კარგი იქნებოდა ყოველი გავლილი თვე რომ შემეფასებინა და მნიშვნელოვანი მოვლენები ამომეკრიბა. თქვენც ამას გირჩევთ. მოდი დავიწყოთ და თუ რამე გამომრჩება რაც თქვენთან ერთად გარდამხდენია, შემახსენეთ თუ არადა, თქვენ თქვენი დაწერეთ.
ყველაფერი დაიწყო ზუსტად ისე, როგორც უკვე ბოლო 10 წელია იწყება (უფრო ადრეც, მაგრამ ისინი კარგად არ მახსოვს). უთოვლო პირველი იანვარი, მილოცვები და დღეგრძელობები, სატელევიზიო გადაცემებიც იგივე (უბრალოდ თითოოროლა განსხვავებული სახე), სუფრის წევრებად მხოლოდ მე, დედ-მამა და ბებია და მამაპაპური ღვინის სმა, სადღეგრძელო, ლამაზი ისტორიები, კამათი მამასთან და ა.შ.
ჰო, წელს ახალი ნაძვის ხე მქონდა:
მომდევნო რამდენიმე დღეც არ იყო მაინცდამაინც უალკოჰოლო და მშრალად ჩავლილი, მაგრამ სანერვიულო და საჩხუბარო ბევრი მქონდა. მოგეხსენებათ იმ ხანად გავრცელდა სურვილების შესრულების უცნაური მეთოდი - მცხეთაში, წმინდანის საფლავზე მისვლა და თხოვნა. ამ დღეების წყალობთ ფეხით შემოვიარე მცხეთა. თან უბრალოდ შაბათ-კვირის მსახურებები დაემთხვა და სასიარულოც მრავლად იყო.
მწუხარებას ლხინი ცვლისო და ...
მერე იყო შობა - ყველაზე დიდებული და ლამაზი ღამე მთელს იანვარში. მადლი მახარობელსას გალობით, მადლითაღვსილებმა გავათენეთ ის ღამე და მეორე დღეს უკვე ცუდი ამბები დაიწყო, როგორც წერეთელი ამბობდა, მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განაო? ჰოდა, პატრიარქის ეპისტოლის გარჩევა-ვანხილვას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარიდებდი თავს, მაგრამ ახლო მეგობრებთან საუბრისას ამ თემას მაინც ვერ გავურბოდი.
წელს, როგორც გასული წლის იანვარში, რამდენიმე საათში შემოსულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა Qwelly_ზე. ამჯერად ლიკუნას ვიდეოს წყალობით - გორული შუაგზური სიყვარული...
ჩვენ, ქართველები ხომ იმითაც გამოვირჩევით რომ ერთი წლის განმავლობაში ორი ახალი წელი გვაქვს. ახლა ტკბილად მახსენდება, მაგრამ იმ წუთას მეც გული გადამიქანდა, როცა მხიარულმა ფოიერვერკმა ისე შეაშინა ჩემი ორი ძმიშვილი, თითქმის ერთი საათის განმავლობაში პირდაუხურლად ტიროდნენ.
(P.S. "პირდაუხურლად" - ეს არ ვიცი რანაირი სიტყვაა, მაგრამ გამოდგება)
მერე სწავლაც დაიწყო უნივერსიტეტში და ერთ კვირაში გამოცდებიც.
სიხარული იყო 16 იანვარიც. ჩემს თეონას და ჩემს რატის პატარა გიორგი შეეძინათ და ჩემი ბაბალეც აღფრთოვანებულია თავისი ახალი გასართობით. ვიმედოვნოთ დეიდა ინოს ჯაფა შეუმსუბუქდა ☺
როგორც წესი, იანვარში უდიდესი სიხარული ყოველთვის საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება. ახლაც ასე იყო - 19 იანვარი - ნაღლისღება, მართალია რამდენიმე წლის წინ, როცა ღამისთევით ვიზეიმეთ ეს დღესასწაული, უფრო ბევრი და კარგი მოგონება დამრჩა, მაგრამ არც წელს იყო ნაკლები სიხარული. ეს დღე კიდევ იმით გამოირჩა, რომ ჩემი ბიძაშვილის შვილის დაბადების დღე ამ დღეს აღვნიშნეთ და შესანიშნავი საღამოც გავატარე მის საყვარელ ადამიანებთან ერთად. მართალი მასპინძლები ძალიან გავაბრაზე სულ რაღაც 2 საათიანი დაგვიანებით, მაგრამ სიყვარულს ხომ ვერაფერს მოუხერხებდნენ? ასე რომ მიმიღეს. იმავ დღის წყალობით Qwelly_ს კიდევ ერთი წევრი შეეძინა და ამან უფრო გამამხიარულა.
22 იანვარს - ჩემი "ლოდომ დიჟი კაცუნა" უკვე 4 წლისაა. მხიარულების და გადარეულობის დღის შემდეგ, საღამოს ოჯახურ გარემოში დავლოცეთ და დღეგრძელობა, მზენათელობა ვუსურვეთ თორნიკეს.
ჩემი რამდენიმე მეგობარიც სწორედ იანვარში მოევლინა ქვეყნიერებას, ამიტომ ეს თვე კიდევ უფრო განსაკუთრებულია.
ორივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე ← ეს რომ არ დამეწერა, ჩემი ამპარტავნება მოკვდებოდა ☺
რა თქმა უნდა თვე ისე როგორ გაივლიდა იმაზე გულსატკენი ამბებიც არ ყოფილიყო, რაც დავწერე, არც ეს თვე იყო გამონაკლისი და არც მე და ჩემი საახლობლო. Qwelly_ზეც, მეგობრებშიც და პირად ცხოვრებაშიც იყო დღეები და წუთები როცა ძალიან მეტკინა გული, მაგრამ როგორც წესი ცუდის მოგონებას იშორებენ ხოლმე, ჰოდა მეც არ დავწერ ამ ტკბილმოსაგონარ პოსტში!
კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა რომ დღეს თოვლი მოვიდა! მაგრამ იქვე ცუდიც - უკვე 31 იანვარია! და როგორც მუდამ მცარ გზაზე მდგარი სინოპტიკოსები იწყებიან მომდევნო თვე უფრო და უფრო ყინვიანი იქნება!
ბებია ამბობს - ვიდრე მარტი წინ გაქვს ზამთარს ნურც აძაგებ და ნურც აქებო. მეც ამ შეგონებით დავასრულებ ამ დღეს და დაველოდები როდის ჩადგება ხეში წყალი!
მინდა თამამად ვთქვა რომ,საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს :* :* :*
შენი ბებო მინდა ვნახო.
ლაშა 19იანვრის მოგონებებში რაღაც გამოგრჩა და ისიც აღიარე ბარემ :) :)
ლაშა ასეთი ჩანაწერებით ადვილად შემოიტყუებ ჩემნაირ ხალხს :)) ხო თუ ეს შენი ნაძვის ხეა, მალე აღარ იქნება და შენს კარალიოკის ხიანად მაგასაც მოვიპარავ : )
რატომაც არ უნდა აღიარო :) ისე არ მეგონა ეგ დაგავიწყდებოდა :) და კიდე რისი მინიშნება გჭირდება მაგას ვერ ვხვდები :)
jana მინიშნება იმისა, თუ რა არის საღიარებელი :D თორემ განა პრობლემაა რომ ვაღიარო :D
nino usenashvili კომპლიმენტის გარეშე - არც ისე ბევრია "შენნაირი" :) :)
რაც შეეხება ჩემს ხეებს - კარალიოკი წაიღე და ნაძვის ხე დამიტოვე თუ შეიძლება :P :D
მეტი ისეთი საინტერსო იქ, რაც შეიძლება აქ დაწერო არაფერი მომხდარა :) უბრალოდ როგორც კი წავიკითხე თვალში მომხვდა იმ საინტერესო ამბის გამოტოვება :) :) :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2025.
საათი: 11:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია