ადვოკატთა პრეზიდენტი, სტატისტიკა, დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, დიპლომატია და მოშიმშილე პრეზიდენტის მსჯავრი

      ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი დეკემბერი გვაქვს. საქართველოს მასშტაბით აქტიუალური თემები ეხება დედაქალაქის მერიას და მის მუშაობას, დაგეგმილ პროექტებსა და მათ განხორციელებას. ასევე მნიშვნელოვან სიახლეთა რიგებში მოხვდა ადვოკატთა ასოციაცია, სკოლების საკითხი. მაგრამ ქართულ მედიაში მთელი დღე მაინს სააკაშვილის უკრაინული მსჯავრი ისმოდა:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 დეკემბერი, 2017/

      ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს სამართლებრივი გზით გააპროტესტებენ. დავით ასათიანი - ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და მეორე ადგილას გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ. ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ონისე მარგიანი და ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და დავით ასათიანს გამარჯვებას ულოცავენ. ადვოკატების ნაწილი ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტურს ეწინააღმდეგება. ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური აუცილებლად უნდა გაიმართოს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ონისე მარგიანი დავით ასათიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

      სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემები - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა პრემია-დანამატებზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში, 153 889 ლარი გასცა. 9 თვეში საქართველოში შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია.

      #თბილისი და თბილისის მერია - თბილისის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მომავალ წელს 326 მლნ ლარამდე დაიხარჯება. სახალხო თვითმმართველობა კახა კალაძეს დედაქალაქის გენგეგმაზე საჯარო განხილვებს სთავაზობს. ირაკლი ნადირაძე - ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო, რომ კახა კალაძე ბიუჯეტის ასეთ ცუდ პროექტს წარმოადგენდა. კახა კალაძე - ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები, დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. გიორგი კვირიკაშვილი - თითოეული ჩუქურთმა, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ და მოვეფეროთ. კახა კალაძე - თბილისი მარადიულია, ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეები სიყვარულით და მზრუნველობით ქმნიდნენ ამ მარადიულობას. კახა კალაძე - მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის. კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. "ხრუშოვკების" პროექტის განხორციელება სრულიად შესაძლებელია და მერია ამ მიმართულებით მუშაობს. ნიკა მელია - არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სააკაშვილი გაუგებარი გზებითა და მეთოდებით აღმოჩნდეს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი - თუ ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ, ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს. კახა კალაძე - ჩვენთვის უკანონო შენობა-ნაგებობები მიუღებელია. არჩილ თალაკვაძე - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციით დედაქალაქში მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი გაჩნდება. ილია წულაია - იმთავითვე ჩანდა, რომ კახა კალაძის პროგრამა არ იყო მხოლოდ სიტყვები და მის უკან ამბიციური, მაგრამ კარგად გააზრებული გეგმები იდგა. ბექა ოდიშარია - ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების ხარისხიანად აღდგენა ყველაზე ფასდაუდებელი საქმეა, რომელიც ქალაქის მერმა შეიძლება გასწიოს.

      საქართველო და ევროკავშირი - ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს. ვიქტორ დოლიძე - ხვალ რომ გავიღვიძებ, მინდა ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ მოხდება ერთ დღე-ღამეში და მოხდება ძალიან დიდი შრომის ფასად.

      დიპლომატია - ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატიის საკითხებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კონსულტანტის თანამდებობას იკავებს. ალექსი პეტრიაშვილი - წუხილს გამოვთქვამ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეფორმა შეეხო. ირინა ფრუიძე - ალექსი პეტრიაშვილი, როგორც კონსულტანტი, გაეროს განვითარების ფონდის მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებშია დაქირავებული.

      ჯანდაცვა - აკაკი ზოიძე - უნდა გაფართოვდეს უფასო მედიკამენტების როგორც კონტინგენტი, ისე ასორტიმენტი.

      ჩვენი სამშობლოს ბუნება - იანოშ ჰერმანი - ყველას შეიძლება არ ესმოდეს, რომ გარემოს დაცვა საქართველოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

      ეკლესიისა და სახელმწიფოს საერთო საზრუნავი - მომავალი თაობა - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ეკლესია არის ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და სულიერი მამოძრავებელი ძალა. გიორგი მარგველაშვილი - მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება. ირაკლი კობახიძე - სკოლებში უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხში პარლამენტი ჩართული იქნება.

      ქართველი ბანი და სამართალი - პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. პაატა ბურჭულაძე მის დაკითხვას მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

საზღვარგარეთულები:

      „ისეთი ბიჭია, არსად დაიკარგება“, ანუ სააკაშვილის დღეები - პარტიის ლიდერის მხარდაჭერა - “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 13 დეკემბრიდან დაიწყებს და უკრაინის საელჩოსთან აქციებსაც გამართავს. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები საპროტესტო აქციებს უკრაინის მასშტაბით აანონსებენ. დავით საყვარელიძე - როგორი შეშინებულიც არ უნდა იყოს „როშენის“ ჯიხურის მფლობელი პოროშენკო, ამ მოძრაობას ვერ შეაჩერებს. სააკაშვილის სასამართლო დღეს გაიმართა. უკრაინის პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შინაპატიმრობის პერიოდი უნდა გაატაროს. იქამდე, ადვოკატები ვარაუდობდნენ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიან შინაპატიმრობას მოითხოვდა. სანდრა რულოვსი - მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს. ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის შიდა საქმეა, რომელიც კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის და საქართველოს ჰიმნები იმღერა. ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, რომელთან კავშირსაც პროკურატურა სააკაშვილს ედავება, იური ლუცენკოს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ პუტინის აგენტი, სპეცრეისით გამიშვებენ მოსკოვში და ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს. მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირებაზე - თუ უკრაინელები გამოატანენ ჩემს თავს, ენაცვალოთ ჩემი თავი, მერე დაიწყება მაგათი თავდავიწყება. მიხეილ სააკაშვილს თავდებში 12 დეპუტატი უდგება. პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი. პროკურორი - რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა. მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში.

      ისრაელის საქმე - ბენიამინ ნეთანიაჰუ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ჭკუას უნდა გვასწავლიდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - იერუსალიმის ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადების მცდელობა კრახისთვისაა განწირული. ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს. ბენიამინ ნეთანიაჰუ - მჯერა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ვლადიმერ პუტინი - პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტა ხანგრძლივ და სამართლიან შეთანხმებებს მოითხოვს, რომლებიც ყველა მხარის ინტერესებს პასუხობს.

      ამერიკა და მედია - დონალდ ტრამპი - „ფეიქ-მედია“ კონტროლს აღარ ექვემდებარება, ეს ამერიკის სირცხვილია. და კიდევ ამერიკა - ამერიკული მედიის ინფორმაციით, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების გამო, პოლიციამ მეტროს სამი ხაზიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. NBC - მანჰეტენზე აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, მანჰეტენზე აფეთქებისას დაკავებულს კიდევ ერთი მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც არ აფეთქდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 238

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters