ეფრემი ფირანაშვილი:                                                      

  1. თნანამედროვე მსოფლიო ერთგვარ,როგორც ტექნიკურ ასევე ინტელექტუალურ რევოლუციას განიცდის.დღესდღეობით რთულია ადამიანი რაიმე ტექნიკური სიახლეებით გააოცო და გაკვირვებაში მოიყვანო.გარემო სამყარო ისეთ დახვეწილ და მოულოდნელ ინოვაციებს გვთავაზობს,რომ ამ წინსვლებით განებივრებულებს გვიჭირს რაიმე ისეთის დაჯერება,რამაც შიძლება მომავალში ჩვენი განცვიფრება გამოიწვიოს.თნანამედროვე პროგრესიის ეპიცენტრად ქცეული ადამიანი თითქმის დარწმუნებულია სამყაროს ყოვლისშემძლე ძალების არსებობაში.ყოველივე ამის კვალობაზე შეიძლება დავსძინოთ ისიც,რომ ტექნიკური განვითარების მსგავსად,მწვავე გარდატეხას განიცდის ადამიანთა ინტელექტუალურ-მსოფმხედველობრივი ცნობიერებაც.საკომუნიკაციო სისტემათა მაღალგანვითარების დამსახურებაა,რომ ჩვენს დედამიწაზე მცხოვრებ ერთა, ნააზრევთაშორისი მანძილი მინიმუმამდე შეამცირა და მყისიერ თანხვედრაში მოიყვანა-თანხვედრაში,რომელიც სულაც არ ყოფილა ზოგიერთი კულტურისათვის,პირველადად და ჯერჯერობით,პროგრესული შეთვისებისა და გარდაქმნის პროცესი,რამდენადაც ის გახდა ფართო კონფლიქტის ასპარეზი,რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს წინარე სიპტომად ,მომავალი ნაყოფიერი ზრდისა.
  2. ზოგადად,მკვეთრად შორს უნდა ვიდგეთ იმ წარმოდგენისაგან,რომლის საფუძველზეც თვლიან,რომ თითქოს ევროპული კულტურის ცხოვრებისა და აზროვნების სტილი რაიმენაირად საფრთხის შემცველი იყოს ქართული საზოგადოებისათვის და თურმე სხვა პოლიტიკურ ტენდენციებს ამოფარებული “ერთმორწმუნე” განწყობები საფრთხეს არ შეიცავენ.ერთი მხრივ, ამ ყოველივეში ცალსახად იკვეთება სხვადასხვა სუბიექტთა მიერ გაღვივებული პოლიტიკური მოტივაცია,და ამ მიზნების საამებლად რელიგიაზე მანიპულირების მცდელობები,რომელიც ჩვენთვის ავად ნაცნობ პროკომუნისტურ იმპერიას პოლიტიკურ ბერკეტად უქცევია და ძალზედ ეიმედება იგი.
  3. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ სამყაროსთან სიახლოვესა და მისწრაფებას.შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე ამან საკმაოდ ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი გამოიღო,რაც წარმოჩინდა ერთგვარ კულტურულ არეკვლაში.ერთი მხრივ ,ის გამოიხატა მსოფმხედველობრივ მრავალფეროვნებაში,რომლის შემადგენელი კომპონენტებიც უმეტესწილად ლიბერალურ ხედვათა ფონზე არის გაშლილი(და არა მარტო),ხოლო მეორე მხრივ, თვისებრივ გემოვნებასა და ცხოვრებისეულ სტილში პოულობს გამოხატულებას.კულტურული ტრანზაციის ეს პროცესი ერთგვარ სპეციფიურ ხასიათს იძენს: ერთია ,რომ მას გარკვეული სიახლეების შემოტანა სდევს თან და მეორეა,რომ არა შემომტანი, არამედ ამათუიმ საზოგადოებაში,ამ საზოგადოებისაგან განსხვავებული,უკვე ამ საზოგადოების მოცემულობად არსებული სუბიექტის სტიმულაციისა და გაძლიერების წყარო ხდება.ყოველივე ამით იმის თქმა მინდა,რომ ყოველივე ის რაც თვოსობრივად განსხვავდება უმრავლესობისაგან,ხშირად აღიქმება სხვა კულტურის გავლენის ნაყოფად და არა საკუთრივ ნაწილად,და ამის მომიზეზებით მათ თავიდან მოშორებას ცდილობენ .არადა იგი ჩვენი რეალობის ფაქტობრივი მოცემულობაა და მას ანგარიში უნად გაეწიოს(რაც მინიმუმია).ორივე შემთხვევაში,ეს იქნება შიდა მოაზროვნეთა უმცირესობა თუ სხვა კულტურისაგან ჩვენში ადაპტირებული შენაძენი ხედვები,პანიკის საფიძველს არ უნადა გვაძლევდნენ.
  4. ქართულ რეალობაში კი, ამ იდეათა შეხლაშემოხლის კვალდაკვალ ნამდვილად საინტერესო,რაღაც გაგებით დაძაბული და სიტუაციის საბოლოოდ განვითარების ძნელად პროგნოზირებადი წინასწარი განცდები ჩნდება. საზოგადოებას ორ გაყოფილ მხარედ ვხედავთ,სადაც დაპირისპირებულთა მეტი წილი ახალგაზრდებზე მოდის,ისევე როგორც მკვეთრადაა ხილვადი უმრავლესობა-უმცირესობის პოლუსები.მოპირისპირეთა უმრავლესი ნაწილი თავის განცდებსა და საკუთარ მსოფმხედველობრივ ორიენტირებს,ერის ტრადიციული,პატრიოტული თვითშეგნების ჭრილში განიხილავს.უმცირესობათა ნაწილი კი ადამიანის თვისებრივ ხედვაზე აკეთებს აქცენტს- პიროვნებაზე,რომელიც იდეურ დასახვაში უფრო მეტად ინდივიდუალური,ფსიქო-ემოციურად უფრო კონკრეტულად დანახული და განცდილია,განსხვავებით კოლექტივისტური დამოკიდებულებისაგან,რომელიც კონკრეტულ პიროვნებას გარკვეულ ჯგუფსა თუ საზოგადოებაზე განაზოგადებს.ვერ ვიტყვით ,რომ ადამიანთა ის ნაწილი რომელთა ხედვები დევნის ობიექტად ქცეულან,მოითხოვენ არსებული კულტურული მოცემულობის უარყოფაბას(რაც საუბარს აზრს მოკლებულს გახდიდა),არამედ გარკვეულ გადახედვებს ადამიანთა თანაგანცდა-დამოკიდებულების მხრივ.ეს ნებისმიერი კულტურისთვის დროის მიერ მოტანილი ბუნებრივი გამოწვევებია,რომელიც არა შიშის ობიექტად,არამედ გამამდიდრებელ სუბიექტად უნდა იქცეს.ვერცერთი ორგანიზმი ვერ შეძლებდა სიცოცხლისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ,რომ არა უცხო ნივთიერების ორგანიზმში საციცოცხლოდ აუცილებელი გარდაქმნის პროცესი.
  5. თავიდანვე არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება,რომ ჩვენ მხოლოდ მიმღებნი უნდა ვიყოთ და არა გამცემნი,და საქმეც სწორედ ამაშია, ის, რომ მოხდეს ურთიერთღირებულებათა გაცვლა-გაზიარება,ამისათვის ჩვენი საწყისი პრიორიტეტი,როგორც კულტურული,ასევე პიროვნული ზრდა-განვითარება უნდა იყოს.უნდა ვთქვათ უარი გარეგნულ გამოხატულებათა ნიადაგზე წამოწყებულ მსჯელობებზე და ყოველივეს არსის წვდომას ვცდილობდეთ.ეს უკაკანასკნელი კი ჩვენ მიერ წარმოჩენილი პრობლემის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
  6. ზემოთ თქმული „ოქროს შუალედის“ ძებნაში გახარჯულ მეოცნებეობად გვესახება რაწამს მხედველობას დღევანდელ რეალობას მივაპყრობთ.უმრავლესობა მკვეთრად ექსტრემისტულია „განსხვავებულთა“ მიმართ.ის არ ერიდება ჩაახშოს და ალაგმოს(როგორც ვერბალურად ასევე ფიზიკურად)იმის მცდელობა ვინც მათგან განსხვავებულ იდეებს „ასხამს ხოტბას“,თუმცაღა ეს უკანასკნელი არ გამოთქვამს დაპირისპირებულობის სურვილს,მაგარამ საპირისპიროდ ამისა ისინი მსგავს გამოვლინებებს უარყოფენ და მოწინააღნდეგეებს ადანაშაულებენ აგრესიულ, ქმედით,წინასწარგანწყობებში.ღირსებებს ამოფარებულ ქართულ ექსტრემიზმს არც ისე პატარა ისტორია აქვს და ამ გამოვლინებებს საზოგადოებაც კარგად იცნობს.ჯერ მარტო, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც საკმარისი იქნება ზემოთ თქმული განწყობების დასადასტურებლად,როდესაც“ სარწმუნოებრივ“ და ზოგ შემთხვავაში, ეგზალტირებული,ფანატიკური „ეროვნულობის“ ნიადაგზე რამდენჯერმე ჩაშალეს მუსიკალური ღონისძიება,დარბეულ იქნა კაფე-სალონები და არაერთხელ შეუშალეს ხელი ძალადობრივად,საგანმანათლებლო ლექციების ჩატარებას ზოგიერთ უნივერსიტეტში,რის გამოც სრულიად სამართლიანად იყო აჭრელებული ქართული ტელესივრცე.გარემოებები გვკარნახობენ,რომ თითქოს მავანნი ცდილობენ,რომ მავანთ არასახარბიელო ბედისწერის მქონედ აგრძნობინონ თავი......
  7. მსგავსთ,რომ კითხოთ თუ რით ახსნის მისი და მისი ქვეყნის ღირებულებებსა და ამ უკანასკნელის დაცვის ნიადაგზე წარმოქმნილ თავდაცვის ინტიქტს,ის აუცილებლად გადაეშვება ისტორიულ ხანაში და მოგიყვანთ ენრაოდენობის ფაქტებს მეფეთა სცხოვრებისა თუ საბრძოლო ისტორიებისა(რაც თავისთავად მოსაფრთხილებელი და არც დასავიწყებელია),მაგრამ საქმეც ზუსტად ამაშია,რომ ჩვენ ჩვენს იდენტობას ვხედავთ წარსულ ისტორიაში და არა იმ პრიოროტეტებსა და პრინციპებში,რაც გვეხმარება შევქმნათ თუნდაც ჩვენთვის ესე “საყვარელი ისტორია”,გავაფართოვოთ აზროვნების და ხედვის თვალსაწიერი,და უბრალოდ არ მოვწყდეთ რეალობას ,არ მოვწყდეთ იმ ადამიანებს,რომელნიც შეიძლება განსხვავდებიან ვიღაცებისგან,მაგრამ ჩვენი საზოგადოების რეალური და სრულუფლებიანი წევრები არიან.
  8. ალბათ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა გამართლებულიყო დომინანტი საზოგადოების სულისკვეთება იმის შესახებ,რომ მისი არსებობის არეალი მხოლოდ მისი განწყობებით განისაზღვრებოდეს,მაშინ თუ ის ნამდვილად და პრაქტიკულად იქნებოდა შემსრულებელი იმისა,რა პასუხისმგებლობებსაც იგი აკისრებს საკუთარ თავს და რა პრინციპებიც აქვს დასახული იდეაში.რადგანაც ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ უმრავლესობის მხრიდან,მათივე სივრცისთვის ღიად მიუღებელ და დაჩვეულ„ტრადიციებს“ გამართლება აქვს(საკუთარის,კლასიკური “გაპრავების”დენდენცია),ხოლო დაუჩვეველსა და სხვისთვის მისაღებს არა... ყოველივე აქედან ჩნდება ეჭვი და ვსვამ კითხვას:დომინანტი საზოგადოების მიერ ბერკეტად ხელგდებული „ტრადიციულობისა“და“ ისტორიული თვითშეგნების“ მიღმა ხომ არ იმალება საზოგადოებისა ან მის უკან მდგარი“ზნეობრივი ინსტიტუტის მოხელეთა“ პრივილეგირებულობისა და გავლენიანობის დაკარგვის შიში......?
  9. ზოგადად საკითხი ძალზედ კომპლექსური და მრავალშრიანია,რაც მისი მრავალმხრივი დანახვის შესაძლებლობას იძლევა,მაგარამ შევჩერდებით რა აქ,ორიოდე სიტყვით შევეხებოდი იმ ადამიანებს, რომელნიც იბრძვიან საკუთარი მსოფმხედველობრივი სივრცის დამკვიდრებისათვის.ხანდახან ხდება ისე,რომ როცა ვცდილობთ სოციალურ სივრცეში გავიტანოთ ჩვენი წარმოდგენები,განწყობები,შეხედულებები და ვებრძოლოთ იმ ”ეროვნულ” მანკიერ გამოვლინებებს რომელნიც გვაფერხებენ,ამის მცდელობისას თითქოს უკიდურესობაში ვარდებით ხოლმე,რაწამს მივმართავთ ისეთ მეთოდებს,რომელნიც შეიძლება წინააღნდეგობაში მოდიოდეს საკუთარ პრინციპებთან ან უბრალოდ წამგებიანი იყოს წამოწყებული შრომისათვის.აქ ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხისადმი მკვეთრად ლოკალური მიდგომა,რაც გულისხმობს იმას, რომ კარგად გაცნობიერებული უნდა იყოს ის, თუ რა რეალურ მოცემულობასთან გვაქვს საქმე და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ამ მოცემულ სიტუაციაში,ისევე როგორც კარგად გაანალიზებული და ფაქიზად განცდილი უნდა იყოს იმ გაგებათა ადაპტაციის პერსპექტივები ქართულ რეალობაში,რომელიც ჩვენთვისაა მისაღები,და ის პრინციპები და მეთოდოლოგიური ხერხები,რისი საშვალებითაც ვცდილობთ ჩვენს საზოგადოებაში საკუთარი,სრულუფლებიანი სივრცის შექმნას.
  10. გამოსავალი ალბათ იმაში მდგომარეობს,რომ გარდა განათლების კონკრეტული პროფილით მიმართული განვითარებისა,უდიდესი წვლილი უნდა მიეძღვნას,ყველასთვის საერთო,როგორც სამოქალაქო ასევე ზოგადად სოციალური ცოდნის ამაღლებას,რაც თავისთავად შექმნის ჯანსაღ და მაპროგრესირებელ სამოქმედო პრინციპებსა და ინსტრუმენტებს და დაიცავს საზოგადოებას ცალმხრივობისა და სტერეოტიპული აზროვნებისაგან....("კონსერვატორებს ,როგორც წესი, არ ჰყოფნით გამბედაობა, რათა მიესალმონ ასეთივე დაუგეგმავ ცვლილებებს აწმყოში, ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ახალ ხელსაწყოებს წარმოშობენ კაცობრიობის პროგრესის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ფრიდრიხ ჰაიეკი)
  11. .......და ბოლოს სათქმელს დავასრულებდი გენიალური ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ციტატით,რომელიც მარტივად, ერთიორად ეხმიანება ჩვენს ნააზრევს: „ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლიტური,სადღეისო მიზანია.ოღონდ იმიტომ კი არა,რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ,არამედ იმიტომ,რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ ის სიტუაცია,სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება.ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა.ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისაგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისაგან“.

                

ნახვა: 228

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters