დღის მთავარი თემა იყო პარლამენტში მისული პრეზიდენტი, მისი მოხსენება და შემდეგ ვერ გამართული დებატები. უფრო სწორად, დებატების პრინციპი ასეთი იყო - ჯერ პრეზიდენტი გამოვიდოდა მოხსენებით, შემდეგ პარლამენტარები ისაუბრებდნენ პრეზიდენტზე და დაუსვამდნენ კითხვებს და ალბათ, ბოლოს პრეზიდენტი გასცემდა პასუხს, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა თემა იყო თბილისის მერიის ამბავი - ხვალ მეტროს მემანქანეები შეიძლება გაიფიცონ, შეიძლება არა, ვნახოთ.
დებატები პრეზიდენტთან - პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. გამოსვლამდე უკვე დაანონსებული იყო, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ იქნებოდა დებატები პრეზიდენტთან - გიორგი აბაშიშვილი - პოლიტიკური განცხადებით კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ დებატებს. ანა ნაცვლიშვილი - გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ დებატებს მიესალმება. ადა მარშანია - პრეზიდენტის მოხსენებიდან გვაინტერესებს ორი თემა - ეს არის ქვეყნის გამთლიანება და კატასტროფული უმუშევრობა. ნუკრი ქანთარია - თუ გიორგი მარგველაშვილს განზრახული აქვს ხელმეორედ იყაროს კენჭი, მაშინ მისი გამოსვლა იქნება კამპანიის ნაწილი. საბოლოოდ, მოხსენებაც მოვისმინეთ და დებატებით და მოხსენების შეფასებებიც - გიორგი მარგველაშვილი - ჩემს შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა. პრეზიდენტი - პარლამენტში დღეს არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც შემოქმედი იყო 2012 წლის ცვლილებების, მაგრამ მთელ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა. გიორგი მარგველაშვილი - ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში. გიორგი მარგველაშვილი - 2016 წლის არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის, პარტიების მიზანმიმართული შესუსტება. პრეზიდენტის აზრით, მედიის მიმართ არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა ხდება და მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ. გიორგი მარგველაშვილი - ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არ გავაუქმოთ. პრეზიდენტი - როდესაც იმ ინდივიდებს არ ვცვლით, ვისი ხელითაც ხდებოდა ძალადობა, როგორ უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება გამსახურდიას, ჟვანიას, რაფალიანცის, მუხთარლის საქმეები. პრეზიდენტი - ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია. გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრულია რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, სწორია. პრეზიდენტი - ზურა ჟვანია ამბობდა, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია - გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. გიორგი მარგველაშვილი - სასწრაფოდ ვიფიქროთ ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის. გიორგი მარგველაშვილი - იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა ასუსტებს არა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, არამედ - ქვეყანას. პრეზიდენტი - 6 წლის თავზე, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, სახელმწიფო აღარ არის მოძალადე, მაგრამ ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვქონდა მეტი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულად ისაუბრებდა. გიორგი მარგველაშვილი - 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტდა ქვეყნის დემოკრატია და ქვეყნის ინსტიტუტები. გიორგი აბაშიშვილი - ეს იყო პრეზიდენტის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართვა, ვინაიდან ის შეეხებოდა არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წლის შეჯამებას. გიორგი კვირიკაშვილი - მოლოდინი მქონდა, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით. გიორგი გახარია პრეზიდენტის მოხსენებაზე - სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა. დავით ბაქრაძე - ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძე - უფრო სიღრმისეულ მოხსენებას ველოდი - პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ბრალდებები, პრეტენზიები და არა ანალიზი. რომან გოცირიძე პრეზიდენტის ანგარიშზე - იდეალური სურათი დაიხატა პატარ-პატარა პწკენებით. მაია ცქიტიშვილი - იმედი მქონდა, გიორგი მარგველაშვილი შეძლებდა, რომ ამჯერად მაინც წარმოედგინა რეალური შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტს - დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას? ადა მარშანია - როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მოდის პარლამენტში და მთავრობა დარბაზიდან გაქცეულია, ეს მოსაწონი არ არის. მამუკა მდინარაძე მარგველაშვილს - დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებულმა 10-ჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე თქვენ - 2017 წელს. სერგი კაპანაძე - პრეზიდენტმა აღწერა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მდგომარეობაზე პრეზიდენტი პასუხისმგებელი არ არის არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად. ელენე ხოშტარია - 5 წლის განმავლობაში მარგველაშვილს შეეძლო მეტი გამბედაობა გამოეჩინა. გია გაჩეჩილაძე პრეზიდენტს - როდესაც ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს შექმნის პაკეტს ვეტო დაადეთ, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევის მცდელობა იყო. რომან გოცირიძე - პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო გაცილებით რბილი და ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე მისი ყველა გამოსვლა, რაც კი ამ დარბაზში მოგვისმენია. დებატები მაინც ვერ შედგა, მხოლოდ შეკითხვები და შეფასებები მოისმინა პრეზიდენტმა, ისიც მცირე ხნით. ჯერ იყო და მთავრობა წავიდა პარლამენტიდან, შემდეგ კი თავად პრეზიდენტი - დიახ, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა. გიორგი მარგველაშვილი - თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები. საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას დებატების ფორმატის კორექტირებასა და დისკუსიაში პრეზიდენტის ჩართვას სთხოვს. დავით ბაქრაძე - არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვის შემდეგ დებატები დაეტოვებინოს. ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტი გაბუტობანას გვეთამაშება. მამუკა მდინარაძე - იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა, რომ პარლამენტმა და საზოგადოებამ მის ხუშტურებზე იაროს. გიგა ბოკერია - ღირსებაზე იყო საუბარი უმრავლესობის მხრიდან, თქვენთვის რეგლამენტის დარღვევა ღირსების საკითხია? საბოლოოდ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დებატების ფორმატის შეცვლას, რომლის თანახმად, პრეზიდენტს დისკუსიაში პერმანენტულად ჩართვის საშუალება ექნებოდა და პრეზიდენტიც წავიდა. გიორგი მარგველაშვილი - არც ერთი რეგლამენტით და პროცედურით არ არის გათვალისწინებული ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში.
ამ დებატების გარდა, იყო სხვა თემაც - სახალხო დამცველი კერძო სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. ნინო ლომჯარია - ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ ქალები და შშმ პირები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ 17 მაისი არ არის ეროვნული დღესასწაული და სახელმწიფოს მხრიდან მისი აღნიშნვა არაეთიკური იქნება.
საზმაუს გამოცოცხლების ამბები - ნინია კაკაბაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე ერთი წელია ახალი მენეჯმენტია, რომელიც რეიტინგისა და ხალხის ნდობის ზრდას გვპირდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირად არ ასახულა ხარისხზე.
თამბაქოს მკაცრი კონტროლი - გუგული მაღრაძე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულებაში პრობლემას ვერ ხედავს.
არაკანონიერი მოქმედებები, მძიმე და მსუბუქი დანაშაული - შსს-მ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა.
მერიის საქმე და ახალი თბილისი - კახა კალაძე - 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს. თბილისში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა. კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს. თბილისის მერია სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფას იწყებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი - თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, კომპანია დამატებით რესურსს გამოიყენებს და მეტრო არ გაჩერდება. გოკა გაბაშვილი თბილისის მერიას მოუწოდებს, სერიოზულად მოეკიდოს მეტროპოლიტენის მემანქანეების ხელფასების გაზრდის მოთხოვნას. გოკა გაბაშვილი - “ვარდების მოედნისთვის” სახელის გადარქმევის შესახებ ინიციატივა ვიწროპარტიული და იაფფასიანი პოლიტიკური აქტია. ირაკლი ხმალაძე - მეტროს მემანქანეები ხვალ თუ მაინც გაიფიცნენ, ეს იქნება კანონის დარღვევა და ამას შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა.
საზღვარგარეთულები:
პარიზული პირველმაისობა - პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე პოლიციამ 209 ადამიანი დააკავა.
სომხური ამბები - სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩიეს. ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებმა ქუჩების ბლოკირება დაიწყეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს გაიმართება. სომხეთის ოპოზიციის მომხრეებმა საქართველოსა და ირანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზები გადაკეტეს.
ტრამპი სასამართლოში - The Washington Post - საგანგებო პროკურორი ტრამპს სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს იტყვის. დონალდ ტრამპი შესაძლოა, იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიას დაესწროს.
ირანის მიწისძვრა - ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 51-ს მიაღწია.
თავდასხმა არჩევნებზე - ლიბიაში, უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია