ერთი კითხვა მაწუხებს მთელი დღეა. არ ვიცი, აქამდე არ მიფიქრია, რატომ არის დაბადების დღე დღესასწაულთან დაკავშირებული? რატომ ვზეიმობთ ან გვიხარია ჩვენი დაბადების დღე? სანამ პატარა ხარ საჩუქრები გახარებს შესაძლოა, ტორტი და ა.შ. მოკლედ, ირგვლივ სამყაროს ვერ ამჩნევ, მაგრამ რეალურად იბადები ამ ქვეყნად ტანჯვისთვის, ტკივილისთვის, ბრძოლისთვის, თავის შენახვისა და გატანისთვის.
ასეც თუ ისეც, მაინც გვიხარია დაბადების დღე, ზოგჯერ საკუთარზე მეტად, საყვარელი ადამიანების დაბადების დღე გვიხარია, ალბათ სიცოცხლეში შემობიჯებას უნდა ვზეიმობდეთ და იქნებ მართლაც ეს განწყობაა.
ერთხელ უკვე ვთქვი, რომ განგებამ მარადიული ერთობისთვის შეაკავშირა სიცოცხლე და ინდი. დღეს მას 23 წელი შეუსრულდა. არ ვიტყვი წარსულით, არ ვიტყვი, რადგან ვფიქრობ სწორედ ახლა შეაბიჯა იმ სიცოცხლეში სადაც სიხარულია, ბედნიერება, სიყვარული, სადაც არავინ არავის ერჩის, არავინ კვდება. ხშირად გაჩნდა დღეს ჩემს წინ მისი კაშკაშა თვალები, როგორ ხარობს და როგორ ახარებს გარშემომყოფებს. იცით, დღემდე როდესაც მისი ფოტოებს ვათვალიერებ, კვლავ იმ განწყობას მიტოვებს, კვლავ შეუძლია გაგამხიარულოს, გაგაბედნიეროს და გითხრას რომ ლაშა, სისულელე დაწერე როცა თქვი ამ ქვეყნად ტანჯვისთვის, ტკივილისთვის, ბრძოლისთვის ვიბადებითო, არა სიხარულისთვის ვიბადებით და თუ არ გჯერა, აგერ მიყურეო...
დაბადების დღეს განსაკუთრებული სიმღერა უხდება, განსაკუთრებული...
ჰოდა, დღევანდელ დაბადების დღესაც განსაკუთრებული სიმღერა (გალობა) მიეძღვნა, ისეთი რომლის მიძღვნასაც არასოდეს, არასოდეს გავივლებდი გულში.
საუკუნოდ იყავ ხსენეებააა, ააა მიიი სიიი ♪♫
საუკუნოდ იყავ ხსენეებააა, ააა მიიი სიიი ♪♫
სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა!
ეს ფოტოც დღეს აღმოვაჩინე. მარტვილშია გადაღებული 2014 წელს. კანიონზე ის მართავდა მეგობრების ნავს და ზოგადად ცხოვრებაშიც - იჯდა ნავში და მეგობრებს ასე დაატარებდა ხოლმე ბედნიერების ნავით!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია