ფულის წარმომავლობის გარკვევა წინასაარჩევნო ანუ შემომწირველი კი გყავს, მაგრამ ამდენი რატომ გყავსო, ოღონდ ამჯერად არა მღვდლებს, არამედ პარტიებს ეკითხებიან. სახალხო დამცველს ვადა ეწურება, ამიტომ რაც შეიძლება მეტი გამოსვლა აქვს და ნიუსლისტშიც ცალკე ბლოკი დაეთმო და კიდევ:
არჩევნებამდე ორი დღით ადრე - ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თავის შემოსავლებს და ხარჯებს მალავს. საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების არასათანადო დეკლარირებას ახდენს. ირაკლი კობახიძე - საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. ეკა ბესელია - მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება. თამარ ჟვანია - ოპოზიციური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება არჩევნების დღემდე იქნება მიღებული. ირაკლი კობახიძე - საბავშვო ბაღებსა და სხვა სტრუქტურებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება. სალომე სამადაშვილი - დღეს ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ სახელისუფლებო პარტია დააფინანსონ. ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიციას უკვირს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბიზნესისგან შემოწირულობის სახით 8 მილიონი მიიღო, ეს მათი პრობლემაა. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ შემომწირველების რაოდენობა ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობის ადეკვატურია. პარტიების 17 შემომწირველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. თინა ბოკუჩავას განცხადებით, NDI-ის იმ დარღვევების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. თამარ ჟვანია - წინასაარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, გარკვეული პრობლემები კი სოციალური ქსელებით აგიტაციას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება. 21 ოქტომბერს ამომრჩეველი სამი სახის - ღია ცისფერს, ვარდისფერს და მწვანე ბიულეტენს მიიღებს. 21 ოქტომბრის არჩევნებს 71 ადგილობრივი, 30 საერთაშორისო და 74 მედია ორგანიზაცია დააკვირდება. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი - ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების დღეს ყველა შეძლებს ხმის მიცემის უფლების განხორციელებას ძალადობისა და დაშინების გარეშე. ცესკოს სპიკერი - ამომრჩეველთა სიაში არანაირი გაორება არ არსებობს. გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, მე გამოვიძიო და დავდო კონკრეტული ფაქტები, რამდენ არალეგალურ ფულს ხარჯავს ”ქართული ოცნება” საარჩევნოდ. თამარ კორძაია - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ხელისუფლებას არ აქვს ადეკვატური რეაგირება. ოთარ გრიგოლია - არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული. აღარ არის მერი, არ ნიშნავს რომ ავტომატურად გავათავისუფლოთ უფროსობა - საია - საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს. მერია - თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე დაუბრუნა.
ხარვეზები შემწყნარებლობაში - უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი - რელიგიური უმცირესობები საქართველოში დაბრკოლებებს კვლავ აწყდებიან. სახალხო დამცველი - სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი - ქალთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთ მასშტაბურ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიური განათლების და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უფლების რეალიზაცია პრობლემურია. ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მსჯელობა არჩევნების შემდეგ დაიწყება. სალომე სამადაშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ. მამუკა მდინარაძე - კანონში არსებობს ჩანაწერი, ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა, ამ ნორმაში არასამთავრობო სექტორზე საუბარი არ არის. თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელებას აზრი არ აქვს.
კვლევის შედეგები ისეთი ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ თემამ აქტუალობა არც დღეს დაკარგა - ეკატერინე სხილაძე - მთავარი პრობლემაა ის, რომ სკოლებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ გამოავლინონ ბავშვის მიმართ ძალადობა.
უარყოფითი სტატისტიკის შედეგები - საქართველო ისრაელში მცხოვრები ქართველების დასაქმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალებთან დაკავშირებული უარყოფითი სტატისტიკის გამო ვერ იწყებს.
ვაკონტროლოთ თამბაქო - აკაკი ზოიძე - მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დაფინანსება გაიზარდოს.
მოვიხდი ცხინვალში - ე.წ. იუსტიციის მინისტრი - რუსეთის ტერიტორიაზე გასამართლებულმა ”სამხრეთ ოსეთის” ოცზე მეტმა „მოქალაქემ“ დანაშაულის მოხდა ცხინვალის კოლონიაში ისურვა
მარტამდე გადადებული კონსტიტუცია - ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სავარაუდოდ, 2018 წლის მარტში მიიღებს. გიგა ბოკერია - "ქართული ოცნების" პოლიტიკური დიაგნოზია ის, რომ მიღებიდან ერთ კვირაში სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებში ცვლილებების შეტანა
არალეგიტიმური ვიზიტი ან ტურიზმი - ე.წ.სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ იტალიაში "ვიზიტით" იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის ვიზიტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არა აქვს.
მენტალური ჩრდილოეთ კორეა, ანუ საქართველო - ირმა ინაშვილი - ის, რაც ხდება დღეს ჩრდილოეთ კორეაში, იგივეა, რაც ხდება საქართველოში მენტალურად.
გარდაცვალება - გარდაიცვალა მოქანდაკე გოგი ოჩიაური.
საზღვარგარეთულები:
შეიარაღებული მომიტინგეები? - ვიქტორ კონონენკო - კიევში აღმოჩენილია იარაღის სამალავი, რომელიც, შესაძლოა, მიტინგზე გამოეყენებინათ. უკრაინელი დეპუტატი, რომელიც მომიტინგეებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული, მიხეილ სააკაშვილის ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს. უკრაინის გენპროკურორი - ჩვენი ამოცანაა აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კარვების დაშლას ადგილი არ ექნება. უკრაინის შსს-ს წარმომადგენელი - პარლამენტის წინ დაახლოებით 200 მომიტინგე იმყოფება. დიმიტრი პესკოვი - კიევში ვითარება არასტაბილურია, კრემლი მოვლენების განვითარებას აკვირდება. უკრაინის პარლამენტის სპიკერმა მომიტინგეებს პარლამენტისკენ მიმავალი გზების გათავისუფლება მოსთხოვა. უკრაინელი დეპუტატი - სააკაშვილს ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ხელში ჩაგდება სურს. უკრაინის პრემიერი - გუშინდელ აქციაზე მოვიდა ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხელისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი ამოძრავებს. პოლიციამ კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა.
კატალონია არ შოშმინდება - კატალონიაში საპროტესტო აქციებზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ესპანეთის ვიცე-პრემიერი - თუ კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარს არ იტყვის, გამოვიყენებთ ავტონომიური სტატუსის შეჩერების შესაძლებლობას. კატალონიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი - კატალონიის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა ევროკავშირში ფინანსურ არასტაბილურობას გამოიწვევს.
ყარატო - ხმა ამოიღე - ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი - საუდის არაბეთის ხელისუფლება ხალხს ყატარის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტისკენ უბიძგებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ერაყის ქურთულ ავტონომიას კირკუკის პროვინციაზე არავითარი ისტორიული უფლებები არ აქვს
წამყვანი პრეზიდენტი რუსეთს - ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია