ახლა, როცა ღამის სიჩუმეში უფრო ადვილია წარსულში ხეტიალია, მეც ავიღებ ვიზას ღრმა სარდაფებისთვის. ბავშვობის მოგონებებში პირველად მაშინ ჩნდება - ბნელ 90_იანებში, ე.წ. „ლახანკაში” რომ მაბანავებდა და „დათვი მჭლე და შენ მსუქანიო“ მლოცავდა. მერე მახსოვს საწოლი მის ოთახში, უფრო სწორედ ჩემი თავი მახსოვს მის საწოლში, მის გვერდით ბედნიერად წამოწოლილი და გარინდული ზღაპრების მოლოდინით (ცივ ზამთარში, ორთქლით გამთბარი ლოგინიც მახსოვს). როგორც წესი ზღაპარი არ სრულდებოდა ხოლმე და ქატოსა და ფქვილამდე იშვიათად მიდიოდა, ამიტომ შიგადაშიგ მკითხველის შეფხიზლება მიწევდა - „ბებო დაგეძინა?“ - „არა შვილო, კი არ მძინავს, მხოლოდ თვალებს ვასვენებ“ (ჰოო, ასეთი უტეხი იყო, რომ გეკითხათ არასოდეს ეძინა და არასოდეს ჭამდა ტკბილეულს). „მერე, მერე რა წერია ბებო?“ ან თუ არ კითხულობდა და ზეპირად მიამბობდა თავისებურ ვერსიებს, სადაც ზოგჯერ სამის ნაცვლად ორი გოჭი იყო, მაშინ ნაადრევად მოამთავრებდა ხოლმე ზღაპარს და მერე ვეკითხებოდი - „გუშინ რომ სხვანაირად მორჩა?“ ისეც ყოფილა სათვალე მე მომიხსნია მისი თვალებიდან. თუ დაძინების დრო მოვიდოდა - „დავწვები დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი ზედ გულზე დამესვენებაო(ჩვენ ასე ვიცოდით, ბებისეული ვერსიით). „ერთი, ორი, სამი და ხაფუუუუ“ - ეს უკვე ბებიას ინტერპრეტაცია იყო - დაძინების წინა შეძახილი.

      მერე მახსოვს - „კუპალნიაში” ჩემი გაქცევა. ჩემი და-ძმა ნიჩბოსნები იყვნენ. მეც მიყვარდა ზოგერ მტკვრის პირას სილაში თამაში. ერთხელაც დროზე ადრე მომიწია უკან დაბრუნება „დილიდან მშიერი ხარ შვილო“ - მოტივით. ვიდრე ბებიამ კარაქიანი პური გაამზადა, მე უკან „კუპალნიაში“ დავბრუნდი. ისტორია მარტივად იკითხება, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ - 5 წლის ბავშვი, იპარება სახლიდან, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უნდა გადაკვეთოს გზა, გადავიდეს არც მანცდამაინც მყარმოაჯირიან და დაცულ ხიდზე, მთლიანობაში გაიაროს 500 მეტრი და ჩავიდეს მტკვრის ნაპირას. იქ ჩასულმა საყვედური კი მივიღე დედმამიშვილებისგან და თამაშინს ნაცვლად გასახდელ ოთახში ჩაკეტვა მარგუნეს, მაგრამ რაც იმ ოთახიდან ჩანდა ეს უფრო მაშინებდა - ვხედავ, ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი სისწრაფით ხიდზე მორბენალ ჭაღარა ქალბატონს, რომელსაც თმა გასწეწვია და როგორც თავად იტყოდა ხოლმე - გული ხელით ეჭირა. შემდეგ თვალს მიერფარა შიშმა უფრო ამიტანა, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა რომ ბედნიერი იყო - არც მანქანამ გამიტანა და არც მტკვარმა მაზიარა მარადისობას.

      თვითონ სულ ამ ისტორიას მახსენებდა ხოლმე - გიჟი, რომ ვუწოდე. მატყლს პენტავდა. მერე უნდა გაეწეწა, მერე უნდა დაერთა და მერე ძაფისგან წინდები მოექსოვა. საინტერესოდ საყურებელი პროცესი იყო, მაგრამ გაპენტვას ერთი პრობლემა ახლდა თან - ონავარი ბავშვი, რომელიც ისე გაერთო, რომ შეგროვებული მატყლი მიმოაპნია აივანზე. მომიბრუნდა ბებია და გამიწყრა. თუ არ ვცდები მომხვდა კიდეც. ჰოდა, მიიღო პასუხად - „ბებო, ხან რა კარგი ქალი ხარ, და ხან რა ჭირი გაგაგიჟებს ხოლმე?!“ - ამის მოყოლა არავისთან ეზარებოდა, როგორ შერაცხა თითისტოლა ბავშვმა ბებია გიჟად.

      მერე მახსოვს მომავალ სკოლაში პირველი მისვლა. აქაც მან მიმიყვანა (განცხადება დააწერინეს ალბათ, ჩემი მიღებისთვის). პირველად ნაჩუქარი ფულიც მახსოვს სწავლის დაწყების წინ რომ მივიღე, მოტივატორად? თუმცა, მაშინ ბებიამ არ იცოდა მოტივაცია და ა.შ. (სულ 14 ლარი ჰქონდა პენსია ან უკვე 28 და იქიდან მერგო წილი).

      შეშასა და ფიჩხზე სიარული და ჩემთვის შეკრული პატარა „გუდურაც“ მახსოვს. კაკლიანში ნაჭამი კარაქიანი პურები და კასანდრას, შვინდასა და თაფლოს ძიებაში ჩამოღამებული დღეებიც.

      მახსოვს გაოცება თონეში პირველად რომ ჩაეყუდა, ბებია.

აჩუ-აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო, ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია, პური ვთხოვე არ მაჭამა, ჩემი სცოდი ჰკიდია.

      ამის თამაში მიყვარდა ბებიას მუხლებზე. წარმოდგენა არ მაქვს ისედაც გაჭირვებულ და ალაზანში ჩაკიდებულ ბებერს პური საიდან უნდა ჰქონოდა ან ჩემთვის როგორ უნდა მოეცა, მაგრამ ბებიამ ასე, თავისებურად იცოდა ეს ტექსტიც და მეც ასე დამამახსოვრდა. მერე, უკვე როცა სტუდენტი ვიყავი მას კი ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ისევ ჩავუჯექი კალთაში და აჩუ-აჩუს ვთხოვდი. ერთი პირობა დააპირა... მაგრამ ვერაო.

      ბევრი ისტორია მინდა გავიხსენო და დავწერო, რადგან რომლებიც არ მახსოვს იმაზეც მწყდება გული.

      მე და ბებია გამორჩეული წყვილი ვიყავით - ჩემი და-ძმისა და მშობლებისგან განსხვავებით, ჩემი ტირილი საუკეთესო საშუალება იყო ბებიას გულის კლიტეების გასაღებად და ამიტომ ყველა სურვილი მისი შესაძლებობების ფარგლებში, ჩემი ნიანგის ცრემლებით სრულდება.

      ამპარიტო ბებია (მის მრავალ სახელს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეტსახელი იყო) გამორჩეული იყო თავისი გამოთქმებით:

      მაგალითად, ჩემს დას ხშირად შეუძახებდა: „დრო დროსთვის, თორემ ჟამი ყოველთვის იქნებაო“. დღემდე არ ვიცით ამ ფილოსოფიური ტექსტის საფუძვლები, მაგრამ თავად ტექსტი გვახსოვს, რადგან ამით შეახსენებდა - დროა, გათხოვებაზე იფიქროო. ჩემმა დამ როგორც მოიფიქრა, ეს სხვა ამბავია. კიდევ, მხოლოდ ბებიას ჰქონდა უცნაური გემოს შეგრძნებანი - „ხისა და ქვის გემო არ აქვსო“ - იტყოდა ხოლმე. ესეც არ ვიცით, ოდესმე თუ ჰქონდა რომელიმე გასინჯული ხე ან ქვა. ყველაზე კარგი მაინც კოკა-კოლას შეფასება იყო - „ბაღლინჯოს გემო აქვსო“!

      ცხადია, ასეთი ქალბატონის ფრაზები და ისტორიები ამით არ სრულდება. დალოცვაც გულიანი იცოდა, გასაკუთრებით თუ ხელში ჭიქა ღვინო ეჭირა. წელსაც, ღვინო მივურბენინე და ვუთხარი - ბებია, ჩემი დაბადების დღეა და დამლოცეთქო - „რას ამბობო“, - შეიცხადა, - „რა რიცხვია დღესო“ (რიცხვიც რომ სცოდნოდა, მაინც ასე იცოდა ხოლმე თქმა. ხომ გითხარით, ჯიუტი იყო და იხტიბარს არასოდეს გაიტეხდა). დამლოცა გულით და სულით, ლამაზი სიტყვებით - „წმინდა ნინო მაღლიდან იყურება, მისი ლოცვა არ მოგკლებოდესო“ (თვალს შეავლებდა, მთის წვერზე წმინდა ნინოს პატარა ტაძარს, თვალი კი უჭრიდა). მერე, მისი შვილის დაბადების დღე იყო და ბებიას ეს უკვე აღარ ახსოვდა. როდის დაიბადათქო და დაეჭვებული სახით მიყურებდა - „მგონი სექტემბერი იყოო“ - ჰოდა, დღეს აქვს დაბადების დღემეთქი ვახარე. თავიდან გაუხარდა, მერე კი სახეზე მწუხარება დაეტყო - მივხვდი, წუხდა რომ შვილის დაბადების სიხარული დავიწყება სტკიოდა. ბებია ბოლოს აღარ ლაპარაკობა, ალბათ ამიტომ აღარც ღირს წერა. ზოგიერთი მოგონება ხომ არც უნდა დაიწეროს... 

      გარდაცვალების დროს, როგორც დღის წესრიგი, ისეა გაწერილი საქმეები. ერთ-ერთია - რა ჩავაცვათ? ბებიამ ეს პრობლემა დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ სიარული შეეძლო და გონებაც უჭრიდა, მაშინ მოაგვარა:

ბებია: 25/12/1932 - 3/12/2017

ნახვა: 431

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, მოგონება

თათია: დეკემბერი 6, 2017||8:00pm

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!

ლაშა: დეკემბერი 10, 2017||12:23am

ჩვეულებრივ ამ დროს ჩავდიოდი ხოლმე. ჩავიდოდი, დავხედავდი - რამე ხომ არ უნდოდა. ოთახის კუთხეში მიდგმულ საწოლში იწვა, კარს გავაღებდი თუ არა, პირდაპირ, დიაგონალზე მის საწოლს ვხედავდი. ბოლოს ისეთი გამხდარი იყო, საწოლს არც ემჩნეოდა იწვა თუ არა იქ ვინმე. ამიტომ ახლოს უნდა მივსულიყავი და ისე დამეხედა. მერე, მისულზე, რომ თვალებს გაახელდა, იმ თვალებით მეგრძნო რამე ხომ არ უნდოდა. პირთან საბანი გამესწორებინა და უკან ამოვსულიყავი.

ახლა კომპიუტერთან ვიჯექი და ვწრიალებდი. თითქოს რაღაც მქონდა გასაკეთებელი და ვაგვიანებდი. მერე მომაგონდა. ჩავედი. კარიც გავაღე. ისევ არ ვენდე ცარიელ საწოლს და ახლოს მივედი, მაგრამ იქ უკვე აღარ იყო ის თვალები...

არ შეიძლება არ მოგაგონდეს შენი საქციელიო“, - სულ ამას მეუბნებოდა როცა ვაბრაზებდი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters