⌂ წმინდაო დიდებულო წინასწარმეტყველო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის... ⌂

შობა წმინდისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba

      იოანე ნათლისმცემლის შობის შესახებ, ლუკა მახარებელი მოგვითხრობს სახარების პირველივე თავში:

5. იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ. 6. და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი. 7. და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა. 8. და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა, 9. მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა. 10. და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა. 11. და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა. 12. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა. 13. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. 14. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. 15. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. 16. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. 17. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული. 18. და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა? 19. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას. 20. და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა. 21. და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა. 22. და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად. 23. და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა. 24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.

57. ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე. 58. და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს. 59. და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია. 60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე. 61. და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე. 62. და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა. 63. და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა. 64. და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა. 65. და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი. 66. და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა. 67. და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა: 68. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; 76. და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, 80. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.

სახარებაში გადმოცემულის მოკლე შინაარსი ასეთია:

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba      ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, "ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ" და ამცნო: "შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე". შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა და დაედო აღთქმა რომ მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდა, როცა ეს სასწაული აღსრულდებოდა.

      ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი "იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე", სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba      როცა "ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი... ესმა გარემოთა და ნათესავთა... და მის თანა იხარებდეს". მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: "არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე". ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც "მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა". ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: "კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა"; ჩვილს კი მიმართა: "და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა".

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ "ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი" (მთ. 2, 16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა ზაქარიას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

-----------------------

      გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე დეტალზე:

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba      თეოფილაქტე ბულგარელი წერს: ჰეროდეს მეფობა ახსენა, ერთი მხრივ, სურვილის გამო, რომ წინასწარმეტყველთა მსგავსად მოეთრხო, ვინაიდან ისინი ასე იწყებენ: დღეთა აქაზისთა, აზეკიასთა და ამისა და ამის, მოხდა ესა და ეს (ესაია, 1, 18 ოსე 1, 1; ამოს, 1, 1), ხოლო, მეორე მხრივ, რამდენადაც ქრისტეზე საუბარს აპირებს, ახსენა ჰეროდეც, რათა ეჩვენებინა, რომ ჰეროდეს დროს ქრისტე ჭეშმარიტად მოვიდა. რამდენადაც ეს ჰეროდე იყო მაშინ, როდესაც იაკობის წინასწარმეტყველების მიხედვით (დაბ. 49, 10), მოაკლდნენ მთავარნი იუდას ტომისგან, აქედან მტკიცდება კიდეც, რომ ქრისტე მოვიდა. აღწევს ზოგიერთ სხვა მიზანსაც: საუბრობს რა დროზე, უჩვენებს სახარების ჭეშმარიტებას, რამდენადაც მსურველებს აძლევს შესაძლებლობას ახარონ და თავად დროის მიხედვით უჩვენონ სახარების ჭეშმარიტება. ზაქარიათი და იოანეს შობით დაწყება, მართებულია. რამდენადაც იგი აპირებს ისაუბროს ქრისტეს შობაზე, ხოლო იოანე - ქრისტეს წინამორბედია, ამიტომ ქრისტეს შობაზე უწინ მართებულად საუბრობს იოანეს შობაზე, რომელიც თავადაც არაა სასწაულს მოკლებული.

      რას ნიშანავს სიტყვები "მსახურებას მის აბიაჲსა". ზოგიერთს ისე ესმის, რომ იყვნენ მღვდლები, რომლებიც მორიგეობით ასრულებდნენ ღმრთისმსახურებას, ერთი სახელად აბია, ხოლო მეორე ზაქარია და რამდენადაც აბიამ აღასრულა მსახურება, მის შემდეგ რიგით ზაქარიას უწევდა ღმრთისმსახურების აღსრულება. მაგრამ საქმე, როგორც ჩანს, ასე არაა. რამდენადაც სოლომონმა, დაამთავრა რა ტაძარი, დააწესა ყოველდღიური მსახურება, ანუ შვიდეულები. ერთ შვიდეულში, მაგალითად, დაადგინა კორეხის ძენი, მეორეში - ასაფისა, შემდეგში - აბიასი, კიდევ სხვაში - სხვისა ( 2 ნეშტთა, 8, 14; 1 ნეშტთა, 24). ამიტომ, როდესაც ამბობს, რომ ზაქარია იყო "მსახურებას მის აბიაჲსა", წარმოაჩენს, რომ ის იყო აბიას დასიდან და შვიდეულიდან. ხოლო სურს რა გვიჩვენოს, რომ იოანე ერთი მხრიდანაც და მეორედანაც (მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც) კანონიერად წარმოსდგებოდა მღვდელთმსახურთაგან, ამბობს: "და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისათა", რამეთუ არ იყო ნებადართული უცხო შტოდან მოყვანა ცოლისა, არამედ იმავე შტოდან უნდა მოეყვანათ (რიცხვ. 36, 8-9). ელისაბედი, განმარტების მიხედვით არის "სიმშვიდე ღმრთისა", ხოლო ზაქარია - "ხსოვნა უფლისა".

      ზაქარია მსახურებს საკურთხეველში, ოღონდ მითითებულია სასაკმევლე. არსებობდა მეორე საკურთხეველიც - ყოვლადდასაწველი.

      ანგელოზი ეცხადება მხოლოდ ზაქარიას.

      15-17 მუხლების განმარტება ნეტარი თეოფილაქტეს მიერ:

      როგორც იოანეს მშობლები იყვნენ მართლები "ღმრთის წინაშე", ისე მათი ძეც დიდი იყო "წინაშე უფლისა". "თაფლუჭად" იწოდება ყველაფერი, რაც არ არის რა დამზადებული ყურძნისაგან, თრობის მოგვრა შეუძლია. "სული წმიდით" იგი ჯერ კიდევ დედის მუცელში აღივსო. როდესაც ელისაბედთან დედა ღმრთისა მოვიდა, უფლის მოსვლით გახარებული ყრმა, "ჰკრთებოდა". "მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ"; ანუ ებრაელებს მოაქცევს მოციქულთა მიმართ, ვინაიდან ებრაელები იყვნენ მამები, ხოლო მოციქულები კი - მათი შვილები. იუდეველთა გულები მოციქულთა მიმართ მოძღვრებითა და ქრისტეს შესახებ მოწმობით მოაქცია; ხოლო ის, ვინც ქრისტეზე მოწმობს, მის მოწაფეებსაც სავსებით სარწმუნოს ხდის. იოანემ ყველა კი არ მოაქცია, არამედ მარავალი; ხოლო უფალმა ყველანი განანათლა. მოვიდა იგი "სულითა... ელიაჲსათა", რადგანაც, როგორც ილიაში მოქმედებდა მადლი, ასევე იოანეში, როგოც ილია ითვლება მეორედ მოსვლის წინამორბედად, ასევე იოანე - პირველისა.

      იოანე რომ რჩეული უნდა ყოფილიყო ამაზე წინასწარმეტყველებიც საუბრობდნენ, ჯერ კიდევ ესაიამ იწინასწარმეტყველა - აი, იგი რომელზედაც გიქადდით, რომ მოვა იგი უდაბნოში საღაღადებლად, და ყოველივეს შესახებ ხმამაღლად საქადაგებლად. ესაია იმ სიტყვებსაც ამბობს, რასაც შემდგომში იოანე იძახდა - ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი. (ეს. 20, 3)

      რატომ იყო, რომ სახელს წინადაცვეთის შემდეგ არქმევდნენ? იმიტომ, რომ მანამდე საჭიროა მიიღო ბეჭედი ღმრთისა, ხოლო შემდეგ უკვე ადამიანის სახელი. სხვაგვარად: წინადაცვეთა აღნიშნავს ხორციელ ჩვეულებათა მოკვეთას, ვინაიდან არავინაა ღირსი ღმერთის მებრძოლად იწოდებოდეს და ზეციურ წიგნში ჩაიწეროს მისი სახელი, სანამ არ უარყოფს და არ მოიკვეთს ხორციელ ჩვეულებებს. ელისაბედი ამბობდა სახელზე, რომ მისი სახელი იოანეა, როგორც წინასწარმეტყველი. შესაძლოა იოანემ თავადაც აირჩია თავისი სახელი; ვინაიდან მან დედას წინასწარმეტყველური ნიჭი გადასცა. ზაქარიას, არ შეუძლია რა გააგებინოს მინიშნებით, ფიცარს ითხოვს; და როდესაც იგი, ბავშვის სახელთან მიმართებაში, სრულ თანხმობაში აღმოჩნდება ცოლთან, ყველას გაუკვირდება, ვინაიდან ეს სახელი არავის ერქვა მის სანათესაოში და არავის შეეძლო ეთქვა, რომ ისინი წინასწარ შეთანხმდნენ ამაზე. იოანე - ნიშნავს ღმრთის მადლს, ამიტომაც მამაც მაშინვე იღებს მადლს და წინასწარმეტყველებს თავიდან ქრისტეზე და ხოლო შემდეგ შვილზე.

      და ლუკა მახარებელი იოანეს შობის ეპიზოდს ასრულებს ზაქარიას წინასწარმეტყველებით, რომელსაც თეოფილაქტე ბულგარელი ასე განმარტავს:

      უცნაურად გვეჩვენება, რომ ზაქარია ასეთ სიტყვებს ყრმას ეუბნება, ვინაიდან ჩვილთან, რომელსაც ჯერ კიდევ არაფერი ესმის, არ არის დამახასიათებელი საუბარი. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ რადგანაც ამ ბავშვს უჩვეულო შობა ჰქონდა - ვინაიდან მარიამის სტუმრობისას იგი ჰკრთებოდა და წინასწარმეტყველებდა საშოში, - ამდენად არაფერია დაუჯერებელი იმაში, თუკი მას შობის შემდეგაც ესმოდა მამის სიტყვები.

      "წარსძღუე შენ, - ამბობს იგი, - წინაშე პირსა უფლისასა", მალევე დამტოვებ რა მე. ვინაიდან ზაქარიამ იცოდა, რომ ცოტა ხანში დაკარგავდა იოანეს, რამდენადაც იგი უდაბნოში უნდა წასულიყო. და რატომ უნდა "წარსძღუეს"? რადგანაც ჯერ უჩნდა "განმზადებად გზათა მისთა", ხოლო გზანი არსებითად სულებია, რომლებთანაც უფალი მიდის, ამრიგად წინამორბედმა მოამზადა სულები იმისათვის, რომ მათში უფალს გაევლო. და როგორ მოამზადა ისინი? მისცა ადამიანებს ცოდნა ცხონების შესახებ. მაცხოვარი არის უფალი იესო ქრისტე. ამრიგად, იოანემ მიიტანა ადამიანებამდე სწავლება ცხონების შესახებ, ანუ ქრისტეზე, ვინაიდან იოანე მოწმობდა იესოზე. სწავლება მდგომარეობდა ცოდვათა მიტევებაში, ვინაიდან უფალს არც აღიარებდნენ ღმერთად, ცოდვები რომ არ მიეტევებინა ხალხისთვის. რამდენადაც ცოდცავათა მიტევება დამახასიათებელია ღმერთისთვის. მან კი მოგვიტევა ცოდვები მადლისმიერი მოწყალებისდა გამო და არა ჩვენი საქმეებისთვის; ვინაიდან ჩვენ არაფერი გვიქმნია კეთილი, ხოლო მან წოდებულმა აღმოსავლეთად, მოგვხედა ჩვენ მაღლიდან. ვინაიდან იგი არის მზე სიმართლისა და აღმოგვიბრწყინდა ჩვენ მსხდომარეთა ბნელში, ანუ ცოდვებში. ორი ბოროტება ბატონობდა ადამიანის ბუნებაზე: არცოდნა ღმერთისა, რომელშიც წარმართები იმყოფებოდნენ და ცოდვა, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ, თუმცა კი იცოდნენ ღმერთი. ამრიგად, იგი მოევლინა ადამიანურ ბუნებას, რათა განენათლებინა "მსხდომარენიც ბნელში", ანუ უმეცრებაში და უღმრთოებაში მყოფნი და მსხდომარენიც სიკვდილის აჩრდილის ქვეშ", ანუ ცოდვაში, ხოლო ცოდვა, ვფიქრობ იმ აზრითაა სიკვდილის აჩრდილი, რომ როგორც აჩრდილი მიჰყვება სხეულს, ასევე, სადაც სიკვდილია, იქვეა ცოდვაც. მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ ადამი მოკვდა, ცხადია, რომ იყო ცოდვაც. ისევე როგორც, ქრისტეს სიკვდილსაც ვერ ჰპოვებ ცოდვის გარეშე, ვინაიდან ქრისტე მოკვდა, მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო. ამიტომაც ცოდვა, რომელსაც თან სდევს სიკვდილი, სამართლიანად იწოდება სიკვდილის აჩრდილად. შესაძლოა სხვა რამეც ითქვას ამაზე და ვფიქრობ, ვთქვით კიდეც მათეს სახარების განმარტებისას. მაგრამ საკმარისია კი განათლება დაბნელებულთა? არა, საჭიროა კიდევ წარვმართოთ ჩვენი სვლა მშვიდობის გზაზე, ანუ გზა სიმართლისა. ვინაიდან, როგორც ცოდვა არის მტრობა ღმერთთან, ასევე სიმართლე - მშვიდობა. ამრიგად, გზა მშვიდობისა არის მართალი ცხოვრების წესი, რომლისკენაც წარმართა სვლა ჩვენი სულების ზეგარდამო გამობრწყინებულმა ქრისტემ. ყრმა იზრდებოდა სხეულით და მტკიცდებოდა სულით, ვინაიდან სხეულთა ერთად იზრდებოდა სულიერი ნიჭებიც; და რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, მით უფრო წარმოჩინდებოდა სულიერი ძალებიც, რამდენადაც იარაღს (ანუ სხეულს) შეეძლო დაეტია ისინი. რისთვის იყო იოანე უდაბნოში? იმისათვის, რომ ეცხოვრა მოშორებით მრავალთა ღვარძლისაგან და არ შერცხვენოდა რა (ტყუილად) ვინმესი, კადნიერად ემხილებინა, ვინაიდან ის რომ სოფელში ყოფილიყო, შესაძლოა, ადამიანებთან თანაცხოვრებისა და ურთიერთობის გამო, დაეკარგა სიწმინდე; ამასთან იმიტომაც, რომ როდესაც იქადაგებდა ქრისტეზე, სრული ნდობით ესარგებლა, როგორც მეუდაბნოესა და თავისი ცხოვრებით სხვებზე აღმატებულს. უდაბნოებში იგი მანამდე იმალებოდა, სანამ ღმერთმა არ ინება გამოეჩინა იგი ისრაელის ხალხისათვის.

-----------------------

      რამდენიმე დეტალი, იოანე ნათლისმცემლის შესახებ განვმარტოთ იოანე ოქროპირის განმარტებების მიხედვით, რომელიც თავმოყრილია მათეს სახარების განმარტებაში.

      იოანეს საქმიანობას და მოვალეობას წარმოადგენდა ის რომ მას უნდა მოენათლა იესო ქრისტე და უნდა შეემზადებინა საზოგადოება მის მისაღებად, მაგრამ მარტო ეს არ იყო. იოანეს უნდა ექადაგა და ნათლისცემა სინანულისა აღესრულებინა. ანუ, იოანეს ნათლობა არ ანიჭებდა ცოდვათა შენდობას. შენდობა იყო ნაღობის ძღვენი, რომელიც მოგვიანებით მოგვეცა. იოანე ოქროპირთან ვკითხულობთ, რომ იოანეს მოსვლის მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ისინი საკუთარ ცოდვათა შესაგნებად განეწყო და მონანიებაზე დაეთანხმებინა. არა, დასასჯელად, არამედ იმისთვის რათა მონანიების გზით უფრო თავმდაბალნი შემნილიყვნენ, დავი განეკითხათ და მიტევების მიღებაზე დაფიქრებულიყვნენ. მონანიებით ხდება გათანაბრება ბორწცევიბა და ხევების, მეზვერეთა და მეძავთა და როგროც ესაია წერს მგელთა და კრავთა... მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას...

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba      რატომ არის განმარტოებით, უდაბნოში და რატომ ქადაგებს იქ? პატივისცემა ნათლისმცემლისა, თავად ქმედების მიზანი, მისი ცხოვრების წესი იორდანისკენ იზიდავდა და უხმობდა მოსახლეობას, ასე რომ აქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და სწორედ იქ მოუწოდებს, ვინაიდან ხალხი იქ მისულია იოანეს მოსასმენად. იოანეს რომ ქუჩაში ეტარებინა იესო და მასზე მიეთითებინა აი მომავალი მესია, აი მხსნელი, მას არავინ მოუსმენდა, მაგრამ მისი ამდაგვარი ცხოვების წესი, თავად მოწმობდა მისდამი პატივისცემაზე და მნახველნიც უფრო გულისყურით უსმენდნენ მას.

      შესამოსელი რაც იოანეს ჰქონდა იყო თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისა წელსა ზედა. გარდა ასკეტური ცხოვრების სწავლებისა, რაზეც იოანე ოქროპირი ამახვილებს ყურადღებას და ნათლისმცემელს ჭეშმარიტ ფილოსოფოსსაც კი უწოდებს, სახარებაში არცერთი სიტყვა არ არის ტყუილად და სასხვათაშორისოდ დაწერილი - იოანე ქადაგებს არა მხოლოდ სიტყვით და ცხოვრების წესით, არამედ სამოსლითაც.

      მარკოზის სახარების პირველსავე თავში ვკითხულობთ: "ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა," (მრკ, 1, 6) რაც აქლემზე უნდა ითქვას ესაა, რომ ებრაელები იცნობდნენ მხოლოდ ერთკუზიან აქლემს ანუ ბრომადერს, ებრაულად - "გამალ", რომელიც ნიშნავს "მიგებას", რაღაცის წილ თანაბარი წილით გადახდას.

      აქლემი ითვლებოდა გარდამავალ საფეხურად წმინდა და არაწმინდა პირუტყვებში. და სიმბოლურია ის რომ იოანე არის გარდამავალი წინასწარმეტყველი, შუა რგოლია ძველსა და ახალ აღთქმას შორის. აქლემი, არაწმინდა პირუტყვად ითვლებოდა და მისი ჭამა არ შეიძლებოდა, მაგრამ არის გარდამავალი საფეხური, აქლემის ჩქილი არასრულად, მაგრამ მაინც განყოფილია. მის ჭამას კრძალავ წმინდა წერილი ლევიტელთა წიგნში - "აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაი არს ესე თქვენდა."

      წელზე შემორტყმული სარტყელი, იმ ეპოქაში, უფრო ადრე და მომდევნოშიც, სიმბოლო იყო მსახურებისა, ასე იყო შემოსილი ილია წინასწარმეტყველი, ვისზეც მიუთითებდნენ რომ იოანე ის არისო. ასევე იმოსებოდნენ მოციქულებიც და დღეს მღვდლის შესამოსლის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია სარტყელი.

      შესამოსლის და საკვების შესახებ განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.

      იოანეს სამოსელი იყო ნიშანი მწუხარებისა და წინასწარმეტყველს ამით იმის ჩვენება სურდა, რომ მონანული უნდა გლოვობდეს, რამდენადაც უხეში ქსოვილის სამოსელი ჩვეულებრივ არის ნიშანი გლოვისა; ტყავის სარტყელი იუდეველი ხალხის უსიცოცხლო მდგომარეობას აღნიშნავდა. იმაზე, რომ ეს სამოსელი გლოვის მომასწავლებელია, თავად უფალი საუბრობს: "ვოგოდებდით, და არა იტყებდით", უწოდებს რა აქ გოდებას წინამორბედის ცხოვრებას, რამდენადაც შემდგომში ამბობს: "რამეთუ მოვიდა იოანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყიან, ვითარმედ ეშმაკეულ არს" (მათე, 11; მ. 17-18). ისე როგორც იანეს საკვები მინიშნებულია, რაღა თმა უნდა, თავშეკავებისა, ამავე დროს, მაშინდელი იუდეველთა სულიერი საკვების ხატია, რომლებიც წმინდა ზეციური ფრინველებით არ იკვებებოდნენ, ანუ არ ფიქრობდნენ არაფერ მაღალზე, არამედ იკვებებოდნენ ამაღლებული სიტყვებით, რომლებიც მთისკენ მიისწრაფვის, მაგრამ ისევ ბარში ვარდება. რამდენადაც კალია ისეთი მწერია, რომელიც მაღლა ხტება, მაგრამ სემდეგ ისევ მიწაზე ეცემა. ზუსტად ასევე ხალხი იკვებებოდა თაფლით, რომელსაც ფუტკრები, ანუ წინასწარმეტყველები ამზადებდნენ; მაგრამ იგი მოუვლელი რჩებოდა მათთან და არ მატულობდა მასში ჩაღმავებითა და სწორი გააზრებით, თუმცა ებარელები ფიქრობდნენ, რომ ისინი იაზრებენ და წვდებიან წმინდა წერილს. ისინი ფლობდნენ წმინდა წერილს, როგორც ერთგავ თაფლს, მაგრამ არ შრომობდნენ მასზე და არ იკვლევდნენ მას.

* გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს *

იოანე ნათლისმცემელი, შობა, დაბადება, Qwelly, ioane natlismcemeli, shoba, dabadeba

◘ იოანე ნათლისმცემლის შობის ტროპარი ◘

• წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტეს მოსვლისაო, ღირსად ქებად შენდა ვერ შემძლებელვართ ჩვენ, რომელნი სურვილით პატივს-გცემთ შენ, რამეთუ ბერწობა დედისა და უტყვება მამისა დაიხსნა დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა და განხორციელება სიტყვისა ღმრთისა სოფელსა ექადაგა. •

მსგავსი:

* აღდგომის შესახებ *

* სულთმოფენობა *

ნახვა: 953

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ნათლისმცემელი, საეკლესიო, შობა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters