გემოვნებაზე დავას აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც სრულიად შესაძლებელია გემოვნების დახვეწა. მაგრამ ჩემი ბლოგის იდეა, არა ვისამე გემოვნებაზე საუბარი, არამედ მათემატიკური (რიცხვითი) სიზუსტით იმის გადმოცემაა, რაც სამწუხაროდ მიხვედრილობაში დაიკარგა.
ვაპირებ, თანამედროვე, სმარტფონების სამყაოში საზოგადოდ გავრცელებულ იდეას შევეხო. იდეას იმის შესახებ, რომ აპლიკაციები უკეთეს ფოტოებს იღებენ, ვიდრე ძირითადი ფოტოკამერა.
ფოტოკამერის სიკარგე იზომება გამოსახულებით, გამოსახულება კი პიქსელებით.
რა არის პიქსელი?
გამოსახულების მინიმალური შესაძლებელი ელემენტი, რომელიც ტექსტისა და გრაფიკის ციფრულ ფორმაში გარდაქმნისას მიიღება და რომელიც კომპიუტერის მიერ სხვებისაგან დამოუკიდებლად იმართება. ტელეფონის ან კომპიუტერის დისპლეის გრაფიკულის მინამლური ნაწილი. პიქსელებისგან შედგება გრაფიკული გამოსახულება ან შრიფტი. პიქსელის ზომა განსაზრვრავს გრაფიკულობის ხარისხს. რაც უფრო მცირეა პიქსელი, მით უფრო მაღალია გრაფიკულობის ხარისხი. ასე წერია ლექსიკონში.
რას ნიშნავს ეს რთული ფრაზა. პიქსელი არის ტელევიზორის ეკრანზე ანთებული თითოეული ნათურა. წარმოიდგინეთ ნახატი, რომელიც დახატულია არა გადაბმული ხაზებით, არამედ წერტილებით. ან მაგალითად ლურჯი ფონი, არა ფუნჯის ჩამოსმითაა დახატული, არამედ ფუნჯის ხშირი მიდებით.
დაახლოებით ასე:
განსხვავება არის თეთრი ადგილები. ეს თეთრი ადგილებია სწორედ ჩამქვრალი ლურჯი ნათურები. რაც უფრო ახლო-ახლოს არის ნათურები მიწყობილი, გამოსახულებაც მით უფრო მკვეთრია. შესაბამისად, რაც უფრო პატარაა ნათურების ზომა, მით მეტი შესაძლებლობაა მათი ახლოს მიწევისა, და მით უკეთესია გამოსახულებაც. მრგვალი ნათურები ოთხკუთხედით შეიცვალა და დაპატარავდა. პიქსელებიც სწორედ ოთხკუთხედებად გამოისახება (ჭავჭავაძეზე პიქსელის შენობასაც ამიტომ ჰქვია პიქსელი. იქ თითოეული ფანჯარა არის 1 პიქსელი).
ეს შესავალი დამჭირდა იმისთვის, რომ მეთქვა - ფოტოკამერის ხარისხს და უმჯობესობას ზომავენ პიქსელებით. გაგიგონიათ ალბათ შეკითხვა - რამდენ მეგაპიქსელიანია შენი აპარატი? და იქიდან პასუხობენ; 5; 7; 13; 15; 20; 22 და ა.შ. (მეგა-საზომი ერთეულია, იმავე მიმართებით როგორც გრამი და კილო-გრამი).
რაც უფრო მაღალია პიქსელის რიცხვი, მით უფრო ახლო-ახლოს არის ნათურები ერთმანეთთან და მით უფრო მკვეთრია გამოსახულებაც.
ახლა კი აპლიკაციების ამბავი.
რეტრიკამოყვარენი ამბობენ რომ უკეთეს ფოტოებს იღებსო, რაც მირაჟია და არ შეესაბამება რეალობას, მარტივი მიზეზის გამო - არცერთ აპლიკაციას, პროგრამულ უზრუნველყოფას არ შეუძლია გააუმჯობესოს ტექნიკის ფიზიკური მონაცემები. ანუ თუ ფოტოკამერა არის 13 მეგაფიქსელიანი, ვერცერთი პროგრამა, ფოტოკამერის 13 მეგაფიქსელს (რაც დამოკიდებულია ლინზასა და სხვა დანარჩენებზე) ვერ აწევს 15-მდე და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმაზე კარგი ფოტო გადაიღოს ნებისმიერმა აპლიკაციამ, ვიდრე ეს თავად ორიგინალ, ძირითად კამერას ძალუძს.
მაშ, რატომაა რომ უკეთესი გამოსახულებაა აპლიკაციებით გადაღებისას? ამის მიზეზია ერთგვარი მირაჟი, ერთგვარი და ცუდი ხარისხის ფოტოშოპი. დავიწყოთ კონკრეტული მაგალითით:
ცდისთვის მე გადავიღე მონიტორის ფოტოები და შემოგთავაზებთ საწყის მდგომარეობაში თითოეულს, თავისი ხარისხითა და ძირითადი მახასიათებლებით. დავაყენე ტელეფონსი რეტრიკა, ბესთმი და დავიწყე გადაღება.
ძირითადი კამერა:
ფოტოს დასახელება: 20161114_135536
ფოტოს გაფართოება: (სიგანე) 3264x2448 (სიმაღლე)
ტევადობა: 2560 კილობაიტი
Retrica:
ფოტოს დასახელება: IMG_20161114_135304345
ფოტოს გაფართოება: (სიგანე) 2048x1536 (სიმაღლე)
ტევადობა: 498 კილობაიტი
BestMe:
ფოტოს დასახელება: BestMe_20161114135433
ფოტოს გაფართოება: (სიგანე) 2047x1536 (სიმაღლე)
ტევადობა: 120 კილობაიტი
ეს ორი აპლიკაცია ყველაზე რეიტინგულია როგორც გუგლ მაკრეტზე, ასევე iOS_ში და ამიტომ შევარჩიე. ასევე არის ქენდი და ათასი სხვა. ყველა ერთ პრინციპზე მუშაობს.
როგორც ხედავთ, გარდა პროგრამის ლოგოს და წარწერის ავტომატური მიტყებებისა (ესეც მშისვნლეოვანი პრობლემა უნდა იყოს მოფოტოგრაფეებისთვის, მაგრამ ხშირად არ აქცევენ ყურადღებას), რიცხვებში მონაცემები მკვეთრად განსხვავდება. განსაკუთრებით ტევადობის კუთხით, რაც უპირველესი მახასიათებელია ხარისხისა. ეს იგივეა, აიღოთ 5 კილო კარტოფილი და გაუნაწილოთ 200 ადამიანს, ან აიღოთ 5 კილო კარტოფილი და გაუნაწიოთ 5 ადამიანს.
ფერები უფრო მკვეთრია, კონტრასტულია (რეტრიკას შემთხვევაში), გეთანხმებით, მაგრამ ეს ხარისხის დაკლებით მიიღწევა, რაც ვფიქრობ უარესია. ამის ნაცვლად სჯობს ფოტოები დაამუშავოთ, თუნდაც ისეთი მარტივი ფოტოშოპ კომპიუტერული პროგრამით, როგორიცაა PhotoScape.
არსებობს სატელეფონო ფოტოშოპებიც და მათ შორის ყველაზე რეიტინგულია - Snapseed, რომელიც ფოტოების დამუშავების მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა.
Snapseed შედეგი:
დასახელება: 20161114_135536_01
გაფართოება: (სიგანე) 2309x1732 (სიმაღლე)
ტევადობა: 895 კილობაიტი
როგორც ხედავთ, სატელეფონო აპლიკაციებიც, ჯერ-ჯერობით, ხარისხზე მეტად ზრუნავენ ვიზუალზე (ზემოთ წარმოდგენილ აპლიკაციებთან შედარებით, Snapseed უკეთ ამუშავებს და ხარისხიც და ზომაც შედარებით უკეთესია). არც გაემტყუნებათ - ისინი სმარტფონები არიან და ყველაზე მეტად სწორედ სისმარტე ჰმართებთ.
ასე, რომ დაივიწყეთ, წაშალეთ, ნუ ამძიმებთ ტელეფონს, ააინსტალირეთ და ნუ იტყუებთ თავს რეტრიკებით უკეთეს ფოტოს ვიღებთო.
P.S. ფოტოს კომპიუტერული დამუშავების შემდეგ, იქნება ეს Photoshop cc, Photoscape თუ ნებისმიერი სხვა, ფოტოს ტევადობა, წონა, ყოველთვის(!) იმატებს და ეს ლოგიკურიცაა - გამოსახულება თუ უმჯობესდება, წონაც მატულობს. ასე არ ხდება სატელეფონო დამუშავებისას, პირიქით - კლებულობს. იქნებ დასვათ კითხვა, რატომ?! სადაა აქ ლოგიკა?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია