სვეტიცხოვლობა, სასაზღვრო პატრიოტიზმი, წინმჯდომების უნისონი, მექრთამე ჩინოვნიკი და დაკავება-ბრალდებები

      დღესასწაულს დღესასწაული მიყვა და დღეს უკვე სეტიცხოვლობას ვზეიმობთ, რადგან ჩვენი სამოციქულო ეკლესის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ტაძარი, სვეტიცხოველი, სწორედ იესო ქრისტეს თორმეტი მოწაფი სახელზეა აგებული და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობაც იზეიმება. ამ დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა სვეტიცხოველში წირვა აღავლინა და წირვის შემდეგ, 600 ბავშვიც მონათლა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /13 ივლისი, 2017/

      დავიწყოთ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუსებით, რაც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობასა და ავმეზობელთან ურთიერთობებს უკავშირდება. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში ჩავიდა. მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს. ლევან იზორია - რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამორიცხულია, რადგან დეოკუპაციისკენ მიმართულ კონკრეტულ ქმედებებს ვერ ვხედავთ. კაზაკთა რაზმი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილი - გადაუჭრელი კონფლიქტები, განგრძობადი ოკუპაცია ლოკალური პრობლემა არ არის, არც მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემაა. იან კელი - საქართველოს სუვერენული უფლებაა დიალოგი ჰქონდეს რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის. ირაკლი კობახიძე - ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს. იან კელი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ მიისწრაფის და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. სერგი კაპანაძე - რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და უფრო აგრესიული ხდება. სალომე სამადაშვილი - ევროპელი კოლეგები ბევრად უფრო მწვავედ საუბრობენ ოკუპაციის საკითხზე, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.

      პრეზიდენტმა ქვეყანა შეაქო, უფრო ზუსტად მისი განვითრება - გიორგი მარგველაშვილი - შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ევროპულ გზაზე ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. პრემიერმაც არ დააკლო - გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული ინტეგრაცია საქართველოსთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია. და აბა ვინ აკლია ამ დუეტს? რა თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ამის მეტი თანხმობა უკვე ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ სხვადასხვა განცხადებებს შემოგთავაზებთ: ირაკლი კობახიძე - ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის ახალ ეტაპზე, საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. პრეზიდენტი - კედლები, რომლებიც აგებულია უსამართლობისა და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში. პრემერმა განაგრძო პრეზიდენტის სიტყვა - პრემიერ-მინისტრი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა მშვიდობიან გზას გამოვიყენებთ, რომ მომავალი თაობა ამ უმძიმესი მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ. გიორგი კვირიკაშვილი - ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა.

      ევროპამაც გაგვიღიმა - ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი - საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ ამის ნაყოფს უკვე ვხედავთ. საჰაერო ხომალდები, რომლებიც საქართველოში მოფრინავენ და პირიქით, გადავსებულია (ალბათ, ტურისტები იგულისხმა).

      კარგად ნაკეთები ფასადები იშლება ნელ-ნელა, გუშინ ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის კედლის ჩამონგრევის შედეგად გამვლელი დაშავდა. აღმაშენებელზე შენობის კედლის ჩამონგრევისას დაშავებულის ახლობლები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ.

      ხმაურინი დაკავება აღმოჩნდა, ქრთამის საქმეზე აყვანილი მერიის თანამშრომლის ამბავიც. ადვოკატმა ოთარ აბესაძესთან გასაუბრება მეორე მცდელობის შემდეგაც ვერ მოახერხა, მაგრამ დაახლოებით 11 საათზე, ე.წ. მოდულის შენობაში მაინც შეხვდა ოთარ აბესაძეს. სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს საქმის მასალები, მათ შორის სამი დისკი გადასცა.

      მეორე ხმაურიანი დაკავება ეხებოდა ელისო კილაძის შვილს, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - ელისო კილაძის შვილი - უდანაშაულო ვარ, ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ელისო კილაძე - გამამტყუნებელი განაჩენი ჩემი შვილის საქმეზე ალბათ ვეღარ დადგება.

      საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ანაფორით შემოსილი ადამიანები, რომლებიც ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ, შესაძლოა, სასულიერო პირები არ იყვნენ.

      ჯერ ვინ მოიფიქრა ეს ნორმა და ახლა კიდევ, აკრძალვა რომ გაანიუსეს - სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომელიც მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის დონორობას კრძალავს. მეორე აკრძალვაც საინტერესოა - საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც 0,00009 გრამი დეზომორფინისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მოხდა.

      ეს კაცი ან იტყუება, ან #qwellynews-ის კითხვა არ უნდა ან მისთვის მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა - გიორგი ბარამიძე - იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყნის უმაღლესი რანგის არც ერთმა პირმა ევროპელი კოლეგების წინაშე არ ისაუბრა.

      კინაღამ გამომრჩა, ხვალ, 14 ივლისს, იქნება ქართული მარში. ამ თემაზე - სალომე ზურაბიშვილი - თუკი ხვალინდელი დემონსტრაცია ქსენოფობიურ მარშად უნდა გადაიქცეს, ეს ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპმა, ხომ ამბობდით პუტინის კაცი ვარო, არაო - დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ჰილარი კლინტონის გამარჯვება აწყობდა. პრეზიდენტ პუტინთან მკაცრი საუბარი მქონდა-ო ესეც დაამატა. ამის მიუხედავად, ტრამპმა კონგრესმენების გული ვერ მოიგო - კონგრესმენები ბრედ შერმანი და ელ გრინი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდიან. ვითომც არაფერიო, დონალდ ტრამპი საფრანგეთს ესტუმრა. სარა სანდერსი - დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე ორი „დემოკრატი“ კონგრესმენის ინიციატივა, სასაცილოა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 198

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters