დღე ერთი იყო და იმ დღიდან მოყოლებული ადამიანი და ცხენი ერთ მთლიან ორგანიზმად იქცა და ამ ორგანიზმს მხედარი ერქვა. ამხედრებაც და ამაღლებაც ხომ ამ ფაქტს უკავშირდება. მაგრამ ჩემი დღევანდელი ბლოგი არა მხედრებს, არამედ ცხენებს ემსახურება. და არა მეომარი ცხენები უნდა წარმოგიდგინოთ, არამედ მოდელი ცხენები, ან იქნებ ტოპ-მოდელი, ფოტო-მოდელი ცხენები უფრო მართებული იყოს.

      ბრაზილიურ-კოლუმბიურ სერიალებზე აღზრდილებს, კარგად ემახსოვრებათ ცხენებისადმი ტრფობა. რანჩოები, მოვლა-პატრონობა, თვალის ჩინივით მოფრთხილება, ქურდობაზე სისხლის აღება, დოღის ხიბლი და ესთეტიკა. მოკლედ, დღიდან დამეგობრებისა, ცხენი აქტიური პატივისცემის მიზეზი გახდა. ცხენოსანი მანქანები, ცხენს ამოფარებული ბრენდები, ცხენში დამალული მეომრები, პროზა-პოეზია-სიმღერა ეძღვნებოდა ცხენებს და აგერ, რამდენიმე კვირის წინ, ერთმა ფოტოგრაფმა და ცხენმოყვარე ქალბტონმა იკითხა - და რატომ არა ცხენები ვარცხნილობაშიც-ო?

      დიახ, არ მოგესამათ. ცხენებზე გადაღებულია ფილმები, შექმნილია ანიმაციები და მულტიპლიკაციები, მათი ფოტოები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოიპოვება და მოდი, ფაფარაშლილი ცხენების ფოტოსესია შევქმნათ. - ასეთი იყო საფუძველი იმ ალბომისა, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ.

      ავტორი: ვიბკ ჰაასი (Wiebke Haas). ის, 2011 წლიდან იღებს და აპოზიორებს ცხენებს, მაგრამ ახლა რაღაც ახალი უნდოდა, რამე ჰოლივუდურ-ვარსკვლავური, „ფეშენური“. აი ისეთი, ვიქტორია სეკრეტის გოგოები რომ იღებენ ხოლმე, ოღონდ ამჯერად, ვიქტორია სეკრეტის ცხენები უფრო მიესადაგება.

ცხენები, ცხენი, ვარცხნილობა, მაკიაჟი, ქველი, ბლოგი, Qwelly, Carefree, Horses, Fly, Glamorous, Beauty, Portraits

ნახვა: 255

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვარცხნილობა, მოდა, ფოტოგრაფია

ლაშა: ივლისი 11, 2017||4:27pm
თმის მოვლის საშუალებების რეკლამად გამოდგება. ))
Maiko: ივლისი 11, 2017||10:43pm

ფოტოებზე რომ ვუყურებ ასეც კი მეშინია ამ ცხოველის :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters