დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა ფორთხვას იწყებს, ცდილობს მაღლა ავიდეს, მაგრამ რამდენჯერაც გაიფორთხიალებს, უფრო ღრმად ეფლობა. ხმაც აღარ ესმის. ფხაკუნის ხმაც მიწყდა. ჩუმადაა. ცდილობს ყური დაუგდოს. აი, მისი მეგობრების ხმაა, ჯერ ასეთი ხმა არ ჰქონიათ, თითქოს ჩხუბობენ, თითქოს ვიღაცას ეძახიან. "როგორც იქნა დამიწყეს ძებნა, მაშინ უნდა ავიდე აქედან, დამინახავენ და ისევ სითბოში აღმოვჩნდები" - იმედი მიეცა და ფორთხიალს განაგრძობს, მაგრამ ამაოდ. "კარგი, დავუცდი და თვითონ მომაგნებენ". ისევ იკუნტება. გაყინულს სადაცაა ჩაეძინება. უცბად ადამიანების ყიჟინის ხმა შემოესმა და წეღანდელი ფხაკუნის, მაგრამ უფრო ძლიერი, იმდენად ძლიერი რომ ხმა ყურებს ტკენს. ხმა ნელ-ნელა უახლოვდება. ეშინია. ცდილობს ამოვიდეს, ცდილობს როგორმე დაინახოს ეს ამ საშინელი ხმაურის მიზეზი. ახლა ისევ მოძრაობას გრძნობს. კვლავ სადღაც მიაქანებენ. ძალიან ნელა. არც ფრენაა, არც სიმსუბუქე, უბრალოდ დიდ თეთრ მასასთან ერთად ტრიალებს და სადღაც, უმისამართოთ მიაქანებენ. შეჩერდებიან, ხმამაღლა ამოისუნთქებენ და კვლავ აგრძელებენ და ეს საშინელი ხმაც არ ჩერდება. არ იცის რამდენ ხანს იკოტრიალა, როგორც იქნა ხმაურმა კლება იწყო, ყიჟინა, ჟრიამული და ხმაურიც ნელ-ნელა შორდებოდა, ყურებმა სიმშვიდე იგრძნეს. თავიც გაამოძრავა. ახლა უკვე დღის სინათლესაც ხედავს. მზე კარგად გამოსულიყო. მაგრამ აღარც მაღალი მწვანე ხეა სადმე და არც მისი მეგობრები ჩანან.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია