მაცხოვრის გეთსემანიაში შეპყრობის დროს მოციქულები მიმოიფანტნენ და როგორც მახარებელი წერს - აღსრულდა სიტყვები „დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. საინტერესოა, რომ ამასვე ეუბნება უფალი რამდენიმე საათით ადრე - დაბრკოლდებით და ეს სიტყვები აღსრულდებაო. მაშინ პეტრე თავს გამოიდებს - „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. ალბათ, გახსოვთ ამ დაუბრკოებლობის შედეგიც - სამგზის უარყოფა მამლის ყივილამდე. ჯვარცმის დროსაც, მხოლოდ ერთი მოციქული იდგება უფლის ჯვართან და მას, უფალი, ღმრთისმშობელზე ზრუნვას დაავალებს. კითხულობ და გეფიქრება, კი მაგრამ, ასე სწრაფად როგორ დაავიწყდათ საკუთარი შემართება? ნუთუ, მაცხოვრის ნათქვამ სიტყვებზე, არ გაუჩნდათ საპირისპირო გრძნობა, პეტრეს მსგავსად, რომ არა უფალო! არ მიგატოვებთ! როგორ ვერ დაიჯერეს, რომ ის უნდა აღმდგარიყო?

      მოდით, ორი წუთით თვალი არ მოაშოროთ ამ ნახატს, რომელიც 1520-1522 წლებში შეასრულა ჰანს ჰოლბეინ უმცროსმა. ნახატზე ჯვარცხმული მაცხოვრის სხეულია კუბოში ჩასვენებული:


მკვდარი მაცხოვრის სხეული კუბოში, ჰანს ჰოლბეინ უმცროსი, 1521
The Body of the Dead Christ in the Tomb, Hans Holbein the Younger, 1521

      აი, რას წერს გენიოსი, ამ ნახატის ხილვის შემდეგ: ქრისტე ეს-ესაა ჩამოხსნეს ჯვარცმიდან. მხატვრები რატომღაც დაეჩვივნენ, რომ ჯვარზე გაკრულ თუ ჩამოღებულ ქრისტეს უთუოდ ლამაზი სახე დაუხატონ და არაადამიანური ტანჯვა-წამების დროსაც შეუნარჩუნონ ეს სილამაზე. სურათში კი ამ სილამაზის ნატამალიც არაა. ეს მართლაც იმ კაცის გვამია, ვინც ჯვარზე გაკვრამდე აუტანლად აწამეს, დაჭრეს, გვემეს ყარაულებმა, ხალხმა, როცა ჯვარი აჰქონდა ზურგით და ამ ჯვრის ქვეშ დაეცა, და ბოლოს, ექვსი საათი კიდევ ჯვარზე იყო გაკრული. მართალია, სახე მას ეს წუთია ჯვრიდან ჩამოღებული კაცისა აქვს, ანუ სიცოცხლე და სითბო კიდევ იგრძნობა, ჯერ მთლიანად არ გაცივებულა, მისი სახე ახლაც ტანჯვას გამოხატავს (მხატვარს მშვენივრად დაუჭერია ეს), სამაგიეროდ, სახეს სილამაზის ნიშანწყალი არ გააჩნია; აქ გაშიშვლებული ბუნებაა, ჭეშმარიტად ასეთი უნდა იყოს კაცის გვამი ამისთანა ტანჯვა-წამების შემდეგ. მე ვიცი, რომ ქრისტიანულმა ეკლესიამ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დაადგინა, ქრისტე ნამდვილად ეწამა და არა იგავურადო. ასე რომ, ჯვარზე გაკრული მისი სხეული ბუნების კანონს უნდა დამორჩილებოდა. სურათზე სახე სულ გასიებული, საზარლად ჩალურჯებული და დასისხლიანებული აქვს ცემისაგან; ღიად დარჩენილი დიდრონი თვალები გადატრიალებია, თეთრი გარსი შუშასავით უკრიალებს. მაგრამ როცა ამ ნაწამები კაცის გვამს უცქერი, ერთი უცნაური კითხვა გებადება თუ ასეთი გვამი (ეს კი უთუოდ ასეთი უნდა ყოფილიყო) ყველა მისმა მოწაფემ ნახა, მისმა მომავალმა მოციქულებმა, ნახეს ქალებმაც, რომელნიც უვლიდნენ და ჯვარცმასთან იდგნენ, ნახა ყველა იმან, ვისაც მისი სწამდა და ვინც მას აღმერთებდა, როგორ დაიჯერეს ნეტავ, რომ ასეთი წამებული აღსდგებოდა?! უნებლიეთ, გებადება ისეთი ფიქრი, რომ თუკი სიკვდილი ასე საშინელია და ბუნების კანონიც ასეთი ძლიერი, როგორ შეიძლება ვინმემ დასძლიოს იგი, როცა იმანაც კი ვერ სძლია, ვინც სიცოცხლეში ბუნებას ამარცხებდა, ვისაც ბუნება ემორჩილებოდა, ვინც რქვა „ტალითა კუმი“ – და ქალწული აღსდგა, „ლაზარე გამოვედ გარე“ და მკვდარი გამოვიდა. უცქერ ამ სურათს და ბუნება გეჩვენება რაღაც უშველებელ, რაღაც გულქვა პირუტყვად, ან უფრო სწორად, გაცილებით უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუმც უცნაური კია, – რაღაც უზარმაზარ, უახლესი სისტემის მანქანად, რომელმაც უაზროდ, უგრძნობლად და გაუკითხავად ჩაითრია, გასრისა და ჩანთქა უდიადესი, ფასდაუდებელი არსება – ის არსება, ვის მტვრად არც ღირდა მთელი ბუნება და მისი კანონები, მთელი ეს ქვეყანა, რომელიც შესაძლოა სულაც იმიტომ გაჩნდა, რომ ეს არსება მოვლენილიყო! უცქერ ამ სურათს და უნებლიეთ გრძნობ, რომ ეს მარადიული ძალა, რომელსაც ყოველივე და ყველაფერი ემორჩილება, რა ბრმა, უტიფარი და უაზროა. სურათზე არ ჩანს ისინი, ვინც გარს ეხვია მიცვალებულს, მაგრამ გრძნობ კი, რაოდენ საშინელი ნაღველი უნდა განეცადათ და შეძრწუნებული ყოფილიყვნენ იმ ღამეს, როცა მთელი იმედები და თითქმის რწმენაც დაემსხვრათ. ალბათ, საშინლად ზარდაცემულნი წამოვიდნენ იქიდან, მაგრამ წამოჰყვათ კი თან აზრი დიადი, უზარმაზარი, რის ამოძირკვასაც ვეღარა ძალა ვერ შეძლებდა იმათი გულიდან. მათ მასწავლებელს რომ ენახა თავისი თავი ჯვარზე ასვლამდე, განა ასე ეცმებოდა ჯვარს და ასე მოკვდებოდა? უცქერ ამ სურათს და უნებლიეთ ეს კითხვა მოგდის თავში.

ამის მერე რთულია უსაყვედურო მოციქულებს ურწმუნოება და ამავდროულად არ აღფრთოვანდე მათი სარწმუნოებით - ქრისტე აღსდგა

ნახვა: 954

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდამოხსნა, დოსტოევსკი, მხატვრობა, ჯვარცმა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters