გრაგნილზე დაწერილი წერილი პირველად მივიღე და მიუხედავად იმისა რომ სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს, ორიგინალურობა არ აკლია. 

ლუმიერის ისტორია

      სახლი: ლუმიერი

      მნიშვნელობა: ადგილი სადაც სინათლე ჩნდება

      მოწოდება: გაჩუქოს უნიკალური ემოცია (მოწოდებაში ცოტა მოიკოჭლეს, ყველა ამას წერს ხოლმე)

      ძვირფასო ლაშა, (ხომ გითხარით, მე მეძღვნებოდა) ლუმიერი შეიქმნა პერსონალურად შენთვის (ცხადია, ყველას ამას ეუბნებიან), მან გრძელი გზა გაიარა შენამდე მოსასვლელად. ჯერ კიდევ 130 წლის წინ, კავკასიონის ქედის მიდამოებში გაღვივდა ბოლქვი, შემდეგ გაიდგა ფესვები, გაიკვირტა, დაიტოტა და გახდა მედიდური ხე. მას ლამაზი და სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო, რომ ცხოვრების შემდეგ არსებობა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა მან ჯერ არ იცოდა, რომ ბედნიერება უნდა ეჩუქებინა შეთვის. (მოჭრეს საწყალი და ახლა ცდილობენ დამაჯერონ, რომ არ სტკენია)

      ამ დროს, ცხრა მთას იქით, ინდონეზიის ჩრდილო დასავლეთით („-“_იტ იწერება, ვიცი, უბრალოდ თვითონაც არ ეწერათ), მდინარე კილივუნგის სანაპიროსთან, (ქართულად უფრო ჩილი ვუნგად იცნობენ, რადგან ინდონეზიურზე ასე გამოითქმის (Ciliwung, Tji Liwung)), შუშის ქარხნისკენ მიმავალ გზაზე ინდონეზიელი ქალი ჩაფიქრდა, თუ რა ბედი ეწეოდა ნათურას, რომელსც აიღებდა კონვეირიდან და შეფუთავდა გრძელი გზის გამოსავლელად, არც მაინ იცოდა, რომ ამ ნათურას ბედნიერება უნდა მოეტანა შენთვის. 

      ვინ დათვლის რამდენი ისტორია, რამდენი წუთ და კილომეტრი დასჭირდა იმას, რომ ყველა დეტალს თავი მოეყარა ჩვენთან, მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ისტორია, როდესაც ყველაფერმა აზრი შეიძინა, როდესაც გავიგეთ, რომ შენთვის ვქმნიდით განუმეორებელ საჩუქარს (აშკარად, მეპათხალიმებიან).

      ლუმიერის შექმნაზე დახარჯული თითოეული წუთი იყო მზრუნველობით სავსე, თითეული დეტალი შევარჩიეთ დიდი გულისყურით და თითოეული ასო ამოიტვიფრა სიფაქიზით.

      ბევრ არ გავაგრძლებ, ძალიანაც ნუ გავარეკლამებთ. ამის მერე კიდევ კეთილი სურვილები და ა.შ.

      თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძველებურ ფურცელზე ეწერა და დაბეჭდული იყო „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი სამეფოს ლოგოს მსგავსი ბეჭდით, არაორიგინალურს მაინც ვერ ვუწოდებ.

P.S. ვიცი რაც გაიფიქრე, მაგრამ არა! არც ქაბაბია და არც შაურმა.

ნახვა: 283

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ლუმიერი, საჩუქარი, წერილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters