პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ დაემსგავსა ბირჟას, არადა 2020 წლის არჩევნების ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. დღის სხვა მთავარი ამბავი უკავშირდებოდა ოკუპაციას და მოსამართლეებს, ასევე ომს ისრაელში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 ნოემბერი, 2019

      დასამტკიცებელ-ჩასავარდნი კანდიდატები - გიორგი მშვენიერაძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - იმედი გვაქვს, რომ დეპუტატებისთვის მთავარი მდგენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იქნება მათი პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათია. ანრი ოხანაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე - ჩემი დამოკიდებულებაა და ვფიქრობ, გუნდიც გაიზიარებს პოზიციას, რომ ამ კვირაში არ ჩავატაროთ საკომიტეტო სხდომა და კენჭისყრის პროცედურა, რათა ეს კვირა გვქონდეს მსჯელობისთვის. ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის სარჩელზე - ჩვენ გავეცანით სარჩელს და ის არ არის იმ მაღალი სტანდარტით მომზადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმების შეჩერების გადაწყვეტილებას მიაღებინებდა. ლევან კობერიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი აუცილებლად უნდა ჩავარდეს.

      ცოდვის ტრიალი - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია - პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც სახელებს არ ვარქმევთ მთავარ ცოდვას, რაც დღეს ტრიალებს.

      პარლამენტის ერთი დღე - დიმიტრი ხუნდაძე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს - რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ. აკაკი ბობოხიძე დიმიტრი ხუნდაძეს - ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე ერთადერთი მეუფე იაკობი ლაპარაკობს და ივანიშვილს აბრალებს - ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?! ოთარ კახიძე უმრავლესობას - ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და მოატყუებთ. მიხეილ ყაველაშვილი - ბოდიში საზოგადოებას, რომ ეს ხალხი პარლამენტშია - ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ. თინა ბოკუჩავა - მუშტი-კრივი, ლანძღვა-გინება არ არის ის მეთოდები, რითიც პარლამენტარები უნდა გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს. მიხეილ ყაველაშვილი ირმა ინაშვილს - პატივი ეცი „ოცნებას“, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ მოვაშორეთ. ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“ პოლიტიკურ განცხადებებს წყვეტს და პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრას ელოდება. ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის წევრს - მართლა ნაძირალა! შენ მახსოვხარ ჩირგვებში, რომ იცოდე. ეკა ბესელია - განცდა მაქვს, რომ უმრავლესობას საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა არ უნდა - ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია. ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - გახარებთ, როცა ამ ქვეყანაში პრობლემებია, თქვენი ამოცანაა დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ებრძვით სარწმუნოებას. გია ვოლსკი - თურმე, ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად. გედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე - გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს. პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მამუკა მდინარაძე - ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ამ დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიცაა, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება. დავით ჭიჭინაძე - არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებაში” 40 ვაჟკაცი მაჟორიტარი მოიძებნოს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ივანიშვილს. სერგი კაპანაძე - პარლამენტში დღეს ისეთი ადამიანები ყვირიან ადგილიდან, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. ზვიად ძიძიგური - როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ირაკლი კობახიძე თინა ბოკუჩავას - ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არა ჩვენი სამშობლო და ზუსტად ამიტომ ხართ ბერბიჭაშვილები. გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად და „ქართულ მარშებიანად“ შემდეგ არჩევნებზე უნდა დავუსვათ წერტილი. აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით? მამუკა მდინარაძე აკაკი ბობოხიძეს - ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს. გიორგი კახიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებიდან ყველამ არ დაუჭიროს მხარი. „ევროპული საქართველო” საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. რომან გოცირიძე - უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირების საშუალებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. კახა ოქრიაშვილი - 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას - 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები იქნება. მამუკა კაციტაძე - მაჟორიტარებს არ აქვთ თავისუფლების ის ხარისხი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდონ - ეს თუ მოხდა, სათავე „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ეძებეთ. არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძის მოთხოვნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. ირმა ინაშვილი უმრავლესობას - პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი თუ არა? გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ - რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ? ანრი ოხანაშვილი - მე მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემას.დავით უსუფაშვილი - პროპორციულ არჩევნებს საფრთხე ემუქრება მანამდე, სანამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება იურიდიულ ძალას არ შეიძენს. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე. ეკა ბესელია უმრავლესობას - ასე მოქცევა სახიფათოა, ასე თამაში ცეცხლთან თამაშს ჰგავს, ასე მოქცევა ხალხთან არასდროს არავის გასვლია. დიმიტრი ხუნდაძე - როცა საზოგადოებას ვამცნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე თანახმა ვიყავით, მას შემდეგ ქუჩაში ქაოსი არ შეჩერებულა - გარდა ამისა, ვნახეთ, რომ პატრიარქზეც გაილაშქრეს. მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - ჩვენი რამდენიმე კოლეგისთვის ხელების გადაგრეხვას არ ვაპირებთ - თუმცა ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ. ხათუნა ლაგაზიძე - 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების ბედი დღეს ღამე წყდება.

      და აი ისინიც, დაზარალდნენ - პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო.

      გარყვნილება?! - ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ნათესავი - არაფერი ყოფილა, ლოყაზე ჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება, არ არის დანაშაული.

      თითქმის მილიონი იმედიანი - საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული. ლევან სურგულაძე - დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს.

      გატაცება ოკუპაციასთან - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროსთან ორი მამაკაცი დააკავეს და ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. საოკუპაციო ხაზთან ორი მამაკაცის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართული მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ზრდაზე საუბრობს. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

      საფრთხილო შრომა - სოსო ფხაკაძის განცხადებით, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია.

      ბოროტება დედისგან! - არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს.

      კონსერვაცია - საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს.

      საავადმყოფოების მდგომარეობა - 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა. საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა.

      მგზავრობა თბილისში - მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება.

      ახლობლების თანადგომა პატრიარქს - სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია პატრიარქის თანადგომის წერილს ავრცელებენ.

საზღვარგარეთულები:

      ომი აღმოსავლეთში - ღაზა ისრაელისკენ - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ომი ისრაელს - პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს ომს უცხადებს.

      ბრიტანეთი - ჰილარი კლინტონი - სამარცხვინოა, რომ ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის ზეგავლენის შესახებ ანგარიშის არჩევნებამდე გამოქვეყნებას არ აპირებს. ბრიტანული მედია - ბორის ჯონსონის პარტიას 9 რუსი ოლიგარქი აფინანსებდა.

      პოლონეთის პრემიერი - რუსეთი აგრესიულია - ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა.

      აღმოჩენა - წყალქვეშა ნავი, რომელიც ეკიპაჟის 80 წევრთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩინარდა, 75 წლის შემდეგ აღმოაჩინეს

      ლავროვი სომხეთში - სერგეი ლავროვი - მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია. სომხეთი რუს სპეციალისტებს ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიაში შეუშვებს.

      ბოლივია - ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი მექსიკაში მიიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 105

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters