აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საპატრიარქოს ამბები და პოლიციის დღე

      გუშინ ღამის ნიუსებიც დღეს დილით იწერებოდა ინტერნეტ მედიაში, ამიტომ დავიწყოთ გუშინდელი ხმაურიანი ამბებით და შემდეგ დღევანელ დღესაც შევავლოთ თვალი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /31 მაისი, 2017/

      ცენტრალური ამბაბი უკავშირდება საპატრიარქოს და ყველაფერს ერთ ბლოკში მოვაქცევ: პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს და მის ნაცვლად, პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა ვანო კობაიძე დაინიშნოს. რაც შეეხება მწვავე დებატებს. ამჯერად, რუსთავი ორის ეთერი დაეთმო საპატრიარქოს ამბებს. ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის „მოკვდინების“ მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა. მეუფე პეტრე ედიშერ ქარჩავას განმარტებაზე - ესეც ძალიან მზაკვრული და ორაზროვანია - წინასწარ გაითვალისწინეს და ამ ტერმინში უკანდასახევი ჩადეს. როდესაც გავედი ქუჩაში, ხალხი მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა ჩემი ვერსია. ადამიანი, რომელიც ბრალს სდებს სასულიერო პირს და ვერ ადასტურებს ამ ბრალეულობას, ითვლება, როგორც ცილისმწამებელი. პატრიარქი თვითონ გრძნობდა თავს დაუცველად. სხვა კომენტატორებიც - დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - „კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები, ან უნდა წარადგინოს ედიშერ ქარჩავამ საბუთები, ან საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს“.

      საპატრიარქოს გარშემო ასევე, დეკანოზ მამალაძის საქმეც ტრიალებს. ბრალდებულის ძმა: პატრიარქი მზად იყო გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა. ჩემს ძმასთან მღვდლების შესვლას მეუფე იაკობი პირდაპირ კრძალავს.

      პროკურორი ირაკლი შოთაძე - ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ არსებობს.

      პოლიტიკოსებიც გაერივნენ საპატრიარქოს ამბებში განცხადებებით - სერგო რატიანი - საზოგადოებამ ცალსახად დაინახა, რომ ხელისუფლებას სურს საპატრიარქოში პროცესები მართოს და ამისთვის არაფერს ერიდება

      საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ განყოფილებაში იმყოფება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს და აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ეს ამბავი სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა - უჩა ნანუაშვილი - სამართალდამცველებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტზე სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - აფგან მუხთარლის პასპორტი სახლშია, მივმართავ ქართველ სამართალდამცველებს: როგორ შეიძლება ადამიანმა საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთოს? შსს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია". თამარ კორძაია - საგანგაშოა, რომ შსს არ იძლევა პასუხს, თუ როგორ მოხდა ჟურნალისტის საქართველოდან აზერბაიჯანში გადაყვანა. აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ქართველმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, სიმბოლურად თავზე პარკები ჩამოიფარეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი, თუმცა აქ სიტყვის თავისუფლება დარღვეულია. ვახტანგ გომელაური - აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება მოხდა „მწვანე საზღვარზე“, იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება.

      გუშინ ხომ პოლონეთის პრეზიდნტი გვესტუმრა, ჰოდა, მისი განცხადებებიდან: ანჟეი დუდა - პოლონელებმა და ქართველებმა ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს ძლიერი მეზობლისგან, ამიტომ დღეს მტკიცედ იცავენ საერთაშორისო წესრიგს. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს პოლონეთის იმედი.

      საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს - ალექსანდრე ხვადაგიანი. ალბათ, მილოცვის ამბავში, რადგან დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. - გიორგი მღებრიშვილი - „თითოეულ პოლიციელს გვერდში უდგანან მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამართალდამცველები, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლური სამყაროს ღირსეული ნაწილი ვხდებით, თქვენ გიხმობენ მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ, გენდობიან, ეიმედებით და ეს ნდობა ყველამ ერთად უნდა გავამართლოთ“. გიორგი კვირიკაშვილი - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არაერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. ჩვენი მიზანია, პოლიცია უფრო მეტად დაუახლოვდეს ხალხს. ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ.

      უნივერსიტეტი ამბები პირველად ჩვენს ნიუსებში: თსუ-ში კონფერენცია „გერმანული ფილოლოგია საქართველოში“ გაიმართება. ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში მაია ფანჯიკიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს, ასევე ილიაუნიში იან კელისთან შეხვედრა გაიმართება.

      ნარმანიობა მთავრდება და ახალი არჩევნებია მოსალოდნელი. დავით ბერძენიშვილი - მერობის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ჩვენი ბლოკი, იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი.

      ალბათ უფრო რესტორნების გასაგონად: ფოიერვერკის გამოყენება მხოლოდ თვითმმართველობის ნებართვით დღესასწაულებზე და ოფიციალურ სახელმწიფო ღონისძიებებზე იქნება დაშვებული.

      დიმიტრი ხუნდაძე - ვიდრე საქართველოს მიწის დასაცავად გადაწყვეტილებას მივიღებთ, შესაძლოა, დასაცავი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

      შემოსავლების სამსახურმა 15 795 ლარის საქონლის ელექტრონული ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.

      ლევან რაზმაძე სამშენებლო ინდუსტრიისათვის ახალ გამოწვევებზე სამშენებლო სექტორთან შეხვედრას გამართავს.

თითოხაზიანი ამბები:

      საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს.

      “კლიმატის ტექნოლოგიის ცენტრისა და ქსელის” რეგიონული ფორუმი გაიმართა.

      თბილისსა და ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება.

      ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

      კოჯრის ცენტრალურ პარკში ”წიგნის ბუდე” განთავსდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters