ხალხს დაბრუნებული კონსტიტუცია, დირექტორის გატაცება, ადვოკატების დაკითხვა და იუნესკოდან გამოსვლა

      ოქტომბრის მზეში, ოქროსფერი მინდვრებისა და ვენახების ფონზე, ნიუსების კითხვას არაფერი სჯობსო. ისიც უთქვამთ, ამავე თვეს, არა მხოლოდ შემოდგომის ნობათი, არამედ პოლიტიკური ნობადი და მოსავალიც უხდებაო, ამიტომ ყოველწლიურად შემოდგომა განასკუთრებით აქტიური პოლიტიკური თვეებისგან შედგება. წელსაც ასეა, 1 კვირაში არჩევნებია და ალიაქოთიც მზადაა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 ოქტომბერი, 2017/

      ხვალ მცხეთობაა, სვეტიცხოვლობაა. წირვას სვეტიცხოველში პატრიარქი ილია II ჩაატარებს. დღეს საღამოს, 18:00-ზე იქნება ლოცვა, შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში იქნება წირვა - 00:00, 03:00 და 06:00-ზე. უკვე დილის 10:00-ზე აღესრულება საპატრიარქო წირვა.

      ვეტო არაფერია, როცა პარლამენტში უმრავლესობა შენია. ვეტო მხოლოდ ერთი მცირე ბარიერია, რომელზეც გადახტომაც კი არ გჭირდებაო - პოლიტიკური ანდაზაა ასეთი. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასაძლევად სულ მცირე 113 ხმის მობილიზება სჭირდება. ანა დოლიძე - სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ უფრო მეტი დაინტერესება ჩემი პოლიტიკური მომავლით და ბიოგრაფიით, ვიდრე ვეტოს შინაარსით. გიორგი აბაშიშვილი - ანა დოლიძე ცდილობდა კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში უმრავლესობის დარწმუნებას, მათი მხრიდან კი მხოლოდ პირად შეურაცხყოფას იღებდა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც საქართველო ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება. მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, ჩვენ ვეტოს დავძლევთ. გია ვოლსკი - რასაკვირველია, ვეტო უნდა დაიძლიოს, აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული შენიშვნებია. გიორგი კახიანი - პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო პარლამენტს ამ სახით წარუდგენდა. იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტი ვერ გასცდა ოპიზიციურ დღის წესრიგს. თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციაში ცვლილებებზე - როგორც ვენეციის კომისია ამბობს, ეს არის ლოგიკური დასასრული საპარლამენტო ევოლუციის გზაზე. არჩილ თალაკვაძე - დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება. ელენე ხოშტარია - მმართველმა გუნდმა როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს, ხელისუფლებას მაინც ვერ გაიხანგრძლივებს. ანა დოლიძე - იმედი მაქვს პარლამენტის კეთილგონიერების, რომ ისინი ადეკვატურ ყურადღებას მიაქცევენ ჩვენ მიერ წარდგენილ შენიშვნებს. ანა დოლიძე - ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო. ანა დოლიძე - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით არსებობს შესაძლებლობა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” განახორციელოს საკუთარი ოცნება. მამუკა მდინარაძე ანა დოლიძეს - ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყვით თუ არა, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?! რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ შემავალი 5 პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი, ივანიშვილის შვიდი მილიარდის გარეშე კი, ნული. გიგა ბოკერია - ”ქართულ ოცნებაში” მეექვსე პარტიაც არის, ”კლდეკარის პარტია”, ლიპარიტ ბაღვაში - აჯანყებული კახა ოქრიაშვილი. ანა დოლიძე - ვწუხვარ, რომ პარლამენტში, რომელიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, ვიღაცებს უხერხულად ეჩვენებათ პოლიტიკაზე საუბარი. ადვოკატები საქართველოს კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს გაეცნენ. ანა დოლიძე - ”ქართულმა ოცნებამ” ვერ დაარწმუნა ვენეციის კომისია, ევროკავშირი და ვერც NDI, რომ კოალიციაში შემავალი 5 პარტია დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. ანა დოლიძე - ხელისუფლებამ კონსტიტუციაზე დიალოგისთვის განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკურ ჯგუფებთან ორი საათი დახარჯა. ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ. ეკა ბესელია - რეალურად, ეს გახდა უთანხმოების ვეტო. სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს - როდესაც ამბობთ, კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამ, გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ირაკლი კობახიძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმის შემდეგ გადავადდა, რაც „ევროპულმა საქართველომ“ კონსტიტუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. სერგო რატიანი - ”ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული საკონსტიტუციო პროცესის მიმართ არსებობს ერთი შეფასება - იმედგაცრუება. კახა ოქრიაშვილი - პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ჩვენ კვლავ ვრჩებით მაჟორიტარული ინსტიტუტის მომხრეებად. ზვიად ძიძიგური ოპოზიციას - თქვენთვის არ ვარგა ფრაზა - უნიათო, რადგან უნიათო პოლიტიკური ძალა რომ მოგიგებს არჩევნებს, თავად გამოდიხარ უნიათო. ”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბანერი - ”ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” გამოფინა. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ზვიად ძიძიგური - რომ შეკრიბოთ მსოფლიოში რაც პრეზიდენტებია, თუ აქვთ დადებული იმდენი ვეტო, რაც ერთმა მარგველაშვილმა მოახერხა? დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არის კომპრომისული სტანდარტის შექმნის მცდელობა საქართველოს პოლიტიკაში. გიგა ბოკერია - არასდროს მითქვამს, ამომრჩევლების მოტყუებაში ხართ უნიათოები, ამაში უნდა ვაღიარო ივანიშვილის ტალანტი. არჩილ თალაკვაძე ”ევროპულ საქართველოს” - ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია თქვენი ბრენდია, სიმბოლურია, რომ ეს პლაკატი თქვენს წინ არის გადმოფენილი. ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას - თქვენ რომ ჩვენზე ჭკვიანები იყოთ, ჩვენ არ ვიჯდებოდით აქ 116 კაცი და თქვენ - 21 კაცი. ირაკლი კობახიძე - ამ ცვლილებებით ვგეგმავთ ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას. ანა დოლიძე - ქართველ ხალხს მოსწყინდა მითითება სისხლიან 9 წელზე. საბოლოო, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

      ფულის შოვნის იაფი ვარიანტია, გაიტაცო ის, ვისაც ფული აქვს - შსს ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები „გორგიას“ დირექტორის გატაცებას. შსს „გორგიას“ დირექტორის გატაცების გეგმის დეტალებზე საუბრობს, მათ შორის აცხადებს, რომ იგეგმებოდა ელექტროშოკების გამოყენება. „გორგიას“ დირექტორის გატაცების მცდელობის ბრალდებით დაკავებულებს დღეს ბრალი წარუდგინეს. შსს-ში არ აკეთებენ კომენტარს, ჩატარდა თუ არა ჩხრეკა ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის ყოფილი ცოლის საცხოვრებელ სახლში. „გორგიას“ დირექტორის ყოფილი მეუღლე და მისი ადვოკატი ვარაუდობენ, რომ გია გორგოშაძეს გატაცების გათამაშება სურდა. გია გორგოშაძის ყოფილი ცოლის ადვოკატი - „გორგიას“ დირექტორის გატაცების მცდელობასთან ნინო დარსალიას არავითარი კავშირი არ აქვს. ”გორგიას” დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

      ლიკა კავჟარაძის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ერთდღიანი მწუხარების მიზეზი ვერ იქნებოდა. მართლაც, ქართული სილამაზის ერთ-ერთი ეტალონი გამოაკლდა ქვეყანას. ნანი ბრეგვაძე - ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობაზე ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. დავით ოქიტაშვილი - სამწუხაროა, რომ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი მის გარეშე გაიხსნება. ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.

      ჩვენ კატალონიელებს ესპანეთში ვტოვებთ - საქართველოს საგარეო უწყება - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

      დებატებიც მოაწყვეს კანდიდატებმა და ნელ-ნელა ფინალისკენ მიდიან. ახლა მხოლოდ მოწოდებები ისმის - მოდით არჩევნებზე - კახა კალაძე - ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება. თამარ ჟვანია - მე ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში 28 საარჩევნო სუბიექტი გატარდა. საია ცესკოს გადაწყვეტილებას ანდრეი შევჩენკოს განცხადებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და შესაძლოა, ის სასამართლოში გაასაჩივროს. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 634 საარჩევნო უბანი იმუშავებს. კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან უკანონოდაა გათავისუფლებული. თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს. ლევან ცუცქირიძე – თბილისის მერობის კანდიდატების ნაწილის დაპირებებში პოპულიზმი ჭარბობს და მათი ეკონომიკური ანალიზი შეუძლებელია

      აზიური ფაროსანა ასასინებზე დაუმარცხებელი გამოდგა! - ფაროსანას გამო, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდება.

      ზუროსი ჩვენი ნაკრებიდან არ მიდის - ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

      რა ელჩი, რის დესპანიო, ნარმანიამ - დავით ნარმანია გერმანიაში ელჩად მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. ერთი ნარმანიული ნიუსიც იყოს აქვე - დავით ნარმანია - საახალწლო მოწყობილობების ნაწილი ამორტიზებულია და ამიტომ მივიღეთ ახალი ილუმინაციების შესყიდვის გადაწყვეტილება.

      ქართველებო, უკან სამშობლოში. რეადმისიის ფარგლებში, უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს 8 148 მოქალაქეს შეეხო.

      ანონსი პორტმოყვარეებისთვის - ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 20 დეკემბერს დაიწყება.

      გარე-ვაჭრობა, ოღონდ იმდენად გარე, რომ ქვეყანას გასცდეს - 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერა. გენადი არველაძე - საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია

      ბიუჯეტიც მნიშვნელოვანია - გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წლის ბიუჯეტში 2016 წელთან შედარებით ინფრასტრუქტურული ხარჯების 89 %-იანი ზრდაა. პრემიერი - ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მივმართეთ

      მამალაძის ადვოკატები პროკურატურას ჩვენებას არ აძლევენ, არადა ექვსივე დაიბარეს უკვე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უნდა დაიკითხონ. ზაზა ხატიაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას დაშინების მცდელობად აფასებს. დეკანოზ მამალაძის ადვოკატი - ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება მოხდეს, ესაა, რომ პროკურატურამ დაიწყოს ჩვენი დევნა. დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა ჩვენება არც სასამართლოში მისცა. პაატა მეხრიშვილი - სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების ნაწილში.

      სუპერთასი დინამოს - თბილისის ”დინამო“ კალათბურთში სუპერთასის მფლობელი გახდა.

საზღვარგარეთულები:

      საქართველო იუნესკოს გამო რიგ ისტორიულ ქალაქებში ვერაფერს აკეთებს, ესენი კი პანტა-პუნტით გადიან იქიდან - ამერიკის შემდეგ „იუნესკოს“ დატოვებას ისრაელიც აპირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ - მივესალმები ტრამპის გადაწყვეტილებას, იუნესკო აბსურდის თეატრად იქცა.

      მეტი აგრესია ირანთან - Reuters - ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ირანის მოქმედებებთან მიმართებაში უფრო აგრესიულ მიდგომას განსაზღვრავს. თეთრმა სახლმა ირანთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა

      თურქეთს ვერაფერს დაუშავებთ, თქვა ერდოღანმა და გაიგონეთ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ზოგიერთი ძალა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ცდილობს ზიანი მიაყენოს თურქეთს. დევივით არის თურქეთი? ცაში ფრინველი და მიწაზე ჭიანჭველა ზანზარებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს. ეტყობა მართლა ბევრი ფული იშოვა თურქეთმა. ამდენ პატიმარს რჩენა არ უნდა? - თურქეთის პროკურატურამ კიდევ 115 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირის წევრობა და მზად არის ამ საკითხზე მოლაპარაკებების შეწყვეტისთვის

      აფეთქებების სერიიდან - სირიაში სამი ავტომობილის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 178

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters