ოქტომბერში დანიშნული არჩევნები, მარიხუანა აფთიაქებში, ხალხის აზრი და ბურთი საპატრიარქოს

      წესით ბოლო სამი დღის განმავლობაშიც უნდა ეწვიმა, მაგრამ მხოლოდ ღრუბელი მივიღეთ, ისიც ჭარბად არა, ახლა კი გვიწინასწარმეტყველებენ, რომ უახლოეს დღეებში მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ - ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი. იქამდე ქვეყანამ ამოისუნთქა, რადგან გაიგო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, ანუ ბიუჯეტი კიდევ ტყუილად გაიფლანგება. სხვა სიახლეები შრომის უსაფრთხოების ამოქმედებას და დამსაქმებლის ვალდებულებებს უკავშირდებოდა. მარიხუანა თურმე აფთიაქისთვის სდომებიათ, NDI ისევ ხალხის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ისევ არავინ უსმენს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 აგვისტო, 2018 /

      უსაფრთხოების ახალი მოდელები - სამოქალაქო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდა. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა გაიზარდა. წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და უსაფრთხოების წესების დარღვევა 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. დღეიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ამოქმედდა. დავით სერგეენკო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე- ვფიქრობ, რომ ბიზნესი მზად იქნება ამისთვის და ვინც მზად არ იქნება, ეს აიძულებთ, მზადყოფნაში მოვიდნენ. საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისისთვის. დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა; დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა. აკაკი ზოიძის აზრით, შრომის ინსპექციის შესაძლო სსიპ-ად გადაკეთება დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება. ირაკლი კობახიძე - კანონი შრომის უსაფრთხოების თაობაზე არის საკმაოდ დახვეწილი და მნიშვნელოვანი კანონი, რომლის აღსრულება იწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მოგვიტანს.

      ხორავას საქმე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია გამოსაკითხ პირთა მოსმენას მიმდინარე კვირას დაასრულებს. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, დღეს, მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას მოსმენა მიმდინარეობდა. ლუკა კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარზე - ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი.

      დღეს ტაქსების რეგისტაცია დაიწყო. მაია ბითაძე - დღეიდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო.

      ანტიქართული მარიხუანა - დეკანოზი დავით ქვლივიძე - მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული. ამირან გიგუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თუ საჭირო გახდება ისევ თვითონ აკრძალავს მარიხუნას მოხმარებას. დავით სერგეენკო - კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი. დეკანოზი დავით ნოზაძე - "გირჩის" წევრები მთავრობაში როცა იყვნენ, არავისზე ზრუნავდნენ-გინახავთ,ზურაბ ჯაფარიძე გამოსულიყო და ეთქვა: ბატონო მიშა, არ დავსაჯოთ ნარკომანები. დეპუტატი მირიან წიკლაური - საკონსტიტუციო სასამართლომ უპასუხისმგებლო, ერის ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძე - მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა, რომლის აღმოფხვრაზე პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა ივანიშვილი და უჩა მამაცაშვილი აპირებენ სააფთიაქო ქსელში მარიხუანას ექსკლუზივის შექმნას.

      ომის დეკადა - საქართველოში აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს. რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე , საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

      პრეზიდენტობამდე ჯერ ადრეა, მაგრამ კამპანია სასხვათაშორისოდ მაინც დაწყებულია - მიხეილ სააკაშვილი - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილის დამარცხების შანსები აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილი - მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. დავით უსუფაშვილი - რა სტანდარტითაც საკუთარ თავს პარტიებს უწოდებენ, შემიძლია გითხრათ, რომ 18-20 პარტია უკვე მხარს მიჭერს და კიდევ 9-10 ემზადება მხარდასაჭერად. აკაკი ზოიძე - ძალიან მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნების თარიღის გამოცხადების მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშირებული პროცედურები ოფიციალურად ჯერ არ დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი - 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი წურბელებს ჩამოიფერთხავს - გიორგობის დღეს კი, პრეზიდენტის სასახლეში შევა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე. ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არა მხოლოდ ეთიკის ნორმებს არღვევდა, არამედ ის უზრდელობდა ხოლმე და საუბრობდა დავით ჭიჭინაძის ტერმინებით. ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა-არ მონაწილეობა არსებითად არაფერს ცვლის.

      სმიტების მკვლელობა - პროკურატურაში აცხადებენ, რომ მალხაზ კობაურის ადვოკატ ვასილ მამულაშვილს დამატებითი მტკიცებულებები მიაწოდეს, საქმის სრული მასალების ასლები კი, არ ჩაიბარა.

      გოდერძი გელით - კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

      ერის ხმა NDI-ს კვლევებში - NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება. NDI-ის გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები. გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-სთვის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის მისცემდა ხმას. ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 12% აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - „ნაციონალური მოძრაობის„, 6% -6% გიორგი მარგველაშვილს და დავით ბაქრაძეს. გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმირებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაცმოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას". კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მისაღებია. რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის გარდა, ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს. რომან გოცირიძე - NDI-ის კვლევამ აჩვენა, თუ რატომ არ აყენებს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს - „ქართული ოცნების“ გაგონება არავის უნდა. გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს. დავით სერგეენკო NDI-ის კვლევაზე - ყველაფრის მაჩვენებელი არჩევნებია. აკაკი ზოიძე - NDI-ის დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ იმ მონაცემებს, რაც პოლიტიკურ ნაწილს ეხება, არ ვენდობი. ირაკლი სესიაშვილი - NDI-ი კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამომრჩეველზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. თამარ ჩუგოშვილი NDI-ის კვლევაზე - მაქვს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალურად განსხვავებულ ციფრებს მივიღებთ. ირაკლი კობახიძე - NDI-ის კვლევებს ჩვენ არასდროს ვეყრდნობით. დავით უსუფაშვილი - როდესაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე 75% არ არის ნათელი, თუ ვის დაუჭრს მხარს, ეს ცუდ რამეზე მეტყველებს.

      სამხედრო წრთვენი - ღირსეული პარტნიორი 2018 - მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება. ირაკლი კობახიძე - ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა. პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს - თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის და მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან. ლევან იზორია - სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა. ლევან იზორია - საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის სანდო და ერთგული პარტნიორია. ლევან იზორია - შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს.

      ციანიდის საქმე - უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ახლა ბურთი საპატრიარქოს მხარესაა და ვნახოთ, რისი გამკეთებლები არიან.

      თარიღის ბრიფინგზე წარმოთქმული - გიორგი მარგველაშვილი - პარტიული ცხოვრებით აქამდეც არ მიცხოვრია და დავით უსუფაშვილს ვუთხარი, რომ მომავალშიც არ ვაპირებ. წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს. ამ 5 წლის მანძილზე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი დაგვებნია. პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კრიტიკაზე - ცოტა ნერვიულად დასმული კითხვები იყო. მარიხუანას მოხმარების საკითხზე - მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ მასზე თავდასხმა უპასუხისმგებლობაა. გიორგი მარგველაშვილი - გიორგი კვირიკაშვილთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არასდროს მქონია. ქართული პოლიტიკა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარე ინტრიგებია, საზოგადოებას არ ესაუბრებიან, ერთმანეთს ემესიჯებიან. „ქართულ ოცნებას“ უკვე დავაფიქსირებინე ის, რაც ჩემი და ქვეყნის ინტერესში შედიოდა.

საზღვარგარეთულები:

      ხმაურიანი, სკალნდალური მკვლელობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები სავარაუდოდ, მუსლიმური მეამბოხეების მოძრაობის წევრებმა მოკლეს.

      ხარჯიანი კედელი ანუ ამერიკული ამბები - დონალდ ტრამპი - ჩვენ 1,6 მლრდ დოლარი გვაქვს, მექსიკასთან კედლის ნაწილის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. მედიის ინფორმაციით, აშშ-ს ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობა დაარწმუნა, რომ ირანთან მიმართებაში აშშ-ს ხისტი პოლიტიკა უცვლელი რჩება. ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაზე - გენპროკურორმა უნდა შეწყვიტოს ეს ფალსიფიცირებული კუდიანებზე ნადირობა.

      ძარცვა შვედურად - შვედეთში, ქალაქ სტრენგნესის ტაძრიდან სამეფო გვირგვინები მოიპარეს.

      სანქციები ამერიკიდან თურქეთში - ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა.

      ერდოღანის აზრები - თურქეთის პრეზიდენტი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 181

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters