კვლევის პოლიტიკური ნაწილი, უარყოფითი ვაქციანაცია, გენერლის საქმე და ანტიტრამპი სიახლეების ოსტატები

      გუშინდელი ამბავი დღეს უფრო ხმაურიანი გამოდგა - მთელი დღე, საინფორმაციოები არკვევენ ვაქცინაციის საფრთხე-უსაფრთხოებას. ასევე, დღის ნიუსლისტი მკვეთრად განსაზღვრა NDI-ს კვლევების მეორე, პოლიტიკურმა ნაწილმა. ისევ აქტუალურია - გენერლის მკვლელობის საქმე, საზ.მაუს კერძო ბიზნესი ან დაფინანსება, პრეზიდენტი და მისი უფლებები ან მომავალი კანდიდატი, სახალხო დამცველი და კორეა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 იანვარი, 2018 /

      ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანი, არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება. ამირან გამყრელიძე - ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში ეჭვქვეშ არ აყენებს. “ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები გააკეთოს 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. თინა ბოკუჩავა - კარგი იქნება აუდიტის სამსახური თუ დააზუსტებს, კონკრეტულად რომელ ვაქცინაზეა საუბარი. დავით სერგეენკო - შეგვეძლო შეგვეჩერებინა იმ ვაქცინის გამოყენება, სანამ ახალი არ შემოვიდოდა, თუმცა ეს ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. დავით სერგეენკო - ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია. დავით სერგეენკო - ვაქცინა, რომელზეც ჯანმო პრეკვალიფიკაციას მოხსნის, არ ნიშნავს, რომ საფრთხეს წარმოადგენს. დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან იმუნიზაცია არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად. დავით სერგეენკო - გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილება. დავით სერგეენკო - შესაძლოა, დისკრედიტაციის მცდელობა გარკვეულ პოლიტიკურ სარჩულსაც ატარებდეს, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ამაში აუდიტის სამსახური მონაწილეობდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

      NDI-ს შედეგების მეორე, პოლიტიკური ნაწილი - NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი. NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას. NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს. NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ. NDI-ს მიერ გამოკითხულთა 77% პარლამენტის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა. NDI - რესპონდენტთა 73%-ისთვის პუშკინის ქუჩაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის „თბილისი სითისთვის“ 1 ლარად გადაცემა მიუღებელია. NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 27 % ხმას „ქართულ ოცნებას“, 10 % „ნაციონალებს„, 3 % კი - „ევროპულ საქართველოს“ მისცემდა. NDI - რესპონდენტთა 31 %-სთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, 10 %-სთვის კი „ნაციონალური მოძრაობა“. NDI-ის გამოკითხულთა 47%-სთვის გურამ კაშიას მხრიდან სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად სამკლაურის გაკეთება მიუღებელია. NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი დეპუტატი უნდა იყოს. NDI - გამოკითხულთა 86% ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნას სექსუალურ შევიწროებად აფასებს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. თინა ბოკუჩავა - NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა. ლორა თორნტონი - არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა. ელენე ხოშტარია - NDI-ის კვლევიდან კარგად ჩანს, თუ რა უნდა იყოს სახელმძღვანელო ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ირაკლი კობახიძე NDI-ზე - ჩვენ გვირჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ. ნინო ლომჯარია NDI-ის კვლევაზე - საზოგადოება მზადაა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით. ეკა ბესელია - მაჟორიტარებს იმდენად აქტიური საარჩევნო კამპანია ჰქონდათ, რომ ყველა ოლქი თავის მაჟორიტარს უნდა იცნობდეს. მიხეილ ბენიძე NDI-ის კვლევაზე - ტენდენცია ნარჩუნდება, რომ საზოგადოების ნაწილი ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერია, დიდი ნაწილი კი, ვერც ერთი პარტიისადმი ვერ ავლენს სიმპათიებს. სერგო რატიანი NDI-ის კვლევაზე - ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე ცხადია, რომ გარკვეული ნიჰილიზმია პოლიტიკური პროცესების მიმართ.

      გენერლის მკვლელობის საქმე - გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს. ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს. ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. გოგა ხატიაშვილი - ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო მიმალვის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები, რადგან ბრალდებული თავისი ფეხით გამოცხადდა სასამართლოში. გიორგი ჭანტურიას და - ჩემს ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა. ადვოკატი - საქმის მასალებში საუბარია პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან, გიორგი ჭანტურიას მიმართ რატომ გაჩნდა ეჭვები, პასუხები არ გვაქვს. ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ალიბი აქვს.

      მაუწყებლობა - გია ვოლსკი - კერძო მაუწყებელთა ინტერესები არ შეილახება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა ექნება. ნინო ლომჯარია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მხარს უჭერს. ეკა ბესელია - ვეტოს დაძლევის რესურსი გვაქვს, მაგრამ რადგან არიან განსხვავებული აზრის მქონე კოლეგები, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. ეკა გიგაური - იმედი მაქვს, დისკუსიაში უმრავლესობის იმ ჯგუფის პოზიციები უფრო ძლიერი იქნება, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს არ ემხრობა. სერგო რატიანი - თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.

      პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში - ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა. თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის უკრაინაში ვიზიტზე - ეჭვი მაქვს, რომ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე საუბარი შეეხება სააკაშვილს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

      თბილისის მერია - კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება. 20 ნოემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, თბილისში გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა, 54 ობიექტზე კი მშენებლობა შეჩერდა. კახა კალაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების მიმართულებით მერია მიმდინარე წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარს დახარჯავს. კახა კალაძე - ბაღების კვების რაციონში მოიმატა ხორცის, თევზის და რძის პროდუქტებმა და შემცირდა მავნე პროდუქტები, მათ შორის, მარილისა და შაქრის ნორმა. ილია ელოშვილი - ამხანაგობები, პროექტების განხორციელებისას, ტენდერის ფასის მიხედვით 10%-ს შეაგროვებენ და გადაწყვეტენ, რომელ პროექტებს მოახმარონ.

      სახალხო დამცველი - ნინო ლომჯარია - შევაფასებთ, რამდენად საკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეწყალების აქტის განხორციელებისთვის პასუხისგებაში მიცემულიყო. ზაზა ბიბილაშვილი - ომბუდსმენი პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს, მაგრამ პირობა მოგვცა, რომ ყველა საქმეს შეისწავლის. ნინო ლომჯარია - დავინტერესდებით ყველა საკითხით, სადაც შეიძლება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ჩანდეს.

      შანხაის ბაზარი - ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ.

      ბასიანის საქმე - თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ლია მუხაშავრია - ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოსთვის მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გახდა ნიშანი იმისა, რომ თამაზ ქვლივიძისთვის საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინა.

      ნარკოპოლიტიკა და კანონის სიმკაცრე - გიორგი აბაშიშვილი - მინდა მოვუწოდო მთავარ პროკურორს, დაავალოს საკუთარ პროკურორებს კვალიფიციური გამოძიების უზრუნველყოფა. პროკურატურა პრეზიდენტს ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან.

      კანონდარღვევები - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორი - თურქეთის მოქალაქის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

      ისევ არჩევნები თიანეთში - თამაზ მეჭიაური - უმჯობესია, თიანეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ სჭირდება ამ ხალხს - თაღლითები თუ სხვა ვინმე. თამაზ მეჭიაური - თიანეთის ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა - უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელში საღმა აზრმა გაიღვიძა.

      რეფორმა - საია - კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა დაიწყოს.

      პრეზიდენტობის კანდიდატი - გიორგი აბაშიშვილი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შიდაპოლიტიკური პრაიმერისთვის ემზადება.

      გაჩერებული საქართველო - დევიდ კრამერი - საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკანიუსი - პენტაგონი - მდინარე ევფრატის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი - თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა ერთი წლის განმავლობაში არ მოხდება. რექს ტილერსონი - თურქეთისა და სირიის საზღვართან სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნას არ ვაპირებთ. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციების დაძლევაში ეხმარება. დონალდ ტრამპმა „ფეიქ ნიუსის“ გამარჯვებულები დაასახელა - New York Times, ABC News, CNN, TIME, Washington Post, Newsweek. ჯეიმს მეტისი - პრიორიტეტი პრობლემის მშვიდობიან გადაჭრას ენიჭება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეასთან ომისთვის გეგმაც გვაქვს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი - სასაზღვრო უსაფრთხოების ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მექსიკასთან კედელის მშენებლობაზე ხედვა შეიცვალა.

      რუსეთი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რექს ტილერსონის განცხადება, მოსკოვის მიერ ფხენიანისთვის დაკისრებული სანქციების შეუსრულებლობის შესახებ, უსაფუძვლოა

      უკრაინა - მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ.

      ნიგერია - ნიგერიაში მომხდარ ტერაქტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა.

      ხმა თურქეთიდან - თურქეთის ვიცე-პრემიერმა სირიაში „საზღვრის უსაფრთხოების ძალების“ შექმნის აშშ-ს გეგმა გააკრიტიკა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 215

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters