გარეჯის მიმდებარედ საზღვრის დელიმიტაცია, მერი მეტროში, სამართალი და არჩევნები

      სადღესასწაულოდ პოლიტიკური აქტივობა ცოტა მიმნელდა და ბოლო ორი დღის ამბების ერთად წარმოდგენა გვიწევს. აქტუალური თემებში ისევ მოხვდა ქალაქის მერია და მისი საქმიანობის მიმართულებები, ასევე საარჩევნო აგიტაციები და მოსამართლეების თემა. გუშინდელი მთავარი სიახლე იყო აზერბაიჯანელი მოსაზღვრეების ქმედებები გარეჯის მონასტერთან. დღეს კი უკრაინელი ქალბატონის დაკავება 10 მცირეწლოვანი ბავშვით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 აპრილი, 2019/

      მადლობა უფალს - ილია მეორე - ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა - მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

      მერი და მეტრო - კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. საბურთალოს რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. კახა კალაძე - მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციის დაწყებას დაესწრო. კახა კალაძე - ივნისის ბოლოს მეტროს მუშაობა დილის და საღამოს საათებში, შესაძლოა, თითო საათით შემცირდეს.

      ვანოს გათავისუფლება - ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. ოთარ კახიძე - ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის თეა წულუკიანს ექვემდებარება. ირაკლი კობახიძე ვანო მერაბიშვილზე - ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს - ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში.

      ნარჩენების მართვა - მინისტრის მოადგილე - პირები, რომლებსაც პროდუქციის ბაზარზე განთავსება სურთ, ვალდებული იქნებიან, გაერთიანდნენ ორგანიზაციაში, რომელიც ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს. ხათუნა გოგალაძე - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემაში თითოეული მოთამაშის, მათ შორის, რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება გადამწყვეტია. სპეციფიკური ნარჩენების მართვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპით მოხდება.

      საარჩევნო გარემო - შალვა შავგულიძე - მოსახლეობას არ აქვს დღევანდელი ხელისუფლების ნდობა და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას. „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს და ამომრჩევლებს შეთანხმებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები არჩევნების გაყალბებაში ჩართული არიან. ლაშა გვასალია - „ნაცმოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლის მიხედვითაც, „ოცნების“ კანდიდატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს. აჰმედ იმამკულიევი - ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა.

      აზერბაიჯანელების გადაკეტილი გარეჯი - დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ. ირაკლი კობახიძე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვაზე - თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამას აუცილებლად გადავჭრით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძეს, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება, თუმცა მწარე გამოცდილება მაქვს და მარტივად არ ვუჯერებ. დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო. ლაშა ჟვანია დავით გარეჯზე - აუცილებელია კომისიამ განაახლოს მუშაობა, რათა ორ ქვეყანას შორის საზღვრები დადგინდეს და ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება მისცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულიყო. მამუკა მდინარაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

      საპენსიო სისტემა - ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია და ლელა ქებურია აცხადებენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს და „ოცნების" ხაფანგიდან გამოვიდნენ“. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებაზე - საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პირები თემის პოლიტიზირებას ცდილობენ.

      მასიური ემიგრაცია - დავით ბაქრაძე - ის, რომ ადამიანები მასობრივად მიდიან და საფრთხის ქვეშ აყენებენ ვიზალიბერალიზაციას, ხელისუფლების ბრალია, რომელიც ქვეყანაში ვერ ქმნის ცხოვრების პირობებს. არჩილ თალაკვაძე - ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება გართულებები და შევძლებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას.

      მოსამართლეთა საქმე - ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებასა და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრაზე რეკომენდაციები საკანონმდებლო პროექტში ასახულია. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ახლო მომავალში უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ დაიწყება, სასამართლო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება. დეპუტატებისა და არასამთავრობოების შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ვახუშტი მენაბდე - მოსამართლეებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შემოთავაზებული ვერსია კლანს ვერ შეუქმნის დაბრკოლებას. შალვა შავგულიძე - „კლანს“ უჭირს იმ მოსამართლეების კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასება, რომლებიც მათგან და ხელისუფლებისგან მართვადი არიან. „მართლმსაჯულება გადასარჩენია“ - ამ სლოგანით პარლამენტთან იურისტების საპროტესტო აქცია გაიმართა გუშინ. პარლამენტთან სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით იურისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდნენ. სახალხო დამცველის მოადგილე - ვენეციის კომისიას არასდროს ჰქონია რეკომენდაცია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ფარულობა კარგია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა. ირაკლი კობახიძე მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე - ჩვენი პროცედურა შეიძლება ასჯერაც უფრო გამჭვირვალეა, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის პროცედურასთან შედარებით - ამის იქით აღარაფერი არსებობს. ეკა ბესელია მოსამართლეების არჩევის წესზე ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სად არის ლოგიკა, როცა საუბრობთ, რომ თითქოს რაღაც „კლანს“ ვუჭერთ მხარს. ოთარ კახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტი მურუსიძის ინტერესებს ემსახურება.

      ეთნიკურობის მიღმა - ირაკლი კობახიძე პანკისის მოვლენებზე - პრობლემა უნდა მოგვარდეს იმის გათვალისწინებით, რა ურთიერთობა გვაქვს ისტორიულად ქისტებს და ქართველებს. დავით ბერძენიშვილი ვერსიაზე, თითქოს პანკისის მოვლენები გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული - ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს.

      უკრაინელების დაკავება - 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს. 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი - ალბათ, იკითხავთ, 3 შვილი ჰყავდა და სუროგატებს რატომ მიმართა, ბავშვების მამა მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და უნდოდათ ბევრი შვილი ჰყოლოდათ. 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალად არასრულწლოვნებით ვაჭრობა ედება და ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი - ჭორის სახით გავრცელდა, თითქოს ქალს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა, ამაზე საუბარიც კი ძნელია. 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი - საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები - ექიმები, ბინის მესაკუთრეები, სასტუმროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. შსს - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა ქალმა 11 ბავშვი შეიყვანა უკრაინიდან რუსეთში, ხოლო საქართველოში 10 ჩამოიყვანა. შსს 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის დაკავების საქმეზე - ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალი არ არის მისი დედა, სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა.

      უცხოელების მიწები - „თავისუფალი საქართველო“ - საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული.

საზღვარგარეთულები:

      ლიდერების შეხვედრა - კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს - იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის სასარგებლო იქნება. კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება აშშ-ზეა დამოკიდებული.

      უკრაინული ამბები - პეტრო პოროშენკო - „სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა რუსეთის მცდელობაა, დონბასში სამხედრო ყოფნა გაამართლოს. მიხეილ სააკაშვილი - თუ პოროშენკოზე სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, ის ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი.

      ბაიდენის პრეზიდენტობა - ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს - მძინარე ჯო, კეთილი იყოს საპრეზიდენტო რბოლაში შენი მობრძანება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 827

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters