მდუმარე სტუდენტური აქცია გაიმართება - თბილისში - ხუთშაბათს, 19 აპრილს, 18:00 სთ-ზე,რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ 》

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ორგანიზებას ვუწევთ სტუდენტურ აქციას, რომლითაც ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას“ ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას, კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას. აქციის მიზანია: დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დავიცვათ რელიგიური და ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილიზმისაგან, ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად. ასევე გვინდა მივმართოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიიღონ სპეციალური კანონი ან ჩაიწეროს მუხლი კანონმდებლობაში ეროვნული და რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის შესახებ. კომპანია ,,აიისას“ წარომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საგანია და მისი კანონმდებლობაში ჩაწერა არასწორია, თუმცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მორალის დაცვის მიზნით. მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მორალიც სუბიექტური აღქმის საგანია, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პატივი და ღირსება. ცალსახაა, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია. აღნიშნული კონვენცია ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სავალდებულოდ და საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომ პირდაპირ შეუძლია ხელისუფლებას ისარგებლოს აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლით და აკრძალოს კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მორალს, თუმცა ყოველგვარი გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, გათვალისწინებულ იქნას სპეციალური მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში, უპირატესად კი საქართველოს კონსტიტუციაში. მდუმარე სტუდენტური აქცია გაიმართება ხუთშაბათს, 19 აპრილს, 18:00 სთ-ზე,რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ. აქციის ორგანიზატორებმა კურთხევა გამოვითხოვეთ, საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან და ვმოქმედებთ მისი კურთხევის ქვეშ. ვისაც სურვილი ექნება, ეს იქნებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები თუ რიგითი საზოგადოების წევრები, შემოუერთდეს აღნიშნულ აქციას, წინასწარ ვთხოვთ, დაიცვან გამოხატვის ის ფორმა(მდუმარე), რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, ჩვენი სურვილია აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად, ცივილურად, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამ პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარი ქმედება დასაგმობი და აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან, ამოცანებსა და ხედვასთან. ეს გახლავთ, კომპანია „აიისას“ ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ. ,,აიისა პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით: ‘Aiisa - Random Revolver’ განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში) ‘Aiisa – Xhzibit’ ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ლოკაციებზე მთელი ქვეყნის მაშტაბით.“ და გთხოვთ ნურავითარი პარტიული ორგანიზაციის სახელით ნუ გამოხვალთ მშვიდობიან აქციაზე, და ნუ მიიწერთ ქულებს ნიშნის მოგების მიზნით, ამ ქართულ და ქრისტიანული საქმით. თავი შეიკავეთ პოლიტიკური იარლიკების მიკვრისგან, და გამოდით როგორც რიგითი ქრისტიანი და ამ ქვეყნის შვილნი.

ნახვა: 140

George: აპრილი 18, 2018||7:04pm

ნიკოლოზ, სემინარიაში ჩაგიბარებია? გილოცავ

George: აპრილი 18, 2018||7:25pm

აქცია მდუმარე რატოა? უმწემსო ფარამ რეკლამა უნდა გაუკეთოს ფირმას და ვინც ხმას ამოიღებს ფარიდან გაირიცხება დიდი ცოდვის გამო?

nika shelia: აპრილი 19, 2018||10:02am

არა ბატონო გიორგი არ ჩამიბარებია :) 

nika shelia: აპრილი 19, 2018||10:04am

ნუ მდუმარეა და ხმას არავინ ამოიღებსთქო არაა :) 
დუმილი ხომ ყველაფრის მთქმელია ;)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters