ლაშა'ს ბლოგი - ივლისი 2016 არქივი (10)

მონსტრად ქცეული მშვენიერება

      დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2016 წელი. 8:30pm — 2 კომენტარი
________________

მოტივტივე გვირაბი

      საუკუნეებია გვირაბების გათხრა აპრობირბული მეთოდია ტრანსპორტის სამყაროში. წყლის ქვეშ, მიწის გათხრა და გვირაბის იქ გაყვანაც, არ ახალია, ძველია და მარტო თბილისის მეტრო ამის შესანიშნავი მაგალითია. მსოფლიოს ცნობილ გვირაბთა შორის, განსაკუთრებულია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დამაკავშირებელი გვირაბი, 53 კილომეტრიანი გვირაბი (სადაც 23 კილომეტრი წყლის ქვეშ არის) იაპონიაში, კოლორადოს და მალაიზიის ტუნელები და ა.შ.

      ნორვეგიელები ცნობილნი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2016 წელი. 3:30pm — 1 კომენტარი
________________

ქართული ყველის ფესტივალი 2016 მცხეთაში

      კვირა დღე ყველა ქრისტიანისთვის საღმრთო მსახურებას უკავშირდება და მასთან ასოცირდება. სვეტიცხოვრელებს გაგვიმართლა ასეთ დიდებულ ტაძარში რომ გვიწევს მსახურება, მაგრამ ზოგჯერ იმითიც გვიმართლებს მცხეთელები რომ ვართ (ძალიან იშვიათად, მაგრამ მცხეთელობა ხანდახან შეიძლება ბედნიერ გამართლებადაც ჩაითვალოს). ასე მაგალითად, დღეს, წირვიდან გამოსულს, სვეტიცხოვლის გალავანზე მიმაგრებული და ტაძრის წინ, მოედანზე, გაშლილი დახლები დამხვდა საქართველოს სხვადასხვა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2016 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

წიწაკის ჭამის ჩემპიონატი

ცეცხლისა და ყინულის დღესასწაული

      ბოლო დღეებია ჩინეთში არანორმალური ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოში (სხვა ქვეყნის მონაცემები უბრალოდ არ ვიცი) თითქმის ყოველივე მეოთხე გასტრიტით იტანჯება და მკაცრ, საშუალო ან სალხინებელ დიეტაზეა, ამიტომ მეეჭვება ოდესმე ეს ჩემპიონატი ქართველებს შორის გაიმართოს. აი, ჩინეთში კი როგორც აღმოჩნდა, წიწაკა არაა პრობლემა, არც იმ დოზით,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2016 წელი. 2:00pm — 6 კომენტარი
________________

სამეფო კარის თამაშები ქართულად

      ფილმებზე აქტიურ წერას თავისი ხიბლი აქვს, მკითხველი არ გეყოლება, მაგრამ საწერი არ გამოგელევა. განსაკუთრებით ახალი იდეების შესრულებას თუ შეუდგებით. როგორც წესი სერიალებზე არ ვწერ ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერიალის განხილვა ჩემს ბლოგზე და ისიც არა სერიებად, არამედ მთელი სერიალის დასრულების შემდეგ მომინდა გამეზიარებინა განცდები და შთაბეჭდილებები, ვგულისხმობ ანარქიის შვილებისადმი მიძღვნილ პოსტს.

      ახლა კი ვიწყებ ისეთ სერიალზე წერას,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2016 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

მინდორში გამოშვებული სტუდენტები - დიახ, ილიაუნი!

ილიაუნის 10 წლის იუბილე და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

      მაგისტრობის დასასრულს პოსტის გარეშე ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება მოაწყო ილიაუნმა. ვითარებაში გასარკვევად, უცნობებისთვის ვიტყვი, რომ 16 ივლისს…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2016 წელი. 5:00pm — 2 კომენტარი
________________

მადლის დაკარგვის ეპიგრაფი

      ქართული ფილმების დაუფასებლობასა და უგულებელყოფაში, რომ არ ჩამეთვალოს, ერთი ჩვენებური შედევრიც უნდა მოვაქციო ჩემი ბლოგის კინომანიის კატეგორიაში. თინეიჯერებს შეიძლება არც გაუგიათ, ახალგაზრდების უმრავლესობას ნანახი არ ექნება, უფრო ასაკოვნებს კი ნანახიც აქვთ და გულს მიღმაც ვერ დატოვებდნე. არ ვიცი ამ შესავალმა დაგაინტერესათ თუ არა, მაგრამ დღეს ცოტაოდენი უნდა ვისაუბრო 1967 წელს, გაგანია საბჭოეთში გამოშვებულ ქართულ ფილმზე "დიდი მწვანე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2016 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

უშინაარსო აზრების ესკიზები

      როცა წერაზე მიდგება საქმე და თითებს უაზროდ ამოძრავებ კლავიატურაზე, ანდა კალმით ფურცელს ჯღაპნი და უშინაარსო აზრებს უყრი თავს, გამოგდის ის, რაც მე გამომივიდა, ოღონდ არ მახსოვს როდის, მგონი პერიოდული უნდა იყოს და ძველი.

      ქველიბლოგის ფუნქციაში, ბლოგების დარეზერვება და მონახაზად შენახვის ფუნქცია არის, სადაც, სავარაუდოდ 2014 წლის დეკემბრის ბოლო განახლებით პოსტის იდეაც აღმოვაჩინე ამავე სათურით - უშინაარსო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2016 წელი. 7:30pm — 3 კომენტარი
________________

მადლობა კრებაზე წაუსვლელობისთვის?!

      ქრისტიანთათვის ყოველთვის უდიდესი დღესასწაული და ზეიმია ქრისტეში ერთობა. ლუკა მახარებელი მოგვითხრობს პირველი, სამოციქულო კრების შესახებ (საქმე მოციქულთა, XV თავი). სულთმოფენობის შემდეგ, წმინდა წერილი არაფერს ამბობს ასეთ ერთსულოვან შეკრებაზე და აი, დაახლოებით 2 ათეული წელი გადის, ასეთ მცირე დროში ქრისტეს ეკლესიაში უკვე სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს და მოციქულებს უწევთ იერუსალიმში შეკრება. არ დავწვრილმანდები, ვისაც წმინდა წერილის ეს მონაკვეთი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2016 წელი. 5:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გარდაიცვალა და აღარც ესწრაფვის

      ინტერნეტ სივრცის (და არა მხოლოდ) მაგიურ სიტყვათა შორის, განსაკუთრებულია "გარდაიცვალა". მისი მაგიურობა, მისდამი დაუოკებელი ინტერესით თუ აიხსნება და რაც მეტ გარდაცვლილს ვნახულობთ, მით მეტად ვმზაობთ ან გვაშინებს ის, რაც იმის იქით არის. თითქოს, თითოეული გარდაცვალების გაგება და მისკენ სწრაფვა, ჩვენს ქვეცნობიერში ეძებს პასუხს მიცვალებულისგან - იქით რა ხდება? იქნებ, გაცოცხლდეს და თქვას რამე. ზოგადად, რაიმესკენ სწრაფვა, ნიშნავს რომ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters