ლაშა'ს ბლოგი || "ჩანახატი" (7)

სიამოვნება ზურგით თრევით

      ბევრი აღარ უხეტიალიათ. მალე მონახეს პატარა სახლი შეეფარნენ და იმ ღამით იქ დარჩნენ. მეორე დილით კოლომბო, ტარაკანი და მიოდი საჭმლის მოსატანად წავიდნენ. მარია სახლის სადარაჯოდ დარჩა და თოვლის ქულაც მან ჩაიბარა.

- რატომ არ შეიძლება მეც რომ კოლომბოს და ტარაკანს გავყვე? - თოვლის ქულას თამაში უნდოდა და ტარაკანი ამისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.

- იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. დაგავიწყდა? ორი დღის წინ თოვლში ვერც კი დადიოდი.

-…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამალობანა მტერთან

- შებინდებამდე აქ დავრჩეთ და მერე მოვნახოთ ახალი სახლი.

- კი მაგრამ სად უნდა გავათიოთ კოლომბო, საშინლად ცივა, თუ თავშესაფარი არ ვიპოვეთ, გავიყინებით.

- ნუ გეშინია მარია, ვიპოვით, დაგავიწყდა? ეს ხომ კოლომბოა - ტარაკანმა ირონიულად გადახედა უფროსს.

- მართალია დამცინის ეს ვაჟბატონი, მაგრამ მართალს ამბობს - კოლომბო ვარ და აუცილებლად ვიპოვით თავშესაფარს. შენ რას იტყვი თოვლის ქულა?

      თოვლის ქულა ფიქრებში იყო გართული და მათ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2016 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

კონტაქტი გარესამყაროსთან

      ვრცელი და ნათელი სივრცეა. ადგილ-ადგილ თეთრი მასა მოკრიალებული და მოსწორებულია, ზოგიერთ ადგილას შეგროვებული და ბორცვივით ამაღლებული. იქით რომ გაიხედავთ საითაც ყიჟინა წავიდა, დაინახავთ მათ მარცხნივ და მარჯვნივ თეთრი მასა როგორ იყრება და გორას აკეთებს. დგას ერთ ადგილას და მხოლოდ თავს ატრიალებს, თვალებს აცეცებს. კარგად უნდა გაერკვეს სად არის და რა ხდებოდა მის გარშემო. მზე მართლაც თბილი გამოდგა და ხელებსა და ფეხებში უკვე სითბოსაც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

პირველი მარტოობა

      დილანდელივით ფხაკუნზე გაეღვიძა. ალბათ მეგობრებმა მოაკითხეს. უცბად ეს ფხაკუნი მისკენ დაიძრა და მის ძირში გაიფხაკუნა. გრძნობს როგორ მიათრევს რაღაც ძალა გაურკვეველი მიმართულებით. მერე უცბად სიმსუბუქე, მერე ფრენა ამ თეთრ მასასთან ერთად და უფრო დიდ სითეთრეში ვარდნა. "ნეტავ რა მოხდა? ახლა სად არის?" ვერაფერს ხედავს, არადა მნიშვნელოვანია იპოვოს კარი, რომლიდანაც სითბო გამოდის. უნდა სცადოს და ეს გაყინული ფეხები როგორმე გაათბოს, აამოძრაოს. ნელ-ნელა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2015 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სტუმრების გაცნობა

      შეამჩნია, რომ ფანჯრებიდან შუქი იმაზე მეტად შემოდიოდა, ვიდრე დილით, როცა თვალი პირველად გაახილა. მერე კარგად დააკვირდა - ფანჯრები გაუწმენდიათ. მიუახლოვდა და იქიდან დაიწყო თავისი მეგობრების ცქერა. ყურებაში იმდენად გაერთო, ვერც კი მიხვდა ფანჯარას როგორ მიაწვა. გაიღო და გადავარდა, ჯერ თოვლში გადაკოტრიალდა და შემდეგ მოლიპულ აივანზე დაეცა. იქაც თოვლი დახვდა, კიდევ მოუწია თოვლში კოტრიალი.

      წუთის წინ სასიამოვნო სიგრილე, უცბად საშინელ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 20, 2015 წელი. 7:30pm — 4 კომენტარი
________________

წუთისოფლის დილა

      კაკლის წასაღებად ჭერში შემოპარული ციყვის უყურადღებო ფხაკუნმა გააღვიძა. სიცივე იგრძნო. ლანდების გასარჩევად სამყოფი სინათლე შემოდიოდა თოვლით თითქმისდაფარული სარკმლიდან. ბუხარი მიჩუმათებულიყო, სამაგიეროდ ოთახის კუთხეში დატანებული, მარანში გასასვლელი კარი ჭრიალებდა - იქიდან სულ სიცივე უბერავდა. ნაბადში გაკრულს წამოდგომა ჭირისდღესავით ეზარებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ასე დარჩენა არ შეიძლებოდა. თვალები მოიფშვნიტა და ოთახს ინტერესიანად მოავლო…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2015 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთრის პირის სევდა

      თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2015 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters