ომბუდსმენი ლომჯარია, დეკრიმინალიზაცია ნარკოპოლიტიკაში, შეერთებული სამინისტროები და ექს-პრეზიდენტი უკრაინული გამოსვლები

      2017 წლის შემოდგომაც გავიდა და ცხადია აღარ დაბრუნდება. წლევანდელი შემოდგომის ბოლო დღე აქტუალური იყო რამდენიმე მიმართულებით - პირველი ცხადია სამინისტროების რეორგანიზაცია, ამ თემას არ ჩამორჩებოდა ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხი. დღის სიახლედ და ისტორიის ნაწილად სეიძლება დასახელდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემა. დღე ასევე განსაზღვრა მერაბიშვილის აქაურმა და სააკაშვილის უკრაინულმა ამბებმა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ნოემბერი, 2017/

      ქვეყანას მდივანი ეყოფლება - რომან კაკულია - საქართველოში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღება საჭირო გახდება.

      რეორგანიზაციის საკითხები კვლავ განიხილება პარლამენტში, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა ლიდერობს აქტუალობით - აკაკი ბობოხიძე გარემოსდაცვით ორგანიზაციებს - ხომ გეუბნებოდით, რომ მოგენატრებოდით. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. კახა კუჭავა - კარგად დასაფიქრებელია წიაღისეულის ეკონომიკის სამინისტროსთან მიერთების საკითხიც. რევაზ არველაძე - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ისეთი რადიკალური მომენტია, ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც სხვა რამე. ერთმანეთში უბრად მყოფი მთავრობა - დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი და პრემიერი ერთი ქვედა სართულზე იყო, მეორე ზედა სართულზე და ორი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ - ეს უშიშროების საბჭოს ბრალია? ნიკა მელია სამთავრობო ცვლილებებზე - წარმოუდგენელი კონფიგურაციის სამინისტროები ყალიბდება. დავით უსუფაშვილი - ვუფასებ კვირიკაშვილს იმ შემართებას, რომ საჭიროა სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილებები, მაგრამ ვუწუნებ შესრულების დონეს. დავით უსუფაშვილი - ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებულია და ჩრდილოეთიდან ტანკებია დამიზნებული, უსაფრთხოების თემებზე მომუშავე უწყებები უქმდება. დავით უსუფაშვილი - ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ევოლუციას თუ შევხედავთ, შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ზონალური საბჭოს გაუქმებას არ ეთანხმება. კახა კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შენარჩუნებაზე მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება. რომან გოცირიძე - რადიკალური ცვლილებაა საჭირო და არა სამინისტროების ისეთი შერწყმა, რომელიც ძირითადად სასურველი მინისტრების დანიშვნას ემსახურებოდა. სოფიო კილაძე - მაქსიმალურად ვაფასებთ გიორგი ფოფხაძის პროფესიონალიზმს, მაგრამ, ნინო ლომჯარია მეტად აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის აუცილებელ თვისებებს. ირმა ინაშვილი - სადაც არის გიორგი ფოფხაძე, იქ არის ქართველი ხალხის ინტერესი და სადაც არის ქალბატონი ლომჯარია, იქ არის ვიწრო NGO-ების ინტერესი. მიხეილ გიორგაძე - პირველ რიგში ვმუშაობთ შერწყმულ სტრუქტურაზე, ხოლო გარკვეული დაზოგვა ადმინისტრაციულ ნაწილში გვექნება.

      ომბუმენი აირჩიეს - ნინო ლომჯარია ახალი სახალხო დამცველი იქნება! აწ უკვე ომბუდსმენს, ახსნა განმარტებებიც მოუწია - ნინო ლომჯარია - სტრასბურგის სასამართლოს არც ერთ იმ საქმეზე, სადაც დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ აქვს, რომ პირები იყვნენ პოლიტპატიმრები. ნინო ლომჯარია - ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქალთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იქნება. ნინო ლომჯარია - განხილვებმა ცხადყო, რომ ომბუდსმენის კანდიდატურაზე უმრავლესობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, ნინო ლომჯარიას მის მიერ წარმოდგენილი ხედვა არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს. გედევან ფოფხაძე - გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა მეტად იძლევა შესაძლებლობას, ომბუდსმენის პოსტზე არსებული ღირებულებებით განახორციელოს უფლებამოსილება. ირმა ინაშვილი - გიორგი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება სახალხო დამცველს. ”ევროპული საქართველო” სახალხო დამცველის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეკა ბესელია - საერთო გადაწყვეტილებაშიც ვმონაწილეობდი და ბუნებრივია, მხარს ვუჭერ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას. გია ვოლსკის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის გამო სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა არ ჩავარდება. გიორგი ფოფხაძე - ვნახოთ, რამდენად იქნება ჩემი წინადადებები მისაღები პარლამენტისთვის, რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. გიორგი ფოფხაძე - ლგბტ თემით მანიპულირების უფლებას არავის მივცემ. ირაკლი კობახიძე - ვულოცავ ნინო ლომჯარიას, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. ნინო ლომჯარია - ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს სახალხო დამცველი. გიორგი ფოფხაძე - არაერთხელ გვინახავს ”ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული კანდიდატურა, რომელიც მათვე დაუბრუნდათ ცუდად, ნინო ლომჯარიასთანაც ასე იქნება. მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლომჯარია გაამართლებს ნდობას. გიორგი მარგველაშვილი ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას ულოცავს. სერგო რატიანი - ხელისუფლებამ ფაქტობრივად კარს მიღმა გადაწყვიტა, ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი. და ბოლოს, აწ უკვე ყოფილი სახალხო დამცველის ბოლო გამოსვლა - ომბუდსმენმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და ”ციანიდის საქმეზე” ისაუბრა

      ქალაქის აღ-მშენებლობა - ვატო შაქარიშვილი - უნდა მოიხსნას ბიუროკრატიული ბარიერები, რაც დეველოპერებსა და მენაშენეებს პრობლემებს უქმნის, ხოლო მეორე მხრივ უნდა მოხდეს ქალაქის ინტერესების დაცვა. პრემიერი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონტროლი გაამკაცრონ. გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების მიზნით, არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ბაღების, სკოლების და სასტუმროების მონიტორინგის ინიციატივით გამოდის.

      უწყინარი აქცია თბილისში - შსს - „პირბადეების აქცია“ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მიხეილ გიორგაძე - ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქცია ძალიან კრეატიული იყო, საერთოდ არ მესმის შეურაცხყოფა რა ნაწილში იგულისხმება. კახა კალაძე - სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში.

      ახალი კლინიკა შიდსის ცენტრს / აქვე ჯანმრთელობის ბლოკი - დავით სერგეენკო - შიდსის ცენტრის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა. დავით სერგეენკო - C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამჟამად გარემოში სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

      მერაბიშვილის საქმე - ევროპამ ვანოს გათავისუფლება მოითხოვა - ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი - საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის. იან კელი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - აშშ არ არის ევროპის სასამართლოს წევრი - ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხს. ანა ნაცვლიშვილი - ევროსასამართლო არ ამბობს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა, დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის. ლევან გოგიჩაიშვილი - მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, არ გამოვრიცხავ, სხვა ბრალიც წაუყენონ.

      ნარკოპოლიტიკა - საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმა გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. „გირჩი“ - ვდებთ პირობას, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება. მიხეილ გიორგაძე - ჩემი და მთლიანად მთავრობის პოზიციაა, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნამდვილად უნდა მოხდეს. აკაკი ზოიძე - მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შედეგი მაინც დადგებოდა იმ კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. საია - პირებს მარიხუანას მოხმარებისთვის დაკისრებული ნასამართლეობა მოეხსნებათ, ასევე მართვის და საქმიანობის წარმოების უფლება დაუბრუნდებათ. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციამ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. გიორგი კახიანი - მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რჩება და სასამართლოს გადაწყვეტილება ლეგალიზაციას არ ნიშნავს.

      ქართველები საზღვარგარეთ - შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა. უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა. საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ ყველაზე მეტჯერ გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაარღვიეს. შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს მხოლოდ 379 მოქალაქეს ეთქვა.

      ბონდიანა - საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ინგა თუთისანი გათავისუფლდა.

      მოსამართის კანდიდატურა - ანა ნაცვლიშვილი ევა გოცირიძის კანდიდატურაზე - ძალიან ცუდი მესიჯი იგზავნება: "მორჩილება" ფასდება და "ურჩობა" ისჯება.

      მიშა არ ჩამოიყვანოთო! - ნიკა მელია - თუ სააკაშვილს საქართველოში ძალისმიერი მეთოდებით ჩამოიყვანენ, ხელისუფლება იმაზე ბევრად ადრე შეიცვლება, ვიდრე მავანს ჰგონია.

საზღვარგარეთულები:

      მიშას იჭერენ, ოღონდ უკრაინაში?! - მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილთან მიმართებაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო, საქართველოში მისი ექსტრადირება შეუძლებელია. უკრაინელი ჟურნალისტი მიხეილ სააკაშვილის სახლთან ფორმიანი პირების ყოფნის შესახებ იუწყება. მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურს - ჩემი ბინის ჩხრეკისას მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, სეიფში ასაფეთქებელი დაგხვდებათ, გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ. იან კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე - იმედი გვაქვს, უკრაინაში კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერი პირის საკითხის გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მოუწოდა, მისი დაკავების შემთხვევაში სახელმწიფო ადმინისტრაციებისა და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ. მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

      რუსოფობიის ნაკლოვანება - სერგეი ლავროვი - ოკეანეს გადაღმა რუსოფობია მძვინვარებს, აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. სერგეი ლავროვი - ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი საბოლოოდ დახურულია. აშშ-ში რუსეთის ელჩი - Russia Today-სთვის აშშ-ს კონგრესში აკრედიტაციის გაუქმება ვაშინგტონის არამეგობრული ნაბიჯია. სერგეი ლავროვი - თუ ამერიკელები ჩრდილოეთ კორეის გასანადგურებლად საბაბს ეძებენ, მათ ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადონ. დიმიტრი პესკოვი - კრემლი ტელეკომპანია Russia Today-სთვის აშშ-ის კონგრესში აკრედიტაციის გაუქმებას სიტყვისა და პრესის თავისუფლებების დარღვევად მიიჩნევს.

      მიმართვა როგორც ასეთი - დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი“ უწოდა.

      არგენტინაში, ადამიანთა გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ 29 ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

      მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მხარს დაუჭერს ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ნებისმიერ ფორმულას, რომელიც დააკმაყოფილებს აზერბაიჯანს.

      გერმანია სრულ გარანტიას ვერ იძლევა - გერმანიის შს მინისტრი - ჩვენ კარგად ვართ მომზადებული, მაგრამ აბსოლუტურ გარანტიას, რომ გერმანიაში ტერაქტები არ მოხდება, ვერ მოგცემთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 219

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters