უსაფრთხო განათლების რეფორმა, ევროპა ჩვენი პარტნიორი, მიწათსარგებლობა და მისი გენგეგმა, ექსტრადირებები და არჩევნები

      ვიდრე ხეებში წყალი ჩადგება, ყველდღიური სიახლეები საღამოს გადასაკითხად ტრადიციულად ქველინიუსში. დღეს მთავარ თემას განათლების რეფორმა წარმოადგენდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დასავლურ მეგობრობასა და ჩრდილო მტრობაზეც საუბრობდნენ. აქტუალური იყო ექსტრადირების ამბები, როგორც საქართველოდან თურქეთში, ისევე უკრაინიდან საქართველოში. კიდევ დაუმტკიცებელია თბილისის გენგეგმა და რეზონანსულია ბურჭულაძე, მაჩალიკაშვილი და სხვა ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 თებერვალი, 2018 /

      განათლების ბლოკი - საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უცხოეთში მუშაობა შეეძლებათ. პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. ახალი პროექტის თანახმად, მოსწავლეებს საშუალო სკოლებში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება. მანდატური ვალდებული ხდება მოზარდის შეყოვნების შემთხვევაში მშობელს, სამართალდარღვევის აღმოჩენისას კი პოლიციას შეატყობინოს. შს და განათლების სამინისტროების კანონპროექტით, მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება. სახალხო დამცველის მოადგილე - ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის მიმართონ მათზე განხორციელებული ძალადობის დროს. შს სამინისტრო - ყველა სკოლას კვალიფიციური ფსიქოლოგი ეყოლება. მანდატურს დამრღვევი მოსწავლის შეყოვნება მაქსიმუმ 3 საათით შეეძლება. ნათია მეზვრიშვილი - ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიზანი სკოლებში პოლიციის შესვლა არ არის. ეკა ბესელია - კანონში დეტალურად გაიწერება მაქსიმალური დაცვის ღონისძიებები, რათა ბავშვები უსაფრთხო გარემოში იყვნენ. ნათია მეზვრიშვილი - მანდატურის მიერ მოსწავლის შეყოვნების მომენტს ფაქიზად ვეკიდებით, რომ არ მივიღოთ მათი დაკავება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ლია გიგაური - ცვლილებები სკოლაში პოლიციური რეჟიმის შეტანას არ გულისხმობს, საუბარია თითოეული მოზარდის უსაფრთხოების დაცვაზე. ლია გიგაური - სპორტული აქტივობა სკოლებში უფრო მრავალფეროვანი გახდება. ლია გიგაური - სკოლის მიერ დამატებითი რესურსის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა თავად სკოლას ეკისრება. ლია გიგაური - რელიგიის ისტორიის და კულტურის სკოლაში საგნად შემოტანა იდეის დონეზეა და ჯერ მხოლოდ განიხილება. თამარ ტალიაშვილი - ბავშვების ჯანსაღი განვითარების საკითხზე, ტრიბუნა დარგის ექსპერტებს უნდა დავუთმოთ და პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. სერგო რატიანი მანდატურის სამსახურის რეფორმაზე - 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელება უკან გადადგმული ნაბიჯია. „ნაციონალური მოძრაობა“ - ხელისუფლება სკოლებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, წლების წინ გაუქმებულ წარმატებულ პროექტს უბრუნდება.

      საქართველო საზღვრებს გარეთ - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია განამტკიცა. ფედერიკა მოგერინი - საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ - მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს. მთავრობის ადმინისტრაცია - ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიმართულებით. ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენმა მეგობრობამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო. გიგი წერეთელმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ში შეხვედრები გამართეს. დიმიტრი ქუმსიშვილი – ფედერიკა მოგერინი 2017 წლის განმავლობაში მიღწეულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას მიესალმა. ფედერიკა მოგერინი - საქართველო ევროკავშირისთვის ფასეული პარტნიორია. მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის.

      მიწათსარგებლობის გენგეგმა - დიდი ცვლილებების შეტანა ამ გეგმაში არ იგეგმებაო, დღეს განაცხადეს. გენგეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი - თუ დოკუმენტი სწრაფად არ იქნება მიღებული, ჩვენ ძალიან ბევრს წავაგებთ. რევაზ სოხაძე - ოპოზიციის მიერ მოწყობილი განხილვა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება. "სითი ინსტიტუტის" დირექტორი - ჩემი აზრით, შეიძლება გენგეგმა ხვალვე იქნას მიღებული და ეს დედაქალაქს ძალიან წაადგება. ნიკა ვაჩეიშვილი - დავრწმუნდი, რომ გენგეგმა არის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება პროფესიონალებმა იმუშაონ და გამოადგეს ქალაქს. ზაალ უდუმაშვილი - თბილისის გენგეგმა ყოველთვის „აქილევსის ქუსლი“ იყო, არც ერთი მერი არ ჩქარობდა მის მიღებას.

      გადავცეთ თუ არ გადავცეთ ჩაბუქი - გუგული მაღრაძე - რაღაც ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა არ მოხდეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართვაზე პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა - სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც ექსტრადიციის დასაშვებობის განსახილველად სხდომას კანონით დადგენილ ვადაში ნიშნავს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას შეჯიბრებითობის პრინციპით, მხარეთა არგუმენტირებული პოზიციების მოსმენის შემდგომ იღებს“. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს. სოსო ბარათაშვილი - საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან დიდ ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას. ნინო ლომჯარია - თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით.

      საპრეზიდენტო არჩევნები - გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს. რამაზ საყვარელიძე - გიორგი მარგველაშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა წამგებიანი იქნება. ნინო ბურჯანაძე - ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს.

      ბურჭულაძის იავნანას საქმე - პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩემს ტელეფონში, სავარაუდოდ, ვიღაც აპირებდა შემოღწევას - არ გამოვრიცხავ, ეს უკავშირდებოდეს იმ კამპანიას, რაც მამაჩემის მიმართ ხორციელდება. პაატა ბურჭულაძის შვილი - მამაჩემს თავად უნდა, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დაიხუროს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

      რეზონანსული ქადაგება - ილია მეორე - წარსულში თითქოს უფრო უჭირდა ხალხს, მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?! ილია მეორე - დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი - კიბო. პაატა ბურჭულაძის შვილი - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში გავაკეთოთ ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები.

      აგერ უკვე რა ხანია ფეისბუკ აქტივობები ნიუსდება - შსს აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. გიორგი გახარია - მართლწესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ეკა ბესელია - შსს-მ საინტერესო და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კამპანია #არაჩადებას შეუერთდა. ნათია მეზვრიშვილი - არ ვაპირებთ ჩადებას - ჩადება არის ჩვენი პროფესიონალიზმის და ინტელექტის შეურაცხყოფა. გიორგი კახიანი - შსს-ის მიერ აქციასთან - #არაჩადებას მიერთება არ გულისხმობს აღიარებას, რომ ასეთ შემთხვევებს სისტემური ხასიათი შეიძლება ჰქონდეს.

      უსაფრთხო ფრენა - კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა და სამუხრუჭე ფრთები არ გაიშალა. კიევი-თბილისის რეისის მგზავრი - ეკიპაჟის წევრი დაშვებამდე 2 წუთის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა.

      მაჩალიკაშვილების საქმე - თემირლანის მამამ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა რომ დამნაშავეების დაუსჯეობის შემთხვევაში საქართველო პანკისს დაკარგავდა. მაჩალიკაშვილების ოჯახი - ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი.

      მერობიდან პარლამენტამდე და სხვა ოპოზიციური ამბები - გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. გიგი უგულავა სხვა ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს. გიგა ბოკერია - ხონისა და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკენ. გიგი უგულავა - სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, კრიმინალთან. დავით ბაქრაძე - კონსულტაციებში მოვიაზრებთ ოპოზიციის პროდასავლურ ნაწილს, რომელიც არ იმართება ოლიგარქის მხრიდან და არ ასრულებს პუტინის შეკვეთას. „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს. „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა.

      ტურიზმის განყოფილება და სხვა სტატისტიკა - 2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა. გიორგი ჩოგოვაძე - პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს. 2018 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

      შსს-ს ხმაურიანი გამოძიებები - სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

      რემონტი და კოსმეტიკა - სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, ამიტომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა.

      სპორტი და იაპონური მილოცვა - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის გამარჯვება მიულოცა.

საზღვარგარეთულები:

      სააკაშვილის არსებობა - მიხეილ სააკაშვილი - არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთადერთი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ და უნდათ, რომ ის ჩამომართვან. კიევის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეთა კოლეგიის აცილებაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილი - მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ. ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებისა და უკანონო ექსტრადიციის საფუძველს აძლევს.

      თურქეთი და ვატიკანი - თურქული მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპთან ერთად იერუსალიმის სტატუსქვოს განხილვას აპირებს. სხვა თურქეთიც - ბინალი ილდირიმი - აფრინის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა გვსურს, სხვა ვარიანტი არ გვაწყობს.

      არჩევნები - კვიპროსის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

      არგენტინა და დანაშაული - რექს ტილერსონმა არგენტინის ხელისუფლებასთან საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ბრძოლის საკითხი განიხილა.

      აღმოსავლეთი - ირანის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ვაშინგტონის პოზიციას ორაზროვნად მიიჩნევს.

      პუტინის რუსეთი - ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. პუტინმა „სამხრეთ ოსეთთან“ იმ შეთხმების რატიფიცირება განახორციელა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 229

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters