გულწრფელი სიყვარული იცით როგორია?
ძალიან მოკლე ამბავი უნდა მოგიყვეთ.
22:30 იყო, როდესაც თომას უკვე ძილისპირული ეწყებოდა და დედამისს დავუტოვე ოთახში. გამოვედი და ტელეფონზე დამხვდა 8 გამოტვებული ზარი ერთი და იმავე ადამიანისგან. შეშინებულმა გადავურეკე, რა ხდება, ხომ მშვიდობაათქო.
- კი, მშვიდობაა. როგორ ხარ?
- რავიცი, ცოტა მეძინა და შენი ზარები რომ დამხვდა, შემეშინდა, დაგირეკე.
- არაფერი, უბრალოდ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2021 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,
ქრისტე…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2021 წელი. 1:50pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2021 წელი. 11:40pm —
არ არის კომენტარები
_______________
კოვიდსამყარომ ცოტა გადაგვავიწყა კინომანია და კინოს უმაღლესი ჯილდო - ოსკარი. დღეს გამთენიისას, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 93-ე ცერემონია გაიმართა. ტრადიციულად, ამერიკა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი. პანდემიის მიუხედავად 2020-ში კინოების გადაღება არ შეწყვეტილა და არც მაყურებლები დარჩენილან…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 26, 2021 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
მომნატრებია მეტროთი მგზავრობა. დღეს ვიმგზავრე. ორი ადამიანი, ჩვენს წინ მსჯელობდა იმაზე, რა არის მეგობრობა - შენ რომ ჩემი გესმის და იცი მე რას ვფიქრობ, მე რომ შენი მესმის და ვიცი შენ რას ფიქრობ, ეს არის მეგობრობაო, უმტკიცებდა ერთი მეორეს. ამ დროს კახას გადავულაპარამე, ხედავ რა საინტერესოათქო. კახამ ჩვეული ფილოსოფიური სიდინჯითა და ჩაფიქრებით - დაიკიდე, ძალიან ბევრი დალიესო - მიპასუხა.
- რას ამბობ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2021 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
ეს დღესასწაული ასეთ მცირე ბლოგს არ იმსახურებს, მაგრამ ახლა ემოციამ ისე მომაბჯინა ყელში ბურთი, რომ მეტი ვერ დავწერე. დღეს ხარებაა ხალხო, ხარება...
ეს სამყარო არსებობს სამ კატეგორიაში - დრო, სივრცე, მატერია (ნებისმიერი თანმიმდევრობა მისაღებია, რადგან ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ). ყველაფერი რაც ამდენი საუკუნის მანძილზე მეცნიერებამ, ამ ღმრთაებრივმა ანარეკლმა გვასწავლა, ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთის შემეცნებაა - ან დროის,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 7, 2021 წელი. 9:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
ეს ამბავი, ორი დღის წინ მოხდა. ის-ის იყო კიბეები ჩავირბინე, ნაგვის ურნაში სახლიდან წამოღებული „პარკები“ ჩავყარე და გაჩერებაზე მარშრუტკის მოლოდინისთვის მოვემზადე, რომ ჩემს წინ პატრულის პატარა, ლამაზი, მოსკუპული მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა ბიჭები ჩანდნენ. შუშა ნელ-ნელა ჩამოუწიეს. ვიფიქრე, რაიმეს კითხვა ან ადგილის მისწავლება ენდომებათ-მეთქი.
- გამარჯობა, პირადობა თან გაქვთ?
- დიახ - ვეცადე ხმაშიც კი კეთილგანწყობა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 23, 2021 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
5 მარტის მშვენიერი საღამო იყო. ცოტა გრილი, მაგრამ მაინც მარტული. საათზე ათის ნახევარს უჩვენებდნენ ისრები. თომას ტრადიციული ძილისწინა ენერგიის მოზღვავება ჰქონდა და დაძინებას არ აპირებდა, ამიტომ ვთამაშობდით - „გარბოდე და მოგდევდე“-ს. არის ასეთი თამაში. განსაკუთრებულ გონებრივ დაძაბულობას არ მოითხოვს და პატარებს ამხიარულებს. მოულოდნელად, ბავშვი მოეშვა, მოიღვენთა, თავი მხარზე ჩამომადო და თვალებს ძალდატანებით ახელდა. რომ არ გვცოდნოდა მისი ხასიათი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2021 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
პოლიტიკა თუ ბინძური საქმეა, მაშინ მცხეთა ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და წკრიალა ქალაქია მსოფლიოში. არა, განა იმიტომ რომ მცხეთაში პოლიტიკოსები არ არიან, არა - უბრალოდ მცხეთელები არასოდეს ერევიან ამ პოლიტიკოსების მართვის საქმეში. როგორ უნდა ჩაერიონ? შეთავაზებით, მსჯელობით, კრიტიკით, არგუმენტაციით. პოლიტიკური აქტიურობა ანდა რაიმეს პროტესტი ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ მყისვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. იშვიათად მცხეთაში ვინმემ რამე გააპროტესტოს და…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2021 წელი. 4:30pm —
3 კომენტარი
________________
გუშინ გამართულ სინოდის სხდომას დიდი მოლოდინი ჰქონდა, მითუფრო რომ აქტუალური თემების განხილვა უნდა მომხდარიყო. ტრადიციულად, სხდომა დღის თორმეტ საათზე დაიწყო და დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის ოქმი, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2021 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სტატუსში ჩასატევი პოსტი არ გამომივიდა, ამიტომ მცირე ბლოგად უნდა მოვყვე.
წარმატებული წლის მოლოდინით დაიწყო 2021. სულ მინიმუმ 2020_ზე უკეთესი ვუსურვეთ ერთმანეთს, მაგრამ...
მოკლედ, ასეთი ამბავი შეგვემთხვა დღეს. მეზობელი შემოვიდა ოფისში. ერთი მოხუცი კაცია. ჯერ კიდევ ძველი სტამბების დროიდან ცხოვრობს დიღმის მასივში. ვნაცნობობთ ერთმანეთთან, ამიტომ მოურიდებლად იკითხა - სტამბა მაკულატურას ხომ აბარებსო.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 8, 2021 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 7, 2021 წელი. 8:01pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი წელი ვირუსის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ბეჭედზე ეწერა, ესეც ჩაივლის და კიდევ ბევრი რამ ჩაივლის.
ამიტომ
სიკეთის, სიუხვის, სიყვარულის, ბედნიერების, უღალატობის, მეგობრობის და მრავალი, მრავალი სიხარულის და რაც მთავარია, ქველობის წელი ყოფილიყოს 2021!…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 1, 2021 წელი. 12:00am —
1 კომენტარი
________________
მოვედით და მხიარულ იყვენით,
რამეთუ განმზადებულ არს ქორწილი!
ცხრა წლის წინ ცრემლები იყო და ცხრა წლის შემდეგაც პირველი ემოცია ცრემლიანი გამოდგა, ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - სიცოცხლე უყვარს და გულს უფრთხილდება, ცრემლებზე კი არ დარდობს, თუნდაც ნიაღვრად იდინონ, ოღონდ გული კი მოიოხოს. არა, დღეს ტირილი არ შეიძლება, დღეს ქორწილია!
არც ძველი ამბების მოსაყოლი წერილია და არც ახლის,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 27, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
განა შეიძლება ქრისტიანი ადამიანი, ქრისტეს მიმდევართა შესაკრებლების, ტაძრების აშენების წინააღმდეგი იყოს?! ანდა, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ დევნილ ქრისტიანებს რომ შესძლებოდათ ისე თავისუფლად შეკრებილიყვნენ დიდ სახლებში, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, განა არ გაიხარებდნენ?! ესეც ხომ ფაქტია, რომ არ არსებობს საღმრთო ლიტურგიაზე უფრო აღმატებული მსახურება დედამიწაზე - ეს უკანასკნელი ხომ სწორედ რომ ტაძრებში აღევლინება?! მაგრამ ერთი რამ კი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2020 წელი. 2:00pm —
2 კომენტარი
________________
აღდგომიდან მეხუთე კვირას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს დღეს ანდა უფრო მართებულად რომ ვთქვათ, იხსენებს იმ დღეს, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე სამარიტელ ქალს შეხვდა სუქარში, იაკობის ჭასთან. ადრე უკვე დავწერე გულისტკივილით, რომ არ შეიძლება ხარება დღის სიხარული გადაფაროს წმინდა ქალაქის კურთხევის დღესასწაულმა (იხ.…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2020 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს წმინდა სინოდის კრება შედგა, რომლის მთავარი განსახილველი თემა იყო მსოფლიო პანდემია კორონავირუსი #COVID19. ტრადიციულად კრება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში, თბილისში, 12:00-ზე. სინოდის ოქმი, გამოქვეყნებამდე საპატრიარქოსი წაიკითხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2020 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორ გავიმეორო ამ ავადსახსენებელი პანდემიის პერიოდში, მაგრამ წინაპართ უთქვამთ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. თუმცა იდეაზე მუშაობა უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე კორონავირუსი პანდემიად იქცეოდა და დღევანდელ აკრძალვებამდე მივიდოდით.
მახსოვს, წლების წინ, ქალაქის მერობის ყველა კანდიდატი საუბრობდა მცხეთაში არსებულ სატრანსპორტო პრობლემაზე და მისი მოგვარების გზების ძიებაზე. იყო დაპირებები და გეგმები. უკვე წელს, იანვარში, საქართველოს პარლამენტის…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
როგორც ამბობენ, ოცდამეერთე საუკუნე იქცა მესამე ეპიდემიოლოგიურ გარდამავალ პერიოდად და ამ პერიოდში, ყველაზე ხმაურიანი გამოდგა კორონავირუსი (Covid-19). როგორც გვირგვინოსან ვირუსს, სწორედ მას ერგო პანდემიის სტატუსის მოპოვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ვირუსის მასშაბურობა, მედია-აჟიოტაჟი (ხშირად აფსურდულიც) და შფოთი არც საეკლესიო შეკრების ირგვლივ დარჩენილა უხმაუროდ.
იტალიამ დიდი ხანაი დაკეტა ტაძრები მრევლისთვის და სულ…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2020 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება 92-ე ცერემონიისთვის ემზადება. ტრადიციულად, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი და რა თქმა უნდა ისევ მილიონობით კონომოყვარულის გაფაციცებული თვალები. წელს კინომატოგრაფებს განსაკუთრებით რთული დავალებები აქვთ - არჩევანი უნდა გააკეტონ 2019 წლის ისეთ შედევრებში, რომელთა…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2020 წელი. 10:30pm —
9 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.
Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…
© 2024 George. •