გუშინ დილით, აპრილის ბოლო დღეს, როდესაც ჯერ თვით მზესაც არ ენახა სვეტიცხოვლის სიდიადე, ვუყურებდი უფლის "გვამს" და გონება მექაჩებოდა ფიქრეთში - რამ მოგაფიქრა უფალო, დაგემარცხებინა სიკვდილი სიკვდილით? წევხარ ახლა საფლავში და დგას მარიამ შენს საფლავთან და ტირის... და მაშინ როდესაც რამდენიმე საათით ადრე მთელი ქვეყანა შეიძრა, როდესაც მთელი სამყარო და თვით მოციქულებიც კი მკვდრად გრაცხავდნენ, შენ ამ დროს სიკვდილს ამარცხებ სიკვდილით.

      მეც, კაცობრივი გონის მოფიქრებად ჩავთვლიდი ან რაიმე ლოგიკას დავუკავშირებდი, რომ ვიცოდე იქამდე, სადმე, რომელიმე კულტურაში კიდევ ჰქონდეს მოფიქრებული ვინმეს, სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვება.

- მაგიდაზე წევს? - მეკითხება, უკვე წირვაზე მოსული, ჩემი უფროსი, პატარა ძმიშვილი საბა.
- კი, ახლა საფლავშია მაცხოვარი და აღსდგება, ადრე ასეთი საფლავები იყო, უნდა შეგესვენებინა შიგნით - განვუმარტე.
- ხვალ აღდგება ხო?
- კი.
- მოიცა, ხვალ მიწისძვრა იქნება?
- კი, - გულიანად გამეღიმა მის შეკითხვაზე. თუმცა საღამოს მართლაც იყო "მიწისძვრა". ყოველშემთხვევაში, გულისძვრა ნამდვილად!

      ჩემი უფროსი მეგობარი მეუბნება ხოლმე, მორწმუნე, რაც არ უნდა ფუნდამენტალისტი იყოს, რაც არ უნდა მებრძოლი და ხმალშემართული, მაინც მასთან საქმის დაჭერა სჯობს ურწმუნოსთან საქმის დაჭერასო. იმიტომ, რომ ასეთ მორწმუნეს უბრალოდ მისი ყალბი ქრისტე უნდა შეუცვალო და ჭეშმარიტება აპოვნინო, ურწმუნოს კი ჯერ საერთოდ რწმენა უნდა გაუხადო ღირებულებად, რაც ძალიან რთულიაო. დაეთანხმება ყველა, ვინც ქრისტეს მორალურ კანონებზე მაღლა აყენებს.

      და აი, ვდგავარ აღდგომის ღამისთევის წინ სვეტიცხოველში და ჯერ სერობაა. ისევ წევს მაცხოვარი საფლავში, ისევ მის სახილველად მოვიდა ხალხი მაგრამ ამჯერა არა ტირილით, არ გლოვით, არამედ სიხარულით, უკვე ულოცავენ ერთმანეთს აღდგომას.

      ხშირად გვისაუბრია, რატომ ხდება, რომ მრავალი სხვა კონფესიის მიმდევარი ადამიანი გამოდის თავიანთი ღმრთისმსახურებიდან ბედნიერი სახით, ხოლო ქრისტიანები წირვიდან მუდამ შეწუხებული სახით გამოდიან? რატომ ხდება ამდენი ძალადობა ქრისტიანების მიერ? და ა.შ.

      მაგრამ აღდგომას?!

      ვუვლი გარშემო ტაძარს, ცივა, ცუდი ამინდია, წვიმს, უამრავი ხალხი მოგვყვება მოუწესრიგებლად, ნამდვილი ქაოსია, ისეთი სწორედ სამყაროს შესაქმეს, სიცოცხლის დასაბამს, რომ უხდება, უგალობ უფლის აღდგომას და ყველა გარშემო, წვიმის, სიცივის, ერთმანეთზე გადავლის მიუხედავად, ბედნიერია, სიხარული ყველას თვალებიდან ჩანს, ყველგან მიწისძვრაა, ყველგან გულისძვრაა. მივადექით საფლავის დახშულ კარს (იხ. 2013 წლის ვიდეო) და აჰა, მღვდელი ჰკრავს მას ჯვარს, შეიძრება და დაიხრიალებს კარი, დაეცემა და ისმის მგალობლების ყიჟინა, დიახ ყიჟინა და არა გალობა - ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. დიდი ტაძარი გაქვს გასავლელი, გარბიხარ საკურთხევლისკენ და ხედავ, რომ იოანე ხარ, ახალგაზრდა და შეგიძლია პირველი მიხვიდე უფლის საფლავთან. ხედავ, რომ არა ერთი პეტრე და იოანე, არამედ მრავალი, მრავალი მორბის, არა ეჭვით მოციქულთა მსგავსად, არამედ სიხარულით, რომ დიახ, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით! ოჰ, როგორ გადმოვცე ეს გრძნობა სიტყვებით, მასწავლოს ვინმემ.

      ეს არ იყო აღმაფრთოვანებელი მუსიკის მოსმენით მოსული სიხარული, ეს არ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკუთარი გუნდის გამარჯვებით მოსული სიხარული, ეს არ იყო სამსახურში დაწინაურებით მოსული სიხარული, ეს არ იყო გამილიონერებით მოსული სიხარული, ეს არ იყო მონატრებული შეყვარებულის ჩახუტების სიხარული, ეს არ იყო შვილის შეძენის სიხარული, ეს არ იყო წლების უნახავი დედის მოფერების სიხარული, ეს ყველა ამაზე მეტი და გამოუთქმელი სიხარულია, რომელსაც ზოგჯერ ცნობიერად ვერც ვეხებით, ესაა სიხარული, რომელიც ყველა ჩამოთვლილ სიხარულს აძლევს აზრს.

      არც კი მეგულება ადამიანი, მორწმუნე თუ ურწმუნო, ვის საზოგადოებაშიც, ვის კულტურაშიც გუშინ/დღეს აღდგომა იზეიმებ(ოდ)ა და ის არ ხარობდა, რომ მას არ ჰქონდა რაღაც თუნდაც შეუცნობელი, გამოუთქმელი ან გასიგრძეგანებული განცდა - ქრისტე აღსდგა.

      გუშინ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში (ბოლო დროის ეპისტოლეთა შორის, ყველაზე გამორჩეულია თავისი სიკარგით!) ამოიკითხეს:

"დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული".

      დიახ, დღეს ყველა ბედნიერია. სიცოცხლე ყველას უყვარს, სიცოცხლემ კი სიკვდილი ვერ მიიღო და აღსდგა და ცხოვრებას აზრი მიეცა! მივულოცავ ამ სიხარულს მთელს შესაქმეს.

ქრისტე აღსდგა!

Qwelly, blog, easter, ანგელოზი, აღდგომა, აღდგომის მიწისძვრა, აღდგომის სიხარული, ბლოგი, მილოცვა, მორწმუნე, რწმენა, სარწმუნოება, ურწმუნო, ქველი, ქრისტიანობა

ჭეშმარიტად აღსდგა!

გილოცავთ!

ნახვა: 449

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მილოცვა, მიწისძვრა, სააღდგომო, სარწმუნოება, სიხარული, ქრისტიანობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters