ესეც ახალი თვე და მიწყნარებული, ალბათ უფრო დასიცხული ნიუსფიდი. წარმოგიდგენიათ, პოზიცია-ოპოზიციის ლანძღვაც კი არ ისმოდა მთელი დღე. ასეთი რა აგვისტო გაგვითენდა ან რა სიცხე ჩამოწვა - საკვირველია. ამდენი პოზიტივი თუ ჩამოყვებოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ნამდვილად არ ვიფიქრებდი.
მთელი სამზადისი წყალში არ ჩაყრილა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ჩამოვიდა. მაიკ პენსი გიორგი კვირიკაშვილს - აშშ-ის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით - ჩვენ თქვენთან ვართ! გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენს გვერდით ვდგავართ. გიორგი კვირიკაშვილი - ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან. გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ვახშამზე „ჩაკრულო“ შესრულდა. მასპინძლებს შორის იყო პატრიარქი ილია მეორეც - ის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს დღეს სიონის ტაძარში შეხვდა და მაიკ პენსს და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ჯვარი გადასცა. პატრიარქისგან უსაჩუქროდ არ დარჩენილა არც ამერიკის პრეზიდენტი - ილია მეორემ მაიკ პენსს საჩუქრები აშშ-ის პრეზიდენტის და პირველი ლედისთვისაც გადასცა. ასევე, მაიკ პენსი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. დავით ბაქრაძე - მაიკ პენსის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებასთან და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. შალვა შავგულიძე - მაიკ პენსთან შეხვედრაზე ვისაუბრე ინსტიტუციური მმართველობის მოშლასა და არაფორმალური მმართველობის არსებობაზე. დავით უსუფაშვილი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შევთანხმდით შემდეგ ფორმულაზე - თუკი მათი მხრიდან არის USA - first, Georgia - next, ჩვენი მხრიდან იქნება, Georgia - first – USA - next. ნიკა მელია - არამგონია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო. გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსთან ერთად „ღირსეული პარტნიორის“ ქართულ და ამერიკულ კონტიგენტს მიმართა. მაიკ პენსი - საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია. გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს - თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანაო. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად არის აშშ-სთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის. მაიკ პენსი - საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ის მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესია. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს. მაიკ პენსი - ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ. მაიკ პენსი - ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. მაიკ პენსი - დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. მაიკ პენსი - დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და სხვა რეგიონებში. მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან უმნიშვნელოვანესი განცხადებები მოვისმინეთ. გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს მტკიცე მხარდაჭერისა და მკაფიო გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაიკ პენსი - ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მუშაობას ამ პრემიერთან, რათა განვავითაროთ ის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მაიკ პენსი - ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. დავით ბაქრაძე - აშშ- სთან ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალეთ. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი პატივისცემით ეპყრობა თავისი მეზობლების აშშ-სთან ურთიერთობებს. გიორგი მარგველაშვილი - მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე. გიორგი მარგველაშვილი - მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე. გიორგი მარგველაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთი ისე არ მოქცეულიყო საქართველოში, როგორც საკუთარ მამულში. მაიკ პენსი ჯარისკაცებს - პრეზიდენტ ტრამპის დავალებით ვიმყოფები აქ, რომ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოს უწევთ. ლევან იზორია - სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენმა სამხედროებმა იმ წვლილისთვის და თავდადებისთვის დაიმსახურეს,რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. მაიკ პენსი - ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა, ქართველი ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გაუძლო. მაიკ პენსი - დღეს ჩვენ ვიხსენებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, ამერიკელ ხალხს ახსოვს ეს მსხვერპლი, ისინი გმირები არიან. გიორგი კვირიკაშვილი - ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან, ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის. მაიკ პენსი - გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. მაიკ პენსი - ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში. მაიკ პენსი - ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“.
მეორე ლედის ფსიქოლოგები უყვარსო - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე - ძალიან ბედნიერი ვარ აშშ-ის მეორე ლედის ჩვენთან სტუმრობით. და არა მხოლოდ ფსიქოლოგები - კარენ პენსი მხატვარ ოლესია თავაძეს ხვდება.
მოწმეს არაერთგზის უწევს სასამართლოს წინაშე წარდგომაო, ჯერ კიდევ ძველი სამოელები ამბობდნენ - ე.წ. ცინიდის საქმეზე დღეს ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა. ე.წ. ციანიდის პროცესზე ბრალდების მხარის მიერ საკუთარი მტკიცებულებების წარდგენა დღეს დასრულდა. ე.წ.ციანიდის საქმის პროკურორი - ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს, ირაკლი მამალაძე არასდროს ყოფილა საიდუმლო თანამშრომელი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - პირი თუ აგენტია, მისი მონაცემები აუცილებელი არ არის ბაზაში იყოს. ადვოკატი - ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა როგორც აგენტი. ადვოკატი - ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა როგორც აგენტი. პროკურორი - ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა იმ ინფორმაციაზე, რომელიც გადმოცემით იცის მესამე პირისგან, შესაბამისად, ეს არ შეიძლება იყოს მტკიცებულება.
ხალხის ფულით იმდენი ვინმე გამდიდრდა, რას ერჩიან მაინცდამაინც ამ საფინანსოებს არ ვიცი - „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
რთული გასააზრებელია მარტო ერთი სიტყვა - ღრმაწყლიანი პორტი, დანარჩენი მარტივია - მთავრობის კანცელარიაში დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილი - ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს ადასტურებს. მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება.
ნუ მალავათ გადასახადებს - ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 1034 ფაქტი გამოვლინდა.
გრანდებს აპატიმრებენ ესპანეთში - ესპანური მედიის ინფორმაციით, ლეო მესისგან განსხვავებით, კრიშტიანო რონალდოს პატიმრობა ემუქრება.
უკრაინულმა გამოცემამ „ობოზრევატელ“ პოროშენკოს ის განკარგულება გამოაქვეყნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აქვე გავაგრძელოთ ექსპრეზიდენტის თემა - აშშ-ში ელჩი სააკაშვილის გადმოცემის საკითხზე - ეს სამართლებრივი განზომილებაა და შესაბამისი მოქმედებები იქნება. მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია, რუსეთისთვის საუკეთესო საჩუქარია. დიდი ასოები მაინც გვქონდეს ქართულში, ასე დავწერდი - ექსპერტი - გია ხუხაშვილი - სააკაშვილისგან ჩვენ შეიძლება მივიღოთ ქართული მოდელის გიულენი, თუმცა მისგან განსხვავებით სააკაშვილი აქტიურია და არ მოისვენებს.
საზღვარგარეთულები:
პუტინი ჰაერზე არ აანონსებსო, ამბობენ - მოსკოვში აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოების პერსონალის რაოდენობა შემცირდება.
ევროპა ამერიკისგან თავს იცავს - აშშ-ის მიერ სანქციების საბაბით პოლიტიკის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გატარების შემთხვევაში, ევროკავშირი დამცავ ზომებს მიიღებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია