დღეს, საკვრიაო ქადაგების დასასრულს, მამაომ თქვა, რომ ხვალ, ორშაბათს, 18 იანვარს, ჩავატარებთ ღამისთევის მსახურებას, ღამისთევის შემდეგ კი არაგვში ჩავალთო. ამ სიტყვების თქმა იყო და ტაძარში ერთდროულად ჩამოიარა ბედნიერმა სახეებმაც და აციებულმაც. თვალებანთებული თუ სიცივეშეპარული მრევლი ერთმანეთს ეკითხებოდა - აპირებ ჩასვლას?! პასუხები არაერთგვაროვანი იყო: არ ვიცი; ვნახოთ; თუ ძალიან არ ეციება; თუ არ გავიყინები ჩავალ; ჩავდივარ აბა რას ვშვრები; არაა, რას ამბობ, რა ჩამიყვანს იქ! თოვლიანი ზამთარი გვაქვს და ძალიან ცივა წლევანდელ იანვარს, ეგეც არ იყოს, ზამთარში არაგვში ბანაობა? დიდი გამოწვევაა!
17 იანვარი, კვირა
---
ესეც ღამისთევის ლოცვა. თითქოს ძალიან სწრაფად მიდის, არავის ეძინება. ყველას ერთი მოლოდინი აქვს, წირვის შემდეგ, მცხეთისთვის უჩვეულო ამბავი ხდება, შუაღამისას, ისედაც ცივსა და გაყინულ არაგვში, იანვრის თოვლიან ღამეს, წყალში შთაფვლა გველის. მეც მომარაგებული მაქვს გამშრალებისა და გათბობის დამატებითი საშუალებები. შეკითხვები იგივე, ოღონდ დაზუსტებით - "მართლა ჩადიხარ?".
18 იანვარი, ორშაბათი, ღამისთევის ლოცვა
ორი დღეა არ მოუთოვია და ახლა, როცა სვეტიცხოვლის მრევლი, ფეხით, კმევითა და გალობით მთელს ქალაქს აღვიძებს და მიემართება არაგვისკენ, სწორად ახლა გათოვდა. წვრილად თოვს, წვიმასავით.
აი, სანათლავთან მივედით. უფრო დიდი იყო წარმოდგენილი და პატარა აღმოჩნდა. მამა ისააკი უკვე წყალშია, იქვეა მამა ილია და მამა გიორგი. მცირე თათბირი და გადაწყვეტილია: აქ შთაფვლა არ გამოვა, სჯობს პირდაპირ არაგვში შევიდეთ.
მსურველი იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. კაცები, ქალები, დიდები-პატარები. ყველანი სიხარულით შედიან და უფრო დიდი სიხარულით გამოდიან არაგვიდან.
ჩემი რიგიც დადგა. აი, შევდგი ფეხი არაგვში. ცივია, საშინლად ცივი, ცოტა კიდევ წინ, სისხლი უცბად მოაწვა გულს, ფილტვებს, საკუთარი გულის ბაგა-ბუგი ხალხის ყიჟინის მიუხედავად მაინც ჩამესმის, ჰაერი მჭირდება - მძიმედ ვსუნთქავ, კიდევ მეტი ჰაერი მჭირდება, სწრაფად ვსუნთქავ. ვიცინი, რადგან შიშმა არ ამიტანოს. წყალი უკვე წელამდეა მოსული, გული კი კისერს ებჯინება. ერთი ნაბიჯიც და ფეხქვეშ სილას ვეღარ ვგრძნობ - ცურვა არ ვიცი, ესეც დამატებითი პრობლემა. ახლა გაყინული არაგვი და ჩემი ტუჩები ერთ დონეზე არიან. სტიქარი კანზე მეკრობა, მაგრამ ერთი ხელის მოსმა საკმარისია - ფეხქვეშ მიწაა. პირველი შთაფვლა მამა გიორგისთან - სახელითა მამისათა ... ... ... ბედნიერებაა როცა სუნთქავ. მეორე შთაფვლა მამა ისააკთან - სახელითა მამისათა ... ... ... მამა ანტონი და შემდეგ მამა ილიამაც - მოდი აქ. წყლიდან ამოვდივარ, ცოტას ვბარბაცებ და სანათლავის მესერს ვეჭიდები. ვდგავარ ერთ ადგილას, მუხლებამდე წყალში და ბედნიერი სახით ვუყურებ მამებს და მათთან მისულ გულანთებულებს. ჩემი დის ხმა მესმის - აღარ ამოდიხარ?! კი, კი, მოვდივარ. დროზე გამოიცვალე.
გამოსაცვლელიც გვქონია. ლურჯი "ბრეზენტის" კარავი. ჩემამდე ჩასულები უკვე იხდიან და იცვამენ. მეც ვიპოვე ერთი კუთხე, დავყარე პარკები და დავიწყე გახდა-ჩაცმა. ვიღაცას მოაგონდა რომ ფარნიანი ნოკია ჰქონდა და აანთო!
- რას შვებით ხალხო, ყველაფერი ჩანს გარეთ!!
ჩრდილების თუ სილუეტების თეატრი, სპექტაკლი "კაცების გასახდელი".
ნოკია ძირს ეცემა და ალბათ სამუდამოდ ქრება.
უკვე გავმშრალდი, გამოვიცვალე და ჩემი და ვიპოვე. მამები მხოლოდ ახლა ამოვიდნენ წყლიდან.
- სოფო, ამდენ ხანს წყალში იყვნენ!
- ჰოო, საათზე მეტ ხანს მოუწიათ წყალში დგომა.
უკვე სახლში ვარ, მთელი სხეული მიხურს, ამბობდნენ მომავალ წელსაც იქნებაო. "ბასანოჩკები" უნდა ჩავიცვა მომავალ წელს, ფეხებზე შლამი და ბალახები საშინელება იყო.
19 იანვარი, გამთენიისას, 4:30, 2010 წელი
დაწერილია 19 იანვარს, გამთენიისას, 5:21, 2016 წელს.
სვეტიცხოველი, როგორ აღაპის კერა!
ჰო, მართლა, 18-ში, ღამით, მამა გიორგიმ დამირეკა, არაგვზე ვაპირებთ ბიჭები ჩასვლას და ხომ არ შემოგვიერთდებიო. 2011-ში არაგვზე ჩასვლა არ ყოფილა. ახლა წარსული გაცოცხლდა. ახლა კიდევ ერთხელ ვეგებებოდი ნათლისღებას სიხარულით.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია