ბუმერანგი (ამონარიდი)

 

      უცბად ღამესავით შავი გამოსახულება შევამჩნიე შორით, სწორედ იქითკენ, საითაც ბედაურს მივაგელვებდი. მეტად უცნაური რამ იყო, გეგონებოდა, თითქოს ვიღაცას ნახშირის ფანქრით პირდაპირ ცის ტატნობზე გაევლო ზიგზაგი.

      თანდათან გაიზარდა, გაიფოფრა უცნაური ზიგზაგი, იმის მიხედვით, რამდენადაც ვუახლოვდებოდი. ბოლოს შავი ფერის კლდეებად გარდაისახა, წყვდიადივით ჩააბნელა მთელი ცისკიდური. მეუცხოვა ეს ყველაფერი, თუმცა დიდად არაფრად ჩამიგდია. ჯერ ისეთი დაბრკოლება არ შემხვედრია, ჩემს ბედაურს არ გადაელახოს. არც ეს იქნება გამონაკლისი.

      ბედაურს ქუსლი ვკარი. იმანაც შეკრა თავისი ნაქები კამარა, და სულ ტყუილად, შავ კლდეებს თავზე ვერ გადაევლო.

      რამდენჯერმე ვცადე იგივე, ყოველთვის გაწბილებული დავრჩი, ვერა და ვერ დალაშქრა ეს ახალი დაბრკოლება ჩემმა ბედაურმა, შავი კლდეები ქედს არ იდრეკდნენ მის წინაშე.

      ვცადე, გზა გამეკვლია შავ კლდეებს შორის, ვერც აქ ვეწიე საწადელს. მეტისმეტად მჭიდროდ მიჰკროდნენ ერთმანეთს ღამისფერი კბოდეები, შეუძლებელი იყო მათ შორის ბილიკის მონიშვნა. ამაოდ ვატანდი თვალებს ძალას, წყვდიადს წყვდიადი ემატებოდა, თითქოს საცაა მთელი სამზეო უნდა შთაენთქა თავის კურპისფერ წიაღში.

      ასე რომ, გადაულახავ დაბრკოლებად მექცა შავ კლდეთა წყება, წინ ვეღარ მივდიოდი მისი გადამკიდე, სწორედ ჩემს სავალ გზაზე აღმართულიყო. რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა.

      აღარ ვიცოდი, რა მეღონა. სწორედ ამ დროს წყვდიადისფერი კლდიდან ყოვლად უცნაური არსება გამოფორთხდა, თვითონაც წყვდიადივით შავი.

      - მიცანი? - დაიხრიალა მან, - ეს მე ვარ, შენი სულთამხუთავი.

      შევხედე, მართლაც ის იყო, ჩემი სიზმარ-ცხადის ძველისძველი თანამგზავრი. ბალღობიდანვე თან მომდევდა განუყრელად, ხან მაჯლაჯუნად გამომეცხადებოდა, ხან ჭინკად თუ ტარტაროზად... და, რა ვიცი, კიდევ როგორ და რანაირად... რა სახე აღარ მიუღია, როგორ არ შეცვლილა და გარდასახულა, ერთადერთი მიზნით, რაც შეიძლება დიდი შიშის ზაფრა დაეტეხა თავზე ჩემთვის. ვინ ჩამოთვლის, რამდენი სიავე მახსოვს მისგან. თანაც რა არხეინად ინაცვლებდა სიზმრიდან ცხადში, ანდა პირიქით....

      - რა ხანია, აქ გელოდები, - ისევ გაისმა მისი ხრიალი, - ვიცოდი, აუცილებლად მოხვიდოდი.

      ხმისამოუღებლად მოვქაჩე აღვირი ბედაურს, ფართო ნახტომისთვის მოვემზადე. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი ამ საზიზღარ, უგვან არსებას.

      მიმიხვდა, შავ მოჩვენებად აიფოფრა ყალყზე შემდგარი ბედაურის წინ და ქანდაკებასავით გააშეშა იგი.

      - გზა მომეცი! - დავუყვირე სულთამხუთავს, თან მათრახი ავწიე.

      ყური ვინ მათხოვა... ადგილიდან არ დაძრულა ჩემი სულთამხუთავი, უფრო ხმამაღლა მორთო ხრიალი:

      - ბალღობიდანვე თან მოგდევ, თუმცა შენ მუდამ მებრძოდი. როგორ არ სცადე, რა ღონეს აღარ მიმართე, თავიდან მაინც ვერ მომიშორე. განუყრელნი ვართ, განუყრელნი.... თანაც, მე ეხლა ძალიან გჭირდები, ვერაფერს გააწყობ უჩემოდ, ვერ გასცდები უკეთურ ცთომილს, რომელსაც უკეთური მზე ანათებს.

      - შენგან სასიკეთოს არაფერს ველი, - ვთქვი და კვლავ ვცადე ბედაური ადგილიდან მომესხლიტა, და კვლავ ამაოდ.

      - არყოფნის ბილიკთან დგეხარ, შავი კლდეების მიღმა იწყება იგი, - შეუსვენებლად ხრიალებდა ჩემი სულთამხუთავი, - ვერ გააღწევ სხვა სივრცეში, თუ ეს ბილიკი არ დალაშქრე. ეს ჯერ არავის მოუხერხებია ძეხორციელთაგან.

      - ჩემს ბედაურს წინ ვერაფერი დაუდგება, - ვთქვი დამაჯერებლად.

      აი, აქ კი საზიზღრად ჩაიქირქილა ჩემმა სულთამხუთავმა. ძარღვებში სისხლი გამიყინა მისმა ქირქილმა, რაღაც საოცრად ჰგავდა მომაკვდავის ხრიალს.

      - არყოფნის ბილიკი ვერაფერს იგუებს, უკან ასმაგად და ათასმაგად მოგაგებს ყველაფერს, რასაც კი მის წიაღში თან გაიყოლებ. კატის ნაბიჯით უნდა იარო, ფრთხილად და უჩუმრად. ბოლომდე, ბოლომდე უნდა გახვიდე, უკან დაბრუნებაზე არც კი იფიქრო.

      ეს თქვა და განზე გადგა ჩემი სულთამხუთავი, დაღვლარჭნილი ბრჭყალით მიმითითა, თუ საით უნდა გამეჭენებინა ბედაური. მივყევი მის მიერ ნაჩვენებ გეზს, სხვა საშველი და გასაქანი მაინც არ ჩანდა. მართლაცდა, შავი კბოდეები თითქოს განზე გაიწ-გამოიწიენ, მოვახერხეთ მათ შორის გასხლტომა მე და ჩემმა ბედაურმა. კიდევ ერთი ნახტომი და შავი კლდეების მიღმა აღმოვჩნდი, უკიდეგანო ველის პირისპირ. ჩემს წინ ბილიკი გაჭიმულიყო, რომლის ბოლო სადღაც შორეთში იკარგებოდა.

      ბედაურს აღვირი მივუშვი. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი წყვდიადისფერ კლდეებს. სულთამხუთავი არ ცხრებოდა, წყვდიადის საფარში მიმალული, კვლავ მომძახოდა კლდეებს მიღმიდან: „უწინ მტრად მიგაჩნდი, მუდამ მებრძოდი. ეხლა სულ სხვაა, ჩემთან ბრძოლა აღარ გჭირდება, შენს მხარეზე ვარ. გასწი, იარე! ეცადე, არაფრით შეაშფოთო არყოფნის ბილიკი! განსაკუთრებით სიტყვას ერიდე, ერთი სიტყვაც კი არ უნდა წამოგცდეს, წაგლეკავს მისი გამოძახილი!

      უცნაური იყო; ფართო ნაბიჯით მიჰქროდა ჩემი ბედაური, კარგა მანძილზე უკან ჩამოვიტოვე წყვდიადისფერი კლდეების წყება, სულთამხუთავის ხმა კი მაინც ჩამესმოდა. უკან დაბრუნება გულშიც არ გაივლოო, ისევ და ისევ მაფრთხილებდა. აუცილებლად ბილიკის ბოლომდე უნდა მიხვიდეო, ამისთვის კი კატის ნაბიჯები დაგჭირდებაო.

      - ...არ დაგავიწყდეს: ვერაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი, ერთიათასად უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას. საკმარისია სულ ოდნავი ამობგერებაც კი, ზესკნელი და ქვესკნელი ერთად დაგემხობა თავზე!“

      ეს იყო სულთამხუთავის ბოლო სიტყვები, ხრიალით ამოთქმული, საზიზღარი ქირქილით შეზავებული, ძარღვებში სისხლს რომ მიყინავდა. მერე სიჩუმემ დაისადგურა.

      გულზე მომეშვა, მგონი მოვშორდი იმ წყეულს. კიდევ კარგი, აღარ ამედევნა. ახლა უკვე შემეძლო მშვიდად მომევლო თვალი ირგვლივ, დავკვირვებოდი იმ ბილიკს, რომელზეც ჯერ ფეხი არ დაედგა ძეხორციელს, სულთამხუთავის სიტყვით. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ჩანდა. უკვე ვახსენე უკიდეგანო ველი, წყვდიადისფერი კლდეების გადმოღმა რომ გადამეშალა თვალწინ. ეს სანახაობა თითქოს არაფრით განსხვავდებოდა ყოველივე იმისგან, რაც კლდის მიღმა დავტოვე. თუმცა, ერთი რამ მაშინვე მენიშნა; მეტისმეტად შორს გაზიდულიყო ცისკიდური, ველიც მეტისმეტად ფართოდ გაშლილიყო. ასე, რომ, სიტყვა „უკიდეგანო~ აქ თავის შესაფერ ადგილზე სუფევდა. რაც შეეხება არყოფნის ბილიკს, მისთვის შეიძლებოდა თვით უსასრულობა გეწოდებინა; თვალი ვერ არჩევდა, რას და როგორ ერწყმოდა იგი.

      ..და რა საამო იყო ამ ბილიკზე ქროლვა... წინ არანაირი დაბრკოლება აღარ მეღობებოდა, წყვდიადისფერი კლდეები უკვე მიიმალა ცისკიდურს მიღმა, ჩემს სავალ გზაზე კი მსგავსი აღარაფერი ჩანდა. ხელისგულივით გაშლილიყო უკიდეგანო ველი, რომელიც ალაგ-ალაგ იტალღებოდა. ეს იყო სულ, სხვას ვერაფერს მოკრავდი თვალს. არნახული სისწრაფით მიჰქროდა ჩემი ბედაური, ძლევამოსილად გრიალებდნენ მისი ფლოქვები. რაღაც წარმოუდგენლად უფართოეს კამარას ჰკრავდა ხოლმე, და მე ესეც მეცოტავებოდა, ძალიან ვჩქარობდი სხვა სივრცეში გაჭრას.

      სხვათა შორის, ფლოქვების გრიალმა მაშინვე შეიმაღლა ხმა, როგორც კი არყოფნის ბილიკს დავადექი. ნაპერწკლებიც უფრო ბარაქიანად იფრქვეოდა მათგან. ძვირფას სამკაულებსაც მოემატათ ელვარება. ცხადია, ოქროს გვირგვინსაც... უფრო გაბრწყინდნენ ნაირფერი ათინათები, თან რომ მახლდნენ განუყრელად, განფენილობაც მოემატათ. რაც შეეხება ყარყუმის მანტიას, წინანდებურად ნისლივით უჩუმრად ფრიალებდა ჩემს მხრებზე, და მეც ნისლისებურ სიმსუბუქეს ვგრძნობდი მთელ სხეულში. ეს იყო რაღაც აუწერლად საამური, ზეაღმტაცი განცდა. უკან დაბრუნებაზე არ იფიქროო, სულთამხუთავი მაფრთხილებდა. რა უადგილო მომეჩვენა ახლა ეს გაფრთხილება... ნეტავი რამ უნდა მაფიქრებინოს უკან დაბრუნება? წინ, მხოლოდ წინ, ბილიკის ბოლომდე! უკან დაბრუნებაზე ფიქრს გულშიაც არ გავივლებ.შეკითხვების კრიალოსანიც თან მახლავს; თან მომყვება უამრავი „...რატომ, როგორ, რისთვის...“ ისინიც თავის პასუხს ელიან.

      ერთხანს ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მეც გულდაარხეინებული მივაჭენებდი ბედაურს ჯერარნახული სისწრაფით, თუმცა მერე და მერე რაღაც უცნაურობებმა იჩინეს თავი.

      პირველი უცნაურობა ის იყო, რომ გაორმაგებული თქარათქურის ხმა გავიგონე, თითქოს ჩემს გარდა სხვაც შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და ეს „სხვა“ პირდაპირ ცის კაბადონზე მიაგელვებდა თავის ბედაურს, ხმა როგორღაც ზემოდან ჩამომესმა.

      ავწიე თავი, თვალი გავუსწორე უძირო ლურჯ ზეცას, იქ არავითარი ბედაური და მხედარი არ დამინახავს. ხმა კი, ვერ აგიწერთ, ისეთი სიცხადით ჩამოდიოდა სწორედ ზემოდან. ძლევამოსილად გრიალებდნენ ზეციური ბედაურის ფლოქვები, ჩემი ბედაურის ფლოქვებს ერწყმოდნენ, და აი ასე, გაორმაგებული გრიალის ხმით მივიწევდით წინ, არყოფნის ბილიკზე.

      ამასთან ერთად, ნაპერწკლებიც უფრო ბარაქიანად იფრქვეოდნენ ჩემი ბედაურის ფლოქვებიდან, ელვარებაც მოემატათ.

      „ვერაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი...“ გამახსენდა სულთამხუთავის სიტყვები. მართალი უთქვამს, როგორც ჩანს. არყოფნის ბილიკმა ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალი დამიბრუნა უკან. მათგან დაფრქვეულ ნაპერწკლებსაც შემატა ძალა და ელვარება, ნაკვერჩხლებს დაამსგავსა.

      დიდად გაკვირვებული არ დავრჩენილვარ ყოველივე ამით, თავშესაქცევადაც კი მომეჩვენა, რაღაც უცნაურობებს ხომ ისედაც მოველოდი. მით უმეტეს, რომ არანაირ დაბრკოლებას არ ქმნიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით... ჩემი ბედაური წინანდებური სისწრაფით მიჰქროდა, მე წინანდებურად განვიცდიდი ქროლვით გამოწვეულ საოცარ სიმსუბუქეს, წამითაც არ მტოვებდა ეს სანეტარო განცდა. „იგრიალეთ და ჰყარეთ ცეცხლოვანი ნაკვერჩხლები, ბედაურებო!“ გულში ასე მივმართავდი ვითომდა ორ ბედაურს, „ორივენი ერთად გავაღწევთ სხვა სივრცეში, ორ ხმაში გრიალით გავაღწევთ. ნაკვერჩხლების ცეცხლოვანი წვიმებიც ჩვენთან იქნება განუყრელად.“

      მალე ერთი რამ შევამჩნიე; გრიალის გაორმაგებულმა ხმებმა გაძლიერება დაიწყეს. მეტისმეტად შეიმაღლა ხმა, როგორც ჩემი, ისე „სხვა“ ბედაურის ფლოქვების გრიალმა. თანაც, რაც წინ მივიწევდი, გრიალის ძლევამოსილებაც მით უფრო მატულობდა. რაც შეეხება ფლოქვებიდან დაფრქვეულ ნაკვერჩხლებს, ისინი ამ დროისთვის ნამდვილ ცეცხლოვან ჩირაღდნებად იქცნენ.

      „აი ეს კი მართლაც უცნაურია“, ვფიქრობდი მე. „ვთქვათ, ფლოქვების გრიალის ხმა რაღაცამ აირეკლა და ექოს სახით დამიბრუნა. ეს გაძლიერება რაღას ნიშნავს...“

      ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, ისევ სულთამხუთავის სიტყვები გამახსენდა, არყოფნის ბილიკი არაფერს ჰგუობსო. „ერთი ათასად უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას...“ თითქოს ცხადად ჩამესმა ეს სიტყვები. როგორც ჩანს, რაღაც ამდაგვარი ხდება.

      აჯობებს, თუ ყურადღებას არ მივაქცევ ამ უცნაურობებს. სულერთია, უკან დაბრუნებაზე მაინც არ ვიფიქრებ, არა და არა! გულშიაც არ გავივლებ! წინ, მხოლოდ წინ! აუცილებლად უნდა გავაღწიო ბილიკის ბოლომდე, როგორი ძალითაც არ უნდა იგრიალონ ფლოქვების გაორმაგებულმა ხმებმა, ცეცხლოვანი ჩირაღდნების რა ნიაღვრებიც არ უნდა დამატყდეს თავზე.

      ასე ვაგულიანებდი საკუთარ თავს. გავუძელი კიდეც, კარგა ხანს გავუძელი ფლოქვების უჩვეულოდ ძლევამოსილ, გაორმაგებულ გრიალს. არც ცეცხლოვან ჩირაღდნებს ვეპუებოდი, უჩველო ბარაქიანობით რომ იფრქვეოდნენ ბედაურის ფლოქვებქვეშ.

      მაგრამ ბოლოს ისე გაძლიერდნენ ეს ხმები, სრულიად აუტანელი შეიქმნა. ჩემს ბედაურს თითქოს უროები გამოსხმოდა ფლოქვების ნაცვლად, ისეთი ხმების გამოცემა იწყეს. ცეცხლოვანი ჩირაღდნები კიდევ ცეცხლოვან ნიაღვრებად იქცნენ.

      იკითხავთ ალბათ, ყურებზე რატომ არ აიფარე ხელიო. მერწმუნეთ, სრულიად უსარგებლო იყო ყველაფერი, თუმცა ცდა არ დამიკლია. გრიალის ხმა მხოლოდ და მხოლოდ ყურებით როდი მესმოდა... თვით ძვლებშიაც კი ატანდა იგი. მთელ ჩემს სხეულში, სისხლის ყოველ წვეთში შეაღწია ამ უსაშინელესმა ხმამ, თანაც განა მხოლოდ გაორმაგებულად... არა! იგი ბოლოს ყველგან გაისმოდა. ყოველ მხარეს, საითაც არ გაიხედავდი. თითქოს ჩემს ირგვლივ ბედაურების მთელი რემა მოჰქროდა, რომელთაც უროები გამოსხმოდათ ფლოქვების ნაცვლად. მთელი უკიდეგანო ველი აავსო მათი ფლოქვების (თუ უროების) ცემამ და გრიალმა. ცეცხლოვანი ჩირაღდნები ცეცხლოვან ნიაღვრებად იქცნენ და მთლიანად დაფარეს შორსგაზიდული ცისკიდური. მეჩვენებოდა, თითქოს გრდემლსა და უროს შორის მოვექეცი.

      ამასთან ერთად, რაღაც საზიზღრად აღჭრიალდა ჩემი ბედაურის ძვირფასი აღკაზმულობა, თანავარსკვლავედის დარი... თითქოს ვიღაცა ბლაგვი ხერხით ჟანგიან რკინას კბილავსო.

      ვგრძნობდი, ვკარგავდი განსჯის უნარს, მეტის გაძლება ნამდვილად აღარ შემეძლო. ცოტაც, და ალბათ სულ მთლიანად გამაცამტვერებდა ეს გრდემლი და ურო, რომელთა შორისაც მოვექეცი. ძვლებს მთლიანად დამიმსხვრევდა, გზის გაგრძელებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტი იყო.

      მოვქაჩე აღვირი, ჩამოვქვეითდი და... პირველი, რაც არყოფნის ბილიკს გავატანე, ჩემი ბედაური იყო, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე, თანავარსკვლავედის დარი აღკაზმულობით. დავკარი ხელი გავაზე, გამეცალე-მეთქი. ისიც გამეცალა... უფრო სწორედ, გაქრა, თვალის დახამხამების უმალ შთაინთქა არყოფნის ბილიკის წიაღში. მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა.

      და იმავე წამს, როგორც კი ჩემი ბედაური გაქრა, სულთამხუთავის ქირქილი გავიგონე, ძარღვებში სისხლის გამყინავი, საზიზღარი ქირქილი, მომაკვდავის ხრიალში არეული. ზარდაცემულმა მიმოვიხედე, აქაც ხომ არ წამომეწია-მეთქი ის უმსგავსი არსება. არა, თვითონ არსად ჩანდა, მაგრამ ხმა კი საოცრად ცხადად ისმოდა. ერთიც ჩაიხრიალა და მიწყდა.

ნახვა: 165

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბუმერანგი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters