ოსკაროსან ფილმებზე გადართვა საინტერესო იდეა გამოდგა. ვიფიქრე, 90-იანებით დავიწყებ და ყველა ოქროსკაცუნააღებულ ფილმს ვნახავთქო, მაგრამ სულმა წამძლია და პირველი ვნახე "წვიმის კაცი" (1989 წელს აიღო ოსკარი) და იქიდან მოვყვები. უკვე 97-წელზე ვარ ამოსული, ვინაიდან "კრავთა დუმილი" (1992 წლის ოსკარი), "შინდლერის სია" (1994 წლის ოსკარი), "ფორესტ გამპი" (1995 წლის ოსკარი) და "მამაცი გული" (1996 წლის ოსკარი) ნანახი მქონდა, ამ წლებს გადავახტი. "წვიმის კაცზე" საუბარს არ დავიწყებ, ისედაც ყველამ იცის რომ საოცარი ფილმია და დასტინ ჰოფმანმა რაც აქ აუტიზმით დაავადებულის როლის თამაშში იწვალა, მისთვის ნამდვილად ალალი იყოს მინიჭებული ოსკარი (დასტინმაც აიღო ოსკარი იმ წელს). ამ ჟანრში, 2002 წელს ოსკარზე ნომინირებული იყო შონ პენიც მთავარი როლისთვის ფილმში "მე ვარ სემი". ვისაც ნანახი აქვს დამეთანხმება შონ პენის საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლეს კლასში. 1969 წელს ოსკარზე წარადგინეს ასევე საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის კლიფ რობერტსონი. ის თამაშობდა ელჯერნონის მეგობარ ჩარლის როლს, ამავე სახელწოდების ფილმში "ჩარლი" (1968). ეს ის ფილმებია როლებიც ნანახი გექნებათ ან უნდა ნახოთ თუ ფილმმოყვარე ხართ.
აუტისტებზე ფილმები რომ რეიტინგული იქნება, ამაზე საუბარიც არ ღირს, მსახიობის ოსტატობა ასეთ ფილმებში ნამდვილად დასაფასებელია და არც ისაა გასაკვირი, წვიმის კაცმა, რომ აიღო ოსკარი. ჩვენს თანამედროვეობაში როგორი პრობლემურია და წარმომიდგენია 90-იან წლებში რა დიდ პრობლემას წარმოადგენდა აუტისტების საზოგადოებაში ინტეგრაციის ამბავი. მაგრამ უფრო საინტერესოა 1990 წელი. ოსკარი აიღო ფილმმა სახელწოდებით "მის დეიზი საჭესთანაა (Driving Miss Daisy)". ვისაც დრამები უყვარს, ალბათ ნანახიც ექნება და დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ამ ფილმში. არც ექშენია, არც სროლები, არც კარგი გრაფიკა, მორგან ფრიმანის მოყვარულებს ვეტყვი რომ მთავარ როლს სწორედ ის ასრულებს, მის დეიზის როლში კი ჯესიკა ტენდი გახლავთ. სიუჟეტი ფილმში რამდენიმე ათეულ წელს მოიცავს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ვითარდება. 90 წელს ჯერ კიდევ აქტუალურია ანტისემიტიზმისა და რასიზმის თემა, სხვაგვარად რთულია ახსნა ამ ფილმის ოსკარი და მგონი ფილმის მთავარი იდეა, ერთ-ერთი პოლიციელის მიერ გახმიანდება სადღაც ფილმის შუაში:
"ბებერი ებრაელი ქალი და ბებერი ზანგი ერთად მინდიან პიკნიკზე, იშვიათი სანახაობაა"
არადა, ამ "ბებერმა ებრაელმა" რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ გვარზე (ვერტანი) უთხრა, რომ გერმანული წარმოშობის გვარია.
მოკლედ ასე, ფილმი უნდა ნახოთ, თუ მოგენატრათ ის განცდა - ტიტრების ამოსვლისას ჯერ კიდევ ბედნიერების ღიმილიანი სახე რომ გაქვთ. გირჩევთ ფილმი ნახოთ, თუ მოგენატრათ 50-60-იანების ამერიკა. ფილმი უნდა ნახოთ, იმ შემთხვევაშიც თუ გაინტერსებთ, როგორ შეიძლება მოარჯულოთ ანჩხლი და ჯიუტი ბებია - მძღოლი დაუქირავეთ.
მე, კლინტ ისტვუდით ვაპირებ დაგიბრუნდეთ, ვნახოთ რა გამოვა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია