შეჩერებული მასპინძლობა, არაპატრიოტული მოჭიდავეობა, ლარის მერყეობანი, ბახტაძის პოზიციები და აუდიტის სტატისტიკა

      ყველაზე ცხელი თვის კიდევ ერთი სამუშაო კვირა მიილია. დღე ტრაგიკული ამბავით დაიწყო - მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. სხვა ამბები ბათუმურ ცხოვრებას უკავშირდებოდა და სასტუმრო დახურვას. ამასთანავე მოჭიდავეების გაკიცხვა, პრემიერისა და საგარემო საქმეთა სამინისტროს ტრიბუნა იყო მეინსტრიმში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 აგვისტო, 2018 /

      მსახიობის გარდაცვალება - მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ჩემთვის დაახლოებით ერთი საათით ადრე აქვს მოწერილი - ვერიკო ტურაშვილი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე. მაია კაჭკაჭიშვილი - მამამისიც გულით გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. დოლიძის ქუჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი კორპუსში, სადაც მისი ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა. ახლობლების ვარაუდით, მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს. მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა - ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჯერ კიდევ ჰქონია - შეიძლება გული გაუსკდა, ნერვებისთვის რაღაც პრეპარატს იღებდა. პირი, რომელთანაც მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა, პოლიციამ დაკითხა.

      ბუნებრივი აირის გაძვირება - 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი გაიზრდება.

      აფთიაქების კონტროლი - რეგულირების სააგენტო აფთიაქებიდან VALSARTAN-ის შემცველი ზოგიერთი მედიკამენტის ამოღებას ითხოვს. ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია.

      პატრიოტიზმზე მითითებები მოჭიდავეებს - რადიო „თავისუფლება“ - რამდენიმე ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგო. მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ძამბოლატ თედეევი ჩვენი ქვეყნის შვილია - ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული, ეს არის მეგობრული ჟესტი.

      ევროკავშირის ელჩი, ჰერმანი საქართველოზე - იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. იანოშ ჰერმანი - მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს, გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს. რეფორმების შედეგი ყოველთვის უფრო გვიან ჩანს, ამიტომ საჭიროა გააგრძელოთ მათი იმპლემენტაცია. საქართველოს მთავრობამ თავი გაართვა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებას.

      წარსულში დამწვარი სასტუმროს პრობლემები - ყოფილი „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციამ დღეს, 18:00 საათამდე შენობიდან სტუმრები უნდა გაიყვანოს და საქმიანობა შეწყვიტოს. „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე სასტუმროს მუშაობის უფლება მისცენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე „ლეოგრანდზე“ - ვერ დავუშვებთ, ტურისტები ისვენებდნენ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია. შალვა ხუციშვილი - სასტუმრო „ველმონდთან“ დაკავშირებით მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს. ყოფილი „ლეოგრანდი“ დღეს, 18:00 საათზე დაიხურა, დამსვენებლებს კი ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდნენ. თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც „ველმონდში“ ხარვეზები მოგვარდება, დიალოგის რეჟიმში გადაწყდება, როგორ გააგრძელებს სასტუმრო ფუნქციონირებას. საბოლოოდ იმით დასრულდა ეს ყველაფერი, რომ ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა.

      მაჩალიკაშვილის გამოკითხვა - ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვისას ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები. მარიამ კუბლაშვილი - მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია.

      საპრეზიდენტო არჩევნები - დავით ბაქრაძე - ქვეყანაში არსებული პრობლემები გვაჩვენებს, რომ საქართველოს ქმედითი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. სოზარ სუბარი - ახალი პრეზიდენტისადმი არავითარი მითითება არ იქნება, სად დაჯდეს, თუმცა უმჯობესია, თუ ორბელიანის სასახლეში განთავსდება. აკაკი ზოიძე - სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პირადად ჩემს არჩევანზე გავლენას ნამდვილად მოახდენს. ირმა ნადირაშვილი - ხალხმა პრეზიდენტად ის უნდა აირჩიოს, ვინც ორიენტირებულია პრობლემებზე და არა იმის შერჩევაზე, რომელ კაბინეტში და სასახლეში დაიკავებს ადგილს. ეკა ბესელია - დავით უსუფაშვილის კომენტარით მოხდა ინსტიტუციის დაკნინება, ეს არ უხდებოდა არც საპრეზიდენტო კანდიდატს და არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. დავით ბაქრაძე - ლარის კურსის ვარდნის გამო უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პური გაძვირდეს.

      ლარი კლებულობს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5779 ლარი გახდა. გიორგი ქობულია - ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის. ეკონომიკის მინისტრი - კომერციული ორგანიზაციებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება კერძო მომხმარებლებზე არ აისახება.

      ქართული მცდელობა გინესისთვის - 18 წლის ქართველი წყალქვეშ ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობაში გინესის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

      საგარეო მინისტრის დღე - დავით ზალკალიანი - იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის კანცლერის ვიზიტი. დავით ზალკალიანი - წინააღმდეგი ვართ დიალოგის პოლიტიზირების და ოკუპირებულ რეგიონებს ვთავაზობთ თემებს, რომელიც გაგვაერთიანებს და არ გაგვყოფს. დავით ზალკალიანი - საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას ახორციელებს შვეიცარიის საელჩო და მათ უფლება ჰქონდათ სავიზო მომსახურების ცენტრი გაეხსნათ. საგარეო საქმეთა სამინისტრო - საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა.

      პრემიერის პოზიციები - მამუკა ბახტაძე ავლაბრის სასახლეზე - მე მაქვს პრინციპული პოზიცია, რა უნდა უჯდებოდეს გადასახადების გადამხდელებს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა. ამუკა ბახტაძე - საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მამუკა ბახტაძე - ანგელა მერკელის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია. პრემიერი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე - ჩვენმა გუნდმა აიღო რამდენიმეკვირიანი პაუზა და ვაკვირდებით მოვლენებს. სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ მოსახლეობას მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები შევუმსუბუქოთ. საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება. საშინაო ვალთან დაკავშირებით გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ. მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური გზავნილი არის მშვიდობა. პრემიერ-მინისტრს საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების შედეგად 100 მილიონი ლარის დაზოგვის მოლოდინი აქვს. ტურიზმის მიმართულებით ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია გვაქვს არჩეული. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და ამასთან, შევამციროთ მოწყვლადობის დონე გარეფაქტორების მიმართ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პროფესიულ წრეებში უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობის ხარისხით და უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეპუტაცია.

      აუდიტი მუშაობს - აუდიტის სამსახური - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს. აუდიტის სამსახური - ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში სხვადასხვა დელეგაციის კვებით გამასპინძლებაში 44 ათასი ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახური - ახმეტის მერიამ თუშეთში ერთ ფრენაში 21.300 ლარი გადაიხადა, ადგილზე კი მოსახლეობას 1300 ლარის სასაჩუქრე პაკეტები დაურიგა. აუდიტის სამსახური - ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ მათ მფლობელობაში არსებულ შპს-ების საქმიანობაზე სათანადო კონტროლი და მონიტორინგი არ ხორციელდება. აუდიტის სამსახური - აბაშის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა.

      ნადირობის სეზონის გახსნა - ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება.

საზღვარგარეთულები:

      სანქციებით შეშინება - აშშ თურქეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება

      პატიმარი კანდიდატი - პატიმრობაში მყოფი ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

      კიმ ჩენ ინი - ფხენიანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები ყაჩაღურია

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 208

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აგვისტო 18, 2018||10:00pm

საუცხოო კარგი და გურმანი მესაჩუქრეები არიან. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters