ნარკოჰაბი ანუ ნარკოპოლიტიკა და საპატრიარქო, ეთნიკური პანკისი, საზმაუს დაფინანსება, გამართლებული კეზერაშვილი და საახალწლო პრემიები

      ქართველი ერისა და მსოფლიო საზოგადოების მთავარ გულისწუხილს დღევანდელ დღეს წარმოადგენდა შემდეგი: დავიწყოთ საქართველოთი - ნარკოპოლიტიკა და მისი ლიბერალიზაცია, დამნაშავეობა დანაშაულის აღმკვეთთა მხრიდან, სპეცოპერაცია და მისი შედეგები, თბილისის მერი და მისი პროექტები, არეული თიანეთი და დანამატები იმერეთში, საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამართლებული კეზერაშვილი, ცოტა სტატისტიკაც. რაც შეეხება მსოფლიოს, კვლავ კორეა, კვლავ ტრამპი, რუსეთი და აგერ უკვე, სერბეთი, რომელმაც ვერ გაიგო ვის უმასპინძლა?!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 იანვარი, 2018 /

      ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს. ნიკა მელია - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ადამიანები ნარკოტიკების მოხმარებისთვის წლობით იხდიან სასჯელს. აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება. სერგი კაპანაძე - ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ეს არის პარლამენტის საქმე. ვანო ზარდიაშვილი - ახალი კანონპროექტი ცალსახად პოზიტიურია იმ რეპრესირებულ ნარკოპოლიტიკასთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა. ზაზა სოფრომაძე - არ ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა შეჩერდება, თუმცა საზოგადოების ფართო ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფიო კილაძე - შევეცდებით, ისეთი ნარკოპოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს გაითვალისწინებს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტში საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ. დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ნაწილი პარლამენტზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს. დავით მათიკაშვილი - გამოწვევას წარმოადგენს ნარკოპოლიტიკის იმ სახით გარდაქმნა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან იქნება ნაკარნახევი. დეკანოზი დავით ისაკაძე - კანონპროექტი, რომელიც მე წავიკითხე, პირდაპირ ემსახურება საქართველოს ნარკოჰაბად გადაქცევას. ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნარკოტიკების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პოზიციების შეჯერება მოხდება. ანა ნაცვლიშვილი - ყოველი დღე, როდესაც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ვინარჩუნებთ, კონკრეტულ ადამიანებს თავისუფლების ფასად უჯდებათ. მამუკა მდინარაძე - ნარკოპოლიტიკის საერთო სტრატეგიის შესამუშავებლად, პარლამენტი მთავრობასთან კოორდინაციაში ინტენსიურად მუშაობს. აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა საკითხზე შეჯერდება. მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკაზე - მაშინებს, ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც ერს დააზიანებს. ლევან კობერიძე - საპატრიარქოს განცხადებასა და კანონპროექტის შინაარსს შორის აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრაა.

      დამნაშავე პოლიციელები - რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი - გაწევ-გამოწევის დროს პოლიციელებს ამოაცალეს რაცია და გაიქცნენ, ამის შემდეგ პოლიციელებმა დაიწყეს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება.

      სპეცოპერაცია და ეთნიკური ჭრილი - ქეთევან ციხელაშვილი - პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. ამირან სალუქვაძე - სპეცრაზმელები არ უმიზნებენ ხელებში, ფეხში და კოჭში, ისინი წამის მეათედებში იღებენ გადაწყვეტილებას. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე სალაფიტური თემის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროცესი დროულად დასრულდება. აქციები ან სხვა რაიმე სახით პროტესტის გამოხატვა არ იგეგმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება არასამართლიანი იქნება, განცხადებას გავავრცელებთ და კანონის ფარგლებში ვეცდებით სამართლის დადგენას. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სოლიდარობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. ნიკა მელია - ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მართებს კითხვებს ობიექტური პასუხები გასცეს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს. ირაკლი სესიაშვილი - ტერორისტებს რომ თავიანთი განზრახვა აღესრულებინათ, შეილახებოდა ქვეყნის იმიჯი, განვითარება შეფერხდებოდა, ტურიზმი შესაძლოა ნულს გატოლებოდა. ირაკლი სესიაშვილი - როცა საქმე ეხებოდა „ისლამურ სახელმწიფოს“, საქართველომ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე ეფექტურად იმოქმედა. ირაკლი სესიაშვილი - მშვიდობის დაცვა არ არის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება, არამედ უსაფრთხოების მისაღწევად საზოგადოების თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია.

      ნუცუბიძეზე გარდაცვლილი - ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდება.

      ელისაშვილის დაბრუნება მედია-სივრცეში - ალეკო ელისაშვილი - კახი კალაძე რაღაც ტილაობებით არის დაკავებული, ჩემი გეგმა წაიღოს, უსინდისო ვიყო, თუ დავაყვედრო. ალეკო ელისაშვილი - ხდება იმ სამუშაოების ხელახლა დაწყება, რაც დედაქალაქის წინა მთავრობის დროს უკვე გაკეთდა. ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

      ბარემ მერია - თბილისის მერია გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ მიმართავს, სრულყოფილი დოკუმენტის წარდგენის ვადა დღის ბოლომდე დაასახელოს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა და არც 2018 წელს გაიზრდება. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, გენგეგმას დასაბუთება რამდენიმე მიმართულებით აკლია. კახა კალაძე - სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო.

      თიანეთი - ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთის მერიის არაკომპეტენტურობის გამო, მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ თიანეთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაში შეფერხებებია, თუმცა საბოტაჟში საკრებულოს და ზაქარია ქუცნაშვილის „კადრებს“ ადანაშაულებს.

      ვეტო და მოტივირებული შენიშვნები საზ.მაუ-ს საქმეში - გიორგი ტუღუში - „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს მხარს დავუჭერთ. სოფიო კილაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი დემოკრატიული აზრის ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანა ნაცვლიშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. დავით მათიკაშვილი - “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ ვეტოს ძალიან კრიტიკულად მივუდგები. ანა ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს. ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

      სსრკ და სხვა წინსვლა ამა ქვეყნისაი - მამუკა ბახტაძე - 2017 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა.

      კეზერა ისევ უდანაშაულოა - დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა. მოსამართლე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გამართლდა.

      მარკირებული სასმელი - მამუკა ბახტაძე - უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის.

      საახალწლო პრემიები - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა. ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა.

      დაჯარიმებული მოქალაქეები - მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკის და მსგავსი ნარჩენების გადაგდების გამო დაჯარიმდნენ.

საზღვარგარეთულები:

      შევხვდით, მაგრამ ვის არ ვიცითო - ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთში აცხადებენ, რომ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების რესპუბლიკა სერბსკაში სტუმრობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ.

      თურქული მედია - გიულენის ორგანიზაციის წევრობაში ეჭვმიტანილი თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას საქართველოს მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობით ცდილობდა. თურქეთის მთავრობამ სამინისტროებიდან და სხვადასხვა უწყებებიდან 260-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც ტერორიზმის მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილები.

      უშიშარი კიმი - კიმ ჩენ ინი – მეცნიერებისა და ეროვნული ეკონომიკის წყალობით, სანქციები ჩვენ სირთულეებს ვერ შეგვიქმნის. ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას მოუწოდებს, აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააუქმოს.

      ტრამპი - დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა. CNN - ტრამპმა რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად“ მოიხსენია. დონალდ ტრამპს ავიაგამანადგურებლები შეეშალა და შეცდომით განაცხადა, რომ ნორვეგიას F-52 ტიპის ავიაგამანადგურებლები მიჰყიდა. დონალდ ტრამპმა უარყო, თითქოს აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მან უხეში სიტყვები გამოიყენა.

      ძარცვა პარიზულად - საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ერთ-ერთი სასტუმროდან გატაცებული 4 მილიონი ევროს ძვირფასეულობა იპოვა.

      რუსეთიდან - ვლადიმერ პუტინი - მზად ვართ, უკრაინას გადავცეთ სამხედრო გემები და ჯავშანტექნიკა, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ყირიმში. ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია და ლეო ბოკერიაც მოხვდნენ. რუსეთის შს მინისტრმა უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო ადგილებს შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც დაასახელა.

      მერკელის გერმანია - „ბლუმბერგი“- მერკელმა და სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 210

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters