ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი პოლიტიკოსები მას დამოუკიდებლობას ულოცავდნენ, ქვეყნის შიგნით კი ისევ 20 ივნისის აბები ისმოდა. ამჯერად, პროკურატურამ პროტესტი გადააკვალიფიცირა სახელმწიფო ამბოხის მუხლზე. უკვე არიან დაკავებულებიც. მთელი დღე ისევ 20 ივნისზე საუბრობდნენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 ივლისი, 2019/

      ჰესების და ფრენების ეკონომიკა - ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოში არსებული 93 ელექტროსადგურიდან 87 ჰესია, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე კი მოხმარებასა და გამომუშავებას შორის დისბალანსი გაიზრდება. ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ და სხვა წყალსაცავიანი ჰესები დადგმული სიმძლავრის 40-50%-ს გამოიმუშავებენ. ნათია თურნავა - სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების წილი მუდმივად იზრდება. მგზავრებით რუკაზე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. გიორგი ჩოგოვაძე - მგზავრთნაკადის 4-ჯერ ზრდა საშუალებას მოგვცემს, საქართველო დავიტანოთ რუკაზე, როგორც რეგიონის ცენტრი ევროკავშირის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი რეისების შეთავაზებისთვის. ავიაკომპანია AIR MALTA-მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო.

      წინა თვე ისევ დღის ამბებში - საზღვარგარეთ, 20 ივნისის აქციაზე დაშავებული 6 პირი მკურნალობს, საიდანაც ორი სამართლდამცველია, სამი დაშავებული კი დღეს გაემგზავრება. კორნელი კაკაჩია - ის მუხტი, რაც აქციებს ჰქონდა, ცოტა ჩაიკარგა და რთულია ვივარაუდოთ, რამდენად შესრულდება გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა. 20 ივნისის აქციისას დაზარალებულებს სახელმწიფოსგან მკურნალობის ხარჯების, სამსახურში განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეუძლიათ. მაია ცქიტიშვილი - გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაში გამოიხატება, რომ რჩება თანამდებობაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას, რათა სისტემა მუშაობდეს გამართულად. სერგი კაპანაძე - შეუძლებელია სპეცრაზმს თვითნებურად ემოქმედა და თუ ასე იყო, არ უნდა გაეცათ ბრძანება, რომ ეს თვითნებობა შეეწყვიტათ? - ნათია მეზვრიშვილის განცხადება შს მინისტრს უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებს. ირაკლი სესიაშვილი ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე - როდესაც პოლიციაზე ხდება თავდასხმა, პოლიციას კანონით აქვს უფლება, რეაგირება მოახდინოს. პროკურატურა - სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია სამედიცინო ისტორიები, რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. აკაკი ბობოხიძე - იმისთვის, რომ თავდასხმა განახორციელო, ცოტა მართალიც უნდა იყო - პროკურატურის გამოძიებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თამთა შამათავა - მოსაზრება, რომ დავიღლებით და პროტესტი გაქრება, მცდარია. პაატა მანჯგალაძე - პროკურატურამ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი. ირაკლი სესიაშვილი - ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა მარტივია, მაგრამ ის, რომ 20 ივნისის აქციაზე პოლიტიკოსებმა ხმა არ ამოიღეს და აგრესიულ ჯგუფებს ძალადობის შეჩერებისკენ არ მოუწოდეს, დანაშაულია. გიორგი ბარამიძე - სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი სასაცილოა - ხდება უზნეობის ტირაჟირება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „ვარდების რევოლუცია 2“. გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას იმ ადამიანების დასჯა სურს, რომლებიც ოპონირებას უწევენ. შსს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. გიგი უგულავა - ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა დეტალი - ხელისუფლებამ პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა. კახა კალაძე ჟურნალისტებს - თქვენ გჯერათ, რომ სპეცრაზმელებს გიორგი გახარია ეუბნებოდა თვალებში და თავში ესროლათ? გენერალური პროკურატურა - იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. კახა კალაძე ნიკა მელიაზე - ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, საუბრობს ტელევიზიასთან, სამაჯური რა პრობლემას წარმოადგენს? გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება 60-მდე პირმა მისცა. გენერალური პროკურატურა - 20 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი. კახა კალაძე - აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა და ამისთვის მაღალი კრიტერიუმები იქნება აღებული. სერგი კაპანაძე პროკურატურის განცხადებაზე - ეს ოპერა გავლილი გვაქვს - უკვე სიგიჟეში გადავიდნენ, ამბოხების ნიშნები ვინ დაინახა? რომან გოცირიძე - პოლიტიკური რეპრესიების დაწყება დააანონსეს - ალბათ, მერე გადამალულ საბურავებზე და რევოლუციებზე მოგვითხრობენ ზღაპრებს. ეკა ბესელია - როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ახსენებს საგამოძიებო ორგანო, არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციები ჩნდება - გვახსოვს წარსულის ცუდი გამოცდილება. გია ვოლსკი - პარლამენტში შეჭრის მცდელობა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა, ეს ყველამ დავინახეთ და ამის უარყოფა შეუძლებელია. გია ხუხაშვილი - ალბათ, ჩანაწერებს მოგვასმენინებენ, როგორ თხრიდა მიშა სააკაშვილი გვირაბს და სადაცაა ავლაბარში, შადრევანში ამოყვინთავს. 20 ივნისს აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გია ბარამიძის ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად. პარლამენტის შენობის წინ აქცია-კონცერტი დღესაც განახლდა.

      ოპოზიციური განწყობები და მსჯავრი - ოპოზიციური პარტიები - ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს წარმოადგენს. თორნიკე შარაშენიძე - მგონი, აპირებენ უგულავასაც დაადონ სამაჯური. მაია ცქიტიშვილი - კანონი პოლიტიკურ ლიდერებზეც, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერებზეც ვრცელდება და ისინი კანონზე მაღლა არ დგანან. ვახტანგ ძაბირაძე - შესაძლოა, უგულავას, ოქრუაშვილს, ბარამიძესაც გაუკეთონ სამაჯურები, მაგრამ ეს რას ცვლის?! აბსოლუტურად არაფერს, ექნებათ ეს სამაჯური ხელზე და ექნებათ. სერგი კაპანაძე - ივანიშვილის ხელშია სასამართლოც, პროკურატურაც და შსს-ც, ჩვენი დაჭერა რომ მოუნდეს, დღესვე დაგვიჭერს ყველას.

      მომავლის განათლება - 3000 ახალგაზრდას ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადაამზადებენ. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნიკოლოზ ალავიძე - საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე.

      ხორავას საქმის ფიგურანტები - მირზა სუბელიანი საპყრობილეს ტოვებს.

      გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი.

საზღვარგარეთულები:

      მტრობაში დადანაშაულება - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მტრულ მოქმედებებში ადანაშაულებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 902

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: ივლისი 5, 2019||9:16pm

ისეთ ჰაერს ვართ მიჩვეული, ურანი რას დაგვაკლებს, ხომ? ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters