დამტბორავი წვიმები, მიწის მცველი ნაციონალები, 12 მილიარდი ბიუჯეტი, აუდიტორის შიდაწმენდა და კატალონიელების რეფერენდუმი

      პირის მოხსნაც არ ჰქვია იმას, რაც დღეს ზეცამ ჩაიდინა, მითუმეტეს, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერმა ნალექმა ცალკეულ მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს და ისიც არ იციან, ეს წვიმები როდის დასრულდება. ამიტომ მთელი დღე კომპიუტერთან, თბილ ტანსაცმელსა და ზოგჯერ პლედშიც შეფუთული (გააჩნია, როგორი სამსახური გაქვთ), პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სიახლეების თვალყურის დევნებაში გადის. ამიტომ, დღის ბოლოს, ტრადიციული ახალი ამბები, ოღონდ უკვე ოქტომბერში შებიჯებით! გილოცავთ შემოდგომის შუაწელის დადგომას - ოქტომბერი უკეთესი ყოფილიყოს!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 ოქტომბერი, 2017/

      ტრადიციულად, ყოველი ორშაბათი პატრიარქის საკვირაო ქადაგების რომელიმე ნაწილის განიუსების დღედ იქცა აგერ უკვე მრავალი წელია. ასე იყო დღესაც - პატრიარქმა შაბათი ერთობისა და თანადგომის დღედ გამოაცხადა.

      კვირიკაშვილის შეფასებული ოცნება - გიორგი კვირიკაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმისა და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი ადამიანია.

      წვიმა არ აშინებთ ნაციონალებს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერიასთან აქციას გამართა. „ნაცმოძრაობა“ დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერდეს. „ნაცმოძრაობამ“ დავით ნარმანიას 30 წუთი მისცა, რომ პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე არსებულ ტერიტორიაზე საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადებინა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიასთან გზა გადაკეტეს. ზაალ უდუმაშვილი - თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიასთან გადაკეტილი გზა ნაწილობრივ გახსნეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. გიორგი ბარამიძე - ყველას მოეთხოვება პასუხი, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ურცხვად მდიდრდება ქვეყნის გაღარიბების ფონზე. საპატრულო პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები შარტავას ქუჩის გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. პოლიციამ შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი. ზაალ უდუმაშვილი - აქცია დასრულებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი. ნიკა მელია - მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, თქვენ მოგწონთ ის, რომ 1 ლარად მიაქვს ადამიანს საკუთრებაში თბილისის ცენტრი? ნინო ბურჯანაძე – თბილისის მერიის შენობის წინ განვითარებული მოვლენები არის ამ ხელისუფლების წარმოუდგენელი თავხედობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული არასანქცირებული აქციის შედეგად პანდუსი და მწვანე ნარგავები დაზიანდა. ირაკლი ხმალაძე - გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები მაშინ, როცა პარკინგი თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ზაალ უდუმაშვილი - ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო რეჟიმში გადადის.

      12 მილიარდიანი ბიუჯეტის მოლოდინი - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება. 2018 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას კვლავ ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ. ამ ბიუჯეტით საზმაუც გაბედნიერდება - 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელის დაფინანსება 5 695 000 ლარით იზრდება და 52,100 მლნ ლარი იქნება. სერგი კაპანაძე - პენსიების და სოციალური დახმარების ზრდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ვალი კი იზრდება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე - თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ მცირდება, პირიქით, 10 მილიონი ლარით იზრდება. გიორგი კაკაურიძე - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად არის იმ ფისკალური ჩარჩოსა და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნა წარმოდგენილი. რომან გოცირიძე - შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში. გიორგი კაკაურიძე - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების მოცულობა გაზრდილი არ არის. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა დაანონსებული საპენსიო რეფორმის გამო არ არის ჩადებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზოგიერთი სამინისტროსთვის დაფინანსების შემცირებას გარკვეული პროექტების დასრულებას უკავშირებს. ირაკლი კოვზანაძე - 2018 წელს დაგეგმილი მშპ- ს 4,5%-იანი ზრდა, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში. გიორგი კაკაურიძე - სახანძრო-სამაშველო მიმართულებით არის როგორც ვერტმფრენების, ისე მანქანების საჭიროება და ესეც გათვალისწინებულია ბიუჯეტში.

      ახალი აუდიტორი კარგად გვისთქო, გახსოვთ, დავწერე ადრე, სადღაც ქველინიუსში - აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეები წავიდნენ - არსებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსის ყველა მოადგილე, გარდა ნოდარ ჯავახიშვილისა, თანამდებობიდან გათავისუფლდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - რა ნიშნით გამოარჩიეს ნოდარ ჯავახიშვილი და დატოვეს თანამდებობაზე ბუნდოვანია, ვერ ვხედავთ ამ ნაბიჯის გამართლებას. სერგი კაპანაძე - ივანიშვილთან დაახლოებული ჯავახიშვილის სამსახურში დატოვება აჩვენებს, როგორი დამოკიდებულება ექნება მთავარ აუდიტორს ამ ინსტიტუტის მიმართ. მამუკა მდინარაძე - ნინო ლომჯარია მუშაობდა საკმაოდ წარმატებულად, ისევე როგორც აუდიტის სამსახური, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას. არასამთავრობო ორგანიზაციები - გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს. ნოდარ ჯავახიშვილი ნინო ლომჯარიაზე - აუდიტორი იყო, ან ოდესმე უმუშავია ამ სფეროში? გენერალურ აუდიტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, პოსტს ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილიც. ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხოს. ირაკლი მექვაბიშვილი - გენერალური აუდიტორის მოადგილეები უფლებამოსილებას კარგავენ გენერალური აუდიტორის დამტკიცებისთანავე და ეს განხორციელდა 20 სექტემბერს.

      აქციის თემაც თბილისის მიწები იყო და მერობის კანდიდატები ამ თემას კარგად იყენებენ საარჩევნოდ, ამიტომ აქვე საარჩევნო ნიუსბლოკი - ელენე ხოშტარია - 1-ელი ოქტომბერი, რომელიც იყო მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ, მიტაცების დღედ, ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ. ალექსანდრე ელისაშვილი საკრებულოს ვადაზე ადრე ტოვებს. ქუთაისში „შენების მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ქალები ჭარბობენ. ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი „პოლიტიკურ დევნაზე“ საუბრობს. ალეკო ელისაშვილი - მე არ ვიბრძვი მეორე ადგილისთვის, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი. კახა მიქაია - „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია „ნაცმოძრაობის“ წევრი იყო. მამუკა ახვლედიანი ალეკო ელისაშვილზე - ეს არის პოპულისტური და პიარული ნაბიჯი. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში უმეტესად მშვიდობიან, თუმცა არაკონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებს. მამუკა მდინარაძე - ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის და ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი ექნება.

      მაშ ასე, ყველას შეუძია იყოს სახალხო მცველი - კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2017“ დაიწყო. კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.

      ამოძირკვული თხილის შოუ - ლევან დავითაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ფერმერი თხილს ძირკვავს, მხოლოდ შოუს ელემენტია.

      იმდენს ილაპარაკებენ, ყელში ამოადენენ ხალხს ამ კონსტიტუციას - ეკა ბესელია - მოლოდინი მაქვს, რომ კონსტიტუციის თემაზე პარლამენტში ვეტოს საკითხის განხილვა გვექნება. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა.

      ციხე გაუმჯობესდა - „ღია საზოგადოება - საქართველო" - პენიტენციურ სისტემაში პოზიტიური ცვლილებებია, თუმცა საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა პრობლემად რჩება. სოფო ვერძეული - არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა პენიტენციურ დაწესებულებებიდან პოლიციის სამმართველოებში გადაინაცვლა. 4 წელია აღარავის ვაწამებთო, დაიტრაბახა(?) ეკამ - ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უჩა ნანუაშვილი - ბოლო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის, ან წამების შესახებ შეტყობინებები შემცირდა, ხოლო პოლიციის სისტემიდან გაიზარდა.

      ლოცვა-კურთხევა იქით იყოს და ფულიც არ იქნება ურიგოო - ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს.

      წვიმამ შედეგი გამოიღო - გადაუღებელი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა. კოკისპირული წვიმის გამო დაბა ურეკში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

      მადლობა რომ ისეთი გინდივართ, როგორიც უნდა ვიყოთო! - გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის პრეზიდენტს - კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

      ვასწავლოთ მსჯავრდებულებს კულინარია - მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      კატალონიელებს ესპანელობა აღარ უნდათ! - კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი შესაძლოა „კატალონიელ სეპარატისტებს“ ეხმარებოდეს. კატალონიაში რეფერენდუმის დროს მომხდარი არეულობისას დაშავებულთა რიცხვი 893-მდე გაიზარდა. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მიიჩნევს, რომ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთის შიდა საქმეა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ესპანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი არ იყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ესპანეთის ხელისუფლებას რეფერენდუმის დროს ძალადობის ყველა შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

      მუსლიმებთან კიდევ ერთი გაპაექრება შეიძლება ეწოდოს ამ ამბავს - ავსტრიაში სახის დაფარვა აიკრძალა, მათ შორის სამედიცინო და საკარნავალო ნიღბებით.

      ნუ ელაპარაკები იმას, ვისაც არაფერი ესმისო - ტრამპული ანდაზა - დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს ურჩია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების დაწყების მცდელობისთვის დროს ნუ კარგავს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში თავაზიანობა ბირთვული იარაღის პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობდა.

      ვისაც ჩვენ არ ვუნდივართ, სხვა გზით იაროსო, ერდოღანმა - თურქეთის პრეზიდენტი - თურქეთი არაფერს დაკარგავს, თუკი ევროკავშირში არ გაწევრიანდება.

      საფრანგეთში ისევ ტერაქტი - მარსელის ტერაქტის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. მარსელში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ფრანგებიც „გენიოსები“ არიან - „როიტერსი“ - მარსელის ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე დააკავა და მალევე გაათავისუფლა - საფლავში ტრიალებს ალბათ მეგრე.

      სამაგიეროდ, რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავა. კიდევ რუსულ-ამერიკული ამბავი - რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი ჯონ ჰანთსმანი ვლადიმერ პუტინს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. რუსეთმა შესაძლოა ყირგიზეთში მეორე სამხედრო ბაზა გახსნას.

      ლას-ვეგასში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პირი, რომელმაც ლას-ვეგასში სამორინესთან ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. ლას-ვეგასში ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პოლიციის მისვლამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გიორგი კვირიკაშვილი ლას-ვეგასში თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ასევე საქართველოს საგარეო უწყება და მთავრობა ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. გიორგი მარგველაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ახლა უკვე სიაფანდობენ - ლას-ვეგასში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დონალდ ტრამპი ლას-ვეგასში მომხდარ სროლაზე - ეს იყო აბსოლუტური ბოროტების აქტი.

      წმენდვა მიმდინარეობს?! - ბაქოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე 50 გეი და ტრანსგენდერი დააკავეს.

      აფეთქება დამასკოში - დამასკოში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 185

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters