თვალები ჰქონა.. ოჰ, როგორ გითხრა, მწვანე, ჩამუქებული, უსიცოცხლო და სხივმოკლებული. ადრე ისე უციმციმებდა, სიცოცხლის ნაპერწკლებს ისვრიდა. სახე მუდამ ნათელი და მომღიმარი ქონდა.. ახლა აღარც იღიმის. თვალებში სევდა ჩაუსახლდა.

     - რა მოუვიდა?

     - ასე უთქვამთ, ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, მან დარდიც დიდი იცისო..

     - რაზე დარდობს?

     - რა, გამოილია ქვეყნად სადარდებელი?

     - მერედა არავინაა ვისაც დარდებს გაანდობს?

     - კი, უფალი.

     - სხვას არავის ენდობა?

     - ეშინია...

     - რისი ან ვისი?

     - რომ ვერ გაუგებენ.

     - რას?

     - დარდებს, ზოგი დასცინებს ეგ რა დარდიაო, ნეტა შენ მოცლილი ხაარო, სხვა საქმე არ გაქვსო, ზოგი იდარდებს მართლა და მოსვენება დაეკაგება. ამიტომ ურჩევნია მხოლოდ უფალმა იცოდეს და გულის სიღრმეში ინახავს.

     - რატომ გახდა ასეთი, ნუთუ დარდმა ასე ჩაუმუქა თვალები?

     -  იცი რატომ? მაშინ ბავშვი იყო, არ იცოდა რა იყო ნამდვილი დარდი, დარდობდა იმაზე რაზეც არ უნდა ედარდა, ტიროდა იმაზე რაც სატირალი არ იყო. ახლა გაიზარდა!

     - ყველა დიდი ასე დარდობს?

     - ჰმ, არა.. ზოგი დიდი ისევ ბავშვია! გაიზრდები და შენც მიხვდები..

     - სასოწარკვეთილია?

     - არა! ეს დროებითია, მას აქვს მომავლის იმედი. სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!  ელოდება იმ მზეს, რომელიც ამოვა და ადამიანებს გონებას გაუნათებს, გულს გაუთბობს.  იმ ქარს ელოდება, რომელიც კაცს ღრუბელს გადაუყრის. იმ ფრინველს ელოდება, რომელიც მშვიდობას მოიტანს და ადამიანის გულს სიყვარულის ძალას მისცემს. მას სჯერა, რომ რამდენი იაც ამოვა გაზაფხულზე იმდენი კეთილი ადამიანი იქნება ქვეყანაზე და იმდენი სიკეთე გაკეთდება ერთმანეთისთვის.

   " დავითმინოთ აწმყო მამაცურად, და მომავლით ვხარობდეთ!"

ილურა...

12 მაისი

ნახვა: 694

ტეგები: Qwelly, ადამიანი, გრძნობა, დარდი, დროებითი, დღიური, ეს, თვალები, ია, ილურა, მეტი...იმედი, მუქი, სევდა, სინათლე

თა _ მო: ივლისი 9, 2014||2:54pm

ელოდება იმ მზეს, რომელიც ამოვა და ადამიანებს გონებას გაუნათებს, გულს გაუთბობს :)) კარგიაა <3

თათია: ივლისი 10, 2014||4:14pm

მარიამო ხან არც ისა ვარ, არც ისა :D ♥ 

khatuna zitanishvili: ივლისი 18, 2014||1:17pm

მშვიდობის მტრედს მაგონებ შენი სათუთი შინაგანი სამყაროთი:* 

გიორგი ლოგუა: ივლისი 18, 2014||9:01pm

ძალიან კარგია მართლა. მესიამოვნა ამის წაკითხვა. ნამდვილად კარგი ნამუშევარია. კარგად შეძელი დაგემტკიცებინა, რომ შედევრი, რომ დაწერო სულაც არაა საჭირო ბევრი წერა და წვალება... შენ შეძელი ეს საოცრად და ლამაზად აღგეწერა... ყოჩაღ <3

თათია: ივლისი 18, 2014||9:07pm

გიორგი ამ ჩანაბღაჯნს მე შედევრად არ ვთვლი :) :) მადლობა, შენ კი დიდ წარმატებებს გისურვებ 

თათია: ივლისი 29, 2014||1:24pm

რის მოსმენა Kakha? :D

თათია: ივლისი 29, 2014||1:41pm

Kakha არ ვიმსახურებდი, გადაჭარბებული იყო :P

თათია: ივლისი 29, 2014||2:17pm

უხეშობა ჩემი საქმე არაა  :D :D

Ilia Elizbarashvili: დეკემბერი 17, 2014||7:35pm

 პატარა გოგო დიდი სამყაროთი...ძალიან მომწონს თათი...

თათია: დეკემბერი 17, 2014||7:43pm

ჰო ილო, ხან არის ასეც..

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters