Qwelly ბლოგი! - qwellyblog (74)

მწვანე კარი / The Green Door

მწვანე კარი

ო. ჰენრი

     ახალგაზრდა ფორტეპიანოების გამყიდველი რუდოლფ სტეინერი თავგადასავლების ჭეშმარიტი მაძიებელი ბრძანდებოდა. თითზე ჩამოთვლიდი საღამოებს, როცა ახლის ძიების სურვილს იგი გარეთ არ გამოეყვანა. დარწმუნებული იყო ცხოვრებაში ყველაზე აინტერესო ამბები მხოლოდ ქუჩების კუთხეებში შეიძლებოდა მომხდარიყო. თავგადასავლებზე კი იგი მთელი ცხოვრება…

გაგრძელება

დაამატა ნათი მორბედაძე_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2017 წელი. 4:29pm — არ არის კომენტარები
_______________

ზოგჯერ.... მხოლოდ ზოგჯერ...

ზოგჯერ ქვეყნად ბოროტი ხარობს...

ზოგჯერ ძალიან იმედგაცრუებული და უსიამოვნოდ გაოცებული ხარ...

ზოგჯერ ტკივილი  და ბოღმა გახრჩობს და შიგნიდან განადგურებს, შენ კი ვერაფერს ამბობ, რადგან "მუნჯი" ხარ... და "ბრმაც" ხარ, რადგან არ გინდა დაინახო ბევრი რამ...

ზოგჯერ სასოწარკვეთილება გიპყრობს და არ იცი "ღირს კი?", ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან არაფერი…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2016 წელი. 6:03pm — 4 კომენტარი
________________

მზის ამოსვლამდე

უკვე მერამდენედ აგროვებ საკუთარ თავს

შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლებივით.

დგახარ მარტო საკუთარ სიცივეში

და გეშინია ქარის ერთი დაბერვის.

მომლოდინე დამხვედრივით

დგახარ და იცდი.

დგახარ და იცდი.

აივლიან და ჩაივლიან მატარებლები.

არავინ.

თითქოს, ძველ, მიტოვებულ სადგურზე დგახარ,

სადაც დიდი ხანია აღარ აჩერებენ მატარებლები.

მაგრამ რატომღაც არავინ გეუბნება.

აიფარებ სახეზე…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაზამთრებული დღეებიდან

გოგო.

ისეთი დღეებიც ხომ არის ხოლმე,

როცა ვარსკვლავებიან ზეცას ჩაისუნთქავ

და წვები ნაწვიმარი.

ქარწაღებული.

და გიკვირს, რატომ არ მოდიან

ძვირფასი ადამიანები,

როცა მათ ახსოვხარ,

როცა ალბათ, მათაც ეძვირფასები.

გიკვირს, და მერე მოდის სიზმარი,

რომ დგახარ,და მათი ზურგები

უხმოდ გელაპარაკებიან.

ისუნთქავ კიდევ ერთ ზამთარს.

კიდევ ერთ მარტოობას.

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი სტუმრები

      მისი გაღვიძება სიხარულის შეძახილით აღნიშნეს, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ, მათ ხომ უფრო ადრე გაიღვიძეს?! მაგრამ ახლა ფიქრის დრო არ ჰქონდა, მთავარი იყო წყურვილი მოეკლა. იწრიალა ოთახში, იბორიალა, ეძება, ბოლოს მიირბინა თავის სარწყულთან და გემრიელად გამოცალა. წყურვილი რომ მოიკლა, გაჩერდა და მძიმედ ამოისუნთქა. ღია კარში წუთისოფლის თეთრი სტუმრები მოჩანდნენ, გაუჩერებლად მოდიოდნენ ზემოდან.

      "ესენი არიან თეთრი სტუმრები?!" - გაიფიქრა - "გუშინ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 10, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ანარეკლი

      ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. მე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ-ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 2:03am — 1 კომენტარი
________________

წვიმების სეზონი

ამ შემოდგომის ბოლო თვესაც,

როცა ღრუბლები საშინელი სისწრაფით

მზეს ეფარებიან,

არავინ არის, ვისი მხრებიც

ჩემს პატარა გოგოობას აიტანს,

ვინც მომსვლელ ცივ ზამთარს

მარტოს არ შემატოვებს.

ზოგჯერ, ყველაზე მეტად მჭირდება

სულ უბრალო რამ,

- მკითხო, როგორ ვარ.

მოხვიდე, მაგრად დახურო კარი

და არ შემოუშვა არც ერთი სიცივე,

არც ერთი ქარი,

არც ერთი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2015 წელი. 6:30pm — 8 კომენტარი
________________

ღვინობისთვის აღსანიშნავად

      ღვინის სამშობლოში, როგორც საქართველოს უწოდებენ ხოლმე, ღვინობისთვეში ვენახსა და ყურძენზე არაფერი დამეწერა, არ იქნებოდა სწორი. ფოტო ხომ მაინც უნდა გამომექვეყნებინა რთველისა, მით უმეტეს რომ ამ პერიოდში ყურძნის კრეფა, მწვადის შეწვა და კვირობით გაგრძელებული ბახუსი ჩვენი კულტურისთვის ჩვეულებრივი ყოფიერებაა. ამიტომ, გადავწყვიტე მევენახოებიდან ცოტა უფრო კომპეტენტური სტატია შემომეთავაზებინა და ერთ ძველ წიგნს მივაშურე, საიდანაც ზოგადად, მევენახოების…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2015 წელი. 5:30pm — 1 კომენტარი
________________

ღმერთო, მიიღე ვედრება

      ძველი ტაძრის გაციებულ კედლებს როცა ვეხები, მთელი ჩემი დარდი, ტკივილი, ცოდვა, სიკეთე, თუ სიხარული, ერთგან იყრის თავს, სადაც ძალიან ხშირად უსიამოვნოდ მტკივა, ჩემი ცოდვების გამო გული მქნეჯნის, სინანულის ცრემლები თვალებს რომ მოაწვება და დედა ღვთისას ხატის დანახვის დროს, როგორ თბილად მომეგებებიან, შემომეხვევიან თბილი ხელები და ღვთისმშობელთან მისვლისთანავე, როგორ უმალ, მოსიყვარულედ ჩამიკრავს გულში, ხელები მეფერებიან და მეფერებიან... დედობრივი…

გაგრძელება

დაამატა Tinano Star_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 22, 2015 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

სიყვარული თრობას ჰგავს

 alcohol, blog, love, post, qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მირაჟი, ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიყვარული, ქველი, ჯანმრთელობა, სიმთვრალე, სიფხიზლე, ფხიზელი, მთვრალი

      მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.

 …

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2015 წელი. 6:30pm — 15 კომენტარი
________________

მაინც დაგიჭერ!

      სულ მინდოდა, რომ ჩემი ოთახის ფანჯრები ტყეში გასულიყო... ტყეში, სადაც იქნებოდა კამკამა მდინარე, ბევრი ბალახი, ფოთოლი, ხე... ოთხი ფერის სამყარო... სადაც მზის სხივი გამოანათებდა ხოლმე ფოთლებსშორისი ჭუჭრუტანებიდან, მე კი ვირბენდი ბევრს რომ ყველა სხივი დამეჭირა. ყველას თუ არა იმას მაინც დავიჭერდი მე რომ ძალიან მინდა და გამათბობდა თავისი არამიწიერი სითბოთი, მე კი ვიქნებოდი ისეთი მსუბუქი, რომ სულ ვიფრენდი დარჩენილი ცხოვრება...

      დიახ,…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ბალიშის ქვეშ დამალული წერილი

      ერთი... ორი... ხუთი ... ნაბიჯებს ვითვლით. კიდევ ერთი გუბეა წინ, ესეც თუ "გადავცურეთ", ისე რომ არ დავსველდეთ, ჩვენთვისაც გადაიღებს წვიმა. შენი ლექსებისგან შეკოწიწებულ ქოლგას შენივე კარადის ბოლო თაროზე მივუჩენ ადგილს.

      დამიჯერე, გუბის იქით მარტოობის პროსპექტს მზის ამოსვლის ქუჩა შეცვლის. ცოტაც მოითმინე, მალე სულში ჩაგისახლდები, შენთან ავიშენებ ბუდეს ... ჩამოიფერთხე ეგ სევდა სახიდან, არ მინდა ამღვრეული თვალებით მიყურებდე,…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2015 წელი. 3:00pm — 8 კომენტარი
________________

ნუ მოუძებნით სათაურს იმას, რაც უსათაუროა

ასეც ხდება.

ზოგიერთებისთვის წასვლა უფრო მარტივია,

ვიდრე ერთმანეთთან მისვლა

და უბრალოდ ჩახუტება.

ჩემთვის ყოველთვის მოსვლა იყო

უფრო მარტივი,

ვიდრე მეგრძნო,

როგორ რჩებოდი ჩემს ზურგს უკან,

ხელში შერჩენილი განახევრებული სიგარეტით,

ღრმა სუნთქვით,

სიშორისკენ მიმართული მზერით..

დამძიმებული ნაბიჯებით..

და მეც, მარტოჩრდილად დარჩენილს

გზა გამეკვლია შინისაკენ.

სადაც წვიმები უფრო…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2015 წელი. 11:00am — არ არის კომენტარები
_______________

ვეცდები ჭკვიანი გავხდე

21 ნოემბერი

      ვეცდები ჭკვიანი გავხდე და ის კარქი გძნობა ისევ მქონდეს, როცა რაღაცეები იცი და ჭკვიანი ხარ კარქია. ნეტა მსოფლიოში ყველაფერი ვიცოდე. ნეტა ეხლავე შემეძლოს ისევ ჭკვიანი გავხთე. რო შემეძლოს და ისევ ჭკვიანი რო გავხთე დავჯდები და სუ წიგნებს წავიკითხავ.

      ასეთუისე თუ გინდათ დავნიძლავდეთ რო ერთადერთი სულელი ადამიანი ვარ ვინც მეცენიერებისთვის რაღაცა იპოვა. რაღაც გავაკეთე მარა არ…

გაგრძელება

დაამატა ლიკა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 1, 2015 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

უხილავი მონსტრები ოკეანეების სიღრმიდან

poliqetebi, qwelly, qwellyblog, ბლოგი, მონსტრი, ოკეანე, პატარა, პოლიქეტები, სიღრმე, სტატია, ჩრდილოეთის_ციალი, ჭიები

      ერთი შეხედვით ისინი არაამქვეყნიურ, სხვა პლანეტის მობინადრე არსებებს ჰგვანან. მაგრამ დედამიწიდან ათეულობით სინათლის წლით დაშორებულ ადგილებში ბინადრობის მაგივრად ეს საშიში შესახედაობის პატარა ცხოველები დედამიწის ოკეანის სიღრმეებს იპყრობენ.

      პოლიქეტების, იგივე მრავალჯაგრიანი ჭიების ახალი სურათები გვიჩვენებს, როგორ გარდაქმნა ისინი ბუნებამ, რათა წყლის დონიდან 1000 მეტრის ქვეშ და უფრო ქვემოთ არსებულ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

რომ არა შენ

      იქნებ შევძლო მოვახერხო და გადმოვცურო, ზღვა რომელიც ჩვენს შორისაა. არ აღმოჩნდა ადვილი სიშორე, ძნელია ის რომ შენ ხარ შორს ძალიან შორს და არა ის, რომ მე ვარ მარტო. ეს გგონია ერთი და იგივე რამეა? მაშინ შემცდარხარ. მე მარტოობას ავიტანდი შენ, რომ არ არსებობდე, მაგრამ როცა არსებობ და მაინც მარტო ვარ ეს არის ის დიდი ზღვა, რომელიც გვაკავშირებს, რომელის გადალახვასაც მე ვერ შევძლებ.!

      იცი რამდენი მიზეზია, თუ რატომ არ შემიძლია? იმიტომ, რომ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2015 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

უფრო მაღალი IQ

16 აპრილი

      დღეს თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, თუმცა ჯერ კიდევ ვბრაზობ იმაზე, ხალხი რომ დამცინოდა და მასხრად მიგდებდა.

      უფრო ჭკვიანი რომ გავხდები, ორჯერ უფრო მაღალი IQ რომ მექნება, ვიდრე ახლა მაქვს, იქნებ ხალხს მოვეწონო და დამიმეგობრდნენ.

      IQ რა არის, ჯერ კარგად არ ვიცი. პროფესორმა ნიმურმა თქვა, რომ ეს იმის საზომია, რამდენად გონიერია ადამიანი - ისე ზომავს გონიერებას,…

გაგრძელება

დაამატა ლიკა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2015 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

შენ არავინ გგავს

შენ არავინ გგავს, ქველიბლოგი, Tamuna Restless, თამუნა თხელიძის ბლოგი, ქველი, ბლოგი, დღიური, qwelly, blog, qwellyblog

ხანდახან, მაინც დავფიქრდები ხოლმე,

ჩემი დღეებიდან

რომელი მენატრება ყველაზე მეტად.

და ისევ იქ მივდივარ.

შუა შემოდგომის ბოლო დღესთან.

ყოველთვის,

როცა გავდივარ ადგილებს,

რომლებმაც ერთად დაგვიმახსოვრეს,

ფეხებში მედებიან მოგონებები,

და ნაბიჯარეულს ისევ მინდება

შეუჩერებლად ვიარო.

შენი თითების შეხებამდე.

ისევ დადგება…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2015 წელი. 1:00am — 1 კომენტარი
________________

არავინ!

      გამარჯობა! მე არავინ ვარ. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი ვარ. ზოგიც სატანას მეძახის, ზოგს ანგელოზი ვგონივარ, ლამაზი თეთრი ფრთებით. მაგრამ სინამდვილეში არც არავინ ვარ, უბრალოდ არ ვარსებობ. მე უბრალოდ შენ ვარ. აი შენ კი ვერ ხვდები, რომ შენ მე ხარ. ჩვენ განუყოფელნი ვართ...

      ძალიან სასაცილოები ხართ ადამიანები. სიბნელეში ცხოვრობთ და სულ სინათლის ნაპერწკალს ეძებთ. გიყვართ მზე, მაგრამ უფრო მეტად მთვარე, რომელიც მზის სხივს ირეკლავს. შეხედეთ რა…

გაგრძელება

დაამატა roma_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2015 წელი. 1:30am — 2 კომენტარი
________________

53 გაელვება

53 gaelveba, 53 გაელვება, blog, gaelveba, life, questions, qwelly, qwellyblog, salome dochia blog, years, ბლოგ, გაელვება, ინტერვიუ, კითხვები, სალომე დოჩიას ბლოგი, ქველი, ცხოვრება, წლები

53 გაელვება

     ამას წინათ ერთმა ნაცნობმა მკითხა რამდენი წლის ხარო და დაუფიქრებლად ვუპასუხე 52-ის მეთქი. რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ მოვიტყუე. საკუთარი ასაკის დამალვა არ მიცდია, არც ისე ბებერი ვარ, (თუმცაა 80 წლის ასაკშიც ასე ვიტყვი ალბათ) უბრალოდ დამავიწყდა, რომ ერთი წლით გავიზარდე. იქნება არც გავზრდილვარ, უბრალოდ ასაკის აღმნიშვნელ გრაფაში 52-ის…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 14, 2015 წელი. 11:21am — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters