Qwelly ბლოგი! - ციტატები (40)

წარმოდგენა ცხოვრებაზე

      ცხოვრებაზე შენეული წარმოდგენა გქონდა, აღვსილი იყავი რწმენითა და მიზნებით, თავს დასდებდი საგმირო საქმეებისთვის, არ შეეპუებოდი მსხვერპლსა და ტანჯვას მაგრამ მერე თანდათან დაინახე, რომ ამქვეყნად არავინ მოითხოვს შენგან გმირობას, მსხვერპლის გაღებასა და სხვა ამგვარებს, რომ ეს ცხოვრება გმირობითა და თავგანწირული საქმეებით აღსავსე პოემა როდია! დიახ, მივხვდი, რომ ჩვენი ცხოვრება თურმე ერთი პატარა ბიურგერული სენაკია, სადაც ადამიანები სავსებით…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2017 წელი. 3:00pm — 1 კომენტარი
________________

იშვიათი ადამიანური მდგომარეობა

      ძრწოლა ადამიანის ის იშვიათი, მაგრამ უაღრესად ადამიანური მდგომარეობაა, როცა მისი მზერა ერთბაშად გაარკვევს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გულდაგულ წაფარებული ილუზიის საფარველს და ამ ცხოვრების სახით, რაობისა და ყოფნის ნაცვლად არარაობასა და არყოფნას დალანდავს. როგორც ასეთი, ძრწოლა ადამიანს საშუალებას აძლევს ყოველდღიური ცხოვრების წესს, ანუ მან-ის ხელმძღვანელობით ცხოვრებას განუდგეს, თავის თავს დაუბრუნდეს, ყოფნის საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, საკუთარ…

გაგრძელება

დაამატა ნინო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 12, 2017 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყვარული

შეიძლება ისეც გიყვარდეს, მასთან ერთად სიბერეც კი გქონდეს წარმოდგენილი.

დაამატა qeti_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2016 წელი. 8:00pm — 1 კომენტარი
________________

ციტატებით დაბრუნება

ადამიანო, ნურასოდეს ნუ დაგავიწყდება, რომ შენ მარტო ხარ. ნურავის ნუ დაუცდი, ნურაფრის იმედი ნუ გექნება, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყე და ააგე შენი ასაგები კოშკი.

/რევაზ ინანიშვილი/

დომენიკო, იცი, ადამიანები გაუცხოვდნენ. მზერაც, რაღაცნაირად, ცივი და დამცინავი გაუხდათ. მათი სახეები "შეყინულღიმილიანდა". გაიცრიცა. სიყალბე შეერია. თვალებისაც უნდა მეშინოდეს, დომენიკო ?? ადამიანის უნდა მეშინოდეს ?? არ შეიძლება…

გაგრძელება

დაამატა nini_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 10, 2016 წელი. 12:30pm — 2 კომენტარი
________________

არაერთხელ შევხვედრივარ და დღემდე ხშირად ვხვდები

უმბერტო ეკოს შემოქმედებიდან:

      არაერთხელ შევხვედრივარ და დღემდე ხშირად ვხვდები ამ თაღლითებს, რომელთა თითოეულ ჯგუფს თავისი სახელი აქვს, დემონთა ლეგიონების დარად: მკრეჭელები, მხვეჭელები, მხვეწნელები, ლაფოსნები, გულთმისნები, დასტაქრები, მჭვრეტელები, ამბოროსნები, მოშიმშილენი, ჯვართმფლობელნი, ყავარჯოსნები, სიწმინდეთმპყრობელნი, სასწაულმოქმედნი, მოცახცახენი, მოკანკალენი, მტირალნი,…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2015 წელი. 1:00pm — 2 კომენტარი
________________

სამყაროში საცხოვრებლად

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

მერი ოლივერის შემოქმედებიდან:

     "იმისათვის რომ სამყაროში იცხოვრო უნდა დაიმახსოვრო და გააკეთო სამი რამ: შეიყვარო ის რაც მოკვდავია; დაიმახსოვრო რომ მასზეა დამოკიდებული შენი სხეულის ცხოველქმედება; და როდესაც დრო მოვა გაუშვა. მიეცი ნება, რომ წავიდეს.."…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2015 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

წვეთები მშვიდად უკაკუნებენ ფანჯარას

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

გურამ დოჩანაშვილი შემოქმედებიდან:

"-ზოგი ხმაური სიმშვიდეა.

-მაინც რომელი?

-აი, როცა შინ ხარ... გარეთ წვიმს. წვეთები მშვიდად უკაკუნებენ ფანჯარას. სახლში თბილა. წვეთების ხმაური აღარ გესმის, გახსენდება…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 25, 2015 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მე ვარსებობ!

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

დოსტოევსკის შემოქმედებიდან:

"ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში - ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული - მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 11, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საინტერესო ციტატები ქართველი ავტორებისაგან

      "ყველაფერი, რაც ყდაშია - წიგნი როდია! არც გაცვეთილი სიტყვები და გატკეპნილი ფურცლებია წიგნი! არც უსულო აზრებისა და სახეების გროვა... არც პირფერული ლამაზსიტყვაობა შიშნაკრავისა თუ ყურმოჭრილისა.

      ორ სახე-სიტყვას შემოგთავაზებთ - წიგნი უნდა იყოს ზარშრიალა და ბასრიგულა, სახნისად რომ გამოადგეს ადგილის დედის გუთანს!

      მრავალსაუკუნოვან გრაგნილებში გამოვლილი წიგნთა წიგნების აზრისა ვარ და მწადს, ავის მხილების ელდა მახლდეს, ან…

გაგრძელება

დაამატა nini_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2014 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვხვდები! ვხვდები! ვხვდები!

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

პაატა შამუგიას შემოქმედებიდან:

ნებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე და ნებისმიერი თვითგადარჩენა უსასრულო მოძრაობაა საკუთარი თავის გარშემო, როცა ხვდები, რომ ერთ დღეს ყველაფერი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 7, 2014 წელი. 5:00am — 1 კომენტარი
________________

სიყვარულის შესახებ

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

კნუტ ჰამსუნის შემოქმედებიდან:

       სიყვარული ღმერთის პირველი სიტყვაა, პირველი აზრი, რომელმაც მას გაუელვა. როდესაც წარმოთქვა, “დაე იქმნას ნათელი!“ - ეს სიყვარული იყო. ყოველივე, რაც მან შექმნა კარგი იყო და მას არც ერთი ნაწილის შეცვლა არ უსურვია. მას…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2014 წელი. 6:30pm — 3 კომენტარი
________________

ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან:

       "ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დრამის პიკი

       „სიყვარული ცხოვრების უდიდესი დრამაა.. სიკვდილი არსებითად ბევრად ნაკლებ დრამატულია: ის დასასრული ყოველი მოძრაობისა და მხოლოდ სიყვარულის თვალსაზრისით ეძლევა მას საშინელი აზრი და მნიშვნელობა: იმიტომ, რომ აუტანელია არა სიკვდილი თავისთავად არამედ სიყვარულის სიკვდილი“

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ნუ გეშინიათ ცხოვრების

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

იოანე სინელი:

     "იმედი არაფერია, თუ მას რაიმე არ უმაგრებს ზურგს: ღვთის იმედი არაფერია, თუ მის უკან რწმენა არ დგას. მომავლის იმედი არაფერია, თუ საფუძვლად გეგმა არ უდევს. ოჯახის იმედი არაფერია, თუ დაფასება არ ახლავს თან. სიყვარულის…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მიზნისკენ სწრაფვა

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

ჯონ ვებსტერის შემოქმედებიდან:

      "ხალხის უმეტესობა კი არ ცხოვრობს, გარბის. ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი კარგავს ამქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარს. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 6:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მწარე წარსული

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

ინტერნეტელთა შემოქმედებიდან:

     ვისთან ერთადაც არ უნდა იყო, როგორ ბედნიერადაც არ უნდა აჩვენებდე თავს, ყოველთვის გამოგეპარება მზერა ჩემსკენ... ყოველთვის გაგეღიმება როცა, ჩვენ საყვარელ სიმღერას მოისმენ სადმე... ყოველთვის შეხვალ მის…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერი სამოთხეა

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

წმ. თეოფანე დაყუდებული:

     "სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერი სამოთხეა. ეს არის თბილი, მშვიდი, კეთილმოსურნე, ცოცხალი, მარად მოძრავი და სიხარულისმომგვრელი მდგომარეობა, რომელიც სულს ჩვენსას ეწვევა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2014 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

წმინდა იოანე კრონშტადტელი

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

წმ. იოანე კრონშტადტელი:

      ადამიანისათვის, რომელიც ეჩვევა აღსარებისას საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიში აბაროს, არ იქნება ძნელი სიტყვისგება საშინელ სამსჯავროზე. სწორედ ამიტომ არის დადგენილი ამ წუთისოფელში სინანულის ეს მშვიდი სასამართლო,…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2014 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს

თვალით ამოხეული და გულზე ამოტვიფრული ციტატები

"ოსტატი და მარგარიტა", მიხეილ ბულგაკოვის შემოქმედებიდან:

მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?

- ყველაფერს თვით ადამიანი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჯემალ ქარჩხაძე

"გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული."…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2014 წელი. 2:30pm — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters