საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობისა და მწვანე თვალების მატარებელი ადამიანი. რა თქმა უნდა უარყოფითებს ცოტა მოვუკლებ და რაც არ დამიწერია თქვენით გადაწყვიტეთ რომელი იქნება უარყოფითი.

სახელი: თომა

გვარი: ანთიძე

ეს სახელიც და გვარიც ფსევდონიმია რიკანდრო კი ფსევდონიმის ფსევდონიმი. ეგრეთ წოდებული ნიკი. ანონიმური ბლოგის ავტორი და სხვა პრემიების მფლობელი. ბუნებით რომანტიკოსი, მაგრამ რეალისტურად განწყობილი ცხოვრების მიმართ. ზოდიაქოთი თევზები, სახლში წყნარი, მეგობრებთან ამბიციური, ბოლო დროს ნერვოზიანი და საბოლოოდ კიდევ უფრო ნერვოზიანი, თუმცა ნერვოზი უკვე უნერვოზობაში გადაიზარდა და ყველაფერს გულგრილად ვხვდები, თუმცა სიყვარული მკლავს და მასუსტებს. ერთი სიტყვით რომ მთხოვოთ დახასიათება საკუთარი თავის ალბათ გიპასუხებდით: “სიყვარულის ადამიანი”. ბევრი იფიქრებს რომ ბედნიერებაა, უსაზღვრო სიყვარულის ნიჭი, მაგრამ დიდი დოზით არაფერი ვარგა. რას ვიზამთ თუ ესეთი ვარ საბოლოოდ ჩემმა სიყვარულის მორევმა ბევრი დაახრჩო და ამ ბოლო დროს ჩემ დახრჩობასაც აპირებს. მყავს გოგო, რომლითაც ვცოცხლობ და მას ამ სიყვარულის მორევში ვანებივრებ, მაგრამ ხშირად ვერ ხვდება რომ ოკეანეში ცურავს და არა აუზში, რაც ამ ოკეანეს აღელვებს და მასაც დასახრჩობად იმეტეს, რომ მოკლას სიყვარულით და ჩაითრიოს მთელი მისი არსება ვნებისგან აქცეულ ზვირთებში, ხშირად ორივე ვეთრევით ამ ზვირთებში და დილას ვიღვიძებთ ორნი: ნაპირზე გამორიყული დაქანცული სხეულები. ოკეანე დამშვიდებულია ისიც ისევ თამამად  შედის ამჯერად უკვე მოალერსე ციცქნა თბილ ტალღებში, ტალღები ევლებიან მის შიშველ სხეულს და ეალერსებიან მის თითოეულ ნაწილს. მაგრამ მაინც ვერ ხვდება თუ რა შეუძლია კიდევ ამ უსაზღვრო ოკეანეს.

  ასაკით თინეიჯერობას გადავცდი ახლახანს, პროფესიით ვცდილობ მხატვარი ვიყო, თუმცა ბოლო დროს დიდხანს არ მიმუშავია და მგონია რომ ისიც კი დამავიწყდა როგორ უნდა დავიჭირო ფუნჯი ხელში. ხანდახან როგორ მსურს რომ დავხატო ჩემი ფანტაზიები და გადავიტანო ყველაფერი ტილოზე, მაგრამ როგორც გითხარით დიდი ხნის უმუშევრობისგან ტილოზე მხოლოდ პირველ კლასელის დასმული ხაზები ჩანს, რაც კიდევ უფრო მიტეხავს გულს და მიბიძგებს ფუნჯის გადაგდებისკენ. ეს პრობლემა პრობლემად რჩება და ალბათ ცოტა დიდხანსაც გაიწელება.

   ბოლო დროს ცეკვის მიმართაც გამიჩნდა ინტერესი, მაგრამ არა ქართული, ან ჰიპ-ჰოპი, არამედ ისეთი ცეკვის მიმართ რაც გამოხატავს ადამიანის სურვილს, თუნდაც ხელების მოძრაობით ან ტანის. ამ საკითხში რატომღაც უფრო მონდომებული ვარ და ზოგჯერ საათობით ვდგავარ სარკის წინ ხელების, ტანის და თავის მუსიკად ქცევისთვის, რთული საქმეა გადმოსცე მუსიკა ხელების მოძრაობით. თქვენც სცადეთ მეგობართან ერთად. ან თქვენ ან თქვენმა მეგობარმა ყურსასმენებით მოუსმინოს მუსიკას და შეეცადოს ეს ხელების ან ტანის მოძრაობით გადმოგცეთ ეს. თქვენც შეეცადეთ მიხვდეთ როგორი მუსიკა შეიძლება იყოს, წყნარი ჰარმონიული თუ დინამუირი.

რაც შეეხება ჩემ ცხოვრებას აქ იმ პერიოდში ვარ სადაც ვფიქრობ რომ ფერადი ცხოვრება მქონდა 5-6 წლის წინ. ნელ-ნელა ვიაზრებ მაინც რომ ეს ცხოვრება ფერადია და ადამიანების უმეტესობა მას შავ-თეთრად ატარებენ. ამასთან ის პერიოდიც მაქვს რომ ვხვდები თუ რა მაგრად დამენძრა მომავალში, მაგრამ მაინც: შავ-თეთრად გატარებულ ფერად ცხოვრებას მირჩვენია, ფერადად გატარებული შავ-თეთრი ცხოვრება.

ნახვა: 183

ლაშა: ივნისი 2, 2013||2:18am

შავ-თეთრად გატარებულ ფერად ცხოვრებას მირჩვენია, ფერადად გატარებული შავ-თეთრი ცხოვრება.

ანუ შენ მატრიცას ირჩევ? ;) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters