ არ ვიქნები და ამ სიტყვებით გზას გაუყვნენ.

* * *

      მზე ჩადიოდა. მოხუცი ტაძრის ეზოში ზის, ხალხი ცოტაა. შეჰყურებს ჩამავალ მზეს, ახსენდება შორეული ახალგაზრდობა...

* * *

      ჩათვლები ახლოვდებოდა. ამ ეტაპზე იმით იყო გამორჩეული ეს ჩათვლები რომ სტუდენტებს მნიშვნელოვანი, რომ დიპლომის დაცვის წინაპირობაც იყო გარკვეულწილად და სტუდენტებს რაიმეთი გამორჩეული, საინტერესო თემები უნდა დაემუშავებინათ. მან ხელი მოჰკიდა თავის საყვარელ საკითხს, რაც ბუნებას შეეხებოდა.

      ლექტორი კარგად იცნობდა. ამიტომ არ ჰქონია შიში რომ აითვალწუნებდნენ ან უსამართლოდ მოექცეოდნენ. გულმოდგინედ იმუშავა, დრო და ენერგია არ დაიშურა. მეგობარ - ახლობლებს, გასართობს მოსწყდა. კურსელებიდან ზოგი ფუქსავატურად მოეკიდა საქმეს, მაინც ჩამითვლიანო, ზოგი ყურადღებით. სხვა თემა რომ ყოფილიყო, არც ეს მოიკლავდა თავს, მაგრამ რადგან თვითონ შეარჩია და მისთვის საინტერესო საკითხს ეხება, მცდელობა არ უნდა დააკლოს. სხვადასხვა ფორმას და იდეას არჩევდა, ბოლოს გამოიკვეთა საუკეთესო. - ამაში წუნს ვერავინ დამდებს, სამეცნიერო ნაშრომი არაა, მაგრამ მინიშნებაა საკმაოდ აქტუალურ საკითხებზე - ასკვნიდა, როცა გადახედავდა ხოლმე ნამუშევარს, - არაფრით ჩამოუვარდება სხვების თემებს (თუ არ აჯობებს). საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს პრივილეგიები ელით. როგორც დეკანმა თქვა...

      წარდგენის მსვლელობისას სტუდენტები ჯერ ნერვიულობდნენ, მერე გათამამდნენ. რაც ნამუშევარში ეწერათ, იმაზე ორჯერ მეტი ისაუბრეს. ესეც ელოდა თავის ჯერს. აი, გამოვიდა ერთ ერთი ჯგუფელი ჰალსტუხის სწორებით, თავდაჯერებული ყმაწვილი, იერი ისეთი აქვს, თითქოს ამბობს, ვიცი რომ არაფერი შემეშლება, ახლა კი არა, მთელ ცხოვრებას შეუცდომლად განვლევო. პროექტს შესავალი წანუმძღვარა, რომელშიც პედაგოგთა ხოტბა - დიდებაც არ გამორჩენია...

      - ნუთუ ესეც აუცილებელია? - წასჩურჩულა ჩვენს გმირს გვერდით მჯდომმა გოგონამ, - არ ვიცი - გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

      ასე მიყვნენ ერთი მეორეს. ერთ ერთმა წინამორბედს სიტყვის დამთავრებაც არ აცალა, ფეხზე ადგა თუ არა, სანამ გავიდოდა, თავისი ნაშრომის უპირატესობაზე მოჰყვა ლაპარაკს.

      კურსელების სითამამემ ჩვენს გმირსაც გამბედაობა შეჰმატა. როგორც იქნა, დადგა მისი ჯერი, წამოდგა მერხიდან და გავიდა...

      ჩუმი ჭრიალი მოისმა კედლებს შიგნიდან, ლუსტრამ გაიწკარუნა, მინები აზრიალდა...

      თხუთმეტ წუთში ვინც შენობაში იმყოფებოდა, სტუდენტებიან - ლექტორებიანად ყველა ქვევით იყო. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ ყველა დაზაფრა. ასე რომ, თემების წარდგენა დროებით შეჩერდა. მეორე დღეს მიაზღაპარეს, ვინც ყველაზე აქტიური იყო, მათ მიანიჭეს უპირატესობა, პირველ რიგში ჰალსტუხიან ყმაწვილს და ამითი დამთავრდა ყველაფერი...

      ამ ფიქრებსა და მოგონებებში იყო მოხუცი, რომ დაბინდდა. წამოდგა და ნელა გაუყვა გზას. მოძღვართან ახლოს ვერ მივიდა, ვერ გამოეცნაურა, მაგრამ ასეთ ხერხს მიმართა, მისი საუბრის ჩაწერა დაიწყო. გულისპირში უდევს ძველი ბლოკნოტი. ამოიღებს, გადაშლის ხოლმე, უფიქრდება.

      ცხოვრების შემოდგომის ჟამს ჩაესმა ეს სიტყვები, რისი მოსმენაც თურმე ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება სურდა. არავინ იყო მათი მთქმელი და განმმარტავი, ხატთან სანთლის დანთება და პირჯვრის გადაწერა ასწავლეს მხოლოდ.

* * *

      გამგზავრებამდე მიაკითხა მოძღვარმა ეკლესიის ეზოს, შემოეჯარა ხალხი.

      - მოძღვარო, სულ მაინტერესებს, რატომ თქვა იესომ მახვილით მოვდივარო?...

      - ის ადამიანის შინაგან ბრძოლაზე მიანიშნებდა. მისი სიტყვები ადამიანს პირველ რიგში თავის თავთან ამბოხისკენ იწვევს და სულს უმღვრევს. დიდ მცნებებს ვერავინ შეხვდება მშვიდად.

      კიდევ დააყარეს კითხვები. მოძღვარმა გააგრძელა ქადაგება...

      - დამეხმარე მამაო, - მიირბინა მოზარდმა ბიჭმა. მოძღვარმა მისცა გარკვეული რაოდენობის თანხა მას და სხვებსაც; - აბა თქვენ იცით, დაუფიქრდით, რაც გითხარით, სულზე იფიქრეთ, იფიქრეთ როგორ და რითი შეგიძლიათ გამოადგეთ ცისქვეშეთს და გნებავთ ღმერთს. მე ახლა სხვაგან მივდივარ. დიდი ხანი ვერ გამოვჩნდები... - ამ სიტყვებთან ერთად მანქანისაკენ გაეშურა. და აი, მგონი ბედნიერი შემთხვევა, მოხუცი ამ მომენტს უცდიდა, მანქანასთან ახლოს იდგა... "მივალ" - გადაწყვიტა, - "ახლა მაინც მივალ, ვეტყვი, რომ ვუსმენდი, ერთი სიტყვაც არ გამომრჩენია, მოწყალებასაც ვთხოვ, გავბედავ, თავს დავამახსოვრებ, იქნებ და კიდევ მოისურვოს ერთგული მსმენელის ნახვა...

      ამ ფიქრებით გადადგა ნაბიჯი, ერთი, მეორე.... უცბად ატყდა ხმაური, მძღოლმა მოძღვრის მოსვლამდე მანქანის ჩართვა გადაწყვიტა, მაგრამ მანქანას რაღაც დაემართა, გაისმა ძრავის ღრიალი, დატრიალდა ბორბალი, ავარდა მტვერი, ისეთი ბუღი დადგა, კარგა მანძილზე ვერაფერს გაარჩევდი. მოხუცი მტვრის კვამლში გაეხვა, თვალები დაეწვა, უკან დაიხია..

      ცოტა რომ გაიფანტა მტვრის ბუღი და კვამლი, მოძღვარი მივიდა მანქანასთან, დაჯდა და მანქანაც დაიქოქა, დაიძრა, გაიარა, კიდევ კვამლი დააყენა.

      ეზოში მტვერი ნელ- ნელა დაიწმინდა, ხალხი მიმოფანტული იყო; მოხუცი ისევ ერთ ადგილას იდგა, ჯიბეში სანუკვარ ბლოკნოტს ისინჯავდა, აქ ხომ მაქვსო; მოწყალების თხოვნის სურვილმა ფუჭად ჩაიარა, მაგრამ დარჩა სულიერი წყალობა... ნელა გადადგა ნაბიჯი, გაიარა, უნებურად იმ მხარეს გაიხედა, საითკენაც მოძღვარი გაემგზავრა, "ხომ თქვა, რომ კიდევ ჩამოვა , დრო სჭირდება, რამდენი ადგილი უნდა ნახოს, მაგრამ აქ დაბრუნდება... - ამ ფიქრებით გამხნევებულმა მოხუცმა ცოტათი ნაბიჯს აუჩქარა.

      - ბაბუა, აი თქვენ, - ფიქრებიდან ბავშვის ხმამ გამოარკვია, მის წინ პატარა გოგონა იდგა, გამოწვდილ ხელში ცელოფანში გახვეული ხაჭაპური ეკავა და აწვდიდა. - მიირთვი, სულ ახალი გამომცხვარია. მოხუცმა გაუღიმა, გამოართვა, ღმერთი შეგეწიოსო - უთხრა. გოგონა ცოტა მოშორებით მდგარი მანქანისკენ გაიქცა, იქ მშობლები ელოდნენ, მათ გამოატანეს მოწყალება მარტო მდგომი მოხუცისათვის.

ნახვა: 376

ტეგები: ეკლესია, თავმდაბლობა, თამუნა_ქადაგიძე, მკურნალი, მოძღვარი

ლაშა: მაისი 15, 2016||7:26pm
საინტერესოა რატომ ვერ შეძლო მისვლა მოძღვართან? რა იდეის გამო?
თამუნა ქადაგიძე: მაისი 15, 2016||11:23pm

:))არ ეწერა. ნათქვამია "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო", მაგრამ ხანდახან ნამდვილი გამგონე - მსმენელი ვერ მიდის მთქმელთან ახლოს, რადგან თაღლითები ასწრებენ მუდამ 

ლაშა: მაისი 15, 2016||11:33pm
"არ ეწერა" - სად? )) სხვებს ეწერათ? თან თაღლითებად რატომ გამოიყვანეთ სხვა მიმსვლელები, ტექსტში არ ჩანს რომ ისინი თაღლითები არიან. იქნებ თითოეულს ამ მოხუცის მსგავსი ისტორია აქვს უბრალოდ მათ მისვლა მოახერხეს? თქვენსავე პერსონაჟებს ჩაგრავთ.
თამუნა ქადაგიძე: მაისი 16, 2016||11:07pm

მოძღვრებთან პირველ რიგში თაღლითები მიდიან იოლად. როგორც ყველგან. რაც შეეხება პერსონაჟებს, ავტორისაგან დაჩაგვრა უნდა აიტანონ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters