მაგია არის ზებუნებრივი ძალა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მოვლენებზე, ადამიანსა და საგნებზე. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია. დღეს მაგიის გავლენა ძალინ დიდია სამყაროსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

      ფილოსოფოსების აზრით, მაგია სულაც არ არის რელიგია და მაგიასა და რელიგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობისა და მასზე ამყარებს იმედებს. ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, მაგია უფრო მეცნიერებას ენათესავება, ვიდრე რელიგიას.

      მაგიას პირობითად ყოფენ ორ ნაწილად: აგრესიული და დაცვითი

აგრესიული მაგია ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით, ან მაგიური წამლის მოხმარებით.

  • ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია) - ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება
  • პარციული (კონტაგიოზური) - ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე, არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილებზე და ა.შ.
  • იმიტარული (ჰომეოპათიური, სიმილური) - ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.

რაც შეეხება დაცვით მაგიას:

  • განდევნითი (სპირიტოპიული) - ეს მაგია იცავს ადამიანს ავი თვალისაგან.
  • განწმენდითი (კათარტული) - გულისხმობს განბანვას, ცეცხლზე გადახტომას და ა. შ.

არსებობს მაგიის მიზნობრივი კლასიფიკაცია:

  • სამკურნალო მაგია - ესაა მაგიის უძველესი სახე. იგი სამკურნალოა. მკურნალობა ხდება სხვადასხვა ბალახით, მასაჟებით, კომპრესებითა და სისხლის გამოშვებით.
  • სამხედრო მაგია - ულოცავენ იარაღს და საბრძოლო ნივთებს.
  • სარეწაო (სამონადირეო) - ტარდება რიტუალები, რის შემდეგაც მონადირე მეტ ცხოველს ხოცავს და მეთევზე მეტ თევზს იჭერს.
  • სიყვარულის მაგია - მისი მიზანია მოხიბვლა, ან არა სასურველი ადამიანის თავიდან მოშორება.
  • სამეურნეო მაგია - ტარდება რიტუალები, რის შედეგადაც მოდის მეტი მოსავალი.
  • შავი მაგია - ამ მაგიის დანიშნულებაა ზიანი მიაყენოს ერთ, ან რამდენიმე ადამიანს. შავი მაგია იმდენათ გავრეცელებულია, რომ ყველა უბედურ შემთხვევას მას აბრალებენ. მაგიური ზემოქმედებისთვის ხშირათ იყენებენ გველსის გამხმარ ტყავს, მგლის ქონს და ა. შ.
  • ავი თვალი - მაგიის ეს სახე ძალინ საშიშია ქორწინებისას და სხვა მნიშვენელოვანი მოვლენების დროს.

      მიუხედავათ იმისა, რა მიზნით გამოიყებნება მაგია(ჯადო) უნდა გვახსოვედ, რომ ეს ყველაფერი სატანის მანქანებით ხორციელდება და მისი მსახურება უდიდესი ცოდვა, რაც ანგრევს ჩვენს სულს.

      რა არის ჯადო? როგორ უნდა დავიცვათ ტავი ჯადოსგან?ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ საპატრიარქოს კარის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს ლევან ფიცხალაიშვილს:

      "დავიწყოთ იმით, თუ რა არის ჯადო. ისევე, როგორც მართმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს:წირვა, ლოცვა, საღვთო ლიტურღია, რომელიც უფალთან გვაახლოებს, რის მეშვეობითაც ხდება სიყვარულის, სიკეთის, სულიწმინდის მადლით განკურნება და განწმენდა, ასევე ბოროტ ძალებს აქვს სატანის მსახურება, სადაც ხდება ბოროტული ძალების შემოსვლა და ამ ძალების მიმართვა მთლიანათ ქვეყანსა და კონკრეტულ პიროვნებაზე.

      მაგრამ თუ ადამიანი არის მორწმუნე, მას ჯადო ვერ მოერევა. აი, მაგალითად, ჩვენ ვიცით მღვდელმოწამე კვიპრიანე კართგენელი. ეს იყო უდიდესი ჯადოქარი. მას ისეთი შელოცვები ჰქონდა, ბოროტი სულები პირდაპირ ეცხადებოდნენ.

      წმინდა კვიპრიანეს მაგიური ძალებით შეეძლო ადამიანების განკურნება და ნებისმიერ საგნებსა და მოვლენებზე ზემოქმედება. ეშმაკის ძალით შეეძლო ადამიანის ნების დამორჩილება. მასთან მოდიოდნენ თხოვნით ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად. ერთხელ მივიდა ბიჭი, რომელსაც უყვარდა ქალი და სთხოვა, გაეკეთებინა ისე, რომ ქალსაც შეყვარებოდა და გაყოლოდა ცოლად. ეს მანდილოსანი გახლდათ წმიდა იუსტინე. კვიპრიანემ დაიწყო შელოცვა. იუსტინემ იგრძნო ამ ბოროტი ძალების მასთან შებრძოლება და მიახლოება. მიხვდა, რომ ბოროტისაგან იყო ეს შემოტევა და გააძლიერა ლოცვა. ლოცულობდა მთელი მონდომებით. კვიპრიანეს ბოროტმა სულებმა უთხრეს, რომ ვერ ერეოდნენ იუსტინეს, რადგან მას ჯვარი იფარავდა. როდეცას კვიპრიანე თვისი ჯადოქრობით ვერაფერს გახდა ქრისტიან ქალწულ იუსტინეს მიმართ, თავისი ჯადოქრობის წიგნები სახალხოდ დაწვა, ყველაფერი მოინანია, მოინათლა და გახდა საოცარი წმინდა მამა.

      ჯადო არ მოქმედებს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ლოცულობს, არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი არღთქმის წმინდა მცნებების აღმსრულებელი. ყოვლეთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა მუდამ ჩასაფრებულია იმისთვის, რომ აცდუნოს და დაღუპოს ადამიანი.

      მაგრამ თუ მას სწამს ღმერთის, არის მართმადიდებელი ქრიატიანი, მარხულობს და ლოცულობს, ის უფლის წყალობით დააღწევს თავს ბოროტ ძალებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლომდე თავის დაღწევა არ ხდება, სანამ ადამიანი ცოცხალია. სატანა მუდამ იბრძვის და ჩვენც არ უნდა შევუშინდეთ და მუდმივი გულრწფელი ლოცვითა და უფლის სიყვარულით წინ აღვუდგეთ ეშმაკის ძალებს.

      ეკლესიურად თუ იცხოვრებს ადმიანი, მას ვერავითარი ჯადო მოერევა, ამიტომ ყველა ადმიანმა, ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა სურს, უნდა იაროს ტაძარში, მოისმინოს მოძღვრის რჩევა დარიგებანი, ილოცოს, იმარხულოს, ეზიაროს და და უფლის წყალობით დაცული იქნება ბოროტი ძალებისგან.

ნახვა: 6096

ტეგები: Qwelly, jado, magia, religia, ადამიანი, ბორტი_ძალა, მაგია, რელიგია, ჯადო

nika grani: ივნისი 10, 2012||4:40pm

davit kvetebulis locvebze gsmenia reme? kai statia iyo es kargad iyo gadmocemuli

დავით ბილიხოძე: ივნისი 10, 2012||9:52pm
ki msmenia.xo gadmowerilia eg arc aris dasamali imito meti gaigos da icodes chvenma kurselebma:)
blablabla: ივნისი 17, 2012||8:44pm

kai statia aris dato

დავით ბილიხოძე: ივნისი 18, 2012||7:11am

tu dagexmare moxaruli var:)

Emily manson: ნოემბერი 4, 2013||6:34pm

kaia :))) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters