საჭადრაკო სვლა მინისტრებში და ღირსეულ-უღირსთა გამოსვლები

      როცა დღის მთავარი ამბები მხოლოდ ორ პულასად იყოფა, თითქოს საინტერესოც არაფერია. მთელი დღე მხოლოდ სერგეენკოს გადაყენების (უფრო სწორად, ადგილმონაცვლეობის) და ე.წ. ღირსების მარშის ამბები ისმოდა. ვინ არიან ღირსეულები რომლებიც მარშს გამართავენ, ეს კიდევ ცალკე თემა იყო. ვფიქრობ, ამ ამბებს შორის უფრო მნიშვნელოვანი მაინც ბუნების ამბავია - აქტიურობა ჯერ კიდევ წინ არის - სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18-19 ივნისს, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, პატარა მდინარეების ადიდება, მთაში კი მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ივნისი, 2019/

      გადასული სერგეენკო - დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. დავით სერგეენკო გადადგომაზე - ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ - დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება. გიგი უგულავა მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე - გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს. დავით უსუფაშვილი სერგეენკოს გადადგომაზე - „ოცნების“ მაზოხისტური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება უსაზღვროა - სერგეენკოს კი, გამძლეობისთვის ჯილდო ეკუთვნის. რომან გოცირიძე - ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის პირადი სტომატოლოგი ინიშნება, ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება მთავრობაში როტაცია. მიხეილ ბატიაშვილი - დავით სერგეენკოს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჯანდაცვის სფეროში. ოთარ კახიძე - ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, როდესაც კადრები ირჩევა არა პროფესიონალიზმის, არამედ პირადი ერთგულების ნიშნით. მამუკა მდინარაძე - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება გადახალისდეს კონკრეტული სფერო - ახალი ენერგია გაჩნდეს. ნათია თურნავა - დავით სერგეენკოს როლი მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში ძალიან დიდია. ნათია თურნავა ეკა ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაზე - მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობაში იზრდება. ეკა ტიკარაძე - ვღელავ, რადგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - ჩვენი შემდგომი ეტაპი რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელებაა.

      პროპორციული სისტემა - გიგი უგულავა - „ქართული ოცნებიდან“ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, რატომ არის სიკეთე 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ეს ბოროტება 2020 წელს.

      ვასაძის გამოსვლები - არასამთავრობოები - ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდეს ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეცსამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები. ზაქარია ქუცნაშვილი - გამოხატვის თავისუფლება არ უნდა დავურღვიოთ არც ლგბტ აქტივისტებს და არც კონტრაქციის მონაწილეებს. გრიგოლ ვაშაძე - ლევან ვასაძე მოქმედებს მოსკოვიდან - ხალხს მისი ბოდვა არ აინტერესებს, სახელმწიფო კი ამას პასუხობს შეშინებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „თბილისი პრაიდის“ მარშის წინ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გრიგოლ ვაშაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. დეკანოზი დავით ნოზაძე - სასულიერო პირები ლგბტ თემთან დათმობას არ დაუშვებენ! დეკანოზი - რას ფიქრობთ, ვინმე კომბლებით ივლის? ნახეთ, რა ხდება იტალიაში და საფრანგეთში, ჩვეულებრივ ომს უმართავენ დემონსტრანტები პოლიციას, ეს არ მინდა ვინმემ მოწოდებად გაიგოს. დავით უსუფაშვილი - როდესაც ივანიშვილმა ალტერნატიული წესებისა და წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, მივედით ვასაძეებამდე. დეკანოზი ლგბტ პირებზე - ხელისუფლებამ ეს 20 კაცი უნდა წაიყვანოს სადმე უდაბნოში, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ - ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც. ოთარ კახიძე - ადამიანი, რომელიც ქამრებით და კომბლებით გამოდის, ადეკვატური არ არის და თანამედროვე რეალობას აცდენილია. ლევან ვასაძის თანამოაზრე პაატა აბულაძე გამოკითხვაზე - უნდოდათ, ლევან ვასაძე ბანდის უფროსად გამოეყვანათ. ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა - ეს არის გამოწვევა და ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა, ისინი პრაიდის ფარგლებში ვერანაირ ღონისძიებას მშვიდად ვერ ჩაატარებენ. ქუთაისში თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ლევან ვასაძის თანამოაზრე რამაზ გაგნიძე - მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ჩვენი მხრიდან ძალადობა არ იქნება. თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი - თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა ღირსების მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ. ლევან ვასაძე - მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმება - ეს კეთდება სიტუაციის არევისთვის, რათა შემდგომ ხელისუფლებას დაბრალდეს. ირაკლი ოქრუაშვილი - განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის მიზანია არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს. ორგანიზატორების განცხადებით, "თბილისი პრაიდი" ჩატარდება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელებთ მსჯელობას, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, როდესაც საზოგადოებაში დაძაბულობა და შფოთის საშიშროებაა. Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა უზრუნველყოს თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება უპრეცედენტო ძალადობრივი მუქარების ფონზე. Amnesty International - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება.

      ჭკვიანი ბუღალტერი - ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით, მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

      ამერიკის მოკავშირეობა - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია.

      მართლმადიდებლების შეკრება - ზაქარია ქუცნაშვილი - ჩვენი მიზანია, მართლმადიდებლურ სამყაროს გავაგებინოთ რა მოხდა 2008 წელს ჩვენი მართლმადიდებელი მეზობლის მხრიდან. არჩილ თალაკვაძე - რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი კონფერენციაზეც და სხვა ფორმატშიც მოისმენს იგივეს, რასაც ყოველთვის - ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე კომპრომისი არ იქნება. მამუკა მდინარაძე - ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას მაინც და მაინც რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება- ამას დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვენივრად ვახერხებთ.

      მოსალოცი საქართველო - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში საქართველოს შეიტანს.

      ტოჩი დაბრუნდება - ლევან გორგაძე - სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დავბრუნდები - საქართველო უცვლელია - აქ ყველაფერს სხვა გემო აქვს, წყალი სხვანაირად გემრიელია.

საზღვარგარეთულები:

      გაეროს მილიარდიანი მოლოდინი - გაერო-ს კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2100 წლისთვის 10,9 მილიარდს მიაღწევს.

      ამერიკული ჯარები აღმოსავლეთში - პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის.

      უკრაინის პრეზიდენტი - ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, ერთადერთი საშუალებაა მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

      მერკელის ავადმყოფობა - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 65 წლისაა, უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, როდესაც ისინი სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებულ ეროვნულ ჰიმნებს უსმენდნენ, თავს ცუდად გრძნობდა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მერკელი შესამჩნევად კანკალებდა. მომხდართან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს.

      დაკავებული პრეზიდენტი - უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 124

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters